გიგი წერეთელი

გიორგი (გიგი) წერეთელი (დ.

გიგი წერეთელი ტერმინს „გიორგი წერეთელი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ გიორგი წერეთელი.

23 თებერვალი 1964, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის ხუთგზის (1999, 2003, 2008, 2012, 2016) წევრი. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 2017 წლიდან 2020 წლის 14 დეკემბრამდე.

გიორგი (გიგი) წერეთელი
გიორგი (გიგი) წერეთელი
გიგი წერეთელი ეუთო-ს შეხვედრაზე, ჟენევაში, 2014 წელს
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2017 – 14 დეკემბერი, 2020
წინამორბედიკრისტინე მუტონენი
მემკვიდრეპიტერ ბაუნესი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
17 თებერვალი, 2004 – 4 მაისი, 2004
პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი
პრემიერ-მინისტრიზურაბ ჟვანია
მემკვიდრევლადიმერ ჭიპაშვილი

თანამდებობაზე ყოფნის დრო
ნოემბერი, 2003 – იანვარი, 2004
პრეზიდენტინინო ბურჯანაძე (მ/შ)

დაბადებული23 თებერვალი, 1964 (1964-02-23) (60 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საარჩევნი ოლქიმთაწმინდის რაიონი
მოქალაქეობასაბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ეროვნებაქართველი
პოლიტიკური პარტიაერთიანი ნაციონალური მოძრაობა (2001-2017)
ევროპული საქართველო (2017-დღემდე)
შვილები2
პროფესიაექიმი-ნევროლოგი
საქმიანობასაქართველოს პარლამენტის წევრი
რელიგიამართლმადიდებელი

ბიოგრაფია

1980 წელს წარჩინებით დაამთავრა ქ. თბილისის N 55 საშუალო სკოლა და N 8 მუსიკალური სასწავლებელი. 1986 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1986-1987 მუშაობდა ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს ნევროლოგიურ განყოფილებაში ექიმ-ინტერნად. 1987-1989 წლებში გაიარა კლინიკური ორდინატურის სრული კურსი კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტში. 1989-1993 მუშაობდა კლინიკური და ექსპერიმენტული ნევროლოგიის ინსტიტუტში ექიმ-ნევროლოგად. აწარმოებდა სამეცნიერო კვლევას ნევროლოგიურ დაავადებათა იმუნოლოგიურ ასპექტებზე, გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო შრომა ამ სფეროში. 1993-1995 წლებში იყო საზღვარგარეთ.

1995 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის მერიაში სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგლედ. იმავე წელს გადაიყვანეს ვაკის რაიონის გამგეობის თავმჯდომარედ. 1996-1998 წლებში იყო თბილისის ვიცე-პრემიერი. ხელმძღვანელობდა ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, სოციალური დაცვისა და სპორტის საკითხებს.

პოლიტიკური კარიერა

1998 წლის ადგილობრივ არჩევნებში გახდა თბილისის საკრებულოს წევრი და ფრაქცია „თბილისის“ თავმჯდომარე. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი “. 2000 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე. ვარდების რევოლუციის შემდეგ გახდა პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, რადგანაც პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე ასრულებდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას. 2004-2008 წლებში — საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის მთაწმინდის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ბურჯანაძე — დემოკრატები “.

2004 წლის თებერვლიდან მაისამდე იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ამავდროულად მთავრობის ვიცე-პრემიერი. იმავე წლის მაისიდან დაუბრუნდა საპარლამენტო საქმიანობას და დაიკავა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის“. 2012-2016 წლებში — საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით , საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — „მეტი სარგებელი ხალხს“. 2016-2020 წლებში — საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“.

2017 წლიდან ეუთო-ს საპარლემენტო ასამბლეის პრეზიდენტია, ჯერ როგორც მოვალეობის შემსრულებელი, 2018 წლიდან კი როგორც არჩეული პრეზიდენტი. 2017 წელს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში მომხდარი პარტიული კრიზისის შედეგად პარტიიდან ერთი ნაწილი, რომელთა შორის იყო წერეთელი, წავიდა და დააფუძნა ახალი პოლიტიკური პარტია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის".

პირადი და ოჯახური ცხოვრება

ფლობს რუსულ, ინგლისურ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. არის საჭადრაკო კლუბის „NTN“ საპატიო პრეზიდენტი, მაგიდის ჩოგბურთის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი; ბავშვთა ბეისბოლის ლიგის პრეზიდენტი, საქართველოს დიაბეტის ფედერაციის წევრი. აქვს ბოსტონის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის სერტიფიკატი საერთაშორისო ჯანდაცვის ეკონომიკასა და ფინანსებში (2005).

გიგი წერეთელი 
არის გვერდი თემაზე:

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

გიგი წერეთელი ბიოგრაფიაგიგი წერეთელი პირადი და ოჯახური ცხოვრებაგიგი წერეთელი რესურსები ინტერნეტშიგიგი წერეთელი სქოლიოგიგი წერეთელი19642017202023 თებერვალიევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციათბილისიპოლიტიკოსისაქართველოს პარლამენტისაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 1999საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2003საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2008საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2012საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2016ქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კვადრატული მეტრიკლიმატიდორტმუნდინატურალური რიცხვიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითტერენტი გრანელიქართლიმსოფლიოს შვიდი საოცრებამონღოლთა ბატონობა საქართველოშივლადიმერ ლენინირომის რესპუბლიკაკომეტაპროტესტანტული რეფორმაციაალცჰაიმერის დაავადებამილანის ედიქტინიუ-იორკიბირთვული იარაღირუსული დამწერლობაგარემოს დაბინძურებადეზოქსირიბონუკლეინის მჟავამეორე მსოფლიო ომიჩემი ცოლის დაქალებიძაღლიბაში-აჩუკისაბა საზონოვისიტყვაგაპიროვნებატოტალიტარიზმითბილისივახტანგ VIვატიკანიაჭარამშვილდოსანი (ასტროლოგია)დანიაპითაგორას თეორემატყექუთაისიქართული ხალხური საკრავებინიკა არაბიძეხვიჩა კვარაცხელიაჩეხეთის რესპუბლიკის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიმსოფლიო მიზიდულობის კანონიეკონომიკარომიდავით გურამიშვილიკავკასიაბიბლიადავით IIIმთვარის დაბნელებაიმპრესიონიზმინიუტონის კანონებიმენსტრუაციაკოლხეთის სამეფოფარნავაზ Iაბას I (ირანი)ეგრისის სამეფოსომხური სამოციქულო ეკლესიამელადედამიწასინგაპურიძუძუმწოვრებიშოთა რუსთაველიიესო ქრისტეგლობალიზაციახელისუფლების დანაწილებაზმნამსოფლიოს მოსახლეობაძველი თბილისიცხენიბრუნებაგურამ დოჩანაშვილიკალანდასვანეთიაჭარის ავტონომიური რესპუბლიკაწყალიფერნანდო მაგელანიშუა საუკუნეები🡆 More