თომას მიულერი

თომას მიულერი (გერმ.

13 სექტემბერი, 1989, ვაილჰაიმი, ბავარია) — გერმანელი ფეხბურთელი, გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი.

თომას მიულერი
თომას მიულერი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
13 სექტემბერი, 1989 (1989-09-13) (34 წლის)
დაბადების
ადგილი
ვაილჰაიმი, გერმანია
სიმაღლე 185 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი,
ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ბაიერნი
ნომერი 25
ახალგაზრდული კარიერა
1993–2000 TSV Pähl
2000–2008 ბაიერნი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2008–2009 ბაიერნი II 35 (16)
2008– ბაიერნი 389 (131)
ეროვნული ნაკრები
2010– გერმანია 110 (42)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 29 აპრილი, 2021
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 19 ნოემბერი, 2021

საკლუბო კარიერა

ადრეული კარიერა

მიულერმა ახალგაზრდულ დონეზე თამაში 10 წლის ასაკში, TSV Pähl-ში დაიწყო. 2000 წელს იგი მშობლიური ადგილიდან 50 კმ-ით დაშორებულ მიუნხენში, ბუნდესლიგის მკვიდრ „ბაიერნში“ გადაბარგდა. „ბაიერნის“ აკადემიაში მან დიდი პროგრესი განიცადა და 19-წლამდელთა ბუნდესლიგაში 2007 წელს გუნდთან ერთად მეორე ადგილი დაიკავა.

მიუნხენის „ბაიერნი“

მისი დებიუტი „ბაიერნის“ სარეზერვო გუნდში 2008 წლის მარტში, რეგიონალიგაში, „უნტერხახინგთან“ შეხვედრაში შედგა, სადაც მან მოედანზე სტეფან ფიურნსტერი შეცვალა, სადაც გოლის გატანაც მოახერხა. 2007–08 წლების სეზონში რეგიონალიგაში მიულერმა კიდევ 2 შეხვედრა ჩაატარა, რა დროსაც პარალელურად თამაშობდა „ბაიერნის“ 19 წლამდელთა გუნდში. შემდეგ სეზონში მიულერი ახლადშექმნილ მესამე ლიგაში გადასული „ბაიერნის“ სარეზერვო გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა, ჩაატარა 32 შეხვედრა, სადაც 15 გოლის გატანა მოახერხა.

2008–09 წლების სეზონი

მიულერი ძირითად გუნდში იურგენ კლინსმანის მწვრთნელობის დროს დაწინაურდა. თავდაპირველად ითამაშა სეზონის წინ გამართულ ამხანაგურ შეხვედრებში, რის შემდეგაც 2008 წლის 15 აგვისტოს ბუნდესლიგაში „ჰამბურგთან“ შეხვედრაში მისი დებიუტი შედგა. მან შეხვედრის ბოლო 10 წუთში მოედანზე მიროსლავ კლოზე შეცვალა. მიულერმა ამ სეზონში ბუნდესლიგაში კიდევ 3 შეხვედრა ჩაატარა, რის შემდეგაც 2009 წლის 10 მარტს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში „სპორტინგთან“ მატჩის 72-ე წუთზე ბასტიან შვაინშტაიგერი შეცვალა. მატჩი მიუნხენელთა გამარჯვებით, 7–1 დასრულდა. მიულერმა გოლის შეგდება მოახერხა, „ბაიერნმა“ კი ორი მატჩის ჯამში 12–1 გაიმარჯვა.

2009 წლის თებერვალში მიულერმა თანაგუნდელ ჰოლგერ ბაცდუბერთან ერთად ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა ძირითად გუნდთან (რომელიც 2009–10 წლების სეზონიდან ამოქმედდა).

