შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა

შვიდი სულიერად მომაკვდინებელი ცოდვა — რიგი არასასურველი მანკებისა, რომელსაც ადრეული ქრისტიანული პერიოდიდან იყენებენ ხალხის გასანათლებლად და ქრისტიანებისათვის სწორი ცხოვრების გზის საჩვენებლად.

ეს შვიდი ცოდვა კი შემდეგია: მრისხანება, ანგარება, უქნარობა, ამპარტავნება, სიძვა, ნაყროვანება და შური.

შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა
ჰიერონიმუს ბოსხის შვიდი მომაკვდინებელი ცოდა და სხვა ოთხი ადგილი

კათოლიკური ეკლესია ცოდვებს ორ ნაწილად ყოფს: შესაწყნარებელი ცოდვები, რომელიც შედარებით მცირე ცოდვაა და ღმერთთან ბოლომდე არ განგაშორებს და უფრო სასტიკი ცოდვები, მომაკვდინებელი ცოდვები. თეოლოგიაში მომაკვდინებელი ცოდვები ითვლება რომ გაკარგვინებს ღვთის მადლსა და მოწყალებას და გიქადის სამუდამო სატანჯველს.

კათოლიკეებისთვის ეს შვიდი ცოდვა არ დგას ცალკე, განდგომილად, არამედ თვლიან რომ სწორედ ეს შვიდი ცოდვაა სხვა ცოდვების საწყისი. მომაკვდინებელი ცოდვა შეიძლება იყოს შესაწყნარებელი, თუმცა დამოკიდებულია გარემოებებზე.

XIV საუკუნის დასაწყისში შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა ევროპელი მხატვრების მთავარ თემად იქვა. თავიანთი ნაშრომებით ისინი ხელს უწყობდნენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცოდვების არსის ახსნას და გავრცელებას კათოლიკურ საზოგადოებაში. მაგალითისათვის შეიქმნა მნემონიკური სიტყვა „SALIGIA“, რომელიც დაფუძნებულია შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის ლათინური სახელწოდებების პირველი ასოებისგან (superbia, avaritia, luxuria, invidia, gula, ira, acedia.).

ჩამოყალიბების პროცესი

შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა 
ალეგორიული სურათი, რომელზეც გამოსახულია ადამიანის თავიანი გული და მასზე კი ცხოველები: გომბეშო - ანგარება, გველი - შური, ლომი - მრისხანება, ლოკოკინა - უქნარობა, ღორი - ნაყროვანება, თხა - გარყვნილება, ფარშევანგი - ამპარტავნება.

შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის დღევანდელი სახით არსებობა დაკავშირებულია IV საუკუნის ქართველ ბერთან ევაგრე პონტოელთან. მან ჩამოაყალიბა „რვა მზაკვრული ფიქრი“:

  • Γαστριμαργία (gastrimargia) ნაყროვანება.
  • Πορνεία (porneia) სიძვა.
  • Φιλαργυρία (philargyria) ანგარება.
  • Ὑπερηφανία (hyperēphania) მედიდურობა.
  • Λύπη (lypē) მწუხარება - მიღებულია როგორც შური, მწუხარება სხვისი კეთილად ყოფნის გამო.
  • Ὀργή (orgē) მრისხანება.
  • Κενοδοξία (kenodoxia) სიამაყე.
  • Ἀκηδία (akēdia) გულგრილობა.

