საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 1999

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები (1999) — რიგით მეორე საპარლამენტო არჩევნები საქართველოში კონსტიტუციის მიღების შემდგომ.

არჩევნებში გაიმარჯვა საქართველოს მოქალაქეთა კავშირმა, პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პარტიამ.

1995‹  საქართველოს დროშა 2003 ›
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები
31 ოქტომბერი 1999
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 1999 საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 1999
პარტია საქართველოს მოქალაქეთა კავშირი დემოკრატიული აღორძინების კავშირი
მოსახლეობის ხმები 890,915 537,297
პროცენტი 41,75% 25,18%
მმართველი
პარტია
არჩეული პარტია
საქართველოს მოქალაქეთა კავშირი საქართველოს მოქალაქეთა კავშირი

არჩევნები

არჩევნები ტარდებოდა პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით. პარლამენტის 235 მანდატიდან 150 მანდატი მიღებული ხმების პროპორციულად ნაწილდებოდა იმ პარტიებზე, რომლებმაც მიიღეს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 7%-ზე მეტი. 85 დეპუტატი კი აირჩეოდა საქართველოს ადმინისტრაციული ერთეულებიდან. მათგან 12 მაჟორიტარ დეპუტატს ავტომატურად მიენიჭა უფლებამოსილება, რადგანაც ისინი წარმოადგენდნენ აფხაზეთის რაიონების მაჟორიტარ დეპუტატებს, ხოლო დანარჩენ 73 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნები ჩატარდა ჩვეულებისამებრ.

არჩევნებში მონაწილეობდა მმართველი პარტია, საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, რომლის სლოგანი იყო „სტაბილურობიდან კეთილდღეობამდე“ და აქცენტს სოციალური პრობლემების მოგვარებასა და ნატოში ინტეგრაციაზე აკეთებდა. მის ძირითად კონკურენტად მოიაზრებოდა ბლოკი „აღორძინება“, რომელიც წარმოადგენდა აჭარის მმართველის, ასლან აბაშიძის და მისი პარტიის, დემოკრატიული აღორძინების კავშირის ირგვლივ გაერთიანებულ რამდენიმე მემარცხენე და ნაციონალისტურ პარტიას, მათ შორის იყვნენ „საქართველოს სოციალისტური პარტია“ და „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი“. მათ გარდა არჩევნებში კიდევ 30 პარტია მონაწილეობდა.

შედეგები

რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა იყო - 2 882 646. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო - 1 948 659, ანუ ამომრჩეველთა 68%-მა. დადგენილი 7%-იანი ბარიერი მხოლოდ სამმა პარტიამ გადალახა. არჩევნებში გამოვლენილი დარღვევების გამო 14 ნოემბერს ცალკეულ საარჩევნო უბნებზე ხელახალი კენჭისყრა გაიმართა.

პარტია % მიღებული მანდატების რაოდენობა მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა
საქართველოს მოქალაქეთა კავშირი 41,75 85 47
დემოკრატიული აღორძინების კავშირი 25,18 51 7
მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს 7,08 14 1
საქართველოს ლეიბორისტული პარტია 7,02 - 2
ეროვნულ-დემოკრატიული ალიანსი (ეროვნულ-დემოკრატიული პარტია და საქართველოს რესპუბლიკური პარტია) 4,45 - -
სახალხო პარტია - დიდგორი 4,11 - -
გაერთიანებული კომუნისტური პარტია 1,35 - -
დანარჩენი 25 პარტია <1 - -
დამოუკიდებელი კანდიდატები - - 16

ახლადარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა 20 ნოემბერს, პარლამენტის თავმჯდომარე გახდა ზურაბ ჟვანია.

რესურსები ინტერნეტში

Tags:

ედუარდ შევარდნაძესაქართველოს მოქალაქეთა კავშირი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

სიყვარულიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2016ჩეხეთისაქართველოს პარლამენტიჩემი ცოლის დაქალებიბაგრატიონებიპუნიკური ომებიქართველებილევან შენგელიადედამიწის დღენონა გაფრინდაშვილიგვირილასაქართველოს პრემიერ-მინისტრიაღა-მაჰმად-ხანირითმაბახტრიონი (პოემა)თურქეთიმაიმუნებიზაქარია ფალიაშვილიიგავ-არაკიწყარო (გეოგრაფია)შამქორის ბრძოლა (1195)გიორგი ქვილითაიაზომიერი სარტყლებისოლომონ კვირკველიასაქართველოს სახელმწიფო გერბილეიკოციტოზიბერძნული კოლონიზაცია28 მარტიევერესტიალმასიდავით VII ულუდედა ენათხის რქა (ასტროლოგია)აღმოსავლეთი კავკასიონილაშა ბექაურიმონღოლებიზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2024საქართველოს კონსტიტუციალიტრითაშმიჯაბიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ვულკანიზიმონ მარიუსიდიეგო მარადონამუნიკულტურაავსტრიაუშგულის თემიმანგლისილეხი (საფეხბურთო კლუბი)ადამიანიფოლკლორისაქართველოს სამხედრო წოდებებითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიკალათბურთინიკა არაბიძეშოთა არველაძერელიგიაჯაზიცხოველებიზედსართავი სახელინიკოლოზ ბარათაშვილისიკვდილით დასჯამერწყულიბელგიარუის-ურბნისის საეკლესიო კრებაფელაციაევროპაფემინიზმიჯაბა კანკავაჩრდილოეთი ამერიკაშავი ზღვის თევზების სიაიუჯინ ვიგნერილეონარდო და ვინჩისაქართველო VI საუკუნეშიირემი🡆 More