ევროპული საქართველო

ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის — პოლიტიკური პარტია საქართველოში.

საჯარო რეესტრში, როგორც პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა 1999 წლის 28 მაისს და თავმჯდომარეობდა გიგი წერეთლის მამა ნუგზარ წერეთელი. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გამოეყო ერთიან ნაციონალურ მოძრაობას და პარლამენტში 21 მანდატი მიიღო. 2017 წლის 30 იანვარს „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ პრეზენტაცია გაიმართა, სადაც გენერალურ მდივნად დაინიშნა გიგი უგულავა.

ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის
ევროპული საქართველო — მოძრაობა თავისუფლებისთვის
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ხელმძღვანელობა
თავმჯდომარე გიგა ბოკერია
გენერალური მდივანი აკაკი ბობოხიძე
ისტორია
დაფუძნდა 13 იანვარი, 2017
პოზიციები
იდეოლოგია ლიბერალიზმი
ეკონომიკური ლიბერალიზმი
ევროატლანტიზმი
პოლიტიკური პოზიცია ცენტრიზმი, მემარჯვენე-ცენტრიზმი
საერთაშორისო კავშირები
ევროპული აკრედიტაცია EPP-ს ასოცირებული წევრი
წარმომადგენლობითობა
პარლამენტი
0 / 150
ფერები          
შტაბ-ბინა ვასილ ბარნოვის ქუჩა, №40, თბილისი, საქართველო
europeangeorgia.ge

2017 წლის 27 მაისს გაიმართა „ევროპული საქართველოს“ დამფუძნებელი ყრილობა სადაც პარტიის 500-მდე ხმოსანმა დელეგატმა პარტიის და პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური მდივანი აირჩიეს, ასევე დამტკიცდა პარტიის სახელწოდებაც, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“.

2021 წლის 10 აპრილს პარტიის თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს. პარტიის პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელია გიგი წერეთელი, ხოლო საგარეო საქმეთა მდივანია გიორგი კანდელაკი.

პოლიტიკური პლატფორმა

დამფუძნებელთა განცხადებით, „ევროპული საქართველო“ არის პარტია, რომელიც ეფუძნება ადამიანის უფლებებს, მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებას, თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის განვითარებას და ყველა მოქალაქისთვის თანაბარი სასტარტო პირობების შექმნას. ევროპული საქართველო არის მემარჯვენე-ცენტრისტული მიმართულების პოლიტიკური ძალა და წარმოადგენს მკაფიოდ გამოკვეთილი საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის მქონე გაერთიანებას, რომლის პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს ევროპულ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულ ინტეგრაციას.

ორგანიზაციული სტრუქტურა

პარტიის ხელმძღვანელი ორგანოა ყრილობა. პარტიის პოლიტიკას განსაზღვრავენ თავადვე პარტიის ლიდერები. ორგანიზაციულ მუშაობას წარმართავს გენერალური მდივანი. პარტიას გააჩნია პოლიტიკური საბჭო, თავად პარტია კი გადაწყვეტილებების აღმასრულებელია. პარტია არის ევროპის სახალხო პარტიის ასოცირებული წევრი.

პარტიის თავმჯდომარეები

სახელი სურათი წელი
1 დავით ბაქრაძე ევროპული საქართველო  2017-2021
2 გიგა ბოკერია ევროპული საქართველო  2021-

შედეგები არჩევნებში

საპარლამენტო

არჩევნები ხმები % მანდატები +/– სტატუსი
2020 72 986 3,79
5 / 150
ახალი ოპოზიცია

საპრეზიდენტო

არჩევნები კანდიდატი ხმები % შედეგი
2018 დავით ბაქრაძე 174 849 10,97 მესამე ადგილი

ადგილობრივი

არჩევნები ხმები % მანდატები +/–
2017 156 232 10,4
166 / 2 043
ახალი
2021 29 251 1,66
18 / 2 068
ევროპული საქართველო  148

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ევროპული საქართველო პოლიტიკური პლატფორმაევროპული საქართველო ორგანიზაციული სტრუქტურაევროპული საქართველო პარტიის თავმჯდომარეებიევროპული საქართველო შედეგები არჩევნებშიევროპული საქართველო რესურსები ინტერნეტშიევროპული საქართველო სქოლიოევროპული საქართველოგიგი უგულავაგიგი წერეთელიერთიანი ნაციონალური მოძრაობაპოლიტიკური პარტიები საქართველოშისაქართველოსაქართველოს საპარლამენტო არჩევნები (2016)

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

პირველი მსოფლიო ომიფესახისულხან-საბა ორბელიანირითმაგამტარიგია ყანჩელისაქართველოს დაცული ტერიტორიებიბათუმის ბოტანიკური ბაღისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაალკანიაზიასაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშივახტანგ I გორგასალიკვიპროსიმწერებისაქართველოს სატელეფონო კოდებისამეგრელო24 აპრილიდავითიანი (ნაწარმოები)ქაქუცა ჩოლოყაშვილისტუმარ-მასპინძელისაფრანგეთის ქალაქებიქრომოსომალიზა იასკოზედსართავი სახელინიუ-იორკიმინერალებიოცდაათწლიანი ომიბრაზილიამსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითმედეა (მითოლოგია)მუშთაიდის ბაღირუსთავილადო ასათიანიმერაბ მამარდაშვილიგიორგი VIIIსაათი (ერთეული)იესო ქრისტეიოსებ სტალინილარიქართლიძალაიტალიის სერია Aტყეავსტრალია (კონტინენტი)თეთრი დათვიატომივარშავის პაქტირევაზ ინანიშვილიოსმალეთის იმპერიადიმიტრი ყიფიანიგელათის მონასტერიოგანესონისალამურისამხრეთი კორეახევისბერი გოჩაათეროსკლეროზივენერაჩუტყვავილაოპერამორფოლოგია (ენათმეცნიერება)კეთილშობილი ირემიაშშ-ის სამოქალაქო ომიფოთიმურა დათვიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიჰაერის დაბინძურებარკინასაქართველო IV საუკუნეშიწყალბადისპილოსებრნიქართვლის დედაფუტიერეკლე IIამერიკის შეერთებული შტატებიზვავი🡆 More