ეროვნული ლიგა

Crystalbet ეროვნული ლიგა — საქართველოს უმაღლესი საფეხბურთო ჩემპიონატი.

1990-2016 წლებში ერქვა უმაღლესი ლიგა. 2019 წლიდან ლიგა მისი პარტნიორის, Crystalbet-ის სახელს ატარებს. ტარდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით. 1927-1989 წლებში საქართველოს უმაღლესი ლიგა ტარდებოდა როგორც საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის რეგიონული შეჯიბრი. ლიგაში 10 გუნდი იღებს მონაწილეობას. უმაღლესი ლიგის ყველაზე ტიტულოვანი კლუბია „დინამო თბილისი“.

Crystalbet ეროვნული ლიგა
ეროვნული ლიგა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
კონფედერაცია უეფა
დაარსდა 1990 (2017)
კლუბ. რაოდენობა 10
ქვეითდება ეროვნული ლიგა 2
საშინაო თასები თასი
სუპერთასი
საერთაშ. თას(ებ)ი ჩემპიონთა ლიგა
ევროპა ლიგა
მოქ. ჩემპიონი დინამო ბათუმი (2023)
ყველაზე ტიტულოვანი დინამო თბილისი (19-ჯერ)
ეროვნული ლიგა 2024

ისტორია

საქართველო დამოუკიდებლად ჩემპიონატს 1990 წლიდან ატარებს. საქართველოს ჩემპიონატის პირველი მატჩი ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გაიმართა. ერთმანეთს თბილისის "დინამო" და ფოთის „კოლხეთი“ დაუპირისპირდნენ. თამაში ვიტალი დარასელია უმცროსის ბურთის გაგორებით დაიწყო. მაშინდელ შეხვედრას დიდი რაოდენობით მაყურებელი დაესწრო.

საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში თავდაპირველად 18 გუნდი მონაწილეობდა, შემდეგ სეზონში გუნდების რაოდენობა 20 გახდა, 1992-93 წლებში ისევ 17. 1993-94 წლის სეზონში 19 გუნდამდე გაიზარდა, თუმცა მალევე შემცირდა და 2000 წლამდე 16 გუნდი მონაწილეობდა. შემდეგი 4 წლის მანძილზე უმაღლეს ლიგაში 12 გუნდი მონაწილეობდა, 2004-05 წლების სეზონში – 10, მაგრამ 2005 წელს ფეხბურთის ფედერაციის სათავეში მოსული ნოდარ ახალკაცის მიერ 16 გუნდამდე გაიზარდა, რაც რეგიონების აქტიურობით იყო მოტივირებული. გარდა ამისა, ამავე პერიოდში უმაღლეს ლიგას შეუერთდნენ სოხუმის „დინამო“ და ცხინვალის „სპარტაკი“, თუმცა, ამასთანავე, უმაღლეს ლიგას უსახსრობის გამო ბევრი გუნდი ტოვებდა. 2006-08 წლების სეზონში 14 გუნდი ასპარეზობდა, 2008-09 წლებში – 11, 2009-11 წლებში – 10. 2011 წლიდან უმაღლესი ლიგა 12-გუნდიანი ჩემპიონატია. 2014 წელს ჩემპიონატი 16 გუნდიანი გახდა. 2016 წელს ჩატარდა გარდამავალი ჩემპიონატი, რომელშიც 14 გუნდმა მიიღო მონაწილეობა. საბოლოოდ 4 კლუბი დაქვეითდა და 2017 წლის სეზონისთვის შეიქმნა 10 გუნდიანი ჩემპიონატი, რომელსაც ეროვნული ლიგა ეწოდა.

ფორმატი

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 10 გუნდი თამაშობს, პირველობა ოთხ წრედ იმართება. ჩემპიონატი იწყება აგვისტოში და მთავრდება მაისში, ზამთარში ორთვიანი შესვენებაა.

ევროთასებზე კვალიფიკაცია

უმაღლესი ლიგის გამარჯვებული გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშობს და მეორე ეტაპიდან იწყებს, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები კი – უეფა-ს კონფერენს ლიგაზე.

უმაღლესი ლიგის კლუბები ევროპაში

ქართულ გუნდებს ყოველთვის უჭირდათ ევროტურნირებზე მაღალ დონეზე თამაში.ისინი ვერ სცილდებიან ჩემპიონთა ლიგის და უეფას თასის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპს. 1998 წელს მნიშვნელოვანი წარმატება იყო საქართველოს ჩემპიონის დინამო თბილისის მიერ მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე მოხვედრა, მაგრამ ორრაუნდიან ორთაბრძოლაში სტუმრად გატანილი ერთი გოლის წყალობით ჯგუფურ ეტაპზე ბილბაოს ატლეტიკი გავიდა.

