აკა მორჩილაძე

აკა მორჩილაძე (ნამდვილი სახელი — გიორგი ახვლედიანი; დ.

აკა მორჩილაძე სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გიორგი ახვლედიანი (მრავალმნიშვნელოვანი).

10 ნოემბერი, 1966) — ქართველი პოსტმოდერნისტი მწერალი, ისტორიკოსი და სცენარისტი. ლიტერატურული პრემია „საბას“ ექვსგზის ლაურეატი.

აკა მორჩილაძე
აკა მორჩილაძე
დაბადების თარიღი 10 ნოემბერი, 1966(1966-11-10) (57 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ[1] [2] [3]
ფსევდონიმი აკა მორჩილაძე
საქმიანობა მწერალი[4] [5] და ისტორიკოსი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა აკა მორჩილაძე სსრკ
აკა მორჩილაძე საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჟანრი რომანი, მაგიური რეალიზმი და დეტექტივი
Magnum opus სანტა ესპერანსა
ჯილდოები პრემია „საბა“

ბიოგრაფია

1988 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა. აქვე მუშაობს ბოლო 17 წლის განმავლობაში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. ადრეულ 90-იან წლებში პარალელურად იგი საპარლამენტო სხდომების მიმომხილველად მუშაობდა „რეზონანსისთვის“ და სხვა რამდენიმე ბულვარული გაზეთისთვის; მუშაობდა თსუ-ს ლაბორანტად 1988–1991 წლებში, მასწავლებლად 1991 წლიდან;

თვითონ თავს უვარგის ჟურნალისტს უწოდებს — „ჩვენთან მწერლად ყოფნა სულ სხვა რამეა, დანარჩენ მსოფლიოში კი, სულ სხვა. ამიტომ, მე მწერლად თავს ვერ ჩავთვლი. ჩემის მოკლე ჭკუით, ამას ისა სჯობს, რომ აღიარო, წერა მსიამოვნებს და ვწერ, ვინაიდან ამის უფლება ყველას აქვს-თქო.“

მისი მთავარი ლიტერატურული ნამუშევრები რომანებია: „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“ (1995), „მოგზაურობა ყარაბაღში„ (1992), „აგვისტოს პასიანსი“ (2001), „სხვანი„ (2002), „შობის ღამის ალქაჯები“ (2002), „სანტა ესპერანსა“ (2004), მადათოვის ტრილოგია („გადაფრენა მადათოვზე და უკან“, „გაქრები მადათოვზე?“, „ვეშაპი მადათოვზე“) (1998-2004) და სხვ. რომანი „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“ მოგვიანებით ადაპტირებულ იქნა პიესად და პირველად 1999 წელს დაიდგა სანდრო ახმეტელის თეატრში. მასში 1992-93 მძიმე წლების ქართული ცხოვრებაა აღწერილი. მისი წიგნები საქართველოში ბესტსელერებია (2003 წელს მას 15.000 ასლი ჰქონდა გაყიდული).

ექვსჯერ აქვს მიღებული ლიტერატურული პრემია „საბა“ საუკეთესო რომანისთვის 2003, 2005, 2006, 2010, 2012 და 2019 წლებში. 2010 წელს მისმა რომანმა „მამლუქმა“ მიიღო ილიას უნივერსიტეტის პრემია წლის საუკეთესო რომანისთვის.

გამოცემები

ჯილდოები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

-1'> Deutsche Nationalbibliothek Record #132459809 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  • http://bookplatform.org/en/activities/888-aka-morchiladze.html
  • http://book.gov.ge/uploads/tinymce/files/Catalogue_2014.pdf
  • http://www.georgiatoday.ge/article_details.php?id=11312
  • http://1tv.ge/news-view/53303?lang=en
  • http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000563/
  • www.Sulakauri.ge
  • აკა მორჩილაძის ფეისბუკ გვერდი
  • ფარშავანგი (ვითომ ისტორიული ამბავი)
  • [1]
  • ლიტერატურული პრემია „საბა“ — 2003
  • Tags:

    აკა მორჩილაძე ბიოგრაფიააკა მორჩილაძე გამოცემებიაკა მორჩილაძე ჯილდოებიაკა მორჩილაძე რესურსები ინტერნეტშიაკა მორჩილაძე სქოლიოაკა მორჩილაძე10 ნოემბერი1966პოსტმოდერნიზმისაბა (ლიტერატურული პრემია)ქართველები

    🔥 Trending searches on Wiki ქართული:

    მონა ლიზადუნაირუსეთის იმპერიადავით კლდიაშვილიქართული ღვინოსპორტი საქართველოშიჯანო ანანიძეკრწანისის ბრძოლასაბერძნეთის გეოგრაფიაერეკლე IIპარიზიხმელთაშუა ზღვარუსთავიწითელი წიგნიბუდუ ზივზივაძედიეგო მარადონაბულგარეთიმსოფლიო მემკვიდრეობაზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2024გიორგი ლორიაორერაწმინდა სამების საკათედრო ტაძარიბაში-აჩუკიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2012პოლონეთიაბანოთუბანიშუშანიკის წამებაჩარლი ჩაპლინიკილოგრამიმონღოლებიფრიდერიკ შოპენილევანტე (საფეხბურთო კლუბი)ჰემოგლობინიქუთაისისანტიმეტრიფუტკრებიირაკლი კობახიძეაიეტი (მითოლოგია)კარლეს პუჩდემონიიუსტინიანე Iფელტინს არენაპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიკუნილინგუსიერთა ლიგა (უეფა)ოპერაოსმალეთის იმპერიათორნიკე ერისთავიალეგორიაპოსტერიძველი საბერძნეთიპენალტების სერიაცხოველებისაქართველოს ბუნების ძეგლებიმსოფლიო მიზიდულობის კანონიშავი ზღვასაქართველო XVII საუკუნეშიფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიალათინური ამერიკაადამიანიუჯრედიძირითადი საშუალების ცვეთაბრაზილიაჰიპერბოლა (ენა)კრიშტიანუ რონალდუბიძინა ივანიშვილისაქართველოს სამეფოუეფა-ს თასების მფლობელთა თასიეროვნული ლიგაგორიქვეწარმავლებიფესვები (ფილმი)ავსტრალიაფოცხვერიჰაერის დაბინძურებააჰმედ Iმზის სისტემათევზები (ასტროლოგია)🡆 More