უხერხემლოები

უხერხემლოები (ლათ.

ცხოველთა სამყაროს დაყოფა უხერხემლოებად და ხერხემლიანებად შემოიღო ფრანგმა ბუნებისმეტყველმა ჟან ბატისტ ლამარკმა (1801). სხვადასხვა ავტორის მიხედვით უხერხემლოები იყოფიან 14—22 ტიპად. ცნობილია უხერხემლოების 1,3 მლნ-მდე სახეობა, რომელთაგან მლნ-მდე მეტი მწერების კლასზე მოდის. ტიპების მიხედვით უხერხემლოები არათანაბრად არიან განაწილებული. მაგ., უმარტივესები აერთიანებენ 25 ათ-მდე სახეობას, ღრუბლები — 5 ათასი, ნაწლავღრუიანები — 9 ათასი, უმდაბლესი ჭიები — 20 ათასი, მოლუსკები — 107 ათასი, ფეხსახსრიანები (მწერების გამოკლებით) — 79 ათ-მდე და ა. შ. ყოველწლიურად უხერხემლოების რამდენიმე ათას ახალ სახეობას აღწერენ.

უხერხემლოები
უხერხემლოები
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Invertebrata

უხერხემლოები ფართოდ არიან გავრცელებული. ბინადრობენ ხმელეთზე, მტკნარ წყლებში, ზღვებში, ნიადაგის სიღრმეში, მრავალი უხერხემლოები ცხოველთა და მცენარეთა პარაზიტია. უხერხემლოების ზოგ სახეობას ან მათ მიერ გამომუშავებელ პროდუქტს ადამიანი ხმარობს საკვებად (კიბოსნაირები, მოლუსკები, ფუტკრის თაფლი და სხვა), ბევრს ხერხემლიანი ცხოველები ეტანებიან. ზოგიერთი უხერხემლოების ცხოველმოქმედების პროდუქტს სამეურნეო-ტექნიკური მნიშვნელობა აქვს (ფუტკრის ცვილი, აბრეშუმხევევიას აბრეშუმის ძაფი, მოლუსკების ნიჟარები და მარგალიტი, მარჯნის პოლიპების ჩონჩხი და სხვა). პარაზიტ და მტაცებელ უხერხემლოებს მრავალრიცხოვან მავნებელთა წინააღმდეგ იყენებენ, რაც ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდების დამუშავებას დაედო საფუძვლად. ნამარხი უხერხემლოების ნაშთები ხელს უწყობენ დანალექი ქანების ასაკის დადგენას. სასარგებლო უხერხემლოების გარდა, არსებობს მავნებელი უხერხემლოებიც. ზოგი პარაზიტულ დაავადებათა გადამტანია, სხვები — პარაზიტული ჭიების შუამავალი მასპინძელი ან ტრანსმისიულ დაავადებათა გადამტანი. არიან შხამიანი უხერხემლოები, მარცვლეულისა და სხვა პროდუქტების, სასოფლო-სამეურნეო მცენარეების, ტყეების მავნებლები და ა. შ.

ლიტერატურა

Tags:

1801კლასი (ბიოლოგია)ლათინური ენამოლუსკებიმწერებინაწლავღრუიანებიჟან ბატისტ ლამარკიუმარტივესებიფეხსახსრიანებიღრუბლები (ცხოველები)ცხოველებიხერხემალიხერხემლიანები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბათუმის ბოტანიკური ბაღისაჰარათორნიკე ერისთავისსრკ-ის დაშლაევროკავშირიანტარქტიდაჩრდილოეთი კორეატროპიკული სარტყლებიახალქალაქიუჯრედიიმპრესიონიზმიმარჯნის რიფიქართული ხალხური ცეკვებისანტიმეტრისაბერძნეთიფერნანდო მაგელანისუვერენიტეტიმონანიება (ფილმი)კორუფციამენსტრუაციასაქართველოს სატელეფონო კოდებიკლიმატის ცვლილებანიკოლა ტესლათევზები (ასტროლოგია)ბაბუაწვერადიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიეგვიპტის პირამიდებიჯონჯოლიაფრიკის ქვეყნების სიაბუდაპეშტიწმინდა ნინოზებულონიმგელიგიორგი ლეონიძეალუდა ქეთელაურიკაცხის სვეტირესპუბლიკანაღვლის ბუშტირუსეთისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკააშშ-ის პრეზიდენტების სიაღამურაენცეფალოპათიატიტანიკიამერიგო ვესპუჩისაქართველოს ქალაქებიგაპიროვნებაკანიკომპასიძუძუმწოვრებიჰემანგიომაიმერეთიმცხეთავნების კვირაარაბთა სახალიფოპრომეთეცხოველებიკეთილშობილი ირემიპითაგორას თეორემამანგლისიჯაყოს ხიზნებიაბრეშუმის დიდი გზაბუდუ ზივზივაძემწერებიკავკასიაბრაზილიაფილტვებიბაგრატიონებინაციონალ-სოციალიზმიხეოფსის პირამიდავოლფგანგ ამადეუს მოცარტიზუგდიდისახელმწიფობულგარეთიერეკლე IIმიხეილ ჯავახიშვილიზღარბისებრნი🡆 More