ჰომოფობია

ჰომოფობია (ბერძ.

ὁμοφοβία — ὁμοιος ჰომოიოს – „იგივე“, „ტოლი“ და φόβος ფობოს – „შიში“) — უსაფუძვლო შიში, განდგომა ან დისკრიმინაცია ჰომოსექსუალობისა და ჰომოსექსუალთა მიმართ. გამომდინარეობს სიტყვებისგან ჰომოსექსუალი და ფობია.

ჰომოფობია
ჰომოფობია
ნიშანი
ნიშანი

ეტიმოლოგია

ოქსფორდის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, ტერმინი ჰომოფობია თანამედროვე მნიშვნელობით პირველად ბეჭდვით სიტყვაში გამოყენებული იყო ჟურნალ „ტაიმში“ 1969 წელს. სიტყვის შემქმნელად შეიძლება ვიგულისხმოთ ფსიქოლოგი ჯორჯ ვაინბერგი, რომელმაც ამ სიტყვას პოპულარიზაცია საკუთარ წიგნში „საზოგადოება და ჯანსაღი ჰომოსექსუალი“ გაუკეთა 1971 წელს. მასში შერწყმულია ბერძნული ტერმინები phobos (პანიკური შიში) და homo- (იგივე). ტერმინში ჰომოფობია „ჰომო“ მოდის სიტყვიდან ჰომოსექსუალი და არა ლათინური ტერმინიდან homo (მამაკაცი). ტერმინის შესაძლო წინამორბედი იყო „ჰომოეროტოფობია“ ნახსენები დრ. ვაინრაიტ ჩერჩილის მიერ შრომაში „ჰომოსექსუალური ქცევა მამაკაცებში“ 1967 წელს.

ინტერნალიზებული ჰომოფობია

ჰომოფობია 
კოალიცია „გადავარჩინოთ ჩვენი ბავშვები“-ს მიერ 1977 წელს გამოყენებული ბროშურა

ინტერნალიზებული ჰომოფობია (ან ეგოდისტონიკური ჰომოფობია) როგორც წესი მიუთითებს ჰომოსექსუალთა მიერ საკუთარი თავის ან სხვა მსგავსთა მიმართ ჰომოფობიაზე. მისი დამახასიათებელია საკუთარი სექსუალური ორიენტაციის მიმართ დისკომფორტი ან უარყოფა.

ამგვარი მდგომარეობის შედეგი საკუთარი ჰომოსექსუალური ვნებების მწვავე რეპრესიაა. სხვა შემთხვევებში დროდადრო შეიძლება გამოვლინდეს გააზრებული შინაგანი წინააღდეგობა ღრმა რელიგიურ ან სოციალურ რწმენებსა და ძლიერ ემოციურ ლტოლვასა და მოთხოვნას შორის. ამგავრი შინაგანი წინააღმდეგობა როგორც წესი კლინიკურ დეპრესიას იწვევს და ჰომოსექსუალ მოზარდთა შორის თვითმკვლელობისადმი მიდრეკილების მაღალი დონე ნაწილობრივ ამ ფენომენის მიერ უნდა იყოს განპირობებული (სხვათა აზრები და მოქმედებაც ძლიერი ზეგავლენის ფაქტორია ორივე შემთხვევაში).

ბევრი ადამიანი ამ სიტუაციაში ცდილობს პრობლემის გადაჭრას, რაღაც დროის განმავლობაში მაინც, თავშეკავებით. ეს შედარებით იოლი არჩევანია, რადგან რწმენათა სისტემები ხშირად ნეიტრალური არიან ჰომოსექსუალური გრძნობების მიმართ, მაგრამ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ამგვარი გრძნობებით მოქმედებას.

