გიორგი ქოჩორაშვილი

გიორგი ქოჩორაშვილი (დ.

29 ივნისი, 1999, თბილისი, საქართველო) — ქართველი ფეხბურთელი. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ლევანტეს“ ცენტრალური ნახევარმცველი.

გიორგი ქოჩორაშვილი
გიორგი ქოჩორაშვილი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
29 ივნისი, 1999 (1999-06-29) (24 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 178 სმ
სათამაშო
პოზიცია
ცენტრალური ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ლევანტე
ნომერი 6
ახალგაზრდული კარიერა
საბურთალო
2017–2018   ჟირონა
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2017–2019 საბურთალო 2 (0)
2017–2019   პერალადა 28 (0)
2019–2022 ლევანტე-2 44 (3)
2020– ლევანტე 22 (2)
2022–2023   კასტელიონი 36 (4)
ეროვნული ნაკრები
2016–2017 საქართველო 19-წლ. 7 (0)
2019– საქართველო 21-წლ. 4 (0)
2023– საქართველო 7 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 6 აპრილი, 2024
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 26 მარტი, 2024

საკლუბო კარიერა

ადრეული კარიერა

პროფესიონალური კარიერა 2017 წელს თბილისის „საბურთალოში“ დაიწყო, რომლის შემადგენლობაშიც პირველად იმავე წლის 23 ივლისს ეროვნული ლიგის მე-19 ტურის შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „საბურთალო“ და ქუთაისის „ტორპედო“ დაუპირისპირდნენ, დავით პეტრიაშვილის სტადიონზე გაიმართა და „ტორპედოს“ გამარჯვებით 2–1 დამთავრდა. გიორგი თამაშში შეხვედრის 74-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილის ნაცვლად ჩაერთო. „საბურთალოს“ რიგებში გიორგიმ მომდევნო და ბოლო შეხვედრა თავისი სადებიუტო შეხვედრიდან ერთი კვირის შემდეგ 29 ივლისს ფოთის „კოლხეთის“ წინააღმდეგ ჩაატარა. ეროვნული ლიგის მე-20 ტურის ეს შეხვედრა ეროსი მანჯგალაძის სტადიონზე გაიმართა და ფრედ 0–0 დამთავრდა. ამჯერად, ქოჩორაშვილმა შეხვედრის 62-ე წუთზე ლაშა შინდაგორიძე შეცვალა.

„პერალადა“

2018 წლიდან ესპანეთის რანგით მესამე ჩემპიონატის (ესპ. Primera División RFEF) მონაწილე საფეხბურთო კლუბ „პერალადას“ რიგებში განაგრძო გამოსვლა, რომლის შემადგენლობაშიც პირველად იმავე წლის 26 აგვისტოს პირველივე ტურის შეხვედრაში გამოვიდა მინდორზე. მატჩი, რომელშიც ერთმანეთს „საბადელი“ და „პერალადა“ დაუპირისპირდნენ, საბადელის „ნოვა კრეუ ალტაზე“ (ესპ. Nova Creu Alta) გაიმართა და ფრედ 2–2 დამთავრდა. გიორგიმ მთელი მატჩი შეუცვლელად ითამაშა.

თავისი ბოლო შეხვედრა „პერალადას“ რიგებში 2019 წლის 19 მაისს ეხეა-დე-ლოს-კაბალიეროსის საფეხბურთო კლუბ „ეხეას“ წინააღმდეგ ჩაატარა. შეხვედრა „ესტადიო ლუჩანზე“ გაიმართა და სადებიუტო შეხვედრის მსგავსად, იმავე ანგარიშით 2–2 დამთავრდა. ამჯერად, ქოჩორაშვილი შეხვედრის მე-60 წუთზე იაგო ლოპესმა შეცვალა.

