გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები

გერმანიის ეროვნული ნაკრები (გერმ.

მას საერთაშორისო დონეზე ადმინისტრირებას უწევს გერმანიის საფეხბურთო კავშირი, არის უეფა-სა და ფიფა-ს წევრი და მონაწილეობს მათი ეგიდით ჩატარებულ ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატებზე.

გერმანია
ემბლემა
მეტსახელ(ებ)ი Die Nationalelf
ასოციაცია გერმანიის საფეხბურთო კავშირი
(Deutscher Fußball-Bund)
კონფედერაცია უეფა
მთავარი მწვრთვნელი გერმანიის დროშა იოახიმ ლევი (2006-დან)
კაპიტანი მანუელ ნოიერი
ყველაზე მეტი კეპი ლოთარ მათეუსი (150)
ბომბარდირი მიროსლავ კლოზე (71)
ფიფა-ს კოდი GER
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
საშინაო ფერი
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები
საგარეო ფერი
პირველი საერთაშორისო
შვეიცარიის დროშა შვეიცარია 5 - 3 გერმანია გერმანიის დროშა
(ბაზელი, შვეიცარია; 5 აპრილი, 1908)
უდიდესი გამარჯვება
გერმანიის დროშა გერმანია 16 - 0 რუსეთი რუსეთის დროშა
(სოლნა, შვედეთი; 1 ივლისი, 1912)
უდიდესი დამარცხება
ინგლისის დროშა ინგლისი 9 - 0 გერმანია გერმანიის დროშა
(ოქსფორდი, ინგლისი; 16 მარტი, 1909)
მსოფლიო ჩემპიონატი
გამოსვლა 18 (პირველად 1934)
საუკეთესო შედეგი გამარჯვებული, 1954, 1974, 1990, 2014
ევროპის ჩემპიონატი
გამოსვლა 11 (პირველად 1972)
საუკეთესო შედეგი გამარჯვებული, 1972, 1980, 1996

გერმანიის ნაკრები არის მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი: 1954, 1974, 1990 და 2014 წლებში. ასევე ოთხგზის ვიცე-ჩემპიონი: 1966, 1982, 1986 და 2002 წლებში. 4-ჯერ გავიდა მესამე ადგილზე: 1934, 1970, 2006 და 2010 წლებში. გერმანია სულ 12-ჯერაა გასული ნახევარფინალში. 1930 და 1950 წლის გარდა მსოფლიოს ყველა ჩემპიონატზე აქვს მონაწილეობა მიღებული. 1930 წელს უარი თქვა, 1950 წელს კი მეორე მსოფლიო ომის გამო ვერ დაძლია საკვალიფიკაციო რაუნდი.

ეროვნულ ნაკრებებს შორის გერმანიას მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი — 100 მატჩი აქვს ჩატარებული,,ასევე გერმანიას აქვს ყველაზე მეტი გოლი გატანილი – 224.ევროპის ჩემპიონატებზე გერმანიას ყველაზე მეტი, ექვსი ფინალი აქვს ნათამაშები.

გერმანიის ნაკრებიდან გერდ მიულერი, მიროსლავ კლოზე და თომას მიულერი გახდნენ მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირები. ლოთარ მათეუსს ჩატარებული აქვს მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტი მატჩი, ხოლო კლოზეს გატანილი აქვს ყველაზე მეტი გოლი (16).

არის სამგზის ევროპის ჩემპიონი 1972, 1980, 1996 წლებში, მიოგო რა ექვსიდან 3 ფინალი. გუნდი 1972 წლიდან მონაწილეობს ევროპის ყველა ჩემპიონატში, ხოლო ამ ტურნირებზე ბომბარდირები გახდნენ გერდ მიულერი, დიტერ მიულერი, კლაუს ალოფსი და კარლ-ჰაინც რიდლე. გერმანიის ნაკრები რვაჯერაა დასახელებული გერმანიის წლის გუნდად.

ისტორია

საწყისი წლები

უკვე 1899 და 1901 წელს ჩატარდა 5 არაოფიციალური ამხანაგური შეხვედრა ორ განსხვავებულ გუნდს, გერმანიასა და ინგლისს შორის და ყველა გერმანიისთვის გამანადგურებელი მარცხით დასრულდა. ეს თამაშები გერმანიის საფეხბურთო კავშირის მიერ არ იყო საერთაშორისო თამაშებად აღიარებული და დღეს ისინი ურ-საერთაშორისო მატჩების სახელითაა ცნობილი. ეს თამაშები ორგანიზებული იყო ვალტერ ბენზემანის მიერ, რომელსაც გერმანული ფეხბურთის დამაარსებლად მიიჩნევენ.