2009–10 წლების სეზონი

სეზონის დასაწყისში მიულერი მზად იყო როგორც გაიჯარებისთვის, ისე გუნდიდან წასვლისთვის რათა ძირითადი შემადგენლობის მოთამაშე ყოფილიყო. „ბაიერნში“ ლუის ვან გაალის დანიშვნის შემდეგ მიულერი პირველი გუნდის შემადგენლობაში დამკვიდრებას იწყებს. თავდაპირველ შეხვედრებში ის რეგულარულად გამოდიოდა ცვლილებაზე. 2009 წლის 12 სექტემბერს მოედანზე შემოსვლის შემდეგ პრინციპულ მეტოქეს, დორტმუნდის „ბორუსიას“ დუბლი გაუტანა, და გუნდს 5–1 გამარჯვებაში დაეხმარა. სამი დღის შემდეგ მან კიდევ ერთხელ მოახერხა დუბლის გატანა, ამჯერად მან უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე ჰაიფას „მაკაბის“ კარი აიღო, და გუნდს 3–0 გამარჯვებაში დაეხმარა. სექტემბერში წარმატებული გამოსვლის შემდეგ ბუნდესლიგის თვის საუკეთსო მოთამაშედ დასახელდა. დაიმსახურა თანამემამულის, გერმანიის ნაკრებისა და „ბაიერნის“ ლეგენდარული თავდამსხმელის, გერდ მიულერის ქება. „ჰაიფასთან“ დუბლის შემდეგ, თითქმის ყველა შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში ხვდებოდა, გამოტოვა მხოლოდ ერთი შეხვედრა, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგაზე, „ბორდოს“ წინააღმდეგ, ამის მიზეზი კი დისკვალიფიკაცია იყო. „ბორდოსთან“ ჩატარებულ წინა შეხვედრაში მიულერი შეხვედრიდან გააძევეს.

2010 წლის თებერვალში მიულერმა „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2013 წლამდე გაახანგრძლივა. სეზონის მეორე ნახევარში, მიულერმა განაგრძო გუნდის ძირითად მოთამაშედ ჩამოყალიბება. მიულერი თამაშობდა ცენტრფორვარდად, ფლანგებიდან კი ფრანკ რიბერი და არიენ რობენი უმაგრებდნენ ზურგს. 2010 წლის აპრილში გაუტანა „შალკეს“, შეხვედრა ანგარიშით 2–1 დასრულდა. ბუნდესლიგის ბოლო ტურში მიულერმა კარიერაში პირველი ჰეთ-თრიკი გაიტანა, „ბოხუმთან“ 3–1 მოგებულ შეხვედრაში რითაც „ბაიერნმა“ ჩემპიონობის მოპოვების შანსები გაიმყარა. „ბაიერნმა“ ჩემპიონობა ოფიციალურად გაინაღდა, ერთი კვირის შემდეგ, „ჰერტასთან“ გამართულ შეხვედრაში, რომელიც მიუნხენელთა გამარჯვებით 3–1 დასრულდა, სადაც მიულერმა თამაში სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარა.

ამ სეზონში მან ბუნდესლიგის 34-ვე მატჩი ჩაატტარა, საიდანაც 29 ძირითად შემადგენლბაში დაიწყო, მოახერხა 13 გოლის გატანა და 11 საგოლე გადაცემის გაკეთება. შემდეგ კვირას გუნდმა გერმანიის საფეხბურთო თასის ფინალში ითამაშა. ბრემენის „ვერდერთან“ შეხვედრაში, რომელიც მიუნხენელთა გამარჯვებით 4–0 დასრულდა, მიულერმა დუბლის გატანა მოახერხა. ჯამში მიულერმა ტურნირზე 4 გოლის გატანა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა, რითაც ტურნირის ბომბარდირი გახდა. „ბაიერნმა“ სეზონი ტრებლით დაასრულა, მაგრამ მარცხი იწვნია „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გამართულ უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში. მილანის „ინტერმა“ ბაიერნი დიეგო მილიტოს დუბლით დაამარცხა. მიულერი მიუნხენელთა სასტარტო შემადგენლობაში იყო და გატანის რეალური შანსიც ჰქონდა, მაგრამ მისი დარტყმა ჟულიო სეზარმა მოიგერია. მიულერი მარცხის გამო იმედგაცრუებული დარჩა, მაგრამ მისი პირველი სეზონი როგორც ძირითადი გუნდის წევრის, წარმატებული გამოდგა. მიულერმა ყველა ტურნირზე 52 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა.