„ლევანტე“

მისი დებიუტი „ლევანტეს“ ძირითად გუნდსა და ლა ლიგაში 2020 წლის 12 ივლისს შედგა. ბილბაოს „ატლეტიკთან“ შეხვედრაში მოედანზე რუბენ როჩინას ნაცვლად შევიდა. შეხვედრა „ლევანტემ“ 1–2 დათმო.

2020 წლის 16 დეკემბერს გიორგი ქოჩორაშვილმა „ლევანტეს“ მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. ესპანეთის თასის პირველ ეტაპზე „ლევანტემ“ გასვლაზე „მურსიას“ 5–0 მოუგო. ქოჩორაშვილი მოედანზე 69-ე წუთზე სერხიო ლეონის ნაცვლად შევიდა, რომელმაც ამ მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა.

2023 წლის 25 აგვისტოს ლა ლიგა 2-ის მესამე ტურის გასვლითი შეხვედრაში გიორგი ქოჩორაშვილმა მატჩის 25-ე წუთზე გაიტანილი გოლით „ლევანტეს“ „კარტახენასთან“ გამარჯვება მოუპოვა — 1–0.

2023 წლის 4 ნოემბერს ლა ლიგა 2-ის მე-14 ტურის მატჩში გიორგი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 26-ე წუთზე, როდესაც „ლევანტე“ აგებდა, ანგარიში გაათანაბრა — საჯარიმო ზუსტად შეასრულა და ეფექტური გოლი გაიტანა.

2023 წლის 9 დეკემბერს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-19 ტურის შეხვედრაში, ხიხონის „სპორტინგთან“ შეხვედრისას „ლევანტეს“ ქართველმა ნახევარმცველმა მოედანი ტრავმის გამო დატოვა. იგი მატჩის მე-13 წუთზე ოსკარ კლემენტემ შეცვალა.

2024 წლის 10 მარტს ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 30-ე ტურის შეხვედრაში „ლევანტემ“ ხიხონის „სპორტინგს“ „ესტადიო სიუდად დე ვალენსიაზე“ (ესპ. Estadio Ciudad de Valencia) უმასპინძლა და ალექს მუნიოსის გოლის წყალობით 1–0 მოიგო. ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ კლუბში დაბრუნებული გიორგი ქოჩორაშვილი 72-ე წუთზე სერხიო ლოსანოს ნაცვლად შევიდა მოედანზე, თუმცა 86-ე წუთზე წითელი ბარათი მიიღო და მინდორი დატოვა.

სანაკრებო კარიერა

გამოდიოდა საქართველოს 19-წლამდე და 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებებში. 2023 წლიდან საქართველოს ეროვნულ ნაკრებშია.

2024 წლის 26 მარტს, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალში, საქართველომ საბერძნეთს მოუგო და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გამოსვლის უფლება მოიპოვა. მატჩის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლოდ, 0–0 დასრულდა. მატჩისშემდგომი პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე 4–2 დაამარცხა. პირველი პენალტი ქართველ ფეხბურთელთაგან გიორგი ქოჩორაშვილმა გაიტანა.

სანაკრებო სტატისტიკა

    განახლდა: 26 მარტი, 2024
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
გიორგი ქოჩორაშვილი 
საქართველო
2023 5 0
2024 2 0
ჯამში 7 0

