უეფა ერთა ლიგა

უეფას ერთა ლიგა (ინგლ.

უეფა ერთა ლიგა ეს სტატია შეჯიბრს ეხება. ორგანიზაციის შესახებ იხილეთ ერთა ლიგა.

შეჯიბრში მონაწილეობს ორგანიზაციაში გაწევრებული ყველა 55 ქვეყანა, წარმოდგენილი ეროვნული ასოციაციების/ფედერაციების სახით, რომლებიც განაწილებული არიან 4 დანაყოფში — ლიგაში. თითოეულ ლიგაში მოქმედებს რეიტინგის შეფასების სისტემა (ასე მაგ. В, С და D ლიგის გამარჯვებულები ავტომატურად გადაინაცვლებენ უფრო მაღალ ლიგაში, ხოლო А, В და С ლიგის ყველაზე ცუდი შედეგის მქონენი — დაბალ ლიგაში). А ლიგიდან შეჯიბრის ოთხი ჯგუფის გამარჯვებულ ნაკრებს შორის იმართება ფინალური შეხვედრები შეჯიბრის ჯილდოს მოსაპოვებლად (ფინალის გამართვის ადგილი უნდა იყოს ევროპული ქალაქი, რომელიც შეირჩევა 2019 წლის ივნისში). ასევე თითეული ლიგის ოთხივე ჯგუფის გამარჯვებული ეროვნული ნაკრები, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის პლეი-ოფში იბრძოლებენ ჩემპიონატის დასკვნით ეტაპზე მოხვედრისთვის, იმ შემთხვევაში თუ ჯგუფის რომელიმე გამარჯვებული პირდაპირ საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოიპოვებს ჩემპიონატის საგზურს, მაგ შემთხვევაში პლე-ოფში ადგილს დაუთმობს ჯგუფში მეორე ადგილის მფლობელს.

უეფა ერთა ლიგა
დაარსდა 2018
რეგიონი ევროპა (უეფა)
გუნდების რაოდენობა 55
ყველაზე ტიტულ. გუნდი პორტუგალიის დროშა პორტუგალია (1-ჯერ)
მოქმედი გამარჯვებული პორტუგალიის დროშა პორტუგალია (1-ჯერ)
ვებ-საიტი
უეფა ერთა ლიგა 2018–2019 უეფას ერთა ლიგა

ახალი შეჯიბრის შემოღების მიზანია ფიფას ნაკლებად მნიშვნელოვანი ამხანაგური მატჩების ჩანაცვლება და დაბალრეტინგული წევრებისთვის სტიმულის მიცემა. პირველი შეჯიბრის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები დაიწყო 2018 წლის სექტემბრიდან.

ფორმატი

2014 წლის გაზაფხულზე უეფამ გამოაქვეყნა მომავალი შეჯიბრის პირველადი ფორმატი, რომელიც 2018 წელს უნდა დაწყებულიყო. 2017 წლის ოქტომბერში ფორმატი დამტკიცდა შემდეგი სახით:

  • მონაწილეობას იღებს 55-ვე წევრი ქვეყნიდან ეროვნული ნაკრები გუნდი;
  • ნაკრები გუნდები 4 ლიგაში განაწილდნენ მათი რეტინგის მიხედვით, რომელიც ემყარება ეროვნული ნაკრებების უეფას კოეფიციენტებს;
  • A ლიგაში ითამაშებს 12 საუკეთესო რეიტინგის მქონე ნაკრები გუნდი. B ლიგაში რეიტინგით შემდეგი 12 ნაკრები გუნდი. C ლიგაში — 15 ნაკრები გუნდი, ხოლო დარჩენილი 16 — D ლიგაში;
  • A და B ლიგაში იქნება ოთხი ჯგუფი სამ-სამი გუნდით, ხოლო C ლიგაში იქნება ერთი ჯგუფი 3 გუნდით და სამი ჯგუფი 4 გუნდით. D ლიგაში იქნება ოთხი ჯგუფი, თითოში 4 გუნდით, მათ შორის საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები.
  • А ლიგიდან შეჯიბრის ოთხი ჯგუფის გამარჯვებულ ნაკრებს შორის გაიმართება ფინალური შეხვედრები შეჯიბრის ჯილდოს მოსაპოვებლად;
  • В, С და D ლიგის გამარჯვებულები ავტომატურად გადაინაცვლებენ უფრო მაღალ ლიგაში, ხოლო А, В და С ლიგის ყველაზე ცუდი შედეგის მქონენი — დაბალ ლიგაში.

