ირაკლი აბაშიძე: ქართველი პოეტი

ირაკლი ბესარიონის ძე აბაშიძე (დ.

ირაკლი აბაშიძე: ბიოგრაფია, ლიტერატურა, რესურსები ინტერნეტში სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბაშიძე.

10 სექტემბერი ან 23 ნოემბერი , 1909, ხონი — გ. 14 იანვარი, 1992, თბილისი) — ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე 1957-1959 წლებში. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960), სოციალისტური შრომის გმირი (1979), რუსთაველის პრემიის ლაურეატი (1965), ლენინის ორდენის კავალერი (1958, 1966, 1969, 1979).

ირაკლი აბაშიძე
ირაკლი აბაშიძე: ბიოგრაფია, ლიტერატურა, რესურსები ინტერნეტში
დაბადების თარიღი 10 (23) ნოემბერი, 1909
დაბადების ადგილი ხონი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 14 იანვარი, 1992(1992-01-14) (82 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა პოეტი და პოლიტიკოსი
მოქალაქეობა ირაკლი აბაშიძე: ბიოგრაფია, ლიტერატურა, რესურსები ინტერნეტში რუსეთის იმპერია
ირაკლი აბაშიძე: ბიოგრაფია, ლიტერატურა, რესურსები ინტერნეტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
ირაკლი აბაშიძე: ბიოგრაფია, ლიტერატურა, რესურსები ინტერნეტში სსრკ
ირაკლი აბაშიძე: ბიოგრაფია, ლიტერატურა, რესურსები ინტერნეტში საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები სოციალისტური შრომის გმირი, საპატიო ნიშნის ორდენი, სამამულო ომის მე-2 ხარისხის ორდენი, ხალხთა მეგობრობის ორდენი, შრომითი მამაცობის მედალი, რუსთაველის პრემია, გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია, საქართველოს სახელმწიფო პრემია, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, ლენინის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი და მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“

ბიოგრაფია

1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. იყო ჟურნალ „ჩვენი თაობის“ და „მნათობის“ რედაქტორი, საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის გამგეობის პასუხისმგებელი მდივანი (1939-1944), პირველი მდივანი, შემდეგ თავმჯდომარე (1953-1967). აბაშიძის ლექსები 1928 წლიდან იბეჭდება. ლექსთა პირველი კრებულებია: „რამდენიმე ლექსი“, 1932; „ახალი ლექსები“, 1938; „ლექსები“, 1941. მეორე მსოფლიო ომის პერიოდის საბჭოთა პატრიოტული ლირიკის აღიარებული ნიმუშებია „კაპიტანი ბუხაიძე“, „ლესელიძის ხსოვნას“ და სხვა. 1957-1959 და 1969 წლებში შექმნილი ლექსების ციკლი „მიახლოება“ პოეტის მაღალ მოქალაქეობრივ მოვალეობას ეძღვნება. 1960 წელს მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით მოეწყო იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიცია, რომელმაც იერუსალიმის ჯვრის მონასტერში აღმოაჩინა რუსთაველის ფრესკა. ამ მოგზაურობათა შემოქმედებითი შედეგი იყო ლექსების წიგნი „რუსთველის ნაკვალევზე“, რომელიც აერთიანებს ციკლებს „მწველ ინდოეთში“ (1959; წიგნთან „ინდოეთის გზებზე“ ერთად მიენიჭა ჯ. ნერუს სახელობის პრემია, 1972) და „პალესტინა, პალესტინა“ (შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, 1966).

იდეურ-მხატვრული ჩანაფიქრით გაერთიანებულ ამ ლექსებში გაცოცხლებულია რუსთაველის სახე, თავისი ქვეყნისა და დროის ჭირ-ვარამს ზიარებული მგოსნის სულიერი სამყარო. გენიოსი პოეტის ბედი აქ სიმბოლურად ეხმაურება ქართველი ხალხის ისტორიულ ბედს. ამ ციკლის ლექსი „ხმა კატამონთან“ ქართული პოეზიის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. აბაშიძის ინიციატივით 1966 წელს მოეწყო რუსთაველის დაბადების 800-წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს კულტურის პოპულარიზაციას მსოფლიოში.

