სიყვარული — ძლიერი ერთგულებისა და პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია.
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია ხელახლა დაწერას საჭიროებს. |
ფილოსოფიურ კონტექსტში, სიყვარული არის სათნოება, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას. რელიგიურ კონტექსტში, სიყვარული არა მხოლოდ სათნოება, არამედ ყოველი არსების საფუძველი („ღმერთი სიყვარულია“) და ყოველი ღვთიური კანონის არსია („ოქროს წესი“).
სიტყვა სიყვარული შეიძლება სხვადასხვა გრძნობას, მდგომარეობასა და დამოკიდებულებას გამოხატავდეს დაწყებული ზოგადი სიამოვნებიდან („ეს საჭმელი მიყვარს“) დამთავრებული პიროვნებათშორისი ურთიერთობით („ჩემი პარტნიორი მიყვარს“).
სიყვარული, თავისი სხვადასხვა ფორმით, პიროვნებათა ურთიერთობაში მთავარი წამყვანია და ცენტრალური ადგილი უკავია ფსიქოლოგიაში; აგრეთვე, სახვით ხელოვნებაში ყველაზე გავრცელებული თემაა.
სიყვარულით მოპყრობა იწოდება სიყვარულობად, სიყვარულიან დამოკიდებულებას- სიყვარულიანობა ეწოდება, სიყვარულის გრძნობით შეპყრობილ ადამიანს სიყვარულმოდებული ეწოდება.
არსებობს ვნებიანი, მეგობრული, მშობლური, ასევე იდეის, პროფესიის, სამშობლოს სიყვარული. თითეული მათგანი ემოციის არსებობისა და გამოხატვის ხარისხის ინტენსიობით განსხვავდება.
ვნებიანი სიყვარული, ძირითადად, საპირისპირო სქესის ადამიანისადმი განცდილ ემოციას წარმოადგენს, რომელიც თავის ტვინში ქვეცნობიერის მონაწილეობით მიმდინარე პროცესებს გულისხმობს, რომელთაც შესწევთ სიყვარულთან დაკავშირებული გრძნობების (ეჭვიანობა, სინაზე, აღფრთოვანება) გამოწვევის უნარი. სიყვარულის მოთხოვნილების ფრუსტრაცია აქვეითებს სომატურ და ფსიქიკურ მდგომარეობას. ფრუსტრაციას ზოგჯერ თვითმკვლელობამდეც მივყავართ. ვნებიანი სიყვარულის არსებობისთვის აუცილებელია სამი პირობის არსებობა:
რომანტიკულ სიყვარულში შეიმჩნევა გენდერული განსხვავებები. კერძოდ ქალები უფრო მოტივირებულნი არიან ვიდრე მამაკაცები, ისინი უფრო სწრაფად იყვარებენ და ნელა გამოდიან შეყვარებულის მდგომარეობიდან. ქალები უფრო გამოხატავენ სიყვარულს, უფრო ზრუნავენ პარტნიორზე, ვიდრე მამაკაცები. მამაკაცები ნაკლებად წყვეტენ ურთიერთობას, როდესაც დგება განქორწინების საკითხი.
სიყვარულის მრავალი ფორმის არსებობასთან ერთად, ის შეიძლება იყოს მიმართული სხვა ადამიანის ან საკუთარი თავის მიმართ. სხვა ადამიანის სიყვარული მიიჩნევა, როგორც კეთილშობილური საქციელი. საკუთარი თავის სიყვარული კი აღქმულია, როგორც მიუღებელი საქციელი. მას კალვინი ჭირს უწოდებდა. მსგავსი მრავალფეროვნება სიყვარულის ოპერაციონალიზაციას შეუძლებელს ხდის, თუმცა მრავალი თეორია და შეხედულება არსებობს სიყვარულის, როგორც ფსიქოლოგიური ფენომენის შესახებ.
