საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი

საფეხბურთო კლუბი „სპორტინგი“ (ესპ.

დაარსდა 1905 წლის 1 ივნისს, ატურიის ავტონომიური გაერთიანების ქალაქ ხიხონში. ასპარეზობს ესპანეთის პრიმერა დივიზიონში. საშინაო მატჩებს ატარებს სტადიონ ელ მოლნონზე. კლუბის ზედმეტსახელია „Los Rojiblancos“ (წითელ-თეთრები), საშინაო ფორმაზე არსებული წითელი და თეთრი ვერტიკალური ზოლების გამო. კლუბის პრინციპული მეტოქეა, ასევე ასტურიული „რეალ ოვიედო“.

სპორტინგი ხიხონი
საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი
სრული სახელი Real Sporting de Gijón S.A.D
მეტსახელი წითელ-თეთრები (ესპ. Los Rojiblancos)
დაარსდა 1 ივნისი, 1905; 118 წლის წინ (1905-06-01)
სტადიონი ელ მოლინონი
ხიხონი, ასტურია
(ტევადობა: 30,000 მაყურებელი)
პრეზიდენტი ესპანეთის დროშა ხავიერ ფერნანდესი
მწვრთნელი არგენტინის დროშა რუბი
კაპიტანი ესპანეთის დროშა ალბერტო ლორა
ლიგა სეგუნდა დივიზიონი
2017-18 მე-4 ადგილი
საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი
საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი
საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი
საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი
საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი
საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი
საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი
საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი
ძირითადი ფორმა
საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი
საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი
საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი
საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი
საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი
საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი
საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი
საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი
რეზერვის ფორმა

ისტორია

კლუბი დაარსდა 1905 წელს, როგორც „სპორტინგი ხიხონი“. პირველი პრეზიდენტი იყო ანსელმო ლოპესი. 1912 წელს, ესპანეთის მეფემ, ალფონსო XIII-მ, კლუბს სამეფო წოდება მიანიჭა. კლუბის სახელს დაემატა „რეალი“ და გახდა „რეალ სპორტინგი ხიხონი“, ხოლო ლოგოზე სამეფო გვირგვინი. 1916 წლიდან კლუბის სრული სახელწოდებაა „Real Sporting de Gijón S.A.D“.

1944 წელს, კლუბი პირველად აღზევდა პრიმერა დივიზიონში. შემდეგში წარმატებულად ასპარეზობდა უმაღლეს დივიზიონში, რამდენიმეჯერ დაქვეითდა სეგუნდა დივიზიონში. 1978-79 წლების სეზონში „სპორტინგმა“ დაიკავა მე-2 ადგილი ჩემპიონატში. კლუბი 2-ჯერ იყო ესპანეთის თასის ფინალისტი, 1981 და 1982 წლებში. ასევე კლუბი 6-ჯერ იყო უეფა-ს თასის გათამაშების მონაწილე. უკანასკნელად ამ ტურნირზე 1991-92 წლების სეზონში გამოდიოდა.

1998 წელს, პრიმერა დივიზიონის მეორე წრის ცუდად ჩატარების გამო „სპორტინგი“ დონით მეორე დივიზიონში დაქვეითდა, სადაც მომდევნო 10 სეზონი გაატარა. 2008 წელს, სეგუნდა დივიზიონში შეძლო მე-3 ადგილის დაკავება და დაბრუნდა უმაღლეს დივიზიონში. 2008-09 წლების სეზონში კლუბმა სენსაციურად დაამარცხა „ვალენსია“ (2-3) და „სევილია (1-0). ჩემპიონატის პირველ 5 ტურში „სპორტინგის“ ფეხბურთელებმა შეძლეს 20 გოლის გატანა. გარდა ამისა ამ სეზონში „წითელ-თეთრებმა“ დაამყარეს რეკორდი, ითამაშეს მხოლოდ 1 ფრე სეზონში.

2011 წლის 2 აპრილს, სანტიაგო ბერნაბეუზე შეძლეს მადრიდის „რეალის“ დამარცხება (1-0), რითიც შეწყვიტეს 9 წლიანი მოუგებელი სერია მადრიდულ კლუბთან. 2011-12 წლების სეზონში კლუბმა დაიკავა მე-19 ადგილი და სეგუნდა დივიზიონში დაქვეითდა.

2014–

2014 წლის 4 მაისს, მთავარ მწვრთნელად დაინიშნა აბელარდო ფერნანდესი, მან ხოსე რამონ სანდოვალი ჩაანაცვლა. მის პირვველ სეზონში, აბელარდომ ვერ შეძლო კლუბის პრიმერა დივიზიონში აყვანა. აღსაზევებელი პლეი-ოფის ნახევარფინალში დამარცხდა „ლას-პალმასთან“.

