Europebet

Europebet — ქართული გემბლინგ კომპანია, რომელიც დაარსდა 2010 წლის ნოემბერში.

2015 წლიდან Europebet საერთაშორისო კომპანია Betsson Group-ის წევრია. Europebet მომხმარებლებს სხვადასხვა პროდუქტს სთავაზობს, როგორებიცაა სპორტბეთინგი, ონლაინ-სამორინე, პოკერი, ბლექჯეკი, რულეტები, სლოტ თამაშები, კენო და რეგიონის კლასიკური თამაშები — ნარდი, დომინო, ბურა და სეკა. კომპანიაში ამჟამად დასაქმებულია 365 საშტატო თანამშრომელი და 200-მდე კონტრაქტორი.

Europebet
ტიპი შვილობილი
დარგი აზარტული თამაშები
დაფუძნდა 2010; 14 წლის წინ (2010)
სათავო ოფისი თბილისი, საქართველო
პროდუქცია სლოტ-თამაშები, რულეტი, სპორტბეთინგი, პოკერი
მფლობელი Betsson Group
თანამშრომელი 565
რეგისტრაცია სავალდებულო
საიტი europebet.com/ka

ევროპაბეთი დაარსდა 2010 წელს და ოპერირებდა ოფლაინ სეგმენტზე — სლოტების სათამაშო აპარატები და ტოტალიზატორები. 2010 წელს გაეშვა ონლაინ ვერსია, სპორტის და კაზინოს პროდუქტებით. 2011 წელს ევროპაბეთს დაემატა ონლაინ-პოკერი, ხოლო იმავე წელს დაემატა პოპულარული თამაში — ნარდი. 2012 წელს დაემატა ონლაინ-სლოტები.

2015 წლის ივნისში 100%-იანი მართვის უფლებით, ევროპაბეთი მილიონ 50 მილიონი დოლარის სანაცვლოდ შეიძინა შვედურმა საერთაშორისო კომპანია Bettson Group-მა. Bettson Group-ის განცხადებით 35 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება 1 წლის შემდგომ მოხდება იმ პირობით, თუ სათამაშო რეგულაციები არ შეიცვლება. 2018 წელს ევროპაბეთმა შექმნა სპორტული პორტალი Popsport.com, იმავე წელს კი შექნნა მუსიკალური პორტალი Popmusic.ge.

ევროპაბეთის სალაროები ხელმისაწვდომია 10 დიდ ქალაქში: თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ხაშურში, ოზურგეთში, ჭიათურაში, გორსა და თელავში.

Europebet-ის კაზინოთი და სლოტ-კლუბით სარგებლობა შესაძლებელია თბილისში, ბათუმში, თელავსა და ოზურგეთში. ევროპაბეთის ტოტალიზატორი ხელმისაწვდომია თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ფოთში, ხაშურში, ოზურგეთსა და თელავში

2014 წლიდან ევროპაბეთის მინი ფეხბურთის გუნდი მონაწილეობას იღებს ბიზნეს ჩემპიონთა ლიგაზე. გუნდი ზედიზედ 3 წლის განმავლობაში ტურნირის ფინალისტია.

2015 წელს ევროპაბეთის პოკერ რუმები მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ტურნირის WPT (World Poker Tour) მასპინძელი გახდა. WPT ტურნირებში მონაწილეობა 500-ზე მეტმა მოთამაშემ მიიღო. WPT ტურნირის საერთო საპრიზო ფონდმა 200 ათასი დოლარი შეადგინა.

2016 წელს ევროპაბეთმა ნარდის საერთაშორისო ტურნირს „Backgammon World Cup“-ს უმასპინძლა. ტურნირი ევროპაბეთსა და „Backgammon Club“-ის ორგანიზატორობით ჩატარდა და საპრიზო ფონდი 120 ათასი დოლარი იყო.

ევროპაბეთის პარტნიორები არიან: SB Betting, Betradar, Nsoft, Betgenius, Evolution gaming, GCompany, EGT, NetEnt, Novomatic, Yggdrasil, Igrosoft, iSofBet, Pragmatic, Play’n GO, Playson, Endorphina და QuickFire.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

20102015ნარდი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ჩარლზ დიკენსისქესობრივი აქტიპითაგორას თეორემაბუდუ ზივზივაძეთორნიკე ერისთავიშენგენის ზონარომბიEuropebetსიტყვამიხეილ ლომონოსოვიბაზალეთის ტბაძახილის წინადადებაკილიმანჯაროთეთრი დათვიბიშკეკიდათა თუთაშხიამგელისანტიმეტრიიასამანიკანონიერი ქურდიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითკაცია-ადამიანი?!აკაკი წერეთელიანტანტაანდრია მოციქულიალეგორიამალდივის რესპუბლიკასაქართველოს მდინარეების სიაეროზიათემურლენგიმსოფლიო საეკლესიო კრებამსოფლიოს მოსახლეობაკურდღელისაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიანბანიშაორის წყალსაცავისაქართველოს ფრინველთა სიათახვისაქართველო VI საუკუნეშირაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარელეჩხუმისილიციუმისასარგებლო წიაღისეულიმერაბ კოსტავასაჰარაცოტნე დადიანიევოლუციასაქართველოს სატელეფონო კოდებიაზოგონიოს ციხერელიგია საქართველოშივერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)დაცვის სიგელიპეტრე I დიდიმორალილარილეიკოციტოზიჰააგაპოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირშიარასამთავრობო ორგანიზაციამიხეილ ხერგიანიჩინეთის ისტორიადიდი ხუთშაბათიატმოსფერული წნევათბილისის ზღვაზმნაქართული ენასეფსისიკახეთის აჯანყება (1659)გიორგი III (საქართველოს მეფე)ნიუ-იორკიუნიტარიზმიტაილანდისაქართველოიბერიაბარდა სკლიაროსიჰემანგიომა🡆 More