1980-იანი წლების დასაწყისი

იუპ დერვალის მწვრთნელობისას პირველივე დიდი ტურნირი წარმატებული აღმოჩნდა. გერმანიამ მოიგო ევრო 1982. ეს ნაკრების რიგით მეორე ევროპული ტიტული იყო. ფინალში გერმანიამ დაამარცხა ბელგია 2-1. 1982 წლის მუნდიალზე გერმანია ფავორიტად ითვლებოდა. საკბალიფიკაციო ეტაპზე მათ რვიდან რვავე მატჩი მოიგეს. მიუხედავად ამისა, გერმანია მოულოდნელად დამარცხდა პირველი მატჩში დებიუტანტ ალჟირთან 1-2. გერმანიამ მოიგო ჯგუფური ეტაპის შემდგომი მატჩები ჩილესთან და ავსტრიასთან და გავიდა პლეი-ოფში. 2-1. ტურნირის ნახევარფინალში გერმანია შეხვდა საფრანგეთის ძლიერ ნაკრებს, სადაც ალენ ჟირესი, ჟაკ ტიგანა და მიშელ პლატინი თამაშობდნენ. გერმანელები დაწინაურდნენ მე-18 წუთზე, მაგრამ ფრანგებმა 26-ე წუთზე აღადგინეს წონასწორობა და ძირითადი დრო ფრედ დასრულდა. დამატებით დროში საფრანგეთი სწარაფად დაწინაურდა ორი ბურთით, მაგრამ რუმენიგემ და ფიშერმა საპასუხო გოლები გაიტანეს. მოგვიანებით, ფიშერის მიერ მაკრატელათი გატანილი გოლის წლის გოლად იქნა აღიარებული. პენალტების სერიაში გერმანიამ 5-4 მოიგო. ფინალში გერმანია პაოლო როსის იტალიასთანდ დამარცხდა 1-3.

ბეკენბაუერის ეპოქა

ევრო 1984-ის პირველივე რაუნდიდან დამოვარდნის შემდეგ ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა ლეგენდარული ფეხბურთელი ფრანც ბეკენბაუერი. რამდენადაც მას სამწვრთნელო ლიცენზია არ გააჩნდა, ფორმალურად მწვრთნელად ჯერ ჰორსტ კოპელი, ხოლო შემდეგ ჰოლგერ ოსიეკი დაინიშნენ, ბეკენბაუერი კი მათი ასისტენტი იყო. 1986 წლის მუნდიალის საკვალიფიკაციო ტურნირში გერმანიამ მოიგო ექვსიდან პირველი ხუთი მატჩი და გაინაღდა ტურნირზე მონაწილეობა. ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გერმანიამ დაიკავა მეორე ადგილი, დაუზავდა რა ურუგვაის, მოუგო შოტლანდიას და დამარცხდა დანიასთან. მერვედფინალში გერმანიამ დაამარცხა მაროკო 88-ე წუთზე ლოთარ მათეუსის საჯარიმო დარტმით გატანილი ერთადერთი გოლით. მეოთხედფინალში პენალტების სერიაში მეკარე შუმახერმა ორი პენალტი მოიგერია და გერმანიამ დაამარცხა მექსიკა, ხოლო ნახევარფინალში ანდრეას ბრემესა და რუდი ფიოლერის გოლებით 2-0 დაამარცხა საფრანგეთის ნაკრები. ფინალში გერმანია 2-3 დამარცხდა დიეგო მარადონას არგენტინასთან, რომელიც მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