თუმცა მწვრთნელის კონტრაქტი 2 წლით გაახანგრძლივეს. 2014-15 წლების სეზონისთვის „სპორტინგს“ არ ჰქონდა უფლება შეეძინა ფეხბურთელი სხვა კლუბიდა, მხოლოდ დუბლებიდან შეეძლო დაეწინაურებინა. მიუხედავად ამისა, კლუბი დაბრუნდა პრიმერა დივიზიონში, „წითელ-თეთრების“ 17 მოთამაშე დაწინაურებული იყო დუბლებიდან ან სხვადასხვა ასაკობრივი გუნდებიდან. კლუბმა მხოლოდ 2 მატჩი წააგო სეზონში. ბოლო ტურში „რეალ ბეტისის“ დამარცხების შემდეგ (3-0), კლუბმა გაინაღდა უმაღლეს დივიზიონში თამაში. ამავდროულად უშუალო კონკურენტმა, „ჟირონამ“ „ლუგოსთან“ დათო მატჩი.

2015-16 წლების სეზონში „სპსორტინგმა“ გადასახადების დაგვიანებით გადახდის გამო ისევ მიიღო ტრანსფერების შეზღუდვის სანქცია. კლუბს შეეძლო იჯარით აეყვანა მხოლოდ 3 , 23 წლამდე ფეხბურთელი, რომელსაც არ ჰქონდა პრიმერა დივიზიონში თამაშის გამოცდილება. „წითელ-თეთრებმა“ დაიმატეს ანტონიო სანაბრია „რომადან“, ალენ ჰალილოვიჩი „ბარსელონიდან“ და ომარ მასკარელი „რეალ მადრიდიდან“. მიმდინარე სეზონში კლუბმა გაყიდა 22,906 სეზონური ბილეთი და გააუმჯობესა 1982-83 წლების რეკორდი.

სეზონი დაიწყო მადრიდის „რეალთან“ ფრედ დასრულებული მატჩით, რომელსაც რაფაელ ბენიტესი წვრთნიდა. მიუხედავად არასტაბილური ასპარეზობისა, „სპორტინგმა“ მოიგო მნიშვნელოვანი მატჩები: 1-0 მესტალიაზე „ვალენსიის“ წინააღდეგ, 2-1 მადრიდის „ატლეტიკოსთან“, 5-1 „რეალ სოსიედადთან“. „ხეტაფესთან“ ფრედ (1-1) დასრულებული მატჩის შემდეგ, კლუბმა ბოლო ტურში აიცილა დაქვეითება „ვილიარეალის“ დამარცხებით და გამოიყენა „რეალ ბეტისის“ „ხეტაფესთან“ გამარჯვებით მიღებული უპირატესობა.

„სპორტინგმა“ სეზონი დაარულა 23,400 სეზონური ბილეთის გაყიდვით, რეკორდი გააუმჯობესა 2016 წლის აგვისტოში, 24,078 ბილეთის გაყიდვით. აბელარდოს ერა დასრულდა 2017 წლის იანვარში. 15 მატჩში მხოლოდ 5 ქულის დაგროვების შემდეგ მან კლუბი დატოვა.

მიღწევები

ეროვნული

ინდივიდუალური

პიჩიჩი

  • პრიმერა დივიზიონი: კინი (3) (1973/74, 1975/76, 1979/80)
  • სეგუნდა დივიზიონი: რიკარდო ბაილაჩი (1956/57), ფრანსისკო სოლაბარიეტა (1966/67), კინი (2) (1969/70, 1976/77)

სამორა

  • პრიმერა დივიზიონი: ხუან კარლოს აბლანედო (3) (1984/85, 1985/86, 1989/90)
  • სეგუნდა დივიზიონი: რობერტო ფერნანდეს ალვარელიოსი (2005/06), ივან კუელიარი (2014/15)

მიმდინარე შემადგენლობა

შენიშვნა: დროშა აღნიშნავს ეროვნულ ნაკრებს რომელიც განსაზღვრულია ფიფა-ს წესებით. მოთამაშეები შესაძლოა რამდენიმე ფიფა-ს არაწევრ ქვეყანას/ტერიტორიას მიეკუთვნებოდნენ.

პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
1 მეკარე საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი  ესპანეთი ივან კუელიარი
2 მცველი საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი  ბრაზილია დუგლასი
3 მცველი საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი  მარტინიკა ჟან-სილვიენ ბაბენი
4 მცველი საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი  ესპანეთი ხორხე მერე
5 მცველი საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი  ვენესუელა ფერნანდო ამორებიეტა
6 ნახევარმცველი საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი  ესპანეთი სერხიო ალვარესი
7 ნახევარმცველი საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი  ესპანეთი ვიქტორ როდრიგესი
8 თავდამსხმელი საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი  კოტ-დ’ივუარი ლასინა ტრაორე
9 თავდამსხმელი საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი  ესპანეთი კარლოს კასტრო
10 ნახევარმცველი საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი  ესპანეთი ნაჩო კასესი
11 მცველი საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი  ესპანეთი ალბერტო ლორა (კაპიტანი)
12 მცველი საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი  ნიგერია ელდერსონ ეჩიჯელე
13 მეკარე საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი  ესპანეთი დიეგო მარინო
პოზიცია ქვეყანა მოთამაშე
14 ნახევარმცველი საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი  ესპანეთი ბურგუი
15 მცველი საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი  ესპანეთი რობერტო კანელია
16 მცველი საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი  ესპანეთი ლილიო
17 თავდამსხმელი საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი  კატარი აკრამ აფიფი
18 მცველი საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი  ესპანეთი ისმა ლოპესი
19 ნახევარმცველი საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი  ესპანეთი კარლოს კარმონა
20 ნახევარმცველი საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი  კამერუნი დანი ნდი
21 ნახევარმცველი საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი  ესპანეთი ხავი ტორესი
22 ნახევარმცველი საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი  ესპანეთი მიკელ ვესხა
23 ნახევარმცველი საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი  ესპანეთი მოი გომესი
24 თავდამსხმელი საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი  ხორვატია დუე ჩოპი
25 თავდამსხმელი საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი  ესპანეთი ბორხა ვიგუერა
30 მეკარე საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი  ესპანეთი ოსკარ ვალეი

ევროტურნირებზე

„სპორტინგმა“ მონაწილეობა მიიღო უეფა-ს თასის 6 გათამაშებაში, მხოლოდ 2-ჯერ დაძლია პირველი ეტაპი.

სეზონი ტურნირი ეტაპი მეტოქე შინ გასვლითი ჯამში
1978-79 უეფა-ს თასი 1/32 საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი  ტორინო 3–0 0–1 3–1
1/16 საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი  ცრვენა ზვეზდა 0–1 1–1 1–2
1979-80 1/32 საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი  პსვ ეინდჰოვენი 0–0 0–1 0–1
1980-81 1/32 საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი  ბოჰემიანსი 1905 2–1 1–3 3–4
1985-86 1/32 საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი  კელნი 1–2 0–0 1–2
1987-88 1/32 საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი  მილანი 1–0 0–3 1–3
1991-92 1/32 საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი  პარტიზანი ბელგრადი 2–0 0–2 2–2
1/16 საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი  სტიაუა ბუქარესტი 2–2 0–1 2–3

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

საფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი ისტორიასაფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი მიღწევებისაფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი მიმდინარე შემადგენლობასაფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი ევროტურნირებზესაფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი რესურსები ინტერნეტშისაფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი სქოლიოსაფეხბურთო კლუბი სპორტინგი ხიხონი1 ივნისი1905ასტურიაესპანეთიესპანეთის პრიმერა დივიზიონიესპანური ენარეალ ოვიედო (საფეხბურთო კლუბი)ფეხბურთიხიხონი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ლაზარეს შაბათიაია-სოფიას ტაძარიაშოტ I დიდინოე სულაბერიძეფოთიმარტივი რიცხვიტანზანიამენეჯმენტიკარლეს პუჩდემონიგერგეტის სამების ეკლესიამსოფლიოს უდიდესი ქალაქებიაბო თბილელინახშირბადისაგრადა-ფამილიასაქართველოს სამოქალაქო ომითესევსის გემიერითროციტებიზვიად გამსახურდიამარტყოფის ღვთაების მონასტერილიბერალიზმი საქართველოშიბრაზილიადედამიწის ისტორიავერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)გიორგი მაზნიაშვილიძუძუმწოვრებისაქართველო IV საუკუნეშიმოგზაურობა ევროპაშისარკაზმიუილიამ შექსპირიბუღა თურქის შემოსევაკუთხეწყალიხევსურეთიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიშუა ქალაქშიაღდგომასამთა კავშირითითაობააშშ-ის ამჟამინდელი სენატორების სიავენის კონგრესილავრენტი ბერიალონდონიკარცინომასაქართველოს სოფლებიანა კალანდაძეროსტომი (ქართლის მეფე)ლეიკოციტოზიაფრიკის ქვეყნების სიავოლფგანგ ამადეუს მოცარტიერეკლე II-ის ოჯახისლოვაკეთიკოპენჰაგენივანუატუდემაგოგიაირაკლი კობახიძეარისტოტელეადამიანის უფლებებიანბანითავისუფლების დიდი ქარტიაყივანახველაქაქუცა ჩოლოყაშვილიკალიებიავტორიტარიზმიმეიოზისასწორი (ასტროლოგია)შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებანარკოტიკიექვთიმე თაყაიშვილისაქართველოს დამოუკიდებლობის დღემღრღნელებისამანიშვილის დედინაცვალიმამაო ჩვენომოდერნიზმილომი (ასტროლოგია)რაჭა🡆 More