ბერძნული კოლონიზაცია

ბერძნული კოლონიზაცია — ბერძნების ორგანიზებული კოლონიური ექსპანსია ხმელთაშუა და შავ ზღვებში ძვ.

წ. VIII და VI საუკუნეებს შორის.

ისტორია

ბერძნული კოლონიზაციის მთავარი მიზეზი გვაროვნული წყობილების რღვევა და კლასობრივი საზოგადოების ჩასახვის უარყოფითი შედეგი იყო. თავისუფალი მეთებეების საარსებო საშუალება — მიწა — წარჩინებულთა ხელში გადავიდა, რამაც გლეხობის ეკონომიკური განადგურება განაპირობა. მიწას მოწყვეტილმა გლეხმა თავი ქალაქს შეაფარა. ამ პერიოდის საბერძნეთში დემოგრაფიული მდგომარეობის აღმავლობით აღინიშნება. ჭარბი მოსახლეობის რეგულირების იმედით პოლისის ხელისუფლებამ კოლონიზაციის პროცესის ორგანიზება განიზრახა. პოლისი ნიშნავდა კოლონიზაციის ორგანიზატორს (ოიკესტესს). კოლონიისთვის დამფუძნებელი პოლისი მეტროპოლიად (დედაქალაქი) რჩებოდა. კოლონია მეტროპოლიის გავლენის გაზრდას ემსახურებოდა. ბერძენი კოლონისტები ძირითადად დაუსახლებელ მიწებზე სახლდებოდნენ. კოლონიები მეზობელ ხალხებთან/ტომებთან მშვიდობიან ურთიერთობას ინარჩუნებდნენ და მათთან სავაჭრო ურთიერთობას ამყარებდნენ. მეტროპოლია კოლონიების მეშვეობით იღებდა საჭირო ნედლეულს, მონებს, ასაღებდა საკუთარ ხელოსნობის ნაწარმს. თავდაპირველი კოლონიები აგრარულ ხასიათის წარმონაქმნები იყვნენ, თუმცა თანდათან კოლონიები სამიწათმოქმედო-სავაჭრო კოლონიებად გარდაიქმნენ. კოლონიებში მიწათმოქმედების გარდა, გაჩნდნენ ხელოსნები და ვაჭრები.

ბერძნული კოლონიზაცია სამი მიმართულებით მიმდინარეობდა: დასავლეთით, ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამხრეთით.

კოლონიები შავ ზღვაში

შავი ზღვის (ევქსინის პონტოს) ნაპირებზე ახალშენების დაარსებას წარმართავდა ცნობილი საზღვაო ქალაქი მილეტი. საკოლონიზაციო მოძრაობის პერიოდში ახალშენების ფართო ქსელით დაიფარა კოლხეთის სამეფოს სანაპიროები. ელინურ ცნობიერებაში კოლხეთმა ადგილი მითოლოგიიდან დაიმკვიდრა. კოლონიზაციის პერიოდის ქალაქებადაა მიჩნეული: ფაზისი, პიტიუნტი, დიოსკურია და სხვა.

შედეგები

ძვ.წ. VIII-VI საუკუნეებში წარმართულმა საკოლონიზაციო მოძრაობამ არსებითად გარდაქმნა საბერძნეთის ეკონომიკა. ბერძნების ხელში გადავიდა ხმელთაშუა ზღვა და შავი ზღვის სანაპიროები. არქაულ ხანაში აღმოსავლეთის ხალხებში დაგროვილი ცოდნა ბერძნულ აზროვნებაში მეცნიერებად გარდაიქმნა. ელინური კულტურის გავრცელება დანარჩენ ხალხებში კოლონიზაციის უდიდესი დამსახურება იყო.

ლიტერატურა

  • წერეთელი ა., ძველი საბერძნეთი, ტ. I, თბილისი: „განათლება“, 1966.

Tags:

ბერძნული კოლონიზაცია ისტორიაბერძნული კოლონიზაცია შედეგებიბერძნული კოლონიზაცია ლიტერატურაბერძნული კოლონიზაციაბერძნებიკოლონიალიზმიშავი ზღვახმელთაშუა ზღვა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

თანდებულისაქართველოს პრემიერ-მინისტრიჯრუჭის I ოთხთავიაჭარასალამურას თავგადასავალიადამიანის ჩონჩხიუკრაინაბუნებაისრაელიბუნებრივი რესურსებიჰაერის დაბინძურებადიდი გეოგრაფიული აღმოჩენებიგიორგი სააკაძელათინური ენაფეხბურთითეთნულდი9 აპრილის ტრაგედიანიდერლანდებიიპოლიტე ხვიჩიალეიკოციტებივიკიპედიანარკომანიაჯაყოს ხიზნებისაქართველოს კონსტიტუციაშუშანიკის წამებაათენაელექტრული დენირუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)ლუი XIVთეთრი დათვილიბერალიზმიკოლხეთის ეროვნული პარკიფსორიაზიწყარო (გეოგრაფია)ეროვნული ლიგაბათუმიმოსახლეობის სიმჭიდროვეელისაბედ Iგიორგი ცაბაძერომის რესპუბლიკაგიორგი მიქაუტაძეათეროსკლეროზიირაკლი კობახიძეთორნიკე ოქრიაშვილიმთაწმინდაზურაბ ხიზანიშვილიგიორგი ნიკოლაძერელიგია საქართველოშისაქართველოს სახელმწიფო გერბიფსიქოლოგიაილია თოფურიამურმან ღვალაძევაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალისაქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისინგაპურილიონელ მესიხელოვნური ინტელექტიარგენტინაინგლისიოცდაათწლიანი ომიპლანეტადიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენამცხეთის ჯვრის მონასტერიგელზენკირხენითინათინიმასტურბაციაორალური სექსიჩრდილოეთი ამერიკაშიდსირუსული დამწერლობანიუ-იორკისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციაცოტნე დადიანიმერცხლისებრნიალბანეთიგიორგი მამარდაშვილი🡆 More