ნიანგები

ნიანგები (ლათ.

ნიანგები ტერმინს „ნიანგი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ნიანგი (მრავალმნიშვნელოვანი).

მათი სიგრძე 2-5 მ, იშვიათად (ნილოსის ნიანგები, ქედიანი ნიანგები) 7 მეტრს აღწევს. აქვთ გრძელი, გვერდებიდან შებრტყელებული კუდი, წაგრძელებული დინგი, მოკლე ფეხები, უკანა კიდურების თითებს შორის დაჭიმულია საცურაო აპკი. ნესტოები და თვალები (ვერტიკალური გუგით) ზემოთაა აწეული, რაც მათ საშუალებას აძლევს წყლიდან მხოლოდ თვალები და ნესტოები ამოყონ. ნესტოები და ყურის ხვრელები დაცულია სარქვლებით. სხეული, კუდი და კიდურები დაფარულია სწორკუთხოვანი რქოვანი ფარებით. ცხვირ-ხახა გამოყოფილია პირის ღრუსაგან მეორეული ძვლოვანი სასით. „მუცლის ნეკნები“ აქვთ, ლავიწი — არა. თავის ტვინი საკმაოდ განვითარებულია. გამოირჩევიან კარგი სმენით და მხედველობით. გულის პარკუჭები მთლიანად გადატიხრულია, მაგრამ აორტის რკალები ერთმანეთთან ხვრელითაა დაკავშირებული, რის გამოც არტერიული და ვენური სისხლი ერთმანეთს ერევა. საშარდე ბუშტი არა აქვთ. ფილტვები კარგადაა განვითარებული. ენა უძრავია. კონუსური კბილები ფოსოებშია ჩამჯდარი. ნიანგები გავრცელებულია ტროპიკულ სარტყელში. შეუძლიათ ერთი წყალსატევიდან მეორეში დიდ მანძილზე გადასვლა. აქტიურები არიან ღამით. იკვებებიან უმთავრესად თევზებით, წყლის სხვა ცხოველებით, ტანად დიდი ნიანგები თავს ესხმიან დიდ ცხოველებს (რქოსან პირუტყვსაც კი) და ადამიანს (განსაკუთრებით საშიშია ქედიანი ნიანგები). დედალი ნიანგები ქვიშაში (უმთავრესად მეჩეჩზე) დებს 20-100 მკვრივნაჭუჭიან კვერცხს, ცოცხლობენ 80-100 წელს. ნიანგების ხორცს საკვებად იყენებენ, ტყავს — სხვადასხვა საგალანტერეო ნაკეთობის დასამზადებლად. ამჟამად ნიანგები საგრძნობლად განადგურებულია. არსებობს თანამედროვე ნიანგების 21 სახეობა, რომელიც გაერთიანებულია 3 ოჯახში: გავიალები, ნამდვილი ნიანგები და ალიგატორები.

ნიანგები
ნიანგები
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ქვეწარმავლები
ქვეკლასი:  არქოზავრები
ზერიგი: Crocodylomorpha
რიგი:  ნიანგები
ლათინური სახელი
Crocodilia
ოჯახი
ნიანგები
ნიანგების გავრცელების არე


 
ნიანგები
პრეკამბრ. კამბრ. ორდოვიც. სილ. დევონ. კარბონული პერმ. ტრიას. იურული ცარცული პალეოგ. ნეო. IV
570 500 440 410 360 285 251 199,6 145,5 65,5 23,03 2
 ◄ მლნ. წლის წინ 

ლიტერატურა

  • მუსხელიშვილი თ., ქსე, ტ. 7, გვ. 407, თბ., 1984

Tags:

ლათინური ენანამდვილი ნიანგებიქვეწარმავლები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ვატიკანიბათუმინარკოტიკიოკეანეზაფხულიდავით ყიფიანიელექტრული დენიმგელიროსტომი (ქართლის მეფე)არსებითი სახელიალაზანიმსოფლიოს მოსახლეობანაწლავებიჰიპერბოლა (ენა)საქართველოს კონსტიტუციასაქართველოს სსრ წითელი წიგნიჰექტარიმერაბ მამარდაშვილიენცეფალოპათია28 მარტიგაზაფხულიადმირალი (პეპელა)სტამბოლილარიმართკუთხედისაქართველოს ფეხბურთის ფედერაციარუმინეთიქართული საბჭოთა ენციკლოპედიარამადანიფოლკლორირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიუდაბნოკონსერვატიზმიერეკლე II-ის ოჯახიმიქელანჯელო ბუონაროტიბაქტერიებინიკო ნიკოლაძერაჭაანგკორ-ვატიკრიშტიანუ რონალდუნიკო ფიროსმანიზურაბ ხიზანიშვილიოთარ კაკაბაძესიურრეალიზმიგელათის მონასტერიბალეტიაღმოსავლეთი კავკასიონიეკოსისტემადინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)აჰმედ Iევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 1960ჯულიანო მედიჩიირაკლი კობახიძეკარლეს პუჩდემონიჟანა დ’არკიკალიებიბაგრატის ტაძარისაქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებიურთხელისილიციუმიგაერთიანებული ერების ორგანიზაციარომიორერაფილების ტექტონიკამერწყულიუილიამ შექსპირისაქართველოს სახელმწიფო გერბიგიორგი IV ლაშააიდა (ოპერა)მეტაფორაალეგორიამარტივი რიცხვილადო ასათიანი🡆 More