ბუ, რუხი ბუ, ტყის ბუ, ან ჩვეულებრივი ტყის ბუ (ლათ.
ბუ | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Strix aluco (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22725469 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
საშუალო სიდიდისაა, მისი სხეულის სიგრძეა 38 სმ-მდე; ფრთის შლილი 95–105 სმ; მასა 420–590 გრამი, დედალი ზომით უფრო დიდია. ფრენის დროს კარგად უჩანთ ფართო გრძელი ფრთები და საკმაოდ მოკლე კუდი. საერთო შეფერილობა ჟანგმიწოვან-მორუხო (მოყვითალომდე) ან ჟანგმიწოვან-წითურია; სხეულის ქვედა ნაწილი უფრო ღია ფერისაა; გვხვდება მელანისტი ეგზემპლარებიც. ჯდომისას, ისივე როგორც ფრენისას, მხრებსა და ფრთის მფარავ ბულბულზე ემჩნევა თეთრი ზოლები. ზურგზე ბაცი და მკვეთრი ლაქები აყრია. მკერდზე გასდევს გრძივი ფართო მუქი ლაქები. თვალები დიდი ზომის და ახლო-ახლო განლაგებული, ფერად შავი. ნისკარტი ყვითელი, მოკლე და ვიწროა; იგი მაგარი წვერით მთავრდება; ზედა ნაწილში ნესტოებია განლაგებული. თავზე არ აქვს წაგრძელებული ბუმბულის კონები, ე. წ. „ყურები“. ძლიერი თითები ბასრი ბრჭყალებით ბოლოვდება.
გავრცელებულია ევრაზიასა (ატლანტის ოკეანიდან ურალის მთებამდე და მდინარე იშიმამდე, კავკასიაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ავღანეთში, ჩრდილოეთ პაკისტანში და სხვ.) და ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში. საქართველოში მობინადრეა. ბინადრობს შერეულ ან ფართოფოთლოვან მაღალტანიან ტყეებში, პარკებსა და ბაღებში. ვერტიკალურად ადის ზღვის დონიდან 2400 მეტრამდე.
სქესობრივ სიმწიფეს 1 წელში აღწევს. მონოგამური ფრინველია. ბუდეს ხის ფუღუროში, პირდაპირ ხეზე, სხვა ფრინველის მიტოვებულ ბუდეში ან სახლის სხვენზე იკეთებს, იშვიათად — კლდის ნაპრალში. კვერცხმდებლობა მარტის ნახევრიდან აპრილის ნახევრამდე მიმდინარეობს, დებს საშუალოდ 2–4 (6-მდე) თეთრი ფერის მომრგვალებულ კვერცხს. ინკუბაცია 30 დღემდე გრძელდება; ბარტყები ფრენას 35–39 დღეში იწყებენ.
იკვებება წვრილი მღრღნელებით, ნადირობს ფრინველებზე, ბაყაყებსა და უხერხემლოებზეც. ველურ ბუნებაში 5 წლამდე ცოცხლობს, ტყვეობაში — 21 წელზე მეტს.
This article uses material from the Wikipedia ქართული article ბუ, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.