სანაკრებო მატჩები და გოლები

თარიღი შეხვედრის ადგილი მასპინძელი ანგ. სტუმარი შეჯიბრება გოლები შენიშვნა წყარო
1 12.09.2023 ოსლო ნორვეგია გიორგი ქოჩორაშვილი  2–1 გიორგი ქოჩორაშვილი  საქართველო ევრ. შეს. გიორგი ქოჩორაშვილი  76'
2 12.10.2023 თბილისი საქართველო გიორგი ქოჩორაშვილი  8–0 გიორგი ქოჩორაშვილი  ტაილანდი ამხანაგური გიორგი ქოჩორაშვილი  46'
3 15.10.2023 თბილისი საქართველო გიორგი ქოჩორაშვილი  4–0 გიორგი ქოჩორაშვილი  კვიპროსი ევრ. შეს.
4 16.11.2023 თბილისი საქართველო გიორგი ქოჩორაშვილი  2–2 გიორგი ქოჩორაშვილი  შოტლანდია ევრ. შეს.
5 19.11.2023 ვალიადოლიდი ესპანეთი გიორგი ქოჩორაშვილი  3–1 გიორგი ქოჩორაშვილი  საქართველო ევრ. შეს.
6 21.03.2024 თბილისი საქართველო გიორგი ქოჩორაშვილი  2–0 გიორგი ქოჩორაშვილი  ლუქსემბურგი ევრ. შეს. გიორგი ქოჩორაშვილი  86'
7 26.03.2024 თბილისი საქართველო გიორგი ქოჩორაშვილი  0–0 გიორგი ქოჩორაშვილი  საბერძნეთი ევრ. შეს. 4–2

რესურსები ინტერნეტში

თემატური საიტები
AFS · BDFutbol · EU-Football.info · FBref.com · FlashScore.com · FootballDatabase.eu · National Football Teams.com · Soccerway · Sportbox.ru · playmarkerstats.com · Transfermarkt · WorldFootball.net · UEFA
მედია
1tv.ge · Leadersport · MyVideo · Sportall.ge

სქოლიო

Tags:

გიორგი ქოჩორაშვილი საკლუბო კარიერაგიორგი ქოჩორაშვილი სანაკრებო კარიერაგიორგი ქოჩორაშვილი სანაკრებო სტატისტიკაგიორგი ქოჩორაშვილი სანაკრებო მატჩები და გოლებიგიორგი ქოჩორაშვილი რესურსები ინტერნეტშიგიორგი ქოჩორაშვილი სქოლიოგიორგი ქოჩორაშვილი199929 ივნისითბილისილევანტე (საფეხბურთო კლუბი)ნახევარმცველი (ფეხბურთი)საქართველოსაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიფეხბურთელიქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ნიკოლოზ ბარათაშვილიჰაერის დაბინძურებაზვიგენებისაქართველო IV საუკუნეშისაფრანგეთიხაჭაპურილიმფოციტებიჯემალ ქარჩხაძერკინალეონარდო და ვინჩიანემიადისლექსიამონღოლთა ბატონობა საქართველოშიფეხბურთიფოტოსინთეზიევროპის პარლამენტიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)ჰოლოკოსტიმზის სისტემასაქართველოს ფრინველთა სიაალბერტ აინშტაინიორგაზმიფარსმან II ქველინარკომანიასაქართველოს ქალაქებიგიორგი I (საქართველოს მეფე)ლეიკოციტოზიამერიგო ვესპუჩიგლობალური დათბობასატურნიბელგიაფშავიშხარაიაკობ გოგებაშვილისაქართველოს ოქროს ხანანიკო ნიკოლაძეშენგენის ზონარუსული დამწერლობაჭიამაიასებრნიენერგიასერვიტუტი (უფლება)იტალიაპოლიტიკური გეოგრაფიაკალიებიქართული დამწერლობაზებულონიხმოვანი25 აპრილიგაერთიანებული სამეფოელექტრული დენითახვითევზებიკარტოფილისაქართველოს სოფლებინატურალური რიცხვიმეორე მსოფლიო ომიანა კალანდაძემდგრადი განვითარებაარაბთა სახალიფომწერებიფსორიაზიეკვატორული კლიმატური სარტყელიფიოდორ დოსტოევსკიაქლემიკახა კალაძერითმაარსებითი სახელიკონსტანტინოპოლის დაცემაკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდაარაბობა საქართველოშითანდებულიდუნაიბასიანის ბრძოლასაქართველო XV საუკუნეშისაქართველოს მუნიციპალიტეტებიღამურამსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სია🡆 More