ანა კალანდაძე: ქართველი პოეტი

ანა კალანდაძე (დ.

ანა კალანდაძე: ბიოგრაფია, შემოქმედება, იხილეთ აგრეთვე სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კალანდაძე.

15 დეკემბერი, 1924, ხიდისთავი, ოზურგეთის მაზრა — გ. 11 მარტი, 2008, თბილისი) — ქართველი პოეტი.

ანა კალანდაძე
ანა კალანდაძე: ბიოგრაფია, შემოქმედება, იხილეთ აგრეთვე
დაბადების თარიღი 15 დეკემბერი, 1924(1924-12-15)
დაბადების ადგილი ხიდისთავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი), საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 11 მარტი, 2008(2008-03-11) (83 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველო
დასაფლავებულია მთაწმინდის პანთეონი
საქმიანობა პოეტი, მთარგმნელი და მწერალი
მოქალაქეობა ანა კალანდაძე: ბიოგრაფია, შემოქმედება, იხილეთ აგრეთვე სსრკ
ანა კალანდაძე: ბიოგრაფია, შემოქმედება, იხილეთ აგრეთვე საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები საპატიო ნიშნის ორდენი, ღირსების ორდენი, რუსთაველის პრემია, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია, საქართველოს სახელმწიფო პრემია და პრემია „საბა“[1]
მეუღლე შალვა მჭედლიშვილი

ბიოგრაფია

ანა კალანდაძე დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ ხიდისთავში 1924 წლის 15 დეკემბერს გლეხის, პავლე კალანდაძის ოჯახში. საშუალო სკოლა ქუთაისში დაამთავრა 1941 წელს. ლექსების წერა დაიწყო 11 წლის ასაკში. 1941 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა კავკასიური ენების სპეციალობით 1946 წელს. პირველი ლექსები გამოაქვეყნა იმავე წელს გაზეთ „ლიტერატურა და ხელოვნებასა“ და ჟურნალ „მნათობში“. 1952 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ლექსიკოლოგიის განყოფილებაში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე. ლექსების პირველი კრებული გამოსცა 1953 წელს ანა კალანდაძის შემდგომი პოეტური კრებულები გამოიცა 1958, 1960, 1967, 1976 და სხვ. წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ენის მუდმივი კომისიის წევრად, მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრად. საბჭოთა პერიოდში დაჯილდოებული იყო „საპატიო ნიშნის“ ორი ორდენით და ღირსების ორდენით. 1983 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. 1985 წელს ციკლისათვის „თავაწეული ქართული დროშები“ მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. იმავე წელს გახდა გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემიის ლაურეატი.

1993 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. 1997 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია პუბლიცისტიკის დარგში – თხზულებათა მეორე ტომში შესული პუბლიცისტურ-ესეისტური წერილებისათვის. 2006 წელს მიიღო ლიტერატურული პრემია „საბა“ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის. გარდაიცვალა 2008 წლის 11 მარტს, ინსულტის შედეგად. დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.

შემოქმედება

ანა კალანდაძის პოეტური სტილი სისადავითა და ჰარმონიული ფორმით გამოირჩევა. კალანდაძის პოეზიამ იმთავითვე მიიპყრო ყურადღება ლექსის სინატიფითა და პოეტური აზროვნების მაღალი კულტურით. მისი შემოქმედების ყველა თემა თუ მოტივი ლირიკული თვითგამოხატვით ცხადდება და უაღრესი ინტიმურობის ელფერს იძენს. მის ლექსებში გვხვდება შემდეგი თემები: მშვიდობიანი ცხოვრების დასაწყისი („კარში გამო ჭიაჭია მარია“, 1946); ბუნების განცდა („თუთა“, 1945; „ჟუჟუნა წვიმა მოვიდა“, 1946; „ბეთანიის გზაზე“, 1954). ისტორია და თანამედროვეობა („შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო“, „ასეთი დარი თუ იყო მაშინ“, ორივე 1945; „ღრუბლები“, 1953); პატრიოტიზმი („საქართველოო ლამაზო“, „მრავალლჟამიერ“, 1952, „ფეხი დამადგით“, „მას ალავერდის დიდებულ ტაძარს“ 1959), ზნეობა („ნუ მიმცემ ეჭვთა“, 1957; „ისევ გახსენი გული ჩემი“, 1961) და სიყვარული („რისად არ მომხედავ“, 1945, „შეყვარებული ოდეს ქარები“, 1954).

მისი ლექსები ნათარგმნია რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, პოლონურ და სხვა ენებზე. ყველაზე სრულია მისი ორტომეული, სადაც ორიგინალური ლექსების გარდა დაბეჭდილია სტეფან მალარმეს, ალექსანდრე პუშკინისა და სხვა პოეტური თარგმანები, აგრეთვე წერილები, ესეები და მოგონებები.

გავლენა ხელოვნებაზე

ანა კალანდაძის პოეზია აისახა მუსიკალურ ხელოვნებაში. კომპოზიტორმა მერი დავითაშვილმა და ჟურნალისტმა თეიმურაზ ნაცვლიშვილმა პირველებმა მიმართეს ანა კალანდაძის პოეზიას ორმოცდაათიანი წლების დასაწყისში, შექმნეს რა ვოკალური ნაწარმოებები: სიმღერა „საქართველოო ლამაზო“ , რომანსები „არაბი ხარ“ და „თუთა“. ანა კალანდაძის ლექსებზე დაწერეს სიმღერები აგრეთვე გივი ციციშვილმა, ტარიელ ბაქრაძემ, ჯემალ ბეგლარიშვილმა, კახა ცაბაძემ და სხვებმა.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ასათიანი, გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 327.
  • მწერალთა ავტობიოგრაფიები, ტ. II, თბილისი: ლიტერატურის მუზეუმი, 2013. — გვ. 675-678, ISBN 978-99940-28-85-6.
  • ჩხენკელი, თ. „პოეზია — სიბრძნის დარგი“ თბილისი, 1978
  • ჭილაძე, თ. წერილები, თბილისი, 1978
  • ჩხეიძე, ნ. „ლიტერატურული წერილები“ თბილისი, 1969

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

-1'> https://saba.com.ge/award/winners/2006

Tags:

ანა კალანდაძე ბიოგრაფიაანა კალანდაძე შემოქმედებაანა კალანდაძე იხილეთ აგრეთვეანა კალანდაძე ლიტერატურაანა კალანდაძე რესურსები ინტერნეტშიანა კალანდაძე სქოლიოანა კალანდაძე11 მარტი15 დეკემბერი19242008თბილისიოზურგეთის მაზრაქართველებიხიდისთავი (ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მერაბ კოსტავალოცვა ეფრემ ასურისაებრაელებივიკიპედიამაროკოტაო-კლარჯეთიკავკასიაქართლინოე ჟორდანიალადო ასათიანითავისუფლების მოედანი (თბილისი)ფუტურიზმისაქართველოს პარლამენტიპითაგორას თეორემასაქართველოს ბრძოლების სიატალკისოლიკო ვირსალაძეძაღლიასტრიდ ლინდგრენისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიგიორგი მაზნიაშვილიამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)ელვაპარიზირომის იმპერიაალცჰაიმერის დაავადებაიუნესკოთბილისის ზღვასაქართველოს ქალაქებისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიპუნიკური ომებინიუტონის კანონებიერეკლე IIპირველი მსოფლიო ომიანტარქტიდაბიპოლარული აშლილობაგოდერძი ჩოხელიგულიგიორგი ანწუხელიძესპილოსებრნიგიორგი ყიფშიძესაქართველო IV საუკუნეშიმთლიანი შიდა პროდუქტიიგირუსეთითევდორე კველთელიემპათიატიციან ტაბიძენილოსიბალეტიჩარლი ჩაპლინიასლან აბაშიძეიტალიაკომუნიზმივარლამ ლიპარტელიანიაშშ-ის პრეზიდენტების სიაიაპონიადავით სოსლანიჰაერიდავით გურამიშვილინიადაგითამარ მეფეეოზონოფილებიდინოზავრებისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკასინონიმებიშუშანიკის წამებაკონტინენტიგიორგი IV ლაშამამა გაბრიელითეიმურაზ Iსაქართველო XVIII საუკუნეშიათი მცნებამსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითსვანური კოშკიქრისტიანობა🡆 More