ცხენისწყალი: მდინარე საქართველოში

ცხენისწყალი — მდინარე დასავლეთ საქართველოში.

ცხენისწყალი: მდინარე საქართველოში სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ცხენისწყალი (მრავალმნიშვნელოვანი).

სათავე აქვს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მწვერვალ ფასისმთის დასავლეთით, ზღვის დონიდან 2710 მ სიმაღლეზე, ერთვის რიონს მარჯვენა მხრიდან სოფელ საჯავახოსთან. სიგრძე 176 კმ, აუზის ფართობი 2120 კმ². ცხენისწყლის შუა და ზემო დინება კავკასიონის სამხრეთ კალთაზე მოედინება, ქვემო — კოლხეთის დაბლობზე. საზრდოობს თოვლის, წვიმის, მიწისქვეშა და მყინვარული წყლით. გაზაფხულ-ზაფხულში ახასიათებს წყალდიდობა (ჩამოედინება წლიური ჩამონადენის 70 %), ზამთარშიწყალმცირობა (10 %), შემოდგომაზეწყალმოვარდნა (20 %).

ცხენისწყალი
ცხენისწყალი: მდინარე საქართველოში
ცხენისწყალი ცაგერში
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე, იმერეთის მხარე
ქალაქები ცაგერი
მარჯვენა შენაკადები ზესხო
ხელედულა
ჯონოულა
მარცხენა შენაკადები ღობიშური
ლეუშერი
ხოფური
სათავე სვანეთის კავკასიონი
42°54′03″ ჩ. გ. 43°18′43″ ა. გ. / 42.90083° ჩ. გ. 43.31194° ა. გ. / 42.90083; 43.31194
სათავის მდებარეობა მწვერვალ ფასისმთის დასავლეთით
სათავის სიმაღლე 2710 მ
შესართავი რიონი
42°07′31″ ჩ. გ. 42°17′58″ ა. გ. / 42.12528° ჩ. გ. 42.29944° ა. გ. / 42.12528; 42.29944
შესართავის მდებარეობა სოფელ საჯავახოსთან
სიგრძე 176 კმ
აუზის ფართობი 2120 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 90,4 მ³/წმ
ცხენისწყალი: მდინარე საქართველოში
ცხენისწყალი — საქართველო
ცხენისწყალი
ცხენისწყალი
ცხენისწყალი: მდინარე საქართველოში — სათავე, ცხენისწყალი: მდინარე საქართველოში — შესართავი
ცხენისწყალი: მდინარე საქართველოში ცხენისწყალი ვიკისაწყობში

წყალდიდობა ქვემო დინებაში თებერვალ-მარტში იწყება, ზემო დინებაში — აპრილში. წყალდიდობის მაქსიმუმი მაის-ივლისშია, რის შემდეგ დონე იკლებს აგვისტოს ბოლომდე. აუზის მთიან ნაწილში წყალმცირობა 4-5 თვე გრძელდება (ნოემბრიდან მარტამდე). ქვემო დინებაში წყალმცირობა არამდგრადია, ხშირია წვიმებითა და თოვლის დნობით გამოწვეული წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 90,4 მ³/წმ. ცხენისწყალი ყოველწლიურად რიონს უერთებს 2,84 კმ³ წყალს. ყინულოვანი მოვლენები — ყინულნაპირისი და თოში — იცის ზემო და შუა დინებაში. მდორე დინების ცალკეულ მონაკვეთებზე წარმოიქმნება ყინულსაფარი, რომელიც 5-6 დღეს გრძელდება.

ცხენისწყლის უმთავრესი შენაკადებია: ზესხო, ხელედულა, ჯონოულა (მარჯვ.), ღობიშური, ლეუშერი, ხოფური (მარცხ.). ზემო და შუა დინებაში იყენებენ ხე-ტყის დასაცურებლად, წისქვილების ასამუშავებლად, ენერგეტიკისთვის, ქვემო დინებაში — სარწყავად. ცხენისწყლის ნაწილი გადაგდებულია მდინარე ლაჯანურაში ლაჯანურჰესის ასამუშვებლად, რისთვისაც ქალაქ ცაგერთან კაშხალია აგებული.

ცხენისწყალზე მდებარეობს ქალაქი ცაგერი.

ლიტერატურა

Tags:

გაზაფხულიზამთარიზაფხულიზღვის დონეთოვლიკავკასიონიკოლხეთის დაბლობიმდინარემიწისქვეშა წყალირიონისაქართველოსაჯავახო (სამტრედიის მუნიციპალიტეტი)სვანეთის კავკასიონიფასისმთაშემოდგომაწვიმაწყალდიდობაწყალმოვარდნაწყალმცირობა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ფილოსოფიაგერმანიის ქალაქების სიარიონიტონათავის ტვინიევერესტიThe Beatlesკონსტანტინოპოლის დაცემათახვიბაყაყინიკორწმინდის ტაძარიდიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენაკოლხეთის სამეფოხელოვნური ინტელექტითბილისის მეტროპოლიტენიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატინიკო ბაგრატიონიშიზოფრენიააკა მორჩილაძეთამარ მეფედათა თუთაშხიაამერიგო ვესპუჩისხალთის ტაძარიანტიკური ხანაშხარაშემოდგომაშავი ზღვაიაპონიაპირველი მსოფლიო ომიელენე ახვლედიანიასტრიდ ლინდგრენიდემეტრე II თავდადებულითბილისის პანსიონებისოლომონ Iალცჰაიმერის დაავადებაანანურის ციხემდგრადი განვითარებააზობიძინა ჩოლოყაშვილიინგლისის რევოლუციამთლიანი შიდა პროდუქტიბუდუ ზივზივაძექართული სამზარეულოაზიაკრწანისის ბრძოლაენდომეტრიოზიცივი ომიმონაკოსვეტიცხოველიგაუდაბნოებასასანიანთა იმპერიამუნიარწივიმასონობაპროტესტანტული რეფორმაციაიგლუბუნებრივი რესურსებივირუსებისულეიმან Iნოე სულაბერიძეიუდაიზმიხვანჭკარა (ღვინო)ჩინეთივეფხვითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისისხლინოე ჟორდანიატიციან ტაბიძესაფრანგეთის რევოლუციაელექტრობაზმნიზედამოგზაურობა ევროპაშიმოლდოვამტირალას ეროვნული პარკიმაცივარიბრაზილიალიონელ მესი🡆 More