წილისყრა და განთესვა

განთესვა განხორციელდება 2017 წლის 11 ოქტომბრის მდგომარეობით, 2018 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დათვლილი მაჩვენებელების მიხედვით. თითოეულ ლიგაში გუნდების ჯგუფებად განაწილება განხორციელდა წილისყრის შედეგად, რომელიც გამოცხადდა 2017 წლის 7 დეკემბერს.

ლიგა A
Pot Team Coeff Rank
1 უეფა ერთა ლიგა  გერმანია 40,747 1
უეფა ერთა ლიგა  პორტუგალია 38,655 2
უეფა ერთა ლიგა  ბელგია 38,123 3
უეფა ერთა ლიგა  ესპანეთი 37,311 4
2 უეფა ერთა ლიგა  საფრანგეთი 36,617 5
უეფა ერთა ლიგა  ინგლისი 36,231 6
უეფა ერთა ლიგა  შვეიცარია 34,986 7
უეფა ერთა ლიგა  იტალია 34,426 8
3 უეფა ერთა ლიგა  პოლონეთი 32,982 9
უეფა ერთა ლიგა  ისლანდია 31,155 10
უეფა ერთა ლიგა  ხორვატია 31,139 11
უეფა ერთა ლიგა  ნიდერლანდები 29,866 12
ლიგა B
Pot Team Coeff Rank
1 უეფა ერთა ლიგა  ავსტრია 29,418 13
უეფა ერთა ლიგა  უელსი 29,269 14
უეფა ერთა ლიგა  რუსეთი 29,258 15
უეფა ერთა ლიგა  სლოვაკეთი 28,555 16
2 უეფა ერთა ლიგა  შვედეთი 28,487 17
უეფა ერთა ლიგა  უკრაინა 28,286 18
უეფა ერთა ლიგა  ირლანდია 28,249 19
უეფა ერთა ლიგა  ბოსნია და ჰერცეგოვინა 28,200 20
3 უეფა ერთა ლიგა  ჩრდილოეთი ირლანდია 27,127 21
უეფა ერთა ლიგა  დანია 27,052 22
უეფა ერთა ლიგა  ჩეხეთი 27,028 23
უეფა ერთა ლიგა  თურქეთი 26,538 24
ლიგა C
Pot Team Coeff Rank
1 უეფა ერთა ლიგა  უნგრეთი 26,486 25
უეფა ერთა ლიგა  რუმინეთი 26,057 26
უეფა ერთა ლიგა  შოტლანდია 25,662 27
უეფა ერთა ლიგა  სლოვენია 25,148 28
2 უეფა ერთა ლიგა  საბერძნეთი 24,931 29
უეფა ერთა ლიგა  სერბეთი 24,847 30
უეფა ერთა ლიგა  ალბანეთი 24,430 31
უეფა ერთა ლიგა  ნორვეგია 24,208 32
3 უეფა ერთა ლიგა  მონტენეგრო 23,912 33
უეფა ერთა ლიგა  ისრაელი 22,792 34
უეფა ერთა ლიგა  ბულგარეთი 22,091 35
უეფა ერთა ლიგა  ფინეთი 20,501 36
4 უეფა ერთა ლიგა  კვიპროსი 19,491 37
უეფა ერთა ლიგა  ესტონეთი 19,441 38
უეფა ერთა ლიგა  ლიეტუვა 18,101 39
ლიგა D
Pot Team Coeff Rank
1 უეფა ერთა ლიგა  აზერბაიჯანი 17,761 40
უეფა ერთა ლიგა  ჩრდ. მაკედონია 17,071 41
უეფა ერთა ლიგა  ბელარუსი 16,868 42
უეფა ერთა ლიგა  საქართველო 16,523 43
2 უეფა ერთა ლიგა  სომხეთი 15,846 44
უეფა ერთა ლიგა  ლატვია 15,821 45
უეფა ერთა ლიგა  ფარერის კუნძულები 15,490 46
უეფა ერთა ლიგა  ლუქსემბურგი 14,231 47
3 უეფა ერთა ლიგა  ყაზახეთი 13,431 48
უეფა ერთა ლიგა  მოლდოვა 13,130 49
უეფა ერთა ლიგა  ლიხტენშტაინი 10,950 50
უეფა ერთა ლიგა  მალტა 10,870 51
4 უეფა ერთა ლიგა  ანდორა 10,240 52
უეფა ერთა ლიგა  კოსოვო 9,950 53
უეფა ერთა ლიგა  სან-მარინო 8,190 54
უეფა ერთა ლიგა  გიბრალტარი 7,550 55