აბაშიძე არის რამდენიმე ლირიკული ციკლის („ჰყვავის გურია“, „სიმღერა მკის დროს“, 1950; „მონადირის ღამეები“, 1948 და სხვა), საბავშვო ლექსებისა და პოემების („რას გადაურჩა თბილისი“, 1955 და სხვა) ლიტერატურულ-კრიტიკული წერილების, ასევე წიგნების „პალესტინის დღიური“ (1966) და „ზარები 1930-იანი წლებიდან“ (1992) ავტორი. თარგმნილი აქვს ა. პუშკინის, ა. მიცკევიჩის, ი. ვაზოვის, ხ. ბოტევის, ვ. მაიაკოვსკის, კ. ჩუკოვსკის და სხვა ნაწარმოებები. მისი ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე. სრულად მისი ლექსები თარგმნეს |ბორის პასტერნაკმა, ბელა ახმადულინამ, ევგენი ევტუშენკომ, ალექსანდრე მეჟიროვმა და სხვა. გერმანულად პოეტის ლექსები თარგმნა ჰერმან ბუდენზიგმა.

აბაშიძე იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1970), საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის თავმჯდომარე (1963-იდან), ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის დამაარსებელი და მთავარი რედაქტორი (1966-იდან). დაჯილდოებულია 3 ლენინის ორდენით, 2 შრომის წითელი დროშისა და „საპატიო ნიშნის“ ორდენებით, მედლებით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. თბილისში არსებობს მისი სახელობის ქუჩა. ირაკლი აბაშიძის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში; არქივი ცენტრს მისმა ქალიშვილმა, ქართული ენციკლოპედიის რედაქტორმა, ირინე აბაშიძემ 2009 წლის 19 თებერვალს გადასცა.

ლიტერატურა

  • გამსახურდია კ., პოეტი-აკადემიკოსი ირაკლი აბაშიძე, რჩ., თხზულებანი, ტ. 7, თბ., 1965;
  • ირაკლი აბაშიძე (რუსთაველის პრემიის ლაურეატები), თბ., 1966;
  • ნატროშვილი გ., სიტყვა ირაკლი აბაშიძეზე, თბ., 1969;

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ირაკლი აბაშიძე ბიოგრაფიაირაკლი აბაშიძე ლიტერატურაირაკლი აბაშიძე რესურსები ინტერნეტშიირაკლი აბაშიძე სქოლიოირაკლი აბაშიძე10 სექტემბერი14 იანვარი190919571959199223 ნოემბერითბილისილენინის ორდენირუსთაველის პრემიასაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიასაქართველოს სსრ მწერალთა კავშირისოციალისტური შრომის გმირიქართველებიხონი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

თბილისური ეზოვირუსებიმთვარეთორნიკე ოქრიაშვილიელექტრონული მუსიკათამარ მეფენივთიერებათა ნარევიცენტრალური სტადიონი (თბილისი)აკაკი წერეთელისაქართველოს სამეფოუქმე დღეები საქართველოშინიკო ნიკოლაძეიმპრესიონიზმიკვადრატული კილომეტრირომის იმპერიაებრაელებიჭადრაკირუის-ურბნისის საეკლესიო კრებაკათოლიციზმილევანტე (საფეხბურთო კლუბი)რუსუდანიმარტივი და შედგენილი რიცხვებიმტკვარიოთარ კიტეიშვილიწმინდა სამების საკათედრო ტაძარიბიპოლარული აშლილობავენდეტაადამიანის ჩონჩხიდათა თუთაშხიასაქართველოს დამოუკიდებლობის აქტითორმეტი ოლიმპოელიალმასიჭიანჭველასებრნიოთარ კაკაბაძესაქართველოს დამოუკიდებლობის დღეიოსებ სტალინისაბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიწმინდა ნინოსვანეთილევან კობიაშვილიფოტოსინთეზიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითსაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაბუღა თურქის შემოსევაკახა კალაძეაფხაზებიაშშ-ის ისტორიაქართული ენასაბა ლობჟანიძეეგვიპტის პირამიდებიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებიგიორგი III (საქართველოს მეფე)Helladosათენიავაზამსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითვაჟა აზარაშვილიწმინდა გიორგიგიორგი მიქაუტაძეთითაობანავთობიეპილეფსიალარისაჭმლის მომნელებელი სისტემადავით ყიფიანიენგურის ჰიდროელექტროსადგურისაქართველოს ისტორიაეროვნული ლიგაბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასახელმწიფოკუნილინგუსისათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალისაქართველოს სოფლებიმოსახლეობის სიმჭიდროვე🡆 More