ლათინურიდან ითარგმნა დასავლეთის ეკლესიის მიერ, ძირითადად იოანე კასიანის მიერ, და შემდგომ გახდა ღვთისმოსაობისაკენ მიმავალი გზის მაჩვენებლად:

  • Gula
  • Fornicatio
  • Avaritia
  • Superbia
  • Tristitia
  • Ira
  • Vanagloria
  • Acedia

ეს „მზაკვრული ფიქრები“ სამ კატეგორიად გაიყო:

  • ავხორცი მიდრეკილებები: (ნაყროვანება, სიძვა, და ანგარება)
  • გულფიცხობა (მრისხანება)
  • გონებრივი ცოდვები: (პატივმოყვარეობა - სიამაყე, მწუხარება, მედიდურობა, და სევდა)

ორი საუკუნის შემდეგ, 590 წელს, პაპმა გრეგორი I-მა ეს სია შეასწორა და შემდეგნაირად წარმოდგება: მწუხარება/სასოწარკვეთა/სევდა ჩამოაყალიბა როგორც გულგრილობა, პატივმოყვარეობა როგორც ამპარტავნება და დაუმატა შური. პაპ გრეგორი I-ს მიერ ჩამოყალიბებული სია დანტე ალიგიერიმ თავის ღვთიურ კომედიაში გამოიყენა და ასე გამოიყურება:

  1. luxuria (გარყვნილება/სიძვა)
  2. gula (ნაყროვანება/მუცელღმერთობა)
  3. avaritia (ანგარება/სიხარბე)
  4. acedia (გულგრილობა/უქნარობა/მიმოწვლილველობა)
  5. ira (მრისხანება)
  6. invidia (შური)
  7. superbia (ამპარტავნება)

შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის განმარტებები

სიძვა

შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა 
Lust
ბართლომე მოციქულის ტაძარი, რაიჰენტალის კათედრა (1894)

სიძვა იგივე გარყვნილება არის დაუოკებელი სურვილი. ხშირ შემთხვევაში ესაა გადამეტებული სექსუალური სურვილები. თავდაპირველად მას უფრო ფართო გაგება ჰქონდა და მოიცავდა ნებისმიერი რამის წადილს, იქნებოდა ეს ფული, ძალაუფლება თუ დიდება.

სქოლიო

Tags:

შვიდი მომაკვდინებელი ცოდვა ჩამოყალიბების პროცესიშვიდი მომაკვდინებელი ცოდვა შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის განმარტებებიშვიდი მომაკვდინებელი ცოდვა სქოლიოშვიდი მომაკვდინებელი ცოდვა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მიხეილ ლომონოსოვისაქართველოს მთებინავთობიმურვან ყრუს შემოსევა საქართველოშილარიფოლკლორიარალის ზღვასიონის ტაძარიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენათამარ მეფესინგაპურიმუნიდედამიწის სტრუქტურარენესანსისვია (მცენარე)სულეიმან Iდავით სარაჯიშვილიეგვიპტის პირამიდებინაციონალიზმითბილისის ზღვასვანური კოშკითეიმურაზ Iთემურლენგიდავითგარეჯატყეაბანოთუბანირიცხვითი სახელიშაორის წყალსაცავიკენგურუებისტუმარ-მასპინძელიაბას I (ირანი)ქრისტეს თორმეტი მოციქულიკარტოფილისაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024ძველი ეგვიპტემუხავოლფგანგ ამადეუს მოცარტიაკაკი წერეთელინიკო ფიროსმანიალეგორიაპარიზის ღვთისმშობლის ტაძარიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიჭიაკოკონობალითიუმისაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშიაკროპოლისიცხენისწყალისუვერენიტეტისამცხე-ჯავახეთის მხარემეტაფორაევროპაშენგენის ზონაოსმალეთის იმპერიაივანე ჯავახიშვილიკვადრატული მეტრიკოლოსეუმირელიგია საქართველოშიმორფოლოგია (ენათმეცნიერება)საქართველოს სსრ წითელი წიგნინიდერლანდებიდავით IV აღმაშენებელისისხლის მიმოქცევის სისტემაკონსერვატიზმითეთრი დათვიცხოველებიცხელი ძაღლიიგლუმეიოზისალომე ზურაბიშვილითამბაქოხეოფსის პირამიდაჰიპერბოლა (ენა)ხემარწყვაერეკლე IIლამპრობალიმფოციტებიუქმე დღეები საქართველოშიპანეტონემერწყული🡆 More