ბუსნაირნი

ბუსნაირნი (ლათ.

ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოში (ანტარქტიკული და ზოგიერთი ოკეანური კუნძულის გამოკლებით). აერთიანებს ორი ოჯახის 133 სახეობას. საქართველოშია 8: რუხი ბუ, ჩვეულებრივი ზარნაშო, ჩვეულებრივი წყრომი, ოლოლი (ყურებიანი ბუ), ბაიყუში (ჭაობის ბუ), ბუკიოტი, ბუკნაჭოტი, ჭოტი. ბუსნაირთა ნამარხი ფორმები ცნობილია ეოცენიდან, თანამედროვე გვარების წარმომადგენლები ნაპოვნია ოლიგოცენში. ბუსნაირთა ბუმბული რბილია, დამატებით ღეპეპს არ შეიცავს, უკაკვო სხივები წაგრძელებულია, რითაც აიხსნება ბუმბულოვანი საფარველის სირბილე და უხმაურო ფრენა. ზომით დედალი ჭარბობს მამალს. სახის ბუმბული წარმოქმნის ე.წ. "სახის დისკოს", რომელიც მხოლოდ ამ რიგის წარმომადგენლებისთვისაა დამახასიათებელი და ასიმეტრიულ ყურებთან ერთად სალოკაციო მნიშვნელობა აქვს. ბუსნაირებს მოკლე და მოკაუჭებული ნისკარტი, ბასრი ბრჭყალები, თითქმის ბრჭყალებამდე შებუმბლული ოთხთითიანი (მეოთხე თითს შეუძლია უკან მობრუნება) ფეხები, დიდი ზომის თვალები, ძლიერ მოძრავი კისერი (შეუძლია თავის შემობრუნება 270°), მეტად მახვილი სმენა აქვთ. კისერი 14 მალისაგან შედგება, გულმკერდის მალები თავისუფლად ბოლოვდება და "მკერდის" ძვალს არ ქმნის. ტროპი კარგადაა გამოხატული. აქვთ მოქმედი ბრმა ნაწლავი, კარგად განვითარებული მბგერი იოგი, რომლის საშუალებითაც მრავალნაირ ბგერას გამოსცემენ. ჩიჩახვი არა აქვთ. უმრავლესობა მეღამურ ცხოვრებას ეწევა. მობინადრე ფრინველია. ბუდობენ ხეთა ფუღუროებში, გამოქვაბულებში, სოროებში. დებენ საშუალოდ 4-5 კვერცხს, კრუხობა გრძელდება 1 თვემდე. იკვებებიან მღრღნელებით, რითაც სარგებლობა მოაქვთ.

ბუსნაირნი
ბუსნაირნი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Strigiformes (Wagler, 1830)
ოჯახები
  • ბუხრინწასებრნი (Tytonidae)
  • ბუსებრნი (Strigidae)
  • Sophiornithidae (ამომწყდარი)
  • Ogygoptyngidae (ამომწყდარი)
  • Palaeoglaucidae (ამომწყდარი)
  • Protostrigidae (ამომწყდარი)

ლიტერატურა

Tags:

ბაიყუშიბუკიოტიბუკნაჭოტილათინური ენამღრღნელებინისკარტიოლიგოცენიოლოლირუხი ბუსაქართველოტროპიანებიფრინველებიჩვეულებრივი ზარნაშოჩვეულებრივი წყრომიჩიჩახვიჭოტი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მიქელანჯელო ბუონაროტითერგდალეულებიდედა ენაგონიოს ციხეაფხაზეთინაწლავებიმეტაბოლიზმიიეჰოვას მოწმეებიქაქუცა ჩოლოყაშვილიარისტოტელერიცხვითი სახელიდაუნის სინდრომიშვედეთიმთვარებასიანის ბრძოლაყინწვისის მონასტერიმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითქრომოსომარელიგიაძალაბირთვული იარაღიაუტიზმიძვალიენდომეტრიოზიპიერ პაოლო პაზოლინიკავკასიონიპოლონეთიბიძინა ივანიშვილიგაერთიანებული სამეფონოდარ დუმბაძებარსელონაქაშვეთის ეკლესიაოქსიდისაბერძნეთისინონიმებიბისექსუალობაალექსანდრე ყაზბეგისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაევროპის პარლამენტიალპებიმამებისა და შვილების ბრძოლალაშა ბექაურიმარქსიზმირიონიჩარლი ჩაპლინისიურრეალიზმიყვარყვარებათუმილევან საგინაშვილიფერდინანდ პორშესიმკვრივებერლინის კედელიეგზისტენციალიზმიგარემოს დაცვარომეო და ჯულიეტარუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)საქართველოს ეროვნული პარკების სიაანტანტამამა გაბრიელიგულიმდინარეავტობუსიმსოფლიოს ვალუტებიმენეჯმენტიაჭარასმოგიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიილონ მასკირუსეთ-საქართველოს ურთიერთობებიჰიდროცეფალიაფოტოსინთეზიგიორგი V ბრწყინვალესაქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონისამთა კავშირისაქართველოს ფრინველთა სიასქესობრივი აქტირუსეთის იმპერიათესევსის გემი🡆 More