ელდარის დაბლობი

ელდარის დაბლობი, ელდარის ველი — აკუმულაციური ვაკე-დაბლობი მდინარე ივრის ქვემო დინების ორივე ნაპირზე, მინგეჩაურის წყალსაცავის დასავლეთი ნაწილის ჩრდილოეთით.

მოქცეულია საქართველოსა და აზერბაიჯანში. აგებულია მეოთხეული ალუვიური და დელუვიური ნალექებით. შეადგენს მტკვარ-არაქსის აკუმულაციური დაბლობი ვაკის ნაწილს. საქართველოს ფარგლებში მდინარე ივრის მარცხენა სანაპიროს გასწვრივ ვრცელდება 25 კმ-ზე, მაქსიმალური სიგანე 6–7 კმ. თითქმის ჰორიზონტალურ სიბრტყეს წარმოადგენს, რომლის აბსოლუტური სიმაღლეა 100–200 მ. ელდარის დაბლობი საქართველოში ერთადერთი ადგილია, სადაც ნამდვილი ნახევარუდაბნოს ლანდშაფტია. ნალექების წლიური ჯამი 250–300 მმ, ამის შესაბამისად მდინარის ჩამონადენის მოდულიც დაბალია 1–2 ლ/წმ².

ელდარის დაბლობი
კოორდინატები: 41°07′13″ ჩ. გ. 46°22′26″ ა. გ. / 41.12028° ჩ. გ. 46.37389° ა. გ. / 41.12028; 46.37389
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
სიმაღლე 100–200 
სიგრძე 25 კმ
სიგანე 6–7 კმ
ჰიდროგრაფია იორი
ელდარის დაბლობი — საქართველო
ელდარის დაბლობი

ელდარის დაბლობი საქართველოს გამორჩეული უდაბური და გვალვიანი კუთხეა. რუხ და ღია მურა ნიადაგებზე განვითარებულია აბზინდიანი ნახევარუდაბნოს მცენარეულობა, რომლის ფონზეც ადგილ-ადგილ გავრცელებულია ხურხუმოიანები და უროიანები. ელდარის დაბლობზე წარმოდგენილია ნესტიანობის მკვეთრად გამოყოფილი უარყოფითი ბალანსი (განესტიანების ხარისხი უდრის 0,2–0,3). ვაკისა და მასზე ჩრდილო-აღმოსავლეთიდან მობჯენილი გაშიშვლებული კალთების (ივრის ზეგნის კიდის) ჰავის სიმშრალის გამო რაიონი სრულიად მოკლებულია ჰიდროგრაფიულ ქსელს. აქ მოედინებიან ხოლმე დროებითი ნაკადები, თუმცა ელდარის დაბლობის გადაკვეთას ვერ ახერხებენ და ნიადაგში იჟონებიან. ელდარის დაბლობის ზედაპირის მნიშვნელოვანი ნაწილი სავსებით გატიტვლებულია და გვალვისაგან დამსკდარი. დაბლობის უკიდურესი სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი ცნობილია „ბუღამოედნის“ სახელწოდებით. ცხვრის საზამთრო საძოვარია.

სქოლიო

Tags:

აზერბაიჯანიდაბლობივაკე (გეოგრაფია)იორილანდშაფტიმინგეჩაურის წყალსაცავიმტკვარ-არაქსის დაბლობისაქართველო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრისიმძლავრეტაო-კლარჯეთისაქართველოს სამოქალაქო ომიხინკალისათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალივიეტნამიდუბაიმასტურბაციაბენიტო მუსოლინიაფრიკაილია IIმდინარეფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიაC ჰეპატიტიისლანდიადიდება (ჰიმნი)ჩარლი ჩაპლინიპოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირშიჯიმარარაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეგარემოს დაბინძურებაფაშიზმიდელფინებიქეთო და კოტე (ოპერა)ვეფხისტყაოსანიშვედეთირუმინეთირეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოგიორგი III (საქართველოს მეფე)სარკაზმიხარებაბაბისმთამტირალას ეროვნული პარკიარჩვითავისუფლების დიდი ქარტიაბათუმის ბოტანიკური ბაღივერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)ზამთარიყინწვისის მონასტერისულხან-საბა ორბელიანითხის რქა (ასტროლოგია)ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიქრისტიანობაამეთვისტოჭინჭარიმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიატოტალიტარიზმიკილოგრამიჰემანგიომაქრომოსომაევროპაქართული სამზარეულობალდუინ IV იერუსალიმელიშინაური კატაშენგენის ზონამართკუთხედიამფიბიებისისხლის მიმოქცევის სისტემაზებულონიწინადადებაეკატერინე IIეთიკანათურაელინიზმიგიორგი I (საქართველოს მეფე)გიორგი მაზნიაშვილიამბროსი (კათოლიკოს-პატრიარქი)ძახილის წინადადებაცივი ომისაქართველოს თავდაცვის ძალებიმინერალებიიმპრესიონიზმილადო გუდიაშვილიკოლხეთის სამეფო🡆 More