არქოზავრები (ბერძნ.
თანამედროვე ფაუნაში მხოლოდ ნიანგებითაა წარმოდგენილი.
ნიანგი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დღეს არსებულ არქოზავრთა შორის არიან ნიანგები | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Archosauria | |||||||||||||
|
არქოზავრების უძველესი ნაშთები ტრიასულ ნალექებში გვხვდება. ბინადრობდნენ ხმელეთსა და ჰაერში, თუმცა მათი ერთი ნაწილი წყალშიც ცხოვრობდა. არქოზავრებს შორისაა როგორც მტაცებელი, ისე მცენარეჭამია ფორმები. არქოზავრები პირველი ქვეწარმავლებია, რომელთა შორის გვხვდება ორ ფეხზე მოსიარულე (ბიპედალიზმი) ფორმები. ამასთანაა დაკავშირებული მათი სხეულის აგებულების მნიშვნელოვანი ცვლილებები (მენჯის, უკანა კიდურებისა და კუდის ძლიერი განვითარება, წინა კიდურების რედუქცია და სხვა). წყლის ზოგიერთი ფორმა ცოცხლადმშობი იყო. უმაღლესი არქოზავრები (დინოზავრები და მფრინავი ხვლიკები) ალბათ, თბილსისხლიანები იყვნენ. არქოზავრებს არსებითი მნიშვნელობა აქვთ ხერხემლიანების ევოლუციის გასაგებად, ვინაიდან მათი ისტორია დროის უდიდეს ინტერვალს მოიცავს. არქოზავრები პირველი ხერხემლიანებია, რომლებმაც დაიპყრეს ჰაერი. ფრინველების წინაპრები სწორედ მათ შორის უნდა ვეძებოთ.
This article uses material from the Wikipedia ქართული article არქოზავრები, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.