ლელო საქართველოსთვის

ლელო საქართველოსთვის — ცენტრისტული პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც 2019 წლის 22 დეკემბერს დაფუძნდა.

არის ევროკავშირის ALDE-ს პარტიათა ალიანსის სრულფასოვანი წევრი.

ლელო საქართველოსთვის
ლელო საქართველოსთვის
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ხელმძღვანელობა
თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე
გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე
ისტორია
დაფუძნდა 22 დეკემბერი, 2019
წინამორბედი
პოზიციები
იდეოლოგია ლიბერალიზმი
პროევროპულობა
პოლიტიკური პოზიცია ცენტრიზმი
საერთაშორისო კავშირები
ევროპული აკრედიტაცია ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის
წარმომადგენლობითობა
პარლამენტი
2 / 150
საკრებულო
2 / 50
ფერები     
lelo9.ge

ისტორია

პოლიტიკური გაერთიანება ლელო საქართველოსთვის 2019 წლის 22 დეკემბერს დაფუძნდა, როდესაც საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“, შენების მოძრაობა და ახალი მემარჯვენეები გაერთიანდა. ლელოსთან გაერთიანების შემდეგ ორივე პარტიამ არსებობა შეწყვიტა. პოლიტიკური გაერთიანების დაფუძნებას წინ უძღვოდა მამუკა ხაზარაძის მიერ 2019 წლის ზაფხულში საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს დაარსება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ მიიღო 3,15%, რაც იმას ნიშნავდა, რომ პარტიამ გადალახა 1%-იანი საარჩევნო ბარიერი და პარლამენტში 4 დეპუტატი გაიყვანა (მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი და ანა ნაცვლიშილი), თუმცა პარტიის შეფასებით არჩევნები გაყალბდა და ამიტომ ლელოს წევრებმა მეათე მოწვევის პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს, რომელიც თითქმის 5 თვე გაგრძელდა. 2021 წლის 19 აპრილს, ევროკავშირის პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით, ოპოზიციის ნაწილსა და ქართულ ოცნებას შორის შეთანხმება შედგა, რის შედეგადაც 12 ოპოზიციონერი დეპუტატი, მათ შორის ლელოს 4 წევრი, პარლამენტში შევიდა.

იდეოლოგია

„ლელო“ ცენტრისტულ პოლიტიკურ პოზიციებს იკავებს. ხაზარაძის თქმით, ბიზნესი უნდა იყოს მაქსიმალურად თავისუფალი სახელმწიფოს ჩარევისაგან. იმავე დროს, ლელო: „ემხრობა ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას, ღირსეულ და დაცულ შრომას, მინიმალური ხელფასის დაწესებას, ბავშვთა შიმშილის დამარცხებას, განვითარებაზე ორიენტირებულ სახელმწიფოს და მწვანე პოლიტიკას“.

ლიდერები

პოლიტიკურ გაერთიანებას მართავს პოლიტიკური საბჭო

შედეგები არჩევნებში

საპარლამენტო

არჩევნები ხმები % მანდატები +/– სტატუსი
2020 60 712 3,15
4 / 150
ახალი ოპოზიცია

ადგილობრივი

არჩევნები ხმები % მანდატები +/–
2021 47 861 2,71
27 / 2 068
ახალი

სქოლიო

Tags:

ლელო საქართველოსთვის ისტორიალელო საქართველოსთვის იდეოლოგიალელო საქართველოსთვის ლიდერებილელო საქართველოსთვის შედეგები არჩევნებშილელო საქართველოსთვის სქოლიოლელო საქართველოსთვის2019ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვისპოლიტიკური პარტიები საქართველოშისაქართველო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ათონის მთის სამონასტრო რესპუბლიკაჩაბი ალონსოიუნესკოსანქტ-პეტერბურგიბაგრატ III (საქართველოს მეფე)უჯრედიაია-სოფიას ტაძარიაბას I (ირანი)ვერცხლიქვეყნების სიავოლფგანგ ამადეუს მოცარტითურქეთის ისტორიათბილისის კურორტების ჯგუფისისხლიუშგულის თემისაფრანგეთიფსიქოლოგიაენდომეტრიოზიფემინიზმიჩრდილოეთი კორეაქართლის გაქრისტიანებაბახტრიონის ბრძოლარომის იმპერატორების სიაბაქტერიებიმასლოუს მოთხოვნილებათა პირამიდარიცხვითი სახელიკონსტიტუციაშუშანიკის წამებაანემიაალექსანდრე მაკედონელისასმელი წყალილეიკოციტოზიობობებიქიზიყიმალტაგაერთიანებული სამეფომონღოლთა ბატონობა საქართველოშიკრასუსივეფხისტყაოსანიდანიალურჯი სუფრარადიუსიდავით IV აღმაშენებელიყვავილოვანი მცენარეებისლოვაკეთიკონსტანტინოპოლის დაცემასასანიანთა იმპერიაილია IIტუტე ლითონებიმიხაკიეზიდებიარაბთა გაერთიანებული საამიროებიგელათის მონასტერიჯვრის მონასტერისავიზო მოთხოვნები საქართველოს მოქალაქეებისთვისმინერალებიდავითგარეჯარკინის გუმბათირუსეთ-საქართველოს ომი (2008)ესპანეთივიქტორ დოლიძეცხენიილია თოფურიათევზებიგავრილოვის ღამესაჰარაარასამთავრობო ორგანიზაციაქართველ მოღვაწეთა პანთეონები მოსკოვშიშინაური ძაღლიბიბლიასაქართველო VI საუკუნეშიბუნებრივი გადარჩევაკონსერვატიზმიათეროსკლეროზიურარტუმტირალას ეროვნული პარკი14 აპრილიმორფოლოგია (ენათმეცნიერება)🡆 More