თოში

თოში — ფხვიერი ღრუბლოვანი ყინულის ბელტი, რომელიც ჩნდება შემოდგომაზე წყლის სიღრმეში (სიღრმითი თოში) ან მის ზედაპირზე (ზედაპირული თოში) წყალსატევის გაძგიფვამდე.

ყალიბდება სიღრმული თოშის კრისტალებისა და ძგიფისაგან.

თოში
თოში ვისლაზე
თოში
თოში ვისლაზე

წარმოიქმნება გაძგიფვამდე წყლის 0 °С-ზე დაბლა გადამეტცივების შედეგად უმეტესწილად მთისა და ჭორომიან მდინარეებზე, ყინულღრუს ქვემოთებსა და ჰიდროკვანძების ქვედა ბიეფებში, იშვიათად — ვაკე-მდინარეებსა და ტბებზე. თოში, დინების მიმართულებით მოძრაობისას იკავებს დიდ ფართობს, ავსებს ნაკადის ცოცხალ კვეთს, რითაც წარმოიქმნება თოშხერგილი.

წყალსაღების ფილტრებისა და ჰიდროელექტროსადგურების გისოსების ღიობის გაჭედვის გამო ძნელდება ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ექსპლუატაცია. ყინულსაფრის ქვეშ თოშის დაგროვება თოშმავალ მდინარეებზე აღწევს 3–8 მ-ს, ხოლო დაგროვების ფორიანობა მერყეობს 70-იდან 40 %-მდე. თოში საქართველოს მრავალ მდინარეს ახასიათებს.

თოშის მატარებელი აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეები, გარდა იმისა, რომ რაოდეობრივად მეტნი არიან დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე, თოშის გაჩენის სიხშირითაც ძლიერ სჭარბობენ მათ. განსაკუთრებით მკვეთრი კონტრასტი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებს შორის ვლინდება თოშიან დღეთა რაოდენობაში. ასევე მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეები თოშიანი წლების განმეორების სიხშირითაც. საქართველოში თავის დროზე, თოშის გამო ძლიერ გაძნელებული იყო ზამთრის პერიოდში მაგალითად ჩითახევჰესისა და სამგორის კასკადის ჰიდროსადგურების ექსპლუატაცია. თოშის გამო, მრავალ კილოვატსაათ ელექტროენერგიას კარგავდა საქართველოს სახალხო მეურნეობა და, რაც მთავარია, ეს ენერგია იკარგებოდა სწორედ მაშინ, როდესაც მდინარებზე იყო ზამთრის წყალმცირობა.

სქოლიო

Tags:

ყინულიშემოდგომაწყალსატევი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ადამიანის ჩონჩხივლადიმერ პუტინიკუბური მეტრიქართლის სამეფომინერალების სიამუშთაიდის ბაღიშვედეთისოციალიზმინატვრის ხე (ფილმი)კანივასკულიტიმთლიანი შიდა პროდუქტიხინკალიგარემოს დაცვაკონსტანტინე გამსახურდიაბახტრიონის ბრძოლაელვამაცივარისინგაპურიფეხბურთის წესებიჩარლი ჩაპლინინაპოლეონ ბონაპარტიმწერებიჯუზეპე ვერდითებულოსმთაქართველებიკახეთიმარკ ტვენიპოლიმერებიქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველომედუზებიმსოფლიოს უდიდესი ქალაქებიკორუფციაგერმანიასახარებაჟან-მიშელ ბასკიარეფერენდუმიმზერომიგიორგი ანწუხელიძევეფხვისანტიაგო ბერნაბეუ (სტადიონი)კოპენჰაგენიკეთილშობილი ირემიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითჯალალედინიგიორგი III (საქართველოს მეფე)პუნიკური ომებიზვიად გამსახურდიათეთრი დათვირეფლექსებიაშშ-ის ისტორიაარაბობა საქართველოშირომანტიზმიჯაყოს ხიზნებიარჩვიპაბლო პიკასოჩემი ცოლის დაქალებიშამქორის ბრძოლა (1195)ირაკლი ღარიბაშვილიქართველები რუსეთშიინსულტიაფრიკათბილისის მეტროპოლიტენისოფლის მეურნეობაკუებიმაიმუნებიქაქუცა ჩოლოყაშვილისიურრეალიზმიტყეერეკლე IIმერაბ კოსტავაელინიზმიათეროსკლეროზისისხლიმერაბ მამარდაშვილიქართული მითოლოგია🡆 More