ინტერნალიზებული ჰომოფიბია ხშირად მიეკუთვნება გაცნობიერებულ ან გაუცნობიერებულ ქმედებას, რომელშიც დამკვირვებელს ჰეტერონორმატიულობისა და ჰეტეროსექსიზმის მოთხოვნებთან შესაბამისობის სურვილი უჩნდება. ეს შეიძლება მოიცავდეს ადამიანის რომანტიკული პარტნიორის სქესის ან სქესთა როლის შესახებ შაბლონური წარმოდგენის შექმნას. ზოგიერთის მტკიცებით (მათ შორის ზიგმუნდ ფროიდი “ფსიქოანალიტიკურ თეორიაში”) ყველაზე ჰომოფობი ადამიანები თავად არიან რეპრესირებული ჰომოსექსუალები, თუმცა ეს მტკიცება საკმაოდ ურთიერთგამომრიცხავ არგუმენტებს ემყარება. 1996 წელს ჯორჯიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ჰომოფობ მამაკაცებს (ჰომოფობიის ინდექსის მიხედვით) გაცილებით მეტ შემთხვევაში ჰქონდათ ერექცია ჰომოეროტიული გამოსახულებების დათვალიერებისას ვიდრე არა-ჰომოფობ მამაკაცებს.

ჰომოსექსუალური იდენტურობის შიში

ზოგი თეორისტი, მაგ. კელვინ თომასი და ჯუდით ბატლერი, ჰომოფობიის ხელშემწყობ ერთ-ერთ კომპონენტად მიიჩნევენ გარშემომყოფთა მიერ მათი ჰომოსექსუალად შესაძლო იდენტიფიცირების შიშს. ამ მტკიცების მიხედვით ჰომოფობიაზე აზრისა და ემოციების გამოხატვისას მოცემული ინდივიდი არა მხოლოდ საკუთარ ფიქრებს გადმოსცემს ჰომოსექსუალიზმზე, არამედ აქტიურად ცდილობს გაემიჯნოს ამ კატეგორიას და მასთან დაკავშირებულ სოციალურ სტატუსს. მაშასადამე, საკუთარი დისტანციით ადამიანთა ამ კატეგორიასთან ის ამყარებს საკუთარ როლს, როგორც ჰეტეროსექსუალისა, არიდებს რა ამით საკუთარი თავის სხვების მიერ ჰომოსექსუალად შეფასებას.

იგივე კონცეფცია ფიგურირებს ასევე რასიზმისა და ქსენოფობიის ინტერპრეტაციისას.

ჰომოფობია პოლიტიკაში

ჰომოფობებად ხშირად ინათლებიან პოლიტიკოსები, რომლებიც ჰომოსექსუალთა უფლებების შემწყნარებელ კანონთა ოპონენტებად გამოდიან (მაგ. ერთი სქესის ქორწინების ლეგალიზაცია, ბავშვის შვილება ერთი სქესის წყვილთათვის). მაგ. აშშ-ის სენატში არჩევნებისას ალან კისს ჟურნალისტებმა ჰომოფობია დასწამეს ვიცე-პრეზიდენტ დიკ ჩეინის ლესბოსელი ქალიშვილის მიმართ გაკეთებული კომეტარისათვის.

რესურსები ინტერნეტში

ჰომოფობია 
არის გვერდი თემაზე:
ჰომოფობია 
არის გვერდი თემაზე:
ჰომოფობია  ლგბტ პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ლგბტ თემებზე.

Tags:

ჰომოფობია ეტიმოლოგიაჰომოფობია ინტერნალიზებული ჰომოფობია ჰომოსექსუალური იდენტურობის შიშიჰომოფობია პოლიტიკაშიჰომოფობია რესურსები ინტერნეტშიჰომოფობიაბერძნული ენაფობიაჰომოსექსუალიჰომოსექსუალობა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მელაისლამური სახელმწიფოილია IIარაბობა საქართველოშიღირსების ორდენი (საქართველო)მურმან ღვალაძეანგარიშთა გეგმაკრწანისის ბრძოლაშხარამზესაფრანგეთიშამქორის ბრძოლა (1195)ფემინიზმიკოლხეთის სამეფოზედსართავი სახელივლადიმერ გუცაევისინგაპურიანანურის ციხემარაკანაისრაელისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუციასაქართველოს ოქროს ხანათამაშგარეაბანოთუბანიმეორე მსოფლიო ომიერთა ლიგაატლანტის ოკეანემონაკოელექტრული დენიაღა-მაