საუდის არაბეთი

საუდის არაბეთი (არაბ.

საუდის არაბეთი ტერმინს „არაბეთი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ არაბეთი (მრავალმნიშვნელოვანი).
საუდის არაბეთის სამეფო
არაბ. المملكة العربية السعودية‎
საუდის არაბეთი
საუდის არაბეთი საუდის არაბეთის
დევიზი: არაბ. لا إله إلا الله، محمد رسول الله
ლაა ილაჰე ილლა ლლაჰ უა აშჰადუ ანნა მუჰამმადან რასულუ ლ-ლაჰ
„არ არსებობს სხვა ჭეშმარიტი ღმერთი გარდა ალაჰისა და მუჰამედი მისი შუამავალია“
ჰიმნი: არაბ. السلام الملكي
„საუდის არაბეთის ჰიმნი“
The Royal Salute

საუდის არაბეთი
საუდის არაბეთის მდებარეობა
საუდის არაბეთი
საუდის არაბეთის მდებარეობა }}} }}} }}}
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ერ-რიადი
24°39′ ჩ. გ. 46°46′ ა. გ. / 24.650° ჩ. გ. 46.767° ა. გ. / 24.650; 46.767
ოფიციალური ენა არაბული
მთავრობა აბსოლუტური მონარქია
 -  მეფე სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდი
ფართობი
 -  სულ 2 149 690 კმ2 (მე-13)
მოსახლეობა
 -  2013 შეფასებით 29 994 272 (43-ე)
 -  სიმჭიდროვე 11 კაცი/კმ2 (205-ე)
მშპ (მუპ) 2007 შეფასებით
 -  სულ $927.762 მილიარდი (19-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $31 309 (28-ე)
აგი (2013) 0.782 (მაღალი) (57-ე)
ვალუტა საუდის რიალი (SAR)
დროის სარტყელი UTC+03:00
 -  ზაფხულის (DST) UTC+03:00 (UTC)
ქვეყნის კოდი SAU
Internet TLD
სატელეფონო კოდი +966

არაბეთის სამეფო 1932 წელს ჩამოაყალიბა აბდულ-აზიზ იბნ საუდმა. იბნ საუდმა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გააერთიანა არაბეთის ნახევარკუნძულზე არსებული დამოუკიდებელი რეგიონები: ჰიჯაზი, ნეჯდი, ელ-ჰასა და ასირი. ტერიტორიების გაერთიანებისთვის საუდი ომებს 1902 წლიდან აწარმოებდა. პირველი ქალაქი რომელიც მან დაიპყრო იყო საუდების საგვარეულო ქალაქი - ერ-რიადი. ახალშექმნილ სახელმწიფოს სათავეში ჩაუდგა ნეჯდის სულთანი — საუდი, აქედან წარმოიშვა ქვეყნის დღევანდელი სახელი. სახელმწიფოს მოწყობა არის აბსოლუტური მონარქია. საუდის არაბეთი არის მუსლიმანური სახელმწიფო ვაჰაბიზმის ძლიერი გავლენით. აქ მდებარეობს პროვინცია ჰიჯაზი — წინასწარმეტყველ მუჰამედის სამშობლო და ისლამის აკვანი. აქ არის მთავარი მუსლიმური სიწმინდეები — მექა და მედინა, სადაც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი ასრულებს ჰაჯს. საუდის არაბეთს ასევე ხანდახან უწოდებენ ორი წმინდა მეჩეთის მიწას (მასჯიდ ალ-ჰარამი და მასჯიდ ალ-ნაბავი).

სახელწოდება

  • ოფიციალური: საუდის არაბეთის სამეფო.
  • ეროვნული: العربية السعودية, Al Mamlaka al Arabiyah as Saudiyah.
  • ეტიმოლოგია: სახელის პირველი კომპონენტი მმართველის დინასტიიდან (საუდიტები, საუდიდები) არის მიღებული, მეორე — სატომო სახელისაგან (არაბები).

ისტორია

საუდის არაბეთი 
არაბეთის ნახევარკუნძული 1914 წელს.

თანამედროვე საზღვრებში საუდის არაბეთი არსებობს 1926 წლიდან, როდესაც გაერთიანდნენ არაბეთის ნახევარკუნძულზე მდებარე სამთავროები. ბრძოლაში პირველობა ნეჯდის მმართველმა აბდულ-აზიზ იბნ საუდმა მოიპოვა, რომელიც 1932 წელს მეფედ გამოცხადდა. მისი სიკვდილის შემდეგ, 1953 წლიდან ქვეყანას მისი შვილები ერთპიროვნულად მართავენ. სტაბილურობის შენარჩუნება და ექსტრემიზმთან ბრძოლა ყოველთვის შედიოდა მმართველი ოჯახის ინტერესებში. ამიტომ ქუვეითში ერაყის შეჭრის შემდეგ (1990) აქ განათავსეს აშშ-ის სამხედრო ბაზები. ოპოზიციური აზრის შეზღუდვამ საუდის არაბეთში ხელი შეუწყო „ალ-ქაიდას“ ტიპის ექსტრემისტული დაჯგუფებების აღმოცენებას, რომლებიც თავისი ინტერესებისათვის იყენებენ არაბების უკმაყოფილებას ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის როლის გააქტიურების გამო. 2001 წლის 11 სექტემბერს განხორციელებული ტერაქტის მონაწილენი ძირითადად საუდის არაბეთის მოქალაქენი იყვნენ, რამაც ქვეყანა საკმაოდ რთულ მდგომარეობაში ჩააყენა.

გეოგრაფია

საუდის არაბეთი 

ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, არაბეთის ნახევარკუნძულზე. ჩრდილოეთით ესაზღვრება იორდანია, ერაყი, ქუვეითი; აღმოსავლეთით კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და სპარსეთის ყურე; სამხრეთ-დასავლეთით ომანი; სამხრეთით იემენი; დასავლეთით წითელი ზღვა. ფართობი: 1 960 582 კმ². საუდის არაბეთი ერთადერთი სახელმწიფოა რეგიონში, რომელსაც გასასვლელი აქვს როგორც სპარსეთის ყურეზე, ისე წითელ ზღვაზე. ქვეყნის ტერიტორიის 95 %-ზე მეტი უდაბნოს უკავია. მათგან ერთ-ერთია რუბ-ელ-ხალის უდაბნო, რაც „ცარიელ მეოთხედს“ ნიშნავს. ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე, საუდის არაბეთში არ არის განვითარებული სოფლის მეურნეობა. ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი სექტორია ნავთობმრეწველობა.

სახელმწიფო

  • სახელმწიფო სისტემა: აბსოლუტური მონარქია.
  • სახელმწიფოს მეთაური: მეფე სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდი (2015 წლიდან დღემდე).
  • საკანონმდებლო ორგანო: საკონსულტაციო საბჭო (120 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა: საუდის არაბეთი გაყოფილია 5 რეგიონად (ჰიჯაზი (დასავლეთი), ნეჯდი (ცენტრალური), ჩრდილოეთი რეგიონი, სამხრეთი რეგიონი, ეშ-შარკია (აღმოსავლეთი)). რეგიონები თავის მხრივ დაყოფილია 13 საამიროდ, ხოლო საამიროები 118 მუჰაფაზად.

პროვინციები

საუდის არაბეთი დაყოფილია 13 პროვინციად (მანატიქ). პროვინციები თავის მხრივ იყოფა გუბერნიებად.