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში 2004 წელს დიდ წარმატებას მიაღწია თბილისის დინამომ. უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ბორისოვოს ბატე, პრაღის სლავია და კრაკოვის ვისლა და უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქეები იყვნენ ნიუკასლ იუნაიტედი, ფრანგული სოშო, ლისაბონის სპორტინგი და ბერძნული პანიონიოსი. დინამომ ყველა თამაში წააგო და ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა.

სახელთა ცვლილებები

1990-იანი წლების დასაწყისში საქართველოში დაწყებული ეროვნული მოძრაობის გამო ქართულ კლუბებს გადაერქვათ ძველი, საბჭოური და ეწოდათ ქართული, ეროვნული სახელები: თბილისის დინამოსიბერია თბილისი, ქუთაისის ტორპედოსქუთაისი, ბათუმის დინამოსბათუმი, სოხუმის დინამოსცხუმი სოხუმი, რუსთავის მეტალურგსგორდა რუსთავი, ზესტაფონის მეტალურგსმარგვეთი ზესტაფონი, თბილისის ლოკომოტივსმერანი (1993-95 - მერანი ბაჩო), სამტრედიის ლოკომოტივსსანავარდო სამტრედია, ზუგდიდის დინამოსოდიში ზუგდიდი, თუმცა 1992 წელს კლუბების უმეტესობას ისევ ძველი სახელები დაუბრუნდათ.

საფეხბურთო კლუბი ვიტ ჯორჯია 1968-92 წლებში თბილისის მორკინალის სახელით გამოდიოდა, 1991 წელს შეიქმნა კლუბი მერანი-91, რომელიც 2003 წელს ოლიმპი თბილისის სახელით გამოდიოდა, ამავე წელსვე დაერქვა სკ თბილისი, ხოლო 2006 წელს გაერთიანდა საფეხბურთო კლუბ რუსთავთან და ეწოდა ოლიმპი რუსთავი.

შედეგები

წელი პირველი ადგილი მეორე ადგილი მესამე ადგილი
1990 იბერია თბილისი გურია ლანჩხუთი (საფეხბურთო კლუბი) გორდა რუსთავი
1991 იბერია თბილისი გურია ლანჩხუთი (საფეხბურთო კლუბი) ქუთაისი
1991-92 იბერია თბილისი ცხუმი სოხუმი გორდა რუსთავი
1992-93 დინამო თბილისი შევარდენი თბილისი ალაზანი გურჯაანი
1993-94 დინამო თბილისი კოლხეთი-1913 ფოთი ტორპედო ქუთაისი
1994-95 დინამო თბილისი სამტრედია კოლხეთი-1913 ფოთი
1995-96 დინამო თბილისი მარგვეთი ზესტაფონი კოლხეთი-1913 ფოთი
1996-97 დინამო თბილისი კოლხეთი-1913 ფოთი დინამო ბათუმი
1997-98 დინამო თბილისი დინამო ბათუმი კოლხეთი-1913 ფოთი
1998-99 დინამო თბილისი ტორპედო ქუთაისი ლოკომოტივი თბილისი
1999-00 ტორპედო ქუთაისი ვიტ ჯორჯია დინამო თბილისი
2000-01 ტორპედო ქუთაისი ლოკომოტივი თბილისი დინამო თბილისი
2001-02 ტორპედო ქუთაისი ლოკომოტივი თბილისი დინამო თბილისი
2002-03 დინამო თბილისი ტორპედო ქუთაისი ვიტ ჯორჯია
2003-04 ვიტ ჯორჯია დინამო თბილისი თბილისი
2004-05 დინამო თბილისი ტორპედო ქუთაისი ვიტ ჯორჯია
2005-06 სიონი ბოლნისი ვიტ ჯორჯია დინამო თბილისი
2006-07 ოლიმპი რუსთავი დინამო თბილისი ამერი
2007-08 დინამო თბილისი ვიტ ჯორჯია ზესტაფონი
2008-09 ვიტ ჯორჯია დინამო თბილისი ოლიმპი რუსთავი
2009-10 ოლიმპი რუსთავი დინამო თბილისი ზესტაფონი
2010-11 ზესტაფონი დინამო თბილისი ოლიმპი რუსთავი
2011-12 ზესტაფონი მეტალურგი რუსთავი ტორპედო ქუთაისი
2012-13 დინამო თბილისი დილა გორი ტორპედო ქუთაისი
2013-14 დინამო თბილისი ზესტაფონი სიონი ბოლნისი
2014-15 დილა გორი დინამო ბათუმი დინამო თბილისი
2015-16 დინამო თბილისი სამტრედია დილა გორი
2016 სამტრედია ჩიხურა საჩხერე დინამო ბათუმი
2017 ტორპედო ქუთაისი დინამო თბილისი სამტრედია
2018 საბურთალო დინამო თბილისი ტორპედო ქუთაისი
2019 დინამო თბილისი დინამო ბათუმი საბურთალო
2020 დინამო თბილისი დინამო ბათუმი დილა გორი
2021 დინამო ბათუმი დინამო თბილისი დილა გორი
2022 დინამო თბილისი დინამო ბათუმი დილა გორი
2023 დინამო ბათუმი დინამო თბილისი ტორპედო ქუთაისი

