თახვი

თახვი (ლათ.

შეგუებულია წყალში და ხმელეთზე არსებობას. მისი სხეულის სიგრძე 100 სმ აღწევს, წონა - 30 კგ. აქვს მასიური სხეული, შედარებით პატარა თავი, მოკლე და მსხვილი კისერი. ყურის პატარა ნიჟარები ჩაყვინთვის დროს გასწვრივ იკეცება და ფარავს ყურის ხვრელს. თვალებიც პატარა აქვს, კუდი - ბრტყელი, 15 სმ სიგანისა, თითქმის უბეწვო, რქოვანი ფარებით დაფარული; კიდურები - მოკლე, უკანა კიდურების თითებს შორის განიერი საცურავი აპკია.

თახვი
თახვი

თახვი ძვირფასბეწვიანია. უმეტესობა ღია წაბლისფერია, მუქი მურა, ზოგჯერ - შავიც. ანალურ ხვრელთან მოთავსებული წყვილი ჯირკვლიდან გამოყოფს ბეწვის გასაპოხ ცხიმოვან ემულსიას. მამალს სასქესო ორგანოსთან წყვილი მუშკის ჯირკკვალი აქვს, რომელიც გამოყოფს სეკრეტს - თახვის ყაირს. ბინადრობს ტყის მდორე მდინარეებში. იკვებება რბილმერქნიანი ხეების აღმონაცენითა და ქერქით. სახლობს სოროებში. ხის ტოტებისაგან, ლომისა და მიწისაგან აშენებს 2,5 მ სიმაღლის „ფაცხებს“, პატარა მდინარეებში აგებს ჯებირებს. მონოგამიური ცხოველია. მაკეობის ხანგრძლივობა 105-107 დღეა. შობს 3-4 ნაშიერს.

თახვი გავრცელებული იყო ევროპის, სამხრეთ ციმბირის დიდ ნაწილში, შუა აზიის ნაწილსა და მთელ ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში, ზოგიერთ ადგილას ნაპოვნია თახვის ძვლოვანი ნაშთები. მტაცებლური ნადირობის შედეგად თახვების რიცხვი ძლიერ შემცირდა. ამჟამად ცდილობენ მათ რეაკლიმატიზაციას.

იხილეთ აგრეთვე

  • მელანიზმი

ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 4, გვ. 594-595, თბ., 1979

Tags:

ლათინური ენამღრღნელებიძუძუმწოვრები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

საქართველოს ისტორიადავით VI ნარინიჩუტყვავილანაწლავებიგიორგი ცაბაძეაფრიკაგიორგი I (საქართველოს მეფე)ფრიდერიკ შოპენიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ალავერდიიგიდიმიტრი ყიფიანივახტანგ VIწმინდა ნინოიმპრესიონიზმიკორუფციაზურიკო დავითაშვილიისლამიქიმიური რეაქციაიუპიტერიარგონავტებისაქართველოს სახელმწიფო ჰიმნიმარკ ტვენინიკეის პირველი საეკლესიო კრებაგიორგი ჩაკვეტაძეავაზატყეკონსტანტინოპოლის დაცემავაჟა-ფშაველანიკოლოზ ბარათაშვილიოქსიდიტოლგვერდა სამკუთხედიგელზენკირხენიექსპრესიონიზმიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016ათენიმერწყულიბრესტ-ლიტოვსკის ზავიბორდო (საფეხბურთო კლუბი)თითაობამარტივი და შედგენილი რიცხვებიხორვატიადონ კიხოტიფესვები (ფილმი)მურა დათვიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიბალტიმორივაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალიშვეიცარიაირაკლი კობახიძეხელოვნებასაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისაქართველოს კონსტიტუციადედამიწასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაჟანგვა-აღდგენითი რეაქციებიფეხბურთიაღმოსავლეთი საქართველოკლიმენტი წიტაიშვილინიადაგიგულიანბანილუდვიგ ვან ბეთჰოვენიჰიპერბოლა (ენა)უეფა-ს ევროპა ლიგაიგლუგორიურთხელიაზიანიკა კვეკვესკირიფრინველებიაფორიზმისტუმარ-მასპინძელითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი27 მარტიჭადრაკიმცხეთის ჯვრის მონასტერიალბერტ აინშტაინი🡆 More