ფილმი ნატვრის ხე

ნატვრის ხე — თენგიზ აბულაძის 1976 წელს შექმნილი მხატვრული ტრილოგიის მეორე ფილმი გიორგი ლეონიძის მოთხრობების მიხედვით.

დადგმული კინოსტუდიაში „ქართული ფილმი“. ხანგრძლივობა — 87 წთ. სცენარის ავტორი რევაზ ინანიშვილი და თენგიზ აბულაძე. ტრილოგიის დანარჩენი ფილმებია „ვედრება“ და „მონანიება“.

„ნატვრის ხე“
ფილმი ნატვრის ხე
ფილმის საბჭოთა პოსტერი
დამდგმელი რეჟისორი თენგიზ აბულაძე
სცენარის ავტორი რევაზ ინანიშვილი,
თენგიზ აბულაძე
კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე,
იაკობ ბობოხიძე
ოპერატორი ლომერ ახვლედიანი
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1977
ხანგრძლივობა 107 წთ.
ქვეყანა დროშა: საქართველოს სსრ საქ. სსრ
ენა ქართული

როლებში

სიუჟეტი

ფილმი რევოლუციამდელი სოფლის მოზაიკურ პანოს წარმოადგენს, რომელშიც სინამდვილე ორგანულადაა შერწყმული პირობითთან. ამ იდეალისტთა, მეოცნებეთა, ამპარტავანთა და პატივმოყვარეთა სამყაროში მთავარი სიუჟეტური ხაზი მარიტასა და გედიას ტრაგიკული სიყვარულით არის წარმოდგენილი, რომელთაგანაც გადაჯაჭვულია სოციალური წყალგამყოფი ხაზის ორთავე მხარეს მოქცეულ სხვა პერსონაჟთა ბედი. მშვენიერი მარიტა იძულებული გახდება მამის ნებას დაყვეს და შეძლებულ შეთეს მისთხოვდეს, თუმცა მისი გული დიდი ხანია გედიას ეკუთვნის. ქალ-ვაჟი ერთმანეთთან დაცილებას მწარედ განიცდის. მარიტას დედამთილი მიხვდება, რომ რძალს მისი შვილი არ უყვარს და ქმრის ღალატს დასწამებს. ადათის თანახმად, მოღალატე ცოლს საქვეყნოდ დასჯიან. უდანაშაულოდ ისჯება მშვენიერება, ბოროტი სძლევს კეთილს. თუმცა სოფელში მეამბოხეებიც არიან, რომლებიც უზნეობას არასდროს შეურიგდებიან. ადამიანები ლუკმა-პურისათვის წელზე ფეხს იდგამენ, იტანჯებიან და ოცნებობენ ნათელ მომავალზე, ყველა საკუთარი „ნატვრის თვალს“ დაეძებს, სასწაულების ასრულებას შესთხოვს თავის ნატვრის ხეს.

ჯილდოები

ფილმი ნატვრის ხე 
  • 1977: მთავარი პრიზი და დიპლომი რიგის X საკავშირო კინოფესტივალზე
  • 1977: ჟიურის სპეციალური პრიზი : „ოქროს ჯიხვი“ საუკეთესო რეჟისურისათვის თეირანის VI საერთაშორისო კინოფესტივალზე
  • 1978: ჩეხოსლოვაკია-სსრკ მეგობრობის საზოგადოების პრემია, პრიზი კარლოვი-ვარის XXI საერთაშორისო კინოფესტივალზე
  • 1978: ჩიკაგოს კინოს ფესტივალი, ოქროს ჰიუგო(ნომინირებული : საუკეთესო სრულმეტრაჟიანი კინორეჟისურასთვის)
  • 1978: პრიზი კარლოვი-ვარის XXI საერთაშორისო კინოფესტივალზე
  • 1979: პრემია დონატელოს „დავითი“ იტალიაში საერთაშორისო კონკურსზე
  • 1979: რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია
  • 1983: კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის პრემია „ფიპრესი“ კაბურში რომანტიკული ფილმების I საერთაშორისო კინოფესტივალზე

რესურსები ინტერნეტში

ფილმი ნატვრის ხე  კინოს პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები კინოს შესახებ.

Tags:

ფილმი ნატვრის ხე როლებშიფილმი ნატვრის ხე სიუჟეტიფილმი ნატვრის ხე ჯილდოებიფილმი ნატვრის ხე რესურსები ინტერნეტშიფილმი ნატვრის ხეგიორგი ლეონიძევედრება (ფილმი)თენგიზ აბულაძემონანიება (ფილმი)ქართული ფილმი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კევინ დე ბრეინედეკლარაციამღრღნელებიპარაცეტამოლიიოჰან სებასტიან ბახიინგლისური ენაანანურის ციხერიმა ბერაძეანბანიპარტიკულარიზმისაქართველოს სატელეფონო კოდები9 აპრილის ტრაგედიათურქეთიიოთამ ზედგენიძებრუნებარომის დაარსებარუსეთიმარო მაყაშვილილეიკოციტოზითეიმურაზ Iბოლნისის სიონიმთაწმინდადავით სარაჯიშვილიბაგრატის ტაძარიLOUDspeakersჭადრაკინიკო ბაგრატიონიგნეუს პომპეუს მაგნუსირუსული დამწერლობაშენგენის ზონაემპათიაანტარქტიდაასტიგმატიზმიდემაგოგიატრეფიკინგიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენარუსეთის იმპერიათამბაქოუცხოური აგენტების კანონიოქროს საწმისითელავისვანეთიხორვატიარაბათის ციხექვეყნების სიაანარქიზმიჯაყოს ხიზნებივოლფგანგ ამადეუს მოცარტილეკებიქაქუცა ჩოლოყაშვილიაფრიკის ქვეყნების სიაალჟირისაქართველოს მუნიციპალიტეტებიტემპერატურაპაბლო პიკასოკვიპროსიევროპადავითგარეჯაპოლიტიკააშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიასოლომონ Iტროპიკული სარტყლებიდედამიწის დღეტოლერანტობავეფხვიბერძნული კოლონიზაციალანა როუდსიდიდი პანდატუბერკულოზიამირანი (მითოლოგია)ცილებიდათვიედუარდ შევარდნაძეანემიავანდალიზმიფოცხვერიეროზიაბიზანტია-საქართველოს ურთიერთობები🡆 More