გამოკითხვის შედეგად სპორტულმა ჟურნალმა „kicker“-მა, 2009–10 წლების სეზონის საუკეთესო ახალბედა მოთამაშედ დაასახელა. დასახულდა ბუნდესლიგის სეზონის სიმბოლური გუნდის წევრად. მიულერი აფასებს ვან გაალს, რადგან მან უდიდესი როლი ითამაშა მის წარმატებაში, ეს იყო მწვრთნელი რომელიც მუდმივად უწყობდა ხელს ახალგაზრდების დაწინაურებას ძირითად გუნდში, მან ეს რეპუტაცია ჯერ კიდევ „აიაქსში“ მუშაობისას გაამყარა. აღსანიშნავი იყო ფრაზა "Müller spielt bei mir immer" ("ჩემთან ერთად, მიულერი ყოველთვის ითამაშებს"). საპასუხოდ კი მიულერი აღწერდა ვან გაალს როგორც „გენიოს ტექნიკოსს“ და მწვრთნელს რომელიც „მოთამაშეებს ყოველ ჯერზე აუმჯობესებს“.

2010–11 წლების სეზონი

თომას მიულერი 
მიულერი მიუნხენის „ბაიერნის“ რიგებში, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი, 2011 წლის მაისი

მიულერი მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შემდგომი დასვენებიდან დაბრუნდა, რათა „ბაიერნთან“ კონტრაქტი 2015 წლამდე გაეხანგრძლივებინა. „ბაიერნის“ სხვა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე წევრებთან ერთად წინასასეზონო პერიოდის გამოტოვება მოუწია. 7 აგვისტოს დაბრუნების შემდგომ პირველი შეხვედრა ჩაატარა, სადაც გერმანიის საფეხბურთო სუპერთასზე „ბაიერნი“ „შალკეს“ დაუპირსპირდა. მიულერმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, გახსნა ანგარიში და გუნდს 2–0 გამარჯვებაში დაეხმარა. ორი კვირის შემდეგ მან გაიტანა „ვოლფსბურგის“ წინააღმდეგ გამართულ საშინაო შეხვედრაში, რომელიც მიუნხენელთა გამარჯვებით, 2–1 დასრულდა.

მიულერმა სეზონის პირველ ნახევარში ყველა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, მაგრამ ვერ მოახერხა წინა სეზონების მსგავსი შედეგების დადება, რის გამოც სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა, და აგვისტოში ლუი ვან გაალისგან ამასთან დაკავშირებით მითითებასაც იღებს, მას შემდეგ რაც „კაიზერსლაუტერთან“ გოლის გატანის მარტივი შანსი გაანიავა. ის ფილოსოფიურ ჭრილში ხედავდა ფორმიდან ამოვარდნის საკითხს, თუმცა რვა უგოლო თამაშის შემდეგ ლიგაზე, 27 ნოემბერს მიულერმა მოახერხა ფრანკფურტის „აინტრახტის“ კარის აღება; მიულერმა მოახერხა ზედზიედ გაეტანა „შტუტგარტის“ წინააღმდეგ გამართულ შეხვედრებში, როგორც ჩემპიონატში, ისე თასზე. These goals took his tally to eight goals in all competitions 15 სექტემბერს უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში გაუტანა „რომას“ და გუნდს 2–0 გამარჯვებაში დაეხმარა.

მიულერმა სეზონის მეორე ნახევარი კარგ ფორმაში დაიწყო, მაგრამ მას მცირე დაპირსპირება მოუვიდა არიენ რობენთან. არიენ რობენი გაბრაზდა მისი რეაქციის გამო, რაც ნიდერლანდელმა საჯარიმო დარტყმა ცუდად შეასრულა, ბრემენის „ვერდერთან“ შეხვედრაში რომელიც მიუნხენელთა უპირატესობით და 3–1 გამარჯვებით დასრულდა. მიულერმა ამ სეზონშიც ყველა მატჩში ითამაშა და თავი 19 გოლს (12 ლიგაზე) მოუყარა, მაგრამ „ბაიერნისთვის“ ეს სეზონი ნაკლებ წარმატებული იყო. გუნდმა ბუნდესლიგაში გამოსვლა მესამე ადგილზე დაასრულა, გერმანიის თასის ნახევარფინალში კი „შალკესთან“ დამარცხდა. უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში „ბაიერნი“ მილანის „ინტერთან“ დამარცხდა. მიუნხენელებმა „სან სიროზე“ 1–0 იმარჯვეს, მეორე დაპირსპირებაში კი მიულერმა გაიტანა, და ორი მატჩის ჯამში ტაბლოზე ანგარიში 3–1 on დაფიქსრიდა, მაგრამ 88-ე წუთზე „ინტერმა“ მატჩის ბედის შეცვლა მოახერხა, და ორი მატჩის ჯამში ანგარიში გაათანაბრა 3–3. სტუმრად გატანილი გოლის წესის წყალობით შემდეგ ეტაპზე სწორედ მილანის „ინტერი“ გავიდა. მიულერის მენტორი ვან გაალი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაეხვა, მას დაუწუნეს როგორც ტაქტიკური სქემები, ისე სატრანსფერო და სასელექციო პოლიტიკა. მალევე ვან გაალი მწვრთნელის პოსტზე იუპ ჰაინკესმა ჩაანაცვლა.

