გიორგი მამარდაშვილი

გიორგი მამარდაშვილი (დ.

29 სექტემბერი, 2000, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე. 2020 წელს დაასახელეს ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარედ.

გიორგი მამარდაშვილი
გიორგი მამარდაშვილი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
29 სექტემბერი, 2000 (2000-09-29) (23 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 199 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ვალენსია
ნომერი 25
ახალგაზრდული კარიერა
2010–2012 გაგრა
2012–2018 დინამო თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2018–2021 დინამო თბილისი 0 (0)
2019   რუსთავი 28 (0)
2020–2021   ლოკომოტივი 29 (0)
2021– ვალენსია 84 (0)
ეროვნული ნაკრები
2016 საქართველო 17-წლ. 1 (0)
2019–2023 საქართველო 21-წლ. 7 (0)
2021– საქართველო 16 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 17 მარტი, 2024
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 26 მარტი, 2024

საკლუბო კარიერა

ადრეული კარიერა

საფეხბურთო კარიერა დაიწყო საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ მოზარდთა გუნდში. 2012 წელს გადავიდა თბილისის „დინამოში“, სადაც სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა. 2018 წლის სეზონში მთავარი გუნდის განაცხადშიც მოხვდა, თუმცა ქვეყნის პირველობის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში გუნდის ძირითად შემადგენლობაში არ უთამაშია.

„რუსთავი“

2019 წელს „რუსთავში“ იჯარით გადავიდა. მისი დებიუტი კლუბში 2019 წლის 2 მარტს თბილისის „ლოკომოტივთან“ მატჩში შედგა. შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით 4–1 დამთავრდა. მომდევნო მატჩში, 2019 წლის 6 მარტს, რომელშიც „ვიტ ჯორჯიას“ წინააღმდეგ ითამაშა, კარის მშრალად შენახვა შეძლო და შეხვედრაც უგოლო ფრით 0–0 დამთავრდა. სეზონის დასაწყისიდანვე თავი კლუბის ძირითადი მეკარის ამპლუაში დაიმკვიდრა და 30 მატჩიდან 9 შეხვედრაში ბურთი არ გაუშვია. საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ კი კლუბი დატოვა.

თბილისის „ლოკომოტივი“

2020 წლის დასაწყისში იჯარით თბილისის „ლოკომოტივში“ განაგრძო თამაში. სეზონი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო. მისი დებიუტი კლუბში 2020 წლის 9 ივლისს ბათუმის „დინამოსთან“ მატჩში შედგა. შეხვედრა ბათუმელთა გამარჯვებით 4–1 დამთავრდა. „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში პირველი „მშრალი“ მატჩი 2020 წლის 18 ივლისს „საბურთალოს“ წინააღმდეგ ითამაშა — შეხვედრა უგოლო ფრით 0–0 დამთავრდა. მალევე კლუბში ძირითადი მეკარის ადგილი დაიმკვიდრა. იმავე წელს კლუბთან ერთად უეფა-ს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდს მიაღწია, რა დროსაც თბილისელებმა პირველ ორ ტურში რუმინული „უნივერსიტატეა“ და მოსკოვის „დინამო“ დაჯაბნეს, ხოლო მესამე ტურში ესპანურ „გრანადასთან“ დამარცხდნენ. ესპანურ კლუბთან დამარცხების მიუხედავად, ქართველმა მეკარემ ესპანელი სკაუტების ყურადღება თავისი გამორჩეული თამაშით მაინც მიიპყრო. 2020 წლის დეკემბრის ბოლოს მან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან წლის საუკეთესო მეკარის ჯილდო მიიღო. 2021 წლის იანვარში კი უეფამ ფეხბურთელი 50 ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელის სიაში შეიყვანა. 2021 წლის დასაწყისში მან კვლავ თბილისურ კლუბში გამოსვლა განაგრძო.

„ვალენსია“

2021 წლის 7 ივნისს ერთწლიანი იჯარით და შემდგომი გამოსყიდვის შესაძლებლობით, თავდაპირველად გაგზავნილი იქნა „ვალენსიას“ სარეზერვო გუნდში, რათა იქ ევარჯიშა. წინასასეზონო ვარჯიშზე მამარდაშვილმა ესპანური კლუბის მწვრთნელზე, ხოსე ბორდალასზე საუკეთესო შთაბეჭდილება მოახდინა, რის შემდეგაც ქართველი ფეხბურთელი მან მაშინვე მთავარ გუნდში ძირითად მეკარედ გადაიყვანა. მისი ესპანური დებიუტი 2021 წლის 13 აგვისტოს, ლა ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში, „ხეტაფეს“ წინააღმდეგ შედგა. მატჩი „ვალენსიას“ გამარჯვებით, ანგარიშით 1–0 დასრულდა.

2021 წლის ბოლოს „ვალენსიამ“ საბოლოოდ გამოისყიდა მამარდაშვილი და მასთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა. პირველი მატჩი, როგორც კლუბის სრულფასოვანმა მოთამაშემ, 2022 წლის 6 თებერვალს, „რეალ სოსიედადის“ წინააღმდეგ ჩაატარა. თავის სადებიუტო სეზონში მან ესპანეთის პირველობის 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც სულ 20 გოლი გაუშვა, ხოლო 8-ჯერ კარის მშრალად შენახვა შეძლო. ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც რამდენჯერმე მოხვდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც მიიღო. 2022 წლის მაისში, Marca-ს ვერსიით, ფეხბურთელი ლა ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშეთა სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

2023 წლის 21 მაისს ლა ლიგის 35-ე ტურში „ვალენსიამ“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა. მატჩი „ვალენსიას“ გამარჯვებით, ანგარიშით 1–0 დასრულდა. საყოველთაო შეფასებით გიორგი მამარდაშვილმა „რეალთან“ თავისი კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა, ორივე გუნდში გამორჩეული იყო და აღიარებაც მოიპოვა. ლა ლიგამ მამარდაშვილის მიერ ვალვერდეს ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთის მოგერიება — საუკეთესოდ მიიჩნია და 35-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. ქართველი ფეხბურთელი ზედიზედ მეორედ, იმ სეზონში კი მესამედ დაასახელეს ტურის საუკეთესო მეკარედ.