ერიხ ფრომი სიყვარულს ხელოვნებად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ადამიანი სიყვარულს, ჯერ თეორიის დაუფლებით, ხოლო შემდეგ პრაქტიკის ათვისებით სწავლობს. ფრომი გამოყოფს სიყვარულის ფორმებს: მეგობრული სიყვარული, რომელიც ყველანაირი სიყვარულის საფუძველია, დედობრივი სიყვარული, სიყვარული უმწეოთა მიმართ, ეროტიკული სიყვარული, საკუთარი თავის სიყვარული, ღმერთის სიყვარული. მისი აზრით დღევანდელ საზოგადოებაში გავრცელებულია პათოლოგიური სიყვარული-ფსევდოსიყვარული. ფსევდოსიყვარულის ორი ფორმა არსებობს: სიყვარული, როგორს ორმხრივი სექსუალური მოთხოვნილების დაკმაყოფილება და სიყვარული, როგორც შეთანხმებული ქმედება, რომელიც მარტოობისგან თავის დაღწევის მიზნით არის მოტივირებული.
ზიგმუნდ ფროიდი სიყვარულს განიხილავს, როგორც პირობას, რომელშიც დომინანტური როლი მამაკაცს ენიჭება. მამაკაცი სიყვარულისთვის ირჩევს შესაბამის ობიექტს შემდეგი ნიშნების გათვალისწინებით:
ფროიდი გამოყოფს სიყვარულს, როდესაც ლიბიდო სხვისკენ არის მიმართული და თავის სიყვარულს, როცა ლიბიდო საკუთარი თავისკენაა მიმართული. მას ფროიდი ნარცისიზმს უწოდებს.
ს. სტენბერგი გამოყოფს სიყვარულის სამფაქტორიან მოდელს, რომელიც ვნების(სექსუალური მოტივი და სექსუალური აღძვრა, რომელიც ასოცირებულია გაწყვილებით ურთიერთობასთან), ინტიმურობია(სიახლოვე, რომელსაც გრძნობენ პარტნიორები) და ვალდებულების(კოგნიტური ელემენტი, რომელიც მოიცავს გადაწყვეტილებას, რომ ვინმეს უყვარს ვიღაც და ავალდებულებს შეინარჩუნოს ეს ურთიერთობა) განსხვავებულლი კომბინაციების საფუძველზე სიყვარულის შვიდ ფორმას გამოყოფს: 1.მოწონება- მოიცავს მხოლოდ ინტიმურობას. 2.გატაცება- მოიცავს მხოლოდ ვნებას. 3.ცარიელი სიყვარული- მოიცავს მხოლოდ ვალდებულებას. 4.რომანტიკული სიყვარული-მოიცავს ვნებას და ინტიმურობას. 5.მეგობრობა სიყვარული- მოიცავს ინტიმურობას და ვალდებულებას. 6.უაზრო სიყვარული- მოიცავს ვნებას და ვალდებულებას. 7.სრულყოფილი სიყვარული- მოიცავს ვნებას, ვალდებულებას და ინტიმურობას.
დ.ლი და კლაიდ და სუზან ჰენტრიკები სიყვარულის სამ სტილს გამოყოფენ ანტიკური ფილოსოფიისა და ლიტერატურის ანალიზის საფუძველზე: ეროსი(ლტოლვა), ლუდუსი(თამაში) და სტროგე(მეგობრობა). ამ სტილთა კომბინაციები წარმოქმნიან მეორადი სიყვარულის სტილს. სასიყვარულო სტილები განსხვავდებიან მიღებული სიამოვნების ხარისხით.
1. სულხან ცაგარელი- ბიოსოციოლოგია 2004
2. Берон Р.,Бирн Д., Джонсон Б. – Социальная психология. 4-е изд. ПИТЕР 2003
3. Фром Э.- Искусство любить.изд."Педагогика" М.1990
4. Фрейд З.- Введение в психоанализ.лекции изд."наук" М.1989
This article uses material from the Wikipedia ქართული article სიყვარული, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.