ლენტეხის მუნიციპალიტეტი

ლენტეხის მუნიციპალიტეტი — მუნიციპალიტეტი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში.

შეიქმნა 1930 წელს, როგორც ქვემო სვანეთის რაიონი. 1953 წელს ეწოდა ლენტეხის რაიონი, 2006 წლიდან ლენტეხის მუნიციპალიტეტი.

ადმინისტრაციული ერთეული
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი
ლენტეხის მუნიციპალიტეტი ლენტეხის მუნიციპალიტეტი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ადმ. ცენტრი ლენტეხი
კოორდინატები 42°45′00″ ჩ. გ. 42°45′00″ ა. გ. / 42.75000° ჩ. გ. 42.75000° ა. გ. / 42.75000; 42.75000
გამგებელი ამირან ჯამბურიძე     
ფართობი 1344 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა ლენტეხის მუნიციპალიტეტი 4386 (2014) კაცი
სიმჭიდროვე 3,26 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,91 %
რუსები 0,05 %
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 99,02 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ლენტეხის მუნიციპალიტეტი — საქართველო
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ლენტეხის მუნიციპალიტეტი — რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე
ლენტეხის მუნიციპალიტეტი

გეოგრაფია

მუნიციპალიტეტის ტერიტორია მთიანია, ჭარბობს საშუალო და მაღალმთიანი რელიეფი. მუნიციპალიტეტის ფარგლებშია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფის მონაკვეთი, შემოფარგლულია სვანეთის, ლეჩხუმისა და ეგრისის ქედებით. ტერიტორია — 1344 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 440 კვ. კმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე ცხენისწყალი და მისი შენკადები: ხელედულა, ლასკადურა, ზესხო, ლეუშერი, ხოფური და სხვა. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა დარიშხანი (ცანის საბადო), მარმარილო და კვარციტები, მინერალური წყალი.

მოსახლეობა

მოსახლეობის რიცხოვნობა — 4386 კაცი (2014); სიმჭიდროვე — 3,26 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 55 დასახლებული პუნქტია: 1 დაბა და 54 სოფელი.

აღწერის მონაცემები

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 11 227
2002 8 992 ლენტეხის მუნიციპალიტეტი 
2014 4 386 ლენტეხის მუნიციპალიტეტი 
2021 4 000 ლენტეხის მუნიციპალიტეტი 

მმართველობა

ადმინისტრაციული ერთეულები

  • დაბა — 1: ლენტეხი;
  • თემი — 7: ჟახუნდრის, რცხმელურის, ჩიხარეშის, ჩოლურის, ცანის, ხელედის, ხოფურის.

საკრებულო

პარტია 2017 2021 ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 16 13                        
  ნაციონალური მოძრაობა 2 1  
  სახალხო პარტია 1  
  ლელო 1  
  საქართველოსთვის 1  
  ევროპული საქართველო 1 1  
  მოქალაქეები 1  
  სტრატეგია აღმაშენებელი 1  
  თავისუფალი საქართველო 1 1  
  პატრიოტთა ალიანსი 2
  დამოუკიდებელი 1
სულ 23 21  

ეკონომიკა

წამყვანი დარგია მეცხოველეობა. სასოფლო-სამეურნეო კულტურებიდან მოჰყავთ სიმინდი, კარტოფილი და პარკოსანი მცენარეები. მისდევენ ასევე მებაღეობასაც. მუნიციპალიტეტში არის სხვადასხვა პროფილის მცირე საწარმოები. ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტია მუაში. მუნიციპალიტეტში არის ტურბაზა, ალპიური ბანაკი „აილამა“.

კულტურა

მუნიციპალიტეტში 28 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 23 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი.

ღირსშესანიშნაობანი

მუნიციპალიეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლებია ჟახუნდერის წმინდა გიორგის ეკლესია (X საუკუნე), ჩუკულის მთავარანგელოზის ეკლესია (თარგზელ, IX-X სს), თეკალის ღვთაების ეკლესია (X-XI სს), დადიანის ციხე-დარბაზის კომპლექსი ლენტეხში, ლექსურის კოშკები, ტვიბის მთავარანგელოზის ეკლესია, ფაყის წმინდა მარიამის სახელობის ეკლესია, სკალდის მთავარ ანგელოზთა ეკლესია.

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

ლენტეხის მუნიციპალიტეტი გეოგრაფიალენტეხის მუნიციპალიტეტი მოსახლეობალენტეხის მუნიციპალიტეტი მმართველობალენტეხის მუნიციპალიტეტი ეკონომიკალენტეხის მუნიციპალიტეტი კულტურალენტეხის მუნიციპალიტეტი ღირსშესანიშნაობანილენტეხის მუნიციპალიტეტი ლიტერატურალენტეხის მუნიციპალიტეტი სქოლიოლენტეხის მუნიციპალიტეტირაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარესაქართველოსაქართველოს მუნიციპალიტეტები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ხინკალიხვიჩა კვარაცხელიაბარბიტურატებიჰაერიკუებილამპრობაბიძინა ჩოლოყაშვილინატურალური რიცხვი24 აპრილიეიფელის კოშკიაშშ-ის სამოქალაქო ომისამანიშვილის დედინაცვალიმდინარესაჭმლის მომნელებელი სისტემაგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებარუსეთის იმპერიათორნიკე ერისთავიმრავალკუთხედიპაბლო პიკასოდინამო თბილისი (საფეხბურთო კლუბი)ვარშავის პაქტიტერორიზმისიონის ტაძარინიანგებიბიპოლარული აშლილობამეჰმედ IIლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიავტორიტარიზმიდავით კაჭარავაატლანტის ოკეანეათეროსკლეროზიიმანუელ კანტირუსეთის ისტორიასტრასბურიაბრეშუმის დიდი გზასამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაბათუმიდედამიწის სტრუქტურადაუნის სინდრომიჩვეულებრივი სელაპიგიორგი ნიკოლაძემაიკლ ჯექსონიშვიდწლიანი ომიინგლისური ენამიწისძვრადედამიწის ისტორიათავისუფლების დიდი ქარტიაცივი ომიილია IIბუნების დაცვაბაბუაწვერაყინწვისის მონასტერიმაცივარიაფხაზთა სამეფოწმინდა ნინოსვანეთისაქართველოს სამხედრო წოდებებიანდაზაევერესტიმალტადედამიწაერითროციტებიგენოციდიდემეტრე II თავდადებულიანტარქტიდაგლიცინიადასავლეთ რომის იმპერიის დაცემადემოკრატიაქანი (გეოლოგია)ტელეფონების ნომრები საქართველოშიშალვა პაპუაშვილიკორუფციალიეტუვაგამზრდელი (პოემა)ელექტრობა🡆 More