პერმული სისტემა

პერმული სისტემა (პერიოდი) — პალეოზოური ჯგუფის უკანასკნელი, რიგით მეექვსე სისტემა (გეოლოგიური წელთაღრიცხვის პალეოზოური ერის მეექვსე პერიოდი).

სისტემა,
პერიოდი
სექცია,
ეპოქა
სართული,
საუკუნე
საუკუნე (Ma)
მომდევნო მომდევნო მომდევნო უფრო ახალგაზრდა
პერმული ლოპინგური Changhsingium 251–253,8
Wuchiapingium 253,8–260,4
გვადელუპური Capitanium 260,4–265,8
Wordium 265,8–268
Roadium 268–270,6
Cisuralium კუნგურული 270,6–275,6
არტინსკული 275,6–284,4
საკმარული 284,4–294,6
ასელური 294,6–299
წინა წინა წინა უფრო ძველი
პალეოგენური სისტემის სტრატიგრაფიული დანაწილების სქემა,
სტრატიგრაფიის საერთაშორისო კომისიის მიხედვით

მოსდევს კარბონულ სისტემას (პერიოდს) და წინ უსწრებს მეზოზოური ჯგუფის (ერის) ტრიასულ სისტემას (პერიოდს). აბსოლუტური გეოქრონოლოგიით პერმული პერიოდი დაიწყო 285 მლნ წლის წინათ და გრძელდებოდა 55 მლნ. წელი. გამოყო როდერიკ მერჩისონმა 1841 წელს რუსეთის ვაკეზე და ურალში. პერმული სისტემა იყოფა ორ სექციად. უფრო მცირე ერთეულებად დანაწილება სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვაგვარია.

პერმულ პერიოდში გამოვლინდა ჰერცინული დანაოჭების უკანასკნელი ფაზისები, განსაკუთრებით გეოსინკლინურ არეებში. ბაქნების მნიშვნელოვან ფართობებზე ამ დროს აზევება და ძლიერი რეგრესია აღინიშნება, რასაც პერიოდის ბოლოს მკვეთრი კონტინენტური რეჟიმის დამყარება მოჰყვა. პერმულ პერიოდში შესამჩნევად გაძლიერდა ხმელეთის მცენარეთა დაცხოველთა როლი, რაც გამოწვეული იყო ხმელეთის ფართობის მკვეთრი ზრდით. საკმაოდ მრავალფეროვანი იყო ზღვის ფაუნაც.

პერმული სისტემის ნალექები მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქვანახშირის, ნავთობის, აირის, კალიუმის მარილის, ქვამარილის თაბაშირისა და სხვა საბადოები. საქართველოში ფაუნით დახასიათებული პერმული სისტემის ნალექები არის სვანეთში (დიზისა და ქვიშის წყებების ზედა ნაწილებში).

ლიტერატურა

  • ჯანელიძე ა., ისტორიული გეოლოგიის მოკლე კურსი, თბ., 1963

Tags:

1841კარბონული სისტემამეზოზოური ჯგუფიპალეოზოური ჯგუფირუსეთის ვაკეტრიასული სისტემა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რომის რესპუბლიკაამფიბიებისიზმარიკუებიწმინდა ნინოხეოფსის პირამიდათამბაქონონა გაფრინდაშვილირეფრენისეკულარიზმიშვეიცარიაპაბლო პიკასობორჯომიალცჰაიმერის დაავადებაშავი ზღვასამხრეთ აფრიკის რესპუბლიკათევზებითუშეთისაქართველოს პრეზიდენტიპაოლო იაშვილისვანური კოშკირუსეთ-საქართველოს ომი (2008)ირაკლი კობახიძეფრინველებიაშშ-ის პრეზიდენტების სიაბორჯომი (წყალი)საქართველოს ფრინველთა სიარიცხვითი სახელითბილისის ისტორიახევსურეთიქვეყნების სიასაქართველოს ფაუნაარაგვიჰეკლაპაატა ბურჭულაძეარგენტინაწითელი წიგნიმეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარიიგიარაბთა გაერთიანებული საამიროებისასანიანთა იმპერიამსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითსაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირისიყვარულის დღესატურნიალაზანიჩაბი ალონსოალკანიანემიასაქართველოს გეოგრაფიასაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიწინადადებაკილოგრამიმამა გაბრიელიარაბთა სახალიფოპირველი მსოფლიო ომიაკაკი წერეთელინაპოლეონ ბონაპარტიკონსტანტინე გამსახურდიაბიბლიასაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024წიგნი სიბრძნე სიცრუისანორვეგიაგეომეტრიული პროგრესიაწყალიკავკასიაერთეულთა საერთაშორისო სისტემაკეთილშობილი ირემიალმასიინგლისიგიორგი მაზნიაშვილიგიორგი მამარდაშვილიქართული საბჭოთა ენციკლოპედიავარძიადედამიწის ისტორიაბარდა სკლიაროსიაბას I (ირანი)ისლანდიაბირთვული იარაღი🡆 More