ჯილდო

უეფას ერთა ლიგის ჯილდო (თასი) პირველად საზოგადოებას წარუდგინეს წილისყრის დროს შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში. ტროფეი წარმოადგენს 55 ქვეყნის ეროვნული ასოციაციების/ფედერაციების სიმბოლოების ამსახველ, ბუნის გარშემო შემოხვეულ სტერლინგის ვერცხლის დროშას. იწონის 7,5 კგ და არის 71 სმ სიმაღლის; პირველად აღიმართა 2019 წლის ივნისში.

ჰიმნი

ერთა ლიგის ოფიციალური ჰიმნი ჩაწერილ იქნა ლათინურ ენაზე, ნიდერლანდების ფილარმონიული ორკესტრისა და გუნდის შესრულებით. ჰიმნი წარმოადგენს კლასიკური და ელექტრონული მუსიკის ნაზავს და გამოყენებულ იქნება ლიგის თამაშებზე მონაწილე გუნდების მოედანზე შესვლისას და სატელევიზიო ჭრების დროს, ასევე სარეკლამო მიზნებისთვის. ჰიმნის კომპოზიტორები არიან ჯიორჯო ტუინფორტი და ფრენკ ვან დერ ჰეიდენი

მატჩის ბურთი

უეფას ერთა ლიგის 2018–2019 წწ გათამაშებაზე მატჩებისთვის ბურთი დაამზადა ადიდასმა. ბურთის დიზაინი თეთრსა და ვერცხლისფერ ფერებშია გადაწყვეტილი, ზედ დატანილი ფერადი ელემენტებით, რომელიც ოფიციალური დროშითაა ნაკარნახევი.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

უეფა ერთა ლიგა ფორმატიუეფა ერთა ლიგა ჯილდოუეფა ერთა ლიგა ჰიმნიუეფა ერთა ლიგა მატჩის ბურთიუეფა ერთა ლიგა იხილეთ აგრეთვეუეფა ერთა ლიგა რესურსები ინტერნეტშიუეფა ერთა ლიგა სქოლიოუეფა ერთა ლიგაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატიინგლ.უეფაფეხბურთი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კანადაგიორგი სააკაძეაბო თბილელის წამებატოლერანტობასაქართველოს დაცული ტერიტორიებისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიარაბობა საქართველოშილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიქართლ-კახეთის სამეფოლიბერალიზმითამარ მეფეყივანახველა1832 წლის შეთქმულებახინკალიპოტსდამის კონფერენციადისკრიმინაციატოლგვერდა სამკუთხედიზმნიზედათავის ტვინიავტორიტარიზმისავანასაქართველო XVIII საუკუნეშიხელოვნებამეტაფორაანტონიმირომის იმპერიაევროკავშირის წევრი სახელმწიფოებინარკომანიალეონარდო და ვინჩიბაგრატის ტაძარიგარემოს დაბინძურებახევისბერი გოჩაერეკლე II-ის ოჯახითევდორე კველთელისოფლის მეურნეობაჩემი ცოლის დაქალებიკონსტანტინოპოლის დაცემაალექსანდრე I დიდიმხედრიონიგაერთიანებული ერების ორგანიზაციადემეტრე II თავდადებულინეპოტიზმიკატალიზატორიგიორგი ყიფშიძექრისტეფორე კოლუმბიხელისუფლების დანაწილებანარკოტიკისხალთის ტაძარიგრიგოლ რობაქიძეგოდერძის ნამარხი ტყეჭიანჭველასებრნიფუტურიზმიკვიპროსიარაბთა სახალიფოჯაბა იოსელიანიბიზანტიის იმპერიაკილოგრამიუილიამ შექსპირითვითმფრინავის ბიჭების საქმეთემურლენგის ლაშქრობები საქართველოშივლადიმერ ლენინიმშვილდოსანი (ასტროლოგია)გველებისტეფანე მღებრიშვილიაქლემიავსტრალიათბილისიკატაირაკლი კობახიძეძველი თბილისისაქართველოს დამოუკიდებლობის დღეფოლკლორიქართლის ცხოვრებაევერესტიიუნესკოსამხრეთ აფრიკის რესპუბლიკათანდებულიცივი ომი🡆 More