სტატისტიკა

მოგებათა რაოდენობა

კლუბი გამარჯვებული მეორე ადგილოსანი მესამე ადგილოსანი გამარჯვების წლები
დინამო თბილისი
19
8
5
1990, 1991, 1991-92, 1992-93, 1993-94, 1994-95, 1995-96, 1996-97, 1997-98, 1998-99, 2002-03, 2004-05, 2007-08, 2012-13, 2013-14, 2015-16, 2019, 2020, 2022
ტორპედო ქუთაისი
4
3
7
1999-00, 2000-01, 2001-02, 2017
დინამო ბათუმი
2
5
2
2021, 2023
ვიტ ჯორჯია თბილისი
2
3
2
2003-04, 2008-09
რუსთავი
2
1
3
2006-07, 2009-10
ზესტაფონი
2
1
2
2010-11, 2011-12
სამტრედია
1
2
1
2016
დილა
1
1
3
2014-15
სიონი
1
1
1
2005-06
საბურთალო
1
0
1
2018

ყველა დროის ცხრილი (1990 – 2008-09)

ადგილი გუნდი გტ გშ სხ
1 დინამო თბილისი 615 446 94 75 1623 462 1161 1432
2 ტორპედო ქუთაისი 553 292 100 161 1011 648 363 976
3 დინამო ბათუმი 580 252 124 204 874 637 273 880
4 კოლხეთი 1913 ფოთი 527 250 95 182 828 641 187 845
5 ვიტ ჯორჯია 365 189 93 83 541 305 236 660
6 მეტალურგი რუსთავი 435 181 76 178 680 612 68 619
7 ოლიმპი თბილისი* 395 181 92 122 536 402 134 635
8 ლოკომოტივი თბილისი 364 169 86 99 484 341 143 593
9 დილა გორი 554 166 90 298 618 928 588
10 სიონი ბოლნისი 428 166 79 182 507 571 577
11 შევარდენი 1906 თბილისი 373 134 70 169 510 571 61 472
12 სამტრედია 335 127 58 150 474 539 65 439
13 ბაია ზუგდიდი * 359 137 48 174 533 614 459
14 გურია ლანჩხუთი 338 124 45 169 491 657 417
15 სამგურალი წყალტუბო 333 113 53 167 396 584 392
16 მარგვეთი ზესტაფონი 247 98 43 106 397 443 337
17 ზესტაფონი 148 84 30 34 236 124 112 282
18 ივერია ხაშური 190 51 33 106 185 295 110 186
19 კახეთი თელავი 214 61 28 125 266 471 211
20 ცხუმი სოხუმი 159 59 22 72 265 269 4 199
21 ალაზანი გურჯაანი 125 55 20 50 197 224 185
22 ამერი 82 47 13 22 133 67 66 154
23 ბორჯომი 112 38 20 54 132 184 134
24 კოლხეთი ხობი 119 33 25 61 154 208 124
25 მზიური გალი 91 33 16 42 125 162 115
26 ამირანი ოჩამჩირე 91 27 21 43 111 148 102
27 მერცხალი ოზურგეთი 123 24 22 77 122 248 94
28 მრეტები თბილისი 106 26 15 65 114 210 93
29 საპოვნელა თერჯოლა 66 25 11 30 98 122 86
30 სპარტაკი ცხინვალი 112 21 18 83 88 270 81
31 მესხეთი ახალციხე 56 18 14 24 52 72 68
32 სულორი ვანი 57 19 10 28 82 123 67
33 ჭიათურა 66 18 11 37 81 145 65
34 მარგვეთი ზესტაფონი 64 15 11 38 50 123 56
35 არსენალი თბილისი 58 14 14 39 55 94 56
36 სპარტაკი თბილისი 62 12 11 39 44 115 47
37 მერანი თბილისი 52 12 9 31 35 95 45
38 შუქურა ქობულეთი 30 13 3 14 44 57 42
39 მცხეთა 33 12 5 16 41 63 41
40 დურუჯი ყვარელი 60 9 4 47 51 192 31
41 გაგრა 30 7 7 16 23 48 28
42 მილანი წნორი 32 6 8 18 18 54 26
43 დინამო თბილისი-2 28 6 6 16 33 57 24
44 ჩიხურა საჩხერე 27 6 6 15 15 47 24
45 ეგრისი სენაკი 30 5 2 23 42 90 17