მომდევნო, 1990 წლის ჩემპიონატზე გერმანია კვლავ ფინალში გავიდა. ნახევარფინალში გერმანია ინგლისის ნაკრებსი დაუპირისპირდა. პიტერ შილტონის მიერ გაშვებული კურიოზული გოლის წყალობით გერმანელებმა ანგარიში გახსნეს, თამაშის მსვლელობისას ინგლისს არ დაუდეს 11 მეტრიანი როდესაც მცველებმა გარი ლინეკერი საჯარიმოში თამაშის წესების დარღვევით შეაჩერეს. ამის შემდეგ მოედნიდან გააგდეს ახალგაზრდა პოლ გასქოინი. მე-80 წუთზე ლინეკერმა ანგარიში გაათანაბრა. თერთმეტმეტრიანების სერიაში სტიუარტ პირსმა და კრის უოდლიმ გააფუჭეს პენალტები და გერმანია ფინალში გავიდა. ფინალში გერმანია კვლავ არგენტინას შეხვდა, მაგრამ ამჯერად ანდრეას ბრემეს გოლით დაამარცხა ის 1-0 და მესამე ტიტული მოიპოვა.

მსოფლიოს ჩემპიონმა გერმანიის ნაკრებმა კარგას იასპარეზა შემდგომ ტურნირზე, ევრო 1992-ზე, სადაც ფინალში გავიდა, მაგრამ დამარცხდა ჩემპიონატზე შემთხვევით მოხვედრილ დანიის ნაკრებთან.

1990-იანები

ევრო 1996-ზე გერმანიამ მესამედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული. ჩემპიონობისკენ მიმავალ გზაზე გერმანიამ ნახევარფინალში, პენალტების სერიით დაამარცხა ტურნირის მასპინძელი ინგლისის ნაკრები. ფინალში გერმანია ჩეხეთის ნაკრებს შეხვდა, რომელიც ჯერ კიდევ ჯგუფური ეტაპის სტადიაზე დაამარცხა 2-0. შტეფან კუნცს პირველ ტაიმში ორი საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. მეორე ტაიმში საჯარიმოში კარელ პობორსკის წაქცევის გამო დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმის შემდეგ ჩეხები დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში საჯარიმოში კარელ პობორსკის წაქცევის გამო დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმის შემდეგ ჩეხები დაწინაურდნენ. ანგარიში შეცვლაზე შესულმა ოლივერ ბირჰოფმა კრისტიან ციგეს ჩაწოდების შემდეგ, თავური დარტყმით გაათანაბრა. დამატებით დროში კვლავ ბირჰოფმა გაიტანა და ოქროს გოლით გერმანიის ნაკრებს მესამე წოდება მოუტანა.

2000-იანი წლების პირველი ნახევარი

ევრო 2000-ზე გუნდს ერიხ რიბეკი გაუძღვა. გერმანია ძალიან ცუდად გამოვიდა ამ ჩემპიონატზე. მან ფრედ, 1-1 ითამაშა პირველი მატჩი რუმინეთთან და წააგო დანარჩენი ოყი. მათ 0-1 დათმეს ინგლისთან და 0-3 პორტუგალიასთან, რომელსაც უკვე განაღდებული ჰქონდა ჯგუფიდან გასვლა და სათადარიგო ფეხბურთელებით თამაშობდა. რიბეკმა ნაკრები დატოვა და მის ნაცვლად რუდი ფიოლერი დაინიშნა.

2002 წლის მუნდიალზე გუნდმა მოულოდნელად ფინალს მიაღწია. გერმანია მოხვდა ჯგუფში ირლანდიის ნაკრებთან და დაბალრეიტინგიან საუდის არაბეთის და კამერუნის ნაკრებებთან. გერმანია არ მოიაზრებოდა ტურნირის ფავორიტებს შორის ევრო 2000-ს ჩაგდების შემდეგ. ჩემპიონატის დაწყებამდე გერმანიას დააკლდა რამდენიმე ფეხბურთელი ტრავმის გამო. მათ შორის იყო გერმანული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი სებასტიან დაისლერი, რომელმაც ავსტრიასთან ამხანაგური მატჩის დროს მიიღო მუხლის ტრავმა. ამავე მიზეზით დააკლდნენ ნაკრებს მველები იენს ნოვოტნი, კრისტიან ვერნსი და ნახევარმცველი მეჰმეთ შოლი.

გერმანიამ მოიგო პირველივე მატჩი საუდის არაბეთის წინააღმდეგ 8-0. მიროსლავ კლოზემ შეასრულა ჰეთ-თრიკი. გერმენელთაგან ექვსმა სხვადასხვა ფეხბურთელმა გაიტანა გოლი. მეორე მატჩში ირლანდიის წინააღმდეგ გერმანია იგებდა 1-0-ს მთელი მატჩის განმავლობაში, მაგრამ ირლანდიელმა რობი კინმა გაათანაბრა მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე. გერმანიას სჭირდებოდა გამარჯვება მესამე მატჩში ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად. გერმანიამ მარტივად მოიგო 2-0 და კლოზემ გაიტანა მეხუთე გოლი ტურნირზე. გერმანიამ დაიკავა პირველი ადგილი 7 ქულით

მერვედფინალში გერმანია შეხვდა პარაგვაის ნაკრებს, რომელიც გავიდა მეორე ადგილზე B ჯგუფში. მატჩის ერთადერთი გოლი გაიატანა ოლივერ ნოივილმა 88-ე წუთზე. მეოთხედფინალში გერმანია შეხვდა აშშ-ის ნაკრებს. მატჩის ერთადერთო გოლი 38-ე წუთზე გაიტანა მიხაელ ბალაკმა ნახევარფინალში გერმანიას დაუპირისპირდა ტურნირის თანამასპინძელი სამხრეთ კორეის ნაკრები. მატჩის 71-ე წუთზე ბალაკმა მიიღო ტურნირზე მეორე ყვითელი ბარათი და შესაბამისად, დისკვალიფიკაცია შემდეგ მატჩში. ოთხი წუთის შემდეგ მანვე გაიატანა გამარჯვების გოლი და გერმანია გავიდა ფინალში.

პლეი-ოფის ეტაპზე გერმანიამ ყველა მატჩი მინიმალური სხვაობით, 1-0 მოიგო და ფინალში ბრაზილიას შეხვდა. ეს ორი გუნდი პირველად შეხვდა ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონატზე. ფინალში გერმანიას დისკვალიფიკაციის გამო ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მიხაელ ბალაკი. ფინალი ბრაზილიელთა გამარჯვებით 2-0 დასრულდა, ორივე გოლი ტურნირის ბომბარდირმა რონალდომ გაიტანა. გერმანელთა მეკარე და კაპიტანი ოლივერ კანი ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ და ფეხბურთელად დასახელდა.

2006-დან დღემდე

ევრო 2008-ზე გერმანიამ ფინალამდე მიაღწია. ფინალში ის დაუპირისპირდა ესპანეთის ნაკრებს, რომელსაც 1964 წლის შემდეგ არ გაემარჯვა. ფინალში ესპანეთის უპირატესობა აშკარა იყო. გერმანიამ ვერცერთი საგოლე მომენტი ვერ შექმნა. ფინალის საუკეთესო მოთამაშე ფერნანდო ტორესი იყო, რომელმაც მატჩის 33-ე წუთზე ფილიპ ლამი უკან მოიტოვა და დაუფიქრებლად გამოსულ იენს ლემანს ბურთი თავზე გადაუგდო. გერმანიამ გოლის შემდეგ აქტიური თამაშის გაჩაღება ვერ შეძლო. ისინი მე-2 ტაიმის დასაწყისში ისინი ტერიტორიულ უპირატესობას კი დაეუფლნენ, თუმცა კასილასის კარამდე მიახლოება ძველებურად უჭირდათ. ვერ ითამაშა ტრავმირებულმა კაპიტანმა მიხაელ ბალაკმა, ჰიცლშპერგერისა და ფრინგსის მონდომება კი იმისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ შედარებით აქტიური შვაინშტაიგერისთვის მხარი აებათ. ამის ფონზე ხავისა და ინიესტას კომბინაციურმა თამაშმა აჯობა გერმანელების ნახევარდაცვას.

2010 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე ნაკრებს გამოაკლდა კაპიტანი მიხაელ ბალაკი. კაპიტნად დაინიშნა „ბაიერნის“ კაპიტანი ფილიპ ლამი.

მუნდიალი 2014

გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 
მსოფლიო ჩემპიონები

2014 წლის მუნდიალის წინ გერმანიის ნაკრებს დააკლდა მარკო როისი, რომელმაც ტრავმა მიიღო სომხეთთან ამხანაგურ მატჩში. გერმანია მუნდიალზე მოხვდა G ჯგუფში და მეტოქედ შეხვდა პორტუგალია, რომელიც ევრო 2012-ის ჯგუფურ ეტაპზე იყო გერმანიის მექტოქე, განა რომელიც წინა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე იყო გერმანიის მეტოქე და აშშ, რომელსაც გერმანიის ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი იურგენ კლინსმანი წვრთნიდა. გერმანიამ ასპარეზობა დაიწყო პორტუგალიის განადგურებით 4-0. თომას მიულერი ჰეტ-ტრიკის ავტორი გახდა. მეორე მატჩში განასთან უფრო მძიმე აღმოჩნდა და ფრედ, 2-2, დასრულდა. აშშ-სთან მიულერის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით კი გერმანიამ გაიმარჯვა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მერვედფინალში ალჟისის 2-1 დასამარცხებლად გერმანიას დამატებითი დრო დასჭირდა. მეოთხედფინალში გერმანელებმა საფრანგეთის ნაკრები 1-0 დაამარცხეს, ხოლო ნახევარფინალში მასპინძელი ბრაზილია გაანადგურეს რეკორდული ანგარიშით 7-1. ეს ანგარიში, ისევე როგორც პირველი ტაიმის მიწურულს დაფიქსიებული 5-0, იყო მსოფლიო ჩემპიონატების ნახევარფინალებში დაფიქსირებული ყველაზე დიდი ანგარიში. ამავე მატჩში გერმანიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა მიროსლავ კლოზემ გაიტანა საკუთარი მე-16 გოლი მსოფლიო ჩემპიონატებზე, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 2014 წლის 13 ივლისს რიო დე ჟანეიროს მარაკანას სტადიონზე გერმანია შეხვდა არგენტინას, რომლის კაპიტანი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი იყო. ეს გერმანიასა და არგენტინას შორის გამართული მესამე ფინალური მატჩი იყო 1986 და 1990 წლების ფინალების შემდეგ. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი დამატებით დროის მეორე ტაიმში, 113-ე წუთზე ანდრე შურლეს ფლანგური გარღვევისა და პასის შედეგად შეცვლაზე შესულმა მარიო გეცემ გაიტანა. გერმანია გახდა ერთადერთი ევროპული ნაკრები, რომელმაც სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე გამართულ ჩემპიონატში გაიმარჯვა. გერმანიამ ჩემპიონის ტიტული მეოთხედ, გაერთიანების შემდეგ კი პირველად მოიპოვა.

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებიდან ერთ კვირაში ნაკრებიდან წავიდა ფილიპ ლამი, რომელიც 10 წელის ასპარეზობდა ნაკრებში და ოთხი წელი იყო გუნდის კაპიტანი. შემდეგ კაპიტნად ბასტიან შვაინშტაიგერი დაინიშნა.

ამჟამინდელი შემადგენლობა

0#0 პოზიცია მოთამაშე დაბადების თარიღი (ასაკი) მატჩი გოლი კლუბი
1 მანუელ ნოიერი გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  27 მარტი, 1986 (1986-03-27) (38 წლის) 99 0 გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  ბაიერნი
12 ბერნდ ლენო 4 მარტი, 1992 (1992-03-04) (32 წლის) 8 0 გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  არსენალი
22 კევინ ტრაპი 8 ივლისი, 1990 (1990-07-08) (33 წლის) 5 0 გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  აინტრახტი
5 მატს ჰუმელსი 16 დეკემბერი, 1988 (1988-12-16) (35 წლის) 71 5 გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  დორტმუნდი
2 ანტონიო რიუდიგერი 3 მარტი, 1993 (1993-03-03) (31 წლის) 40 1 გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  ჩელსი
4 მათიას გინტერი 19 იანვარი, 1994 (1994-01-19) (30 წლის) 39 2 გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  მენხენგლადბახი
15 ნიკლას ზიულე 3 სექტემბერი, 1995 (1995-09-03) (28 წლის) 30 1 გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  ბაიერნი
16 ლუკას კლოსტერმანი 3 ივნისი, 1996 (1996-06-03) (27 წლის) 13 0 გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  ლაიფციგი
3 მარსელ ჰალსტენბერგი 27 სექტემბერი, 1991 (1991-09-27) (32 წლის) 8 1 გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  ლაიფციგი
24 რობინ კოხი 17 ივლისი, 1996 (1996-07-17) (27 წლის) 8 0 გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  ლიდსი
20 რობინ გოსენსი 5 ივლისი, 1994 (1994-07-05) (29 წლის) 6 0 გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  ატალანტა
26 კრისტიან გიუნტერი 28 თებერვალი, 1993 (1993-02-28) (31 წლის) 2 0 გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  ფრაიბურგი
8 ტონი კროოსი 4 იანვარი, 1990 (1990-01-04) (34 წლის) 101 17 გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  რეალ მადრიდი
6 იოზუა კიმიხი 8 თებერვალი, 1995 (1995-02-08) (29 წლის) 54 3 გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  ბაიერნი
21 ილქაი გიუნდოგანი 24 ოქტომბერი, 1990 (1990-10-24) (33 წლის) 45 10 გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  მანჩესტერ სიტი
23 ემრე ჯანი 12 იანვარი, 1994 (1994-01-12) (30 წლის) 33 1 გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  დორტმუნდი
18 ლეონ გორეცკა 6 თებერვალი, 1995 (1995-02-06) (29 წლის) 32 13 გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  ბაიერნი
19 ლეროი ზანე 11 იანვარი, 1996 (1996-01-11) (28 წლის) 29 6 გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  ბაიერნი
7 კაი ჰავერცი 11 ივნისი, 1999 (1999-06-11) (24 წლის) 13 3 გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  ჩელსი
17 ფლორიან ნოიჰაუსი 16 მარტი, 1997 (1997-03-16) (27 წლის) 6 2 გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  მენხენგლადბახი
13 იონას ჰოფმანი 14 ივლისი, 1992 (1992-07-14) (31 წლის) 3 0 გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  მენხენგლადბახი
14 ჯამალ მუსიალა 26 თებერვალი, 2003 (2003-02-26) (21 წლის) 2 0 გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  ბაიერნი
25 თომას მიულერი 13 სექტემბერი, 1989 (1989-09-13) (34 წლის) 101 38 გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  ბაიერნი
11 ტიმო ვერნერი 6 მარტი, 1996 (1996-03-06) (28 წლის) 38 15 გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  ჩელსი
10 სერჟ გნაბრი 14 ივლისი, 1995 (1995-07-14) (28 წლის) 21 15 გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  ბაიერნი
9 კევინ ფოლანდი 30 ივლისი, 1992 (1992-07-30) (31 წლის) 11 1 გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  მონაკო

შედეგები

მსოფლიო ჩემპიონატზე

მსოფლიო ჩემპიონატი საკვალიფიკაციო ეტაპი
წელი რაუნდი პოზიცია * გტ გშ გტ გშ
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  1930 ვერ გავიდა ვერ გავიდა
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  1934 მესამე ადგილი მე-3 4 3 0 1 11 8 1 1 0 0 9 1
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  1938 პირველი რაუნდი მე-10 2 0 1 1 3 5 3 3 0 0 11 1
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  1950 აკრძალული აკრძალული
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  1954 ჩემპიონი 1-ლი 6 5 0 1 25 14 4 3 1 0 12 3
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  1958 მეოთხე ადგილი მე-4 6 2 2 2 12 14 კვალიფიცირდა, როგორ მოქმედი ჩემპიონი
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  1962 მეოთხედფინალი მე-7 4 2 1 1 4 2 4 4 0 0 11 5
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  1966 მეორე ადგილი მე-2 6 4 1 1 15 6 4 3 1 0 14 2
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  1970 მესამე ადგილი მე-3 6 5 0 1 17 10 6 5 1 0 20 3
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  1974 ჩემპიონი 1-ლი 7 6 0 1 13 4 კვალიფიცირდა, როგორ მასპინძელი
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  1978 ფინალური ჯგუფები მე-6 6 1 4 1 10 5 კვალიფიცირდა, როგორ მოქმედი ჩემპიონი
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  1982 მეორე ადგილი მე-2 7 3 2 2 12 10 8 8 0 0 33 3
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  1986 მეორე ადგილი მე-2 7 3 2 2 8 7 8 5 2 1 22 9
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  1990 ჩემპიონი 1-ლი 7 5 2 0 15 5 6 3 3 0 13 3
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  1994 მეოთხედფინალი მე-5 5 3 1 1 9 7 კვალიფიცირდა, როგორ მოქმედი ჩემპიონი
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  1998 მე-7 5 3 1 1 8 6 10 6 4 0 23 9
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  2002 მეორე ადგილი მე-2 7 5 1 1 14 3 10 6 3 1 19 12
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  2006 მესამე ადგილი მე-3 7 5 1 1 14 6 კვალიფიცირდა, როგორ მასპინძელი
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  2010 მესამე ადგილი მე-3 7 5 0 2 16 5 10 8 2 0 26 5
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  2014 ჩემპიონი 1-ლი 7 6 1 0 18 4 10 9 1 0 36 10
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  2018 უცნობია უცნობია
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  2022 უცნობია უცნობია
სულ 4 ტიტული 18/20 106 66 20 20 224 121 84 64 18 2 249 66
    *მოიცავს პლეი-ოფების ფრედ დასრულებულ მატჩებს, რომლებიც დასრულდა პენალტების სერიით
    **ოქროსფერი ფონი აღნიშნავს ჩემპონობას
    ***წითელი ჩარჩო აღნიშნავს ტურნირის მასპინძლობას