2011–12 წლების სეზონი

გერმანიის საფეხბურთო თასის პირველ შეხვედრაში მიულერმა „მატჩის საუკეთსო მოთამაშის“ ჯილდო მოიპოვა. მან ორი თერთმეტმეტრიანი მოიპოვა რომლები ზუსტად მარიო გომესმა და ბასტიან შვაინშტაიგერმა შეაგდეს. მატჩის მიწურულს თომასმა თავადაც გაიტანა და გუნდს „აინტრახტ ბრაუნშვეიგთან“ 3–0 დამაჯერებელი გამარჯვება მოაპოვებინა. ამის შემდეგ მიულერს ხუთი მატჩის ჩატარება დასჭირდა ბუნდესლიგაში პირველი გოლის შესაგდებად. მან „შალკე 04“-თან 2–0 მოგებულ შეხვედრაში გაიტანა. ამის შემდეგ მიულერმა გუნდის შემდეგ საშინაო თამაშშიც გაიტანა, სადაც მიუნხენელებმა 3–0 იმარჯვეს. 2011 წლის 26 ნოემბერს მიულერმა გახსნა ანგარიშით „ინგოლშტადთან“ 6–0 მოგებულ სათასო შეხვედრაში. მიულერი მოხვდა ფიფა-ს ოქროს ბურთის ნომინანტებს შორის. 10 და 15 იანვრს მიულერმა ორ ამხანაგურ თამაშში სამი გოლი გაიტანა, გაუტანა დუბლი ინდოეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს (რომელთანაც „ბაიერნმა“ 4–0 იმარჯვა), და ერთი გოლი შეუგდო „როტ-ვეიფ ენფურტს“, „ბაიერნმა“ ეს შეხვედრაც დამაჯერებლად 4–0 მოიგო თომასმა „შტუტგარტთან“ სათასო შეხვედრაში ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

On 11 February, Bayern played 1. FC Kaiserslautern and Müller ended a goal drought lasting since 24 September 2011 with a header in their 2–0 victory. On 31 March 2012, Müller played his 100th Bundesliga game against 1. FC Nürnberg. On 19 May 2012, Müller scored the opening goal in the 83rd minute of the Champions League final against Chelsea with a powerful header, before being substituted for defender Daniel Van Buyten moments later. Bayern, however, then conceded a late equaliser, and would go on to lose the final on penalties. Müller stated post match how dissatisfied he was about the amount of time he had spent on the bench recently, although also expressed his desire to stay at Bayern in spite of this. During the season, Müller had scored seven goals in 34 league matches, two goals in five German Cup matches, and two goals in 14 Champions League matches.

2012–13 წლების სეზონი

2013–14 წლების სეზონი

2014–15 წლების სეზონი

2015–16 წლების სეზონი

2016–17 წლების სეზონი

2017–18 წლების სეზონი

2018–19 წლების სეზონი

2019–20 წლების სეზონი

2020–21 წლების სეზონი

2021–22 წლების სეზონი

სანაკრებო კარიერა

სტატისტიკა

საკლუბო

    განახლდა: 14 აგვისტო 2022
მატჩები და გოლები კლუბის, სეზონის და ტურნირის მიხედვით
კლუბი სეზონი ლიგა თასი ევროპა სხვა ჯამი Ref.
დივიზონი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
ბაიერნი II 2007–08 რეგიონალიგა 3 1 3 1
2008–09 მესამე ლიგა 32 15 32 15
ჯამი 35 16 35 16
ბაიერნი 2008–09 ბუნდესლიგა 4 0 0 0 1 1 5 1
2009–10 ბუნდესლიგა 34 13 6 4 12 2 52 19
2010–11 ბუნდესლიგა 34 12 5 3 8 3 1 1 48 19
2011–12 ბუნდესლიგა 34 7 5 2 14 2 53 11
2012–13 ბუნდესლიგა 28 13 5 1 13 8 1 1 47 23
2013–14 ბუნდესლიგა 31 13 5 8 12 5 3 0 51 26
2014–15 ბუნდესლიგა 32 13 5 1 10 7 1 0 48 21
2015–16 ბუნდესლიგა 31 20 5 4 12 8 1 0 49 32
2016–17 ბუნდესლიგა 29 5 3 0 9 3 1 1 42 9
2017–18 ბუნდესლიგა 29 8 5 4 10 3 1 0 45 15
2018–19 ბუნდესლიგა 32 6 6 3 6 0 1 0 45 9
2019–20 ბუნდესლიგა 33 8 6 2 10 4 1 0 50 14
2020–21 ბუნდესლიგა 32 11 2 1 9 2 3 1 46 15
2021–22 ბუნდესლიგა 32 8 2 0 10 4 1 1 45 13
2022–23 ბუნდესლიგა 2 1 0 0 0 0 1 0 3 1
ჯამი 417 138 60 33 136 52 16 5 629 228
კარიერა 452 154 60 33 136 52 16 5 664 244

საერთაშორისო

    განახლდა: match played 14 June 2022
მატჩები და გოლები ეროვნული ნაკრებისა და წლის მიხედვით
ეროვნული ნაკრები წელი მატჩი გოლი
გერმანია
2010 12 5
2011 13 5
2012 13 0
2013 9 6
2014 15 10
2015 6 5
2016 15 5
2017 6 1
2018 11 1
2019 0 0
2020 0 0
2021 10 4
2022 6 2
Total 116 44
    As of match played 14 June 2022. Scores and results list Germany's goal tally first.
List of international goals scored by Thomas Müller
No. Date Venue Opponent Score Result Competition
1 13 June 2010 Moses Mabhida Stadium, Durban, South Africa თომას მიულერი  ავსტრალია 3–0 4–0 2010 FIFA World Cup
2 27 June 2010 Free State Stadium, Bloemfontein, South Africa თომას მიულერი  ინგლისი 3–1 4–1 2010 FIFA World Cup
3 4–1
4 3 July 2010 Cape Town Stadium, Cape Town, South Africa თომას მიულერი  არგენტინა 1–0 4–0 2010 FIFA World Cup
5 10 July 2010 Nelson Mandela Bay Stadium, Port Elizabeth, South Africa თომას მიულერი  ურუგვაი 1–0 3–2 2010 FIFA World Cup
6 26 March 2011 Fritz-Walter-Stadion, Kaiserslautern, Germany თომას მიულერი  ყაზახეთი 2–0 4–0 UEFA Euro 2012 qualification
7 3–0
8 7 October 2011 Türk Telekom Stadium, Istanbul, Turkey თომას მიულერი  თურქეთი 2–0 3–1 UEFA Euro 2012 qualification
9 11 November 2011 Olimpiyskiy National Sports Complex, Kyiv, Ukraine თომას მიულერი  უკრაინა 3–3 3–3 Friendly
10 15 November 2011 Volksparkstadion, Hamburg, Germany თომას მიულერი  ნიდერლანდები 1–0 3–0 Friendly
11 6 February 2013 Stade de France, Saint-Denis, France თომას მიულერი  საფრანგეთი 1–1 2–1 Friendly
12 22 March 2013 Astana Arena, Astana, Kazakhstan თომას მიულერი  ყაზახეთი 1–0 3–0 2014 FIFA World Cup qualification
13 3–0
14 14 August 2013 Fritz-Walter-Stadion, Kaiserslautern, Germany თომას მიულერი  პარაგვაი 2–2 3–3 Friendly
15 6 September 2013 Allianz Arena, Munich, Germany თომას მიულერი  ავსტრია 3–0 3–0 2014 FIFA World Cup qualification
16 10 September 2013 Tórsvøllur, Tórshavn, Faroe Islands თარგი:ქვეყნის მონაცემები FAR 3–0 3–0 2014 FIFA World Cup qualification
17 1 June 2014 Borussia-Park, Mönchengladbach, Germany თომას მიულერი  კამერუნი 1–1 2–2 Friendly
18 16 June 2014 Itaipava Arena Fonte Nova, Salvador, Brazil თომას მიულერი  პორტუგალია 1–0 4–0 2014 FIFA World Cup
19 3–0
20 4–0
21 26 June 2014 Itaipava Arena Pernambuco, Recife, Brazil თომას მიულერი  აშშ 1–0 1–0 2014 FIFA World Cup
22 8 July 2014 Mineirão, Belo Horizonte, Brazil თომას მიულერი  ბრაზილია 1–0 7–1 2014 FIFA World Cup
23 7 September 2014 Westfalenstadion, Dortmund, Germany თომას მიულერი  შოტლანდია 1–0 2–1 UEFA Euro 2016 qualification
24 2–1
25 14 November 2014 Stadion Nürnberg, Nuremberg, Germany თომას მიულერი  გიბრალტარი 1–0 4–0 UEFA Euro 2016 qualification
26 2–0
27 29 March 2015 Boris Paichadze Dinamo Arena, Tbilisi, Georgia თომას მიულერი  საქართველო 2–0 2–0 UEFA Euro 2016 qualification
28 4 სქქტემბერი 2015 Stadion am Bornheimer Hang, Frankfurt, Germany თომას მიულერი  პოლონეთი 1–0 3–1 ევრო 2016-ის შესარჩევი
29 7 სექტემბერი 2015 ჰამდენ პარკი, გლაზგო, შოტლანდია თომას მიულერი  შოტლანდია 1–0 3–2 ევრო 2016-ის შესარჩევი
30 2–1
31 11 ოქტომბერი 2015 Red Bull Arena, Leipzig, Germany თომას მიულერი  საქართველო 1–0 2–1 ევრო 2016-ის შესარჩევი
32 4 ივნისი 2016 Arena AufSchalke, Gelsenkirchen, Germany თომას მიულერი  უნგრეთი 2–0 2–0 Friendly
33 4 სექტემბერი 2016 Ullevaal Stadion, Oslo, Norway თომას მიულერი  ნორვეგია 1–0 3–0 2018 FIFA World Cup qualification
34 3–0
35 8 ოქტომბერი 2016 ვოლკსპარკსტადიონი, ჰამბურგი, გერმანია თომას მიულერი  ჩეხეთი 1–0 3–0 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი
36 3–0
37 26 მარტი 2017 თოფიქ ბაჰრამოვის სტადიონი, ბაქო, აზერბაიჯანი თომას მიულერი  აზერბაიჯანი 2–1 4–1 2018 FIFA World Cup qualification
38 23 March 2018 Merkur Spiel-Arena, Düsseldorf, Germany თომას მიულერი  ესპანეთი 1–1 1–1 Friendly
39 7 June 2021 Merkur Spiel-Arena, Düsseldorf, Germany თომას მიულერი  ლატვია 3–0 7–1 Friendly
40 8 October 2021 Volksparkstadion, Hamburg, Germany თომას მიულერი  რუმინეთი 2–1 2–1 2022 FIFA World Cup qualification
41 11 November 2021 Volkswagen Arena, Wolfsburg, Germany თომას მიულერი  ლიხტენშტაინი 6–0 9–0 2022 FIFA World Cup qualification
42 8–0
43 29 March 2022 Johan Cruijff Arena, Amsterdam, Netherlands თომას მიულერი  ნიდერლანდები 1–0 1–1 Friendly
44 14 June 2022 Borussia-Park, Mönchengladbach, Germany თომას მიულერი  იტალია 3–0 5–2 2022–23 UEFA Nations League A