კარიერის სტატისტიკა

საკლუბო

    განახლდა: 25 ნოემბერი, 2023
მატჩები და გოლები კლუბის, სეზონისა და შეჯიბრის მიხედვით
კლუბი სეზონი ლიგა ეროვნული თასი კონტინენტური სხვა ჯამში
დივიზიონი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
დინამო თბ. 2018 ეროვნული ლიგა 0 0 0 0 0 0
  რუსთავი 2019 28 0 2 0 2 0 32 0
 
ლოკომოტივი
თბილისი
2020 11 0 1 0 12 0
2021 18 0 2 0 3 0 23 0
სულ 29 0 3 0 3 0 0 0 35 0
ვალენსია 2021–22 ლა ლიგა 18 0 3 0 21 0
2022–23 38 0 3 0 1 0 42 0
2023–24 14 0 0 0 0 0 14 0
სულ 70 0 6 0 0 0 1 0 77 0
სულ ჯამში 127 0 11 0 3 0 3 0 144 0

სანაკრებო სტატისტიკა

    განახლდა: 26 მარტი, 2024
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
გიორგი მამარდაშვილი 
საქართველო
2021 1 0
2022 5 0
2023 8 0
2024 2 0
ჯამში 16 0

მიღწევები

ინდივიდუალური

  • ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარე: 2020
  • საქართველოს 2022–23 წლების სეზონის მესამე საუკეთესო ფეხბურთელი: „სარბიელის“ ვერსიით

საინტერესო ფაქტები

2022 წლის მაისში ესპანურმა ჟურნალმა Marca-მ სხვადასხვა კატეგორიაში გასული სეზონის საუკეთესო გუნდები დაასახელა. ლა ლიგის აღმოჩენების გუნდში „ვალენსიას“ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილიც მოხვდა, რომელმაც მოცემული პერიოდისთვის ვალენსიელთა კარი 18-ჯერ დაიცვა და აქედან 8-ჯერ მისი მშრალად შენახვა შეძლო.

გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიის“ რეკორდი გააუმჯობესა და გუნდის ისტორიაში პირველი მეკარე გახდა, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ 61 მატჩი ჩაატარა. მან ამ მაჩვენებლით გუნდის ყოფილი მეკარის, ხოსე მანუელ ოჩოტორენას რეკორდი (59 მატჩი) მოხსნა.

რესურსები ინტერნეტში

თემატური საიტები
AFS · BDFutbol · EU-Football.info · FBref.com · FootballDatabase.eu · FootballFacts.ru · L’Équipe · National Football Teams.com · Soccerbase · Soccerway · playmarkerstats.com · Transfermarkt · WorldFootball.net · Internet Movie Database
მედია
Sportall.ge · WorldSport.ge

სქოლიო

Tags:

გიორგი მამარდაშვილი საკლუბო კარიერაგიორგი მამარდაშვილი კარიერის სტატისტიკაგიორგი მამარდაშვილი სანაკრებო სტატისტიკაგიორგი მამარდაშვილი მიღწევებიგიორგი მამარდაშვილი საინტერესო ფაქტებიგიორგი მამარდაშვილი რესურსები ინტერნეტშიგიორგი მამარდაშვილი სქოლიოგიორგი მამარდაშვილი2000202029 სექტემბერიეროვნული ლიგავალენსია (საფეხბურთო კლუბი)თბილისიმეკარე (ფეხბურთი)საქართველოსაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიფეხბურთელიქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

რეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)ქართული საბჭოთა ენციკლოპედიამწერებიფემინიზმილუი XIVსაქართველოს სახელმწიფო გერბიხორვატიასპარტაფოთოლინონა გაფრინდაშვილიიაკობ გოგებაშვილილევანტე (საფეხბურთო კლუბი)საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიპოსტიმპრესიონიზმიილია თოფურიაგერმანიადედამიწის ისტორიათეიმურაზ Iბუდაპეშტიაზოალექსანდრე I დიდისინონიმებილუქსემბურგიარისტოტელეკულტურაკახეთივახტანგ VIხელისუფლების დანაწილებათეთნულდითავის ტვინიდავით IV აღმაშენებელიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემაMozilla Firefoxდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებისულგუნიხეოფსის პირამიდაატომითამაშგარეკრიშტიანუ რონალდუწმინდა ნინობაში-აჩუკიევოლუციამამა გაბრიელიწმინდა სამების საკათედრო ტაძარიმზედიოკლეტიანეთრომბოციტებირომის რესპუბლიკადავით VI ნარინიჯინსების თაობაზვიად გამსახურდიაკრასუსიწყარო (გეოგრაფია)ნივთიერებათა ნარევიევროპაკაცია-ადამიანი?!აბანოთუბანიაფრიკასაბერძნეთის გეოგრაფიაბუდუ ზივზივაძესაქართველოს ბრძოლების სიამარაკანარომაული ხელოვნებასაბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიზმნავიტამინებისაქართველოს სახელმწიფო დროშაფარნავაზ Iდავით მუჯირი (უფროსი)რუსული დამწერლობაქეთევან დედოფალითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიპორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიინგლისიგორინიკოლოზ ბარათაშვილიგამზრდელი (პოემა)ბალეტიინდოეთი🡆 More