ევროპის ჩემპიონატზე

ევროპის ჩემპიონატი საკვალიფიკაციო ეტაპი
წელი რაუნდი პოზიცია * გტ გშ გტ გშ
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  1960 არ მონაწილეობდა არ მონაწილეობდა
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  1964
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  1968 ვერ გაიარა კვალიფიკაცია 4 2 1 1 9 2
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  1972 ჩემპიონი 1-ლი 2 2 0 0 5 1 8 5 3 0 13 3
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  1976 მეორე ადგილი მე-2 2 1 1 0 6 4 8 4 4 0 17 5
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  1980 ჩემპიონი 1-ლი 4 3 1 0 6 3 6 4 2 0 17 1
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  1984 ჯგუფური ეტაპი მე-5 3 1 1 1 2 2 8 5 1 2 15 5
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  1988 ნახევარფინალი მე-3 4 2 1 1 6 3 კვალიფიცირდა, როგორც მასპინძელი
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  1992 მეორე ადგილი მე-2 5 2 1 2 7 8 6 5 0 1 13 4
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  1996 ჩემპიონი 1-ლი 6 4 2 0 10 3 10 8 1 1 27 10
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  2000 ჯგუფური ეტაპი მე-14 3 0 1 2 1 5 8 6 1 1 20 4
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  2004 ჯგუფური ეტაპი მე-12 3 0 2 1 2 3 8 5 3 0 13 4
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  2008 მეორე ადგილი მე-2 6 4 0 2 10 7 12 8 3 1 35 7
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  2012 ნახევარფინალი მე-3 5 4 0 1 10 6 10 10 0 0 34 7
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  2016 ნახევარფინალი მე-4 6 3 2* 1 7 3 10 7 1 2 24 9
გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები  2020 უცნობია
სულ 3 ტიტული 14/17 49 26 12* 11 72 48 98 69 20 9 237 61
    *მოიცავს პლეი-ოფების ფრედ დასრულებულ მატჩებს, რომლებიც დასრულდა პენალტების სერიით
    **ოქროსფერი ფონი აღნიშნავს ჩემპონობას
    ***წითელი ჩარჩო აღნიშნავს ტურნირის მასპინძლობას

რეკორდები

გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 
ლოთარ მათეუსს გერმანიის ნაკრების მაისურით ყველაზე მეტი, 150 მატჩი აქვს ჩატარებული

ბომბარდირები

# ფეხბურთელი პერიოდი გოლი თამაში საშუალო მაჩვენებელი
1 მიროსლავ კლოზე 2001–2014 71 137 0,51
2 გერდ მიულერი 1966–1974 68 62 1,13
3 ლუკას პოდოლსკი 2004–2017 49 130 0,37
4 რუდი ფიოლერი 1982–1994 47 90 0,52
იურგენ კლინსმანი 1987–1998 47 108 0,45
6 კარლ ჰაინც რუმენიგე 1976–1986 45 95 0,48
7 უვე ზეელერი 1954–1970 43 72 0,60
8 მიხაელ ბალაკი 1999–2010 42 98 0,43
9 თომას მიულერი 2010– 38 101 0,38
10 ოლივერ ბირჰოფი 1996–2002 37 70 0,53