მიღწევები

საკლუბო

    თომას მიულერი  ბაიერნი

სანაკრებო

    თომას მიულერი  გერმანია

ინდივიდუალური

  • 2010 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ოქროს ბუცის მფლობელი: 2010
  • მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: 2010
  • მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ყველა ვარსკვლავის გუნდი: 2010
  • მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ვერცხლის ბუცი: 2014
  • მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ვერცხლის ბურთი: 2014
  • მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ყველა ვარსკვლავის გუნდის წევრი: 2014
  • მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის „ოცნების გუნდის“ წევრი: 2014
  • მსოფლიო ფეხბურთის წლის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე: 2010
  • ბრავოს ჯილდო: 2010
  • VDV-ს სეზონის საუკეთესო ახალწვეული: 2010
  • გერმანიის საფეხბურთო თასის საუკეთესო ბომბარდირი: 2010, 2014
  • ბავარიული ღირსების ორდენი: 2019
  • უეფა-ს სუპერთასის მატჩის საუკეთესო მოთამაშე: 2020
  • უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის სეზონის გუნდის წევრი: 2019–20
  • ბუნდესლიგის სეზონის გუნდის წევრი: 2017–18, 2019–20, 2020–21
  • ბუნდესლიგის თვის საუკეთესო მოთამაშე: იანვარი 2022
  • VDV-ს ბუნდესლიგის სეზონის წევრი: 2009–10, 2015–16, 2017–18, 2020–21
  • kicker-ის ბუნდესლიგის სეზონის გუნდის წევრი: 2012–13, 2015–16, 2019–20, 2020–21
  • მიუნხენის „ბაიერნის“ სეზონის მოთამაშე: 2021–22

რესურსები ინტერნეტში

თომას მიულერი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო


Tags:

თომას მიულერი საკლუბო კარიერათომას მიულერი სანაკრებო კარიერათომას მიულერი სტატისტიკათომას მიულერი მიღწევებითომას მიულერი რესურსები ინტერნეტშითომას მიულერი სქოლიოთომას მიულერი13 სექტემბერი1989ბავარიაბაიერნი (საფეხბურთო კლუბი)გერმანელებიგერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიგერმანული ენანახევარმცველი (ფეხბურთი)ფეხბურთელი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ჰოლოკოსტიალცჰაიმერის დაავადებაგუმბათისიმკვრივეამორძალებისიტყვაჩინგიზ-ყაენივიქტორ დოლიძეფინეთიფოთიბელგიააფხაზეთის ტურიზმიბარდა სკლიაროსიფარნავაზ Iსაქართველო VI საუკუნეშიბესიკიისააკ ნიუტონისომხეთის ისტორიაფეხბურთიდედამიწის სტრუქტურაგიორგი I (საქართველოს მეფე)ჭადრაკიქართული დამწერლობარუსუდანითამარ მეფემუსიკასაქართველოს სატელეფონო კოდებიეკოლოგიაკახეთის აჯანყება (1659)სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეთბილისის მეტროპოლიტენიბიბლიაწმინდა გიორგისაქართველოს ფრინველთა სიახავსებიირაკლი ღარიბაშვილიღეროვანი უჯრედიქაშუეთის ეკლესია (ჭორჭოხი)ამაზონიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციარუსეთ-საქართველოს ომი (2008)9 აპრილის ტრაგედიამუშთაიდის ბაღიბასიანის ბრძოლანინო სალუქვაძექვეყნების სიაალექსანდრე მაკედონელიმთვარის დაბნელებაინტელექტის კოეფიციენტიგაერთიანებული სამეფოჯაყოს ხიზნებიადამიანის უფლებებიეგრისის დიდი ომინიკოლა ტესლატრანსპლანტოლოგიაკვიპაროზიიაკობ გოგებაშვილიმონღოლეთიძალადობავახტანგ I გორგასალიჰიპერბოლა (ენა)საქართველოს სახელმწიფო გერბისაქართველოს ეროვნული პარკების სიაკოლხეთის ეროვნული პარკისაქართველოს გეოგრაფიასაქართველო XIII საუკუნეშიტოტალიტარიზმითავისუფლების დიდი ქარტიაკაპიტალიზმისოფლის მეურნეობამოლური მასამოლინუატაო-კლარჯეთიდედამიწის ისტორიაბრაზილიადედაქალაქი🡆 More