თ = ჩატარებული თამაშები; მ = მოგება; ფ = ფრე; წ = წაგება; გტ = გატანილი გოლები; გშ = გაშვებული გოლები; სხ = სხვაობა; ქ = ქულები

ბომბარდირები

სეზონი ფეხბურთელი გუნდი გოლები
1990 ეროვნული ლიგა  გია გურული
ეროვნული ლიგა  მამუკა ფანცულაია
დინამო თბილისი
გორდა რუსთავი
23
1991 ეროვნული ლიგა  ოთარ კორღალიძე გურია ლანჩხუთი 14
1991-92 ეროვნული ლიგა  ოთარ კორღალიძე გურია ლანჩხუთი 40
1992-93 ეროვნული ლიგა  მერაბ მეგრელაძე სამგურალი წყალტუბო 41
1993-94 ეროვნული ლიგა  მერაბ მეგრელაძე მარგვეთი ზესტაფონი 31
1994-95 ეროვნული ლიგა  გიორგი დარასელია კოლხეთი ფოთი 26
1995-96 ეროვნული ლიგა  ზვიად ენდელაძე მარგვეთი ზესტაფონი 40
1996-97 ეროვნული ლიგა  გიორგი დემეტრაძე
ეროვნული ლიგა  დავით უჯმაჯურიძე
დინამო თბილისი
დინამო ბათუმი
26
1997-98 ეროვნული ლიგა  ლევან ხომერიკი დინამო თბილისი 23
1998-99 ეროვნული ლიგა  მიხეილ აშვეთია დინამო თბილისი 26
1999-00 ეროვნული ლიგა  ზურაბ იონანიძე ტორპედო ქუთაისი 24
2000-01 ეროვნული ლიგა  ზაზა ზირაქიშვილი დინამო თბილისი 21
2001-02 ეროვნული ლიგა  სულიკო დავითაშვილი ლოკომოტივი თბილისი
მერანი თბილისი
18
2002-03 ეროვნული ლიგა  ზურაბ იონანიძე ტორპედო ქუთაისი 26
2003-04 ეროვნული ლიგა  სულიკო დავითაშვილი ტორპედო ქუთაისი 20
2004-05 ეროვნული ლიგა  ლევან მელქაძე დინამო თბილისი 27
2005-06 ეროვნული ლიგა  ჯაბა დვალი დინამო თბილისი 21
2006-07 ეროვნული ლიგა  სანდრო იაშვილი დინამო თბილისი 27
2007-08 ეროვნული ლიგა  მიხეილ ხუციშვილი დინამო თბილისი 16
2008-09 ეროვნული ლიგა  ნიკოლოზ გელაშვილი ზესტაფონი 20
2009-10 ეროვნული ლიგა  ანდერსონ აკინო ოლიმპი რუსთავი 26
2010-11 ეროვნული ლიგა  ნიკოლოზ გელაშვილი ზესტაფონი 18
2011-12 ეროვნული ლიგა  ჯაბა დვალი ზესტაფონი 20
2012-13 ეროვნული ლიგა  ჩისკო მუნიოსი დინამო თბილისი 24
2013-14 ეროვნული ლიგა  ჩისკო მუნიოსი დინამო თბილისი 19
2014-15 ეროვნული ლიგა  ირაკლი მოდებაძე დილა გორი 16
2015-16 ეროვნული ლიგა  გიორგი ქვილითაია დინამო თბილისი 24
2016 ეროვნული ლიგა  ბუდუ ზივზივაძე სამტრედია 15
2017 ეროვნული ლიგა  ირაკლი სიხარულიძე ლოკომოტივი თბილისი 25
2018 ეროვნული ლიგა  გიორგი გაბედავა
ეროვნული ლიგა  ბუდუ ზივზივაძე
საჩხერის ჩიხურა
დინამო თბილისი
22
2019 ეროვნული ლიგა  ლევან კუტალია დინამო თბილისი 20
2020 ეროვნული ლიგა  ნიკოლა კოვტალიუკი დილა გორი 10
2021 ეროვნული ლიგა  ზორან მარუშიჩი დინამო თბილისი 16
2022 ეროვნული ლიგა  ფლამარიონი დინამო ბათუმი 19
2023 ეროვნული ლიგა  ფლამარიონი
ეროვნული ლიგა  ზორან მარუშიჩი
ეროვნული ლიგა  ზურაბ მუსელიანი
დინამო ბათუმი
დინამო თბილისი
გაგრა
17

სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები

სეზონი ფეხბურთელი გუნდი
1997-98 ეროვნული ლიგა  დავით მუჯირი დინამო თბილისი
1998-99 ეროვნული ლიგა  რატი ალექსიძე დინამო თბილისი
1999-00 ეროვნული ლიგა  ზურაბ იონანიძე ტორპედო ქუთაისი
2000-01 ეროვნული ლიგა  ზაზა ზირაქიშვილი დინამო თბილისი
2001-02 ეროვნული ლიგა  მალხაზ ასათიანი ტორპედო ქუთაისი
2002-03 ეროვნული ლიგა  ზურაბ იონანიძე ტორპედო ქუთაისი
2003-04 ეროვნული ლიგა  დავით კვირკველია დინამო თბილისი
2004-05 ეროვნული ლიგა  ლევან მელქაძე დინამო თბილისი
2005-06 ეროვნული ლიგა  ოთარ მარცვალაძე ვიტ ჯორჯია
2006-07 ეროვნული ლიგა  სანდრო იაშვილი დინამო თბილისი
2007-08 ეროვნული ლიგა  გიორგი მერებაშვილი დინამო თბილისი
2008-09 ეროვნული ლიგა  გიორგი მერებაშვილი დინამო თბილისი
2009-10 ეროვნული ლიგა  ანდერსონ აკინო ოლიმპი რუსთავი
2016 ეროვნული ლიგა  ბუდუ ზივზივაძე სამტრედია
2017 ეროვნული ლიგა  ირაკლი სიხარულიძე ლოკომოტივი
2018 ეროვნული ლიგა  გიორგი გაბედავა საჩხერის ჩიხურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ეროვნული ლიგა ისტორიაეროვნული ლიგა ფორმატიეროვნული ლიგა უმაღლესი ლიგის კლუბები ევროპაშიეროვნული ლიგა სახელთა ცვლილებებიეროვნული ლიგა შედეგებიეროვნული ლიგა სტატისტიკაეროვნული ლიგა რესურსები ინტერნეტშიეროვნული ლიგა სქოლიოეროვნული ლიგა1927198919902016დინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატისაქართველოს ფეხბურთის ფედერაციაუმაღლესი ლიგაფეხბურთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კლიმატის ცვლილებასაქართველოს მდინარეების სიაკუბიზმიქაშვეთის ეკლესიაურანიავსტრიარეფლექსებიბირთვული იარაღიხარებამეიოზინახშირწყლებიქართული ვაზის ჯიშებიეთიკამიგრაციაქარისაქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკაქრისტიანობაფესახიკათოლიციზმიქართული ხალხური ცეკვებიშუა საუკუნეებიკონსტანტინოპოლისოციალიზმიმსოფლიოს ქვეყნები ფართობის მიხედვითირლანდიარომის იმპერიამუსიკაეგზისტენციალიზმიქართველები რუსეთშიწითელაჩრდილოეთი ამერიკაშვედეთიძაღლისანქტ-პეტერბურგიმორალისიმბოლიზმიმაცივარინიუტონის კანონებიმყინვარწვერისაქართველოს დამოუკიდებლობის დღენაპოლეონის ომებიტოლგვერდა სამკუთხედითირკმელიბუდაპეშტისაქართველოს პრეზიდენტინათურამონღოლთა ბატონობა საქართველოშიმთვარეანემიამინერალების სიაალაზანიმდგრადი განვითარებაგრიგოლ ხანძთელიევროპააზიაღამურაფემინიზმიენცეფალოპათიაჯუზეპე ვერდისათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალიირანიბაბილონირთველილავრენტი ბერიაქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველომონანიება (ფილმი)ვარდების რევოლუციაფერმენტებიფეხბურთიისლანდიაკუბური მეტრიადმირალი (პეპელა)ძუძუმწოვრებიზევსითეიმურაზ Iტაო-კლარჯეთიგიორგი ლეონიძეანა კალანდაძე🡆 More