ფეხბურთელების მიერ ჩატარებული თამაშების რაოდენობა

# ფეხბურთელი პერიოდი თამაში გოლი
1 ლოთარ მათეუსი 1980–2000 150 23
2 მიროსლავ კლოზე 2001–2014 137 71
3 ლუკას პოდოლსკი 2004–2017 130 49
4 ბასტიან შვაინშტაიგერი 2004–2016 121 24
5 ფილიპ ლამი 2004–2014 113 5
6 იურგენ კლინსმანი 1987–1998 108 47
7 იურგენ კოლერი 1986–1998 105 2
8 პერ მერტეზაკერი 2004–2014 104 4
9 ფრანც ბეკენბაუერი 1965–1977 103 14
10 თომას ჰესლერი 1988–2000 101 11

მწვრთნელები

სახელი პერიოდი თამაში გამ. ფრე დამ. ტიტულები
გსკ-ის კომიტეტი 1908-1927 63 18 13 32
ოტო ნერცი 1928-1936 70 42 10 18 მესამე ადგილი 1934 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ზეპ ჰერბერგი 1936-1964 162 92 26 44 1954 წლის მსოფლიო ჩემპიონი
ჰელმუტ შონი 1964-1978 139 87 30 22 მეორე ადგილი 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე,

მესამე ადგილი 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე,

1972 წლის ევროპის ჩემპიონი,

1974 წლის მსოფლიო ჩემპიონი,

მეორე ადგილი 1976 წლის ევროპის ჩემპიონატზე

იუპ დერვალი 1978-1984 67 45 11 11 1980 წლის ევროპის ჩემპიონი,

მეორე ადგილი 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

ფრანც ბეკენბაუერი 1984-1990 66 36 17 13 მეორე ადგილი 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე,

1990 წლის მსოფლიო ჩემპიონი

ბერტი ფოგსტი 1990-1998 102 67 23 12 მეორე ადგილი 1992 წლის ევროპის ჩემპიონატზე,

1996 წლის ევროპის ჩემპიონი

ერიხ რიბეკი 1998-2000 24 10 6 8
რუდი ფიოლერი 2000-2004 53 29 11 13 მეორე ადგილი 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
იურგენ კლინსმანი 2004-2006 34 20 8 6 მესამე ადგილი 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
იოახიმ ლევი 2006- 112 77 20 15 მეორე ადგილი 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე

მესამე ადგილი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონი

სულ 892 519 181 192

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ისტორიაგერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამჟამინდელი შემადგენლობაგერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები შედეგებიგერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები რეკორდებიგერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მწვრთნელებიგერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები რესურსები ინტერნეტშიგერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სქოლიოგერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიგერმანიის საფეხბურთო კავშირიგერმანული ენაუეფაფიფა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

9 აპრილის ტრაგედიაბაყაყიკვადრატიიაკობ გოგებაშვილიეკოლოგიასაუდის არაბეთიბახტრიონი (პოემა)ჩარლი ჩაპლინიშუშანიკის წამებაპაბლო პიკასოკონსტიტუციაფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიაბიშკეკირეზოლუციადავით კაკაბაძექართველ მოღვაწეთა პანთეონები მოსკოვშიევროპასეკულარიზმიქუთაისირუსეთ-საქართველოს ომი (2008)კლიმატითავისუფლების ქანდაკებასუნთქვაალექსანდრე I დიდითანდებულიდიდი პანდაქართული საბჭოთა ენციკლოპედიაპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიილონ მასკისტიგმაჩონგურიპოტსდამის კონფერენციააია-სოფიას ტაძარიამფიბიებიკურდღელიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიაშარკა ბლუსაქართველოს პრეზიდენტიიალბუზიილია ჭავჭავაძეალჟირიეგზისტენციალიზმიარჩვიბაგრატ III (საქართველოს მეფე)დისიდენტისვანური ენამუსიკაწიგნი სიბრძნე სიცრუისასაქართველოს დამოუკიდებლობის აქტირუსეთის იმპერიაასომთავრულიმიგრაციასაქართველოს სამეფონათურასაჰარაქართლის სამეფოკონცეფციათეთრი დათვითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიანტიკური ხანალარიკაპიტალიზმიგურამ დოჩანაშვილირუსუდანიბარსელონანიკა არაბიძებრუნებაგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებამარჯნის რიფიმართკუთხედისაქართველოს ქალაქებინაციონალიზმივიტამინებიჯაბა იოსელიანისაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024საქართველოს სამხედრო წოდებებიუნგრეთიმიხეილ ლომონოსოვი🡆 More