პოლიტიკური გეოგრაფია

პოლიტიკური გეოგრაფია — გეოგრაფიის დარგი, რომელიც შეისწავლის პოლიტიკური ძალების ტერიტორიულ განაწილებას და შეფარდებას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ცალკეულ ქვეყნებსა და ქვეყნების ჯგუფებს შორის მათ სოციალულ-ეკონომიკურ სტრუქტურასთან დაკავშირებით; ქვეყნების და სახელმწიფოების ტერიტორიული ფორმირების, მათი სახელმწიფო საზღვრების, ისტორიული ოლქების, ადმინისტრაციული წყობის საკითხებს.

პოლიტიკური გეოგრაფია
მსოფლიოს პოლიტიკური რუკა

გასულ საუკუნეში ზოგი მეცნიერი მას ეკონომიკური გეოგრაფიის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევდა, ზოგიც კი მას ეკონომიკურ გეოგრაფისთან დაკავშირებულ ცალკე გეოგრაფიულ დისციპლინად თვლიდა. პოლიტიკური გეოგრაფია, უპირველეს ყოვლისა, იყენებს გეოგრაფიულ მეთოდებს, მათ შორის კარტოგრაფიულს. მისი თეორიული საფუძვლების ფორმირებაში დიდი როლი ითამაშა გერმანელმა გეოგრაფმა კარლ რიტერმა, რომელმაც საბოლოოდ მიიღო პოლიტიკურ-გეოგრაფიული აზრის პრინციპი. შემდგომში, ეს იდეა გახდა ანთროპოგეოგრაფიის საფუძველი, რომლის დიდი წარმომადგენელი იყო ფრიდრიხ რატცელი. ამ უკანასკნელმა არაერთი საფუძვლიანი თეორიული ნაშრომი შექმნა, რომლებმაც კიდევ უფრო განამტკიცეს ამ დარგის იდეური პრინციპები. პოლიტიკურ-გეოგრაფიული კვლევების გაგრძელებისათვის დიდი მნიშვენლობა ჰქონდა ასევე ფრანგი გეოგრაფისა და სოციოლოგის ა. ზიგფრიდის შრომებს.

რუსეთში პირველად ტერმინი პოლიტიკური გეოგრაფია გამოიყენა ვასილი ტატიშჩევმა. 1758-1772 წლებში გამოიცა ი. გრეჩისა და ს. ნაკოვალნინის მიერ შედგენილი პოლიტიკური გეოგრაფიის პირველი რუსული სახელმძღვანელო.

XVIII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედსა და XIX საუკუნის განმავლობაში პოლიტიკური გეოგრაფიის საკითხები აისახა ა. რადიჩშევის, კ. არსენიევის, პ. სემიონოვ ტიან-შანსკისა და სხვათა თხზულებებში.

პოლიტიკურ გეოგრაფიის საკითხებს ეხება ასევე ნ. ბარანსკის, ი. ვიტვერის, ი. მაერგოიზის, ბ. სემევსკისა და სხვა გეოგრაფების ნაშრომებში. უცხოეთში ამ დარგს დიდი ყურადრებას უთმობდენენ: შ. რადო (უნგრეთი), ი. ბარბაგა (პოლონეთი), ა. ნუნიეს ხიმენესი (კუბა) პ. ჟორჟი (საფრანგეთი) და სხვა.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • Риттер К. Общее землеведение. Лекции, изданные Г.А.Даниелем. - М., 1864;
  • Ф. Ратцель «Исследование политического пространства» (1895);
  • Шигер А. Г., Политическая карта мира (1900—1960). Справочник, М., 1961;
  • Саушкин Ю.Г. Экономическая география: история, теория, методы, практика. - М., 1973;
  • Туровский Р.Ф. Политическая география: учебное пособие. М.-Смоленск, 1999.

Tags:

გეოგრაფიასახელმწიფოქვეყანა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

Europebetკურო (ასტროლოგია)კატარელიგია საქართველოშიუინსტონ ჩერჩილისკოლასაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკავიტამინებიმერკურიალბანეთიაია-სოფიას ტაძარიტოტალიტარიზმიკალათბურთივეფხისტყაოსანილაშა ტალახაძეჯუზეპე ვერდიათონის ივერთა მონასტერიტიგრან პეტროსიანიმჟავური წვიმავარძიაგრიგოლ ხანძთელიქართლის ცხოვრებათბილისისუნთქვაიულიუს კეისარისპილოსებრნიჰიპერბოლა (ენა)22 აპრილივაჟა-ფშაველაარგონავტებიმსოფლიოს შვიდი საოცრებანეიტროფილებიქართული საბჭოთა ენციკლოპედიამსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითბაყაყიძაღლიგეორგიევსკის ტრაქტატიფოლკლორიგიორგი სააკაძე26 აპრილიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)ფილოსოფიავარშავის პაქტიაბო თბილელის წამებაგულიგიორგი ყიფშიძეღამურაოცდაათწლიანი ომიშველიძუძუმწოვრებითემურლენგიამერიკის შეერთებული შტატებისაქართველოს სახელმწიფო დროშალაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიმართლმადიდებლობაანდაზალეჩხუმითელავიგამზრდელი (პოემა)ლიბერალიზმიმეტაბოლიზმიმთათავისუფლების ქანდაკებასეკულარიზმიტრირემათამბაქოარაპენეტრაციული სექსიმსოფლიოს მოსახლეობარომის იმპერატორების სიაექსპრესიონიზმისახელმწიფო საზღვარიგიორგი VIIIქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოსაქართველოს მმართველთა სიაიუსტინიანე Iსულეიმან Iსაქართველოს ოქროს ხანაგოგირდიახალქალაქი🡆 More