პროვინცია დედაქალაქი რუკა
ელ-ბაჰის პროვინცია ელ-ბაჰა
საუდის არაბეთი 
საუდის არაბეთის პროვინციები
ჩრდილოეთ საზღვრი არარი
ელ-ჯავი სკაკა
ელ-მადინა მედინა
ელ-ქაზიმი ბურაიდა
ჰაილის პროვინცია ჰაილი
ასირი აბჰა
აღმოსავლეთ პროვინცია დამამი
ერ-რიადის პროვინცია ერ-რიადი
ტაბუკის პროვინცია ტაბუკი
ნაჯრანის პროვინცია ნაჯრანი
მექის პროვინცია მექა
ჯიზანის პროვინცია ჯიზანი

დემოგრაფია

საუდის არაბეთი 
საუდის არაბეთში მოსახლეობის განსახლების სიმჭიდროვე (მოსახლეობის რაოდენობა 1 კმ²-ზე)

ეკონომიკა

ქვეყანაში ნავთობის საბადოების გახსნის შემდეგ, საუდის არაბეთი დაბალგანვითარებულ უდაბნოს სამეფოდან რეგიონის უმდიდრეს ქვეყნად გადაიქცა.

მემკვიდრეობა

  • ერ-რიადი (თანამედროვე არქიტექტურა, მასმაკის ციხე-სიმაგრე, დირაია);
  • მექა და მედინა (მუსულმანთა წმინდა ადგილები);
  • ჯიდა (ძველი ქალაქი, ქორალისგან ნაგები შენობები, სუკი, მუზეუმი);
  • ჰუფუფი (ოაზისი, კასრ იბრაჰიმის სიმაგრე).

სქოლიო

Tags:

საუდის არაბეთი სახელწოდებასაუდის არაბეთი ისტორიასაუდის არაბეთი გეოგრაფიასაუდის არაბეთი სახელმწიფოსაუდის არაბეთი პროვინციებისაუდის არაბეთი დემოგრაფიასაუდის არაბეთი ეკონომიკასაუდის არაბეთი მემკვიდრეობასაუდის არაბეთი სქოლიოსაუდის არაბეთიარაბული ენაახლო აღმოსავლეთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ჭადრაკიბახტრიონი (პოემა)კარლეს პუჩდემონინაკრძალიაგნოსტიციზმისიტყვაკვადრატული მეტრიქართული მითოლოგიანიუ-იორკიფსიქოლოგიასაქართველო XV საუკუნეშიაკაკი წერეთელიარაბობა საქართველოშისაქართველოს სამხედრო წოდებებიაფხაზებიიმერეთიფემინიზმისეკულარიზმისაფრანგეთის რევოლუციაბელარუსილეჩხუმიჰემოგლობინიმეტაბოლიზმიათი მცნებასაქართველოს ბრძოლების სიაბერძნული მითოლოგიაბუნებრივი რესურსებიატომილიმფოციტებიირანიქართული საბჭოთა ენციკლოპედიაილია ჭავჭავაძეჯაყოს ხიზნებისანტიმეტრიჭინჭარისაქართველოს ფრინველთა სიანიკოლოზ ბარათაშვილითეიმურაზ IIილია IIუილიამ შექსპირისაქართველოს მუნიციპალიტეტებითევზებიდასავლეთ რომის იმპერიის დაცემაჩემი ცოლის დაქალებიგველებიალტრუიზმიექვთიმე თაყაიშვილირაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეინგლისური ენაბესლანის ტერაქტივეფხისტყაოსანიიმანუელ კანტიშენგენის ზონაგრიგოლ ხანძთელიყივანახველადედოფალავასკულიტისპილოსებრნიესპანეთიქართვლის დედაკვადრატიბორჯომიდუბაილადო გუდიაშვილიიტალიაგიორგი IV ლაშაისლანდიანოე სულაბერიძესაქართველოს პრეზიდენტიავსტრალიაუნგრეთიYouTubeსაქართველოს პარლამენტივინსენტ ვან გოგიქუნთრუშაგარემოს დაბინძურებამორფოლოგია (ენათმეცნიერება)ბაქტერიები🡆 More