გარი ლინეკერი

გარი უინსტონ ლინეკერი (ინგლ.

30 ნოემბერი, 1960, ლესტერი, ინგლისი) — ინგლისელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. სხვადასხვა დროს იცავდა „ლესტერ სიტის“, „ევერტონის“, „ბარსელონას“, „ტოტენჰემ ჰოტსპურის“, „ნაგოია გრამპუსისა“ და ინგლისის ეროვნული ნაკრების ღირსებას. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც სამი სხვადასხვა კლუბის — „ლესტერ სიტის“ (1985), „ევერტონისა“ (1986) და „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ (1990) რიგებში მოიპოვა ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული.

გარი ლინეკერი
გარი ლინეკერი
გარი ლინეკერი 2011 წელს
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გარი უინსტონ ლინეკერი
დაბადების
თარიღი
30 ნოემბერი, 1960 (1960-11-30) (63 წლის)
დაბადების
ადგილი
ლესტერი
ინგლისი
სიმაღლე 177 სმ.
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
ახალგაზრდული კარიერა
1976–1978 ლესტერ სიტი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1978–1985 ლესტერ სიტი 194 (95)
1985–1986 ევერტონი 41 (30)
1986–1989 ბარსელონა 103 (42)
1989–1992 ტოტენჰემი 105 (67)
1992–1994 ნაგოია გრამპუსი 18 (4)
სულ 461 (238)
ეროვნული ნაკრები
1984–1992 ინგლისი 80 (48)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

1986 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, 1990 წლის იტალიის მსოფლიო ჩემპიონატის, ასევე, 1988 წლის გერმანიისა და 1992 წლის შვედეთის ევროპის ჩემპიონატების მონაწილე ინგლისის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი და ყველა დროის მესამე საუკეთესო ბომბარდირი ინგლისის ნაკრების ისტორიაში უეინ რუნისა და ბობი ჩარლტონის შემდეგ.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ საქმიანობას აგრძელებს სპორტულ ჟურნალისტიკაში, როგორც სატელევიზიო სპორტული პროგრამების წამყვანი და საფეხბურთო მიმომხილველი. ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციის, BBC-ის სპორტული განყოფილების (ინგლ. BBC Sport) რედაქციის მიერ მომზადებული მთავარი საფეხბურთო გადაცემის, ფეხბურთის გულშემატკივრებსა და სპეციალისტებს შორის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული და რეიტინგული — „დღის მატჩის“ (ინგლ. Match of the Day) წამყვანი 1999 წლიდან.

2016 წლის 7 ნოემბერს ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოპულარული და მრავალტირაჟიანი ყოველკვირეული ბრიტანული გაზეთის The Daily Telegraph-ის სპორტული რედაქციის ფეხბურთის განყოფილების უფროსისა და მთავარი კორესპონდენტის, ჯეისონ ბარტის (ინგლ. Jason Burt) ავტორობით გამოქვეყნდა სია, სადაც წარმოდგენილი იყო დიდი ბრიტანეთის ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის 20 საუკეთესო ფეხბურთელი. ამ სიაში ლინეკერი მე-14 ადგილს იკავებს — ჯორჯ ბესტის, ბობი ჩარლტონის, ბობი მურის, ჯონ ჩარლზის, სტენლი მეთიუზის, კენი დალგლიშის, ტომ ფინის, რაიან გიგზის, დენის ლოუს, ჯიმი გრივზის, გარეთ ბეილის, გორდონ ბენქსისა და გრემ სუნესის შემდეგ.

მთელი თავისი თექვსმეტწლიანი (1978–1994) საფეხბურთო კარიერის განმავლობაში მას არც საკლუბო და არც სანაკრებო დონეზე არასოდეს მიუღია ყვითელი ბარათი.

ინგლისური ფეხბურთის წინაშე თვალსაჩინო დამსახურებისათვის, მის განვითარებასა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, ასევე, სპორტული მიღწევების აღიარების ნიშნად 2003 წელს შეიყვანეს ინგლისური ფეხბურთის მუზეუმის დიდების დარბაზში (ინგლ. National Football Museum Hall Of Fame).

ბიოგრაფია

დაიბადა 1960 წელს ლესტერში. მან კარიერა „ლესტერ სიტიში“ დაიწყო და 1985 წლამდე სწორედ ამ კლუბში თამაშობდა. შემდეგ 1985–86 წლების სეზონი „ევერტონში“ გაატარა, ხოლო 1986–89 წლებში „ბარსელონას“ რიგებში გამოდიოდა. 1989 წლიდან იგი ისევ ინგლისში დაბრუნდა და „ტოტენჰემ ჰოტსპურში“ განაგრძო თამაში და პროფესიონალური კარიერა სწორედ ამ კლუბში დაასრულა.

სანაკრებო კარიერა

1984–1992 წლებში იყო ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი, რომლის შემადგენლობაში 80 მატჩი ითამაშა და 48 ბურთი გაიტანა.

მსოფლიო ჩემპიონატებზე

ლინეკერმა მსოფლიო ჩემპიონატების 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლი გაიტანა.

ჩემპ. მასპინძელი პოზიცია შედეგი
1986 გარი ლინეკერი  მექსიკა გარი ლინეკერი  10 თავდამსხმელი 5 6 2 1 2 მეოთხედფინალი
1990 გარი ლინეკერი  იტალია გარი ლინეკერი  10 თავდამსხმელი 7 4 3 3 1 მეოთხე ადგილი

მიღწევები

საკლუბო

ინდივიდუალური

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

გარი ლინეკერი 
არის გვერდი თემაზე:
    Planet World Cup
    National Football Teams
    Soccerbase

სქოლიო

Tags:

გარი ლინეკერი ბიოგრაფიაგარი ლინეკერი მიღწევებიგარი ლინეკერი ლიტერატურაგარი ლინეკერი რესურსები ინტერნეტშიგარი ლინეკერი სქოლიოგარი ლინეკერი196030 ნოემბერიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)ევერტონი (საფეხბურთო კლუბი)თავდამსხმელი (ფეხბურთი)ინგლისელებიინგლისიინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებიინგლისის პრემიერლიგაინგლისური ენალესტერ სიტილესტერიტოტენჰემ ჰოტსპური (საფეხბურთო კლუბი)ფეხბურთელი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მარქსიზმითევდორე კველთელიბათუმის ბოტანიკური ბაღილარიაბას I (ირანი)ვოლფგანგ ამადეუს მოცარტიყარსის ხელშეკრულებადავით IIIილია IIორგაზმიტელეფონების ნომრები საქართველოშიტრაპიზონიფუტივიქტორ ორბანიირაკლი ღარიბაშვილილიბერალიზმივულკანიძაღლიმზის სისტემალაზებიმონღოლთა ბატონობა საქართველოშიივანე ჯავახიშვილიბუნებრივი გადარჩევამზეირანიჰომოფობიაბიძინა ივანიშვილივერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)კუნილინგუსისოლომონ IIეროზიაუინსტონ ჩერჩილიჟანა დ’არკიჩარგალიტუბერკულოზილიონელ მესიმიქელანჯელო ბუონაროტიინდოეთინიკა გვარამიათესევსის გემირელიგიაასკარიდისებრნიფსორიაზიოსმალეთის იმპერიაფარნავაზ Iმეტაბოლიზმივანუატუმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიაალიტერაციათელავიწმინდა სამების საკათედრო ტაძარიპოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა კავშირშიჩემი ცოლის დაქალებიპუნიკური ომებიფრინველებისაფრანგეთ-რუსეთის ომი (1812)იტალიადიმიტრი ყიფიანიჰიპერბოლა (ენა)მობილური ტელეფონიგაერთიანებული ერების ორგანიზაციაიმერეთიგიორგი მაზნიაშვილისაქართველოს დემოგრაფიადონ კიხოტიშეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებარუსთავიშოთა რუსთაველივნების კვირა29 აპრილიიმანუელ კანტისაქართველოს სამოქალაქო ომიგაზაფხულიტკიპებიგერმანიის გაერთიანება (1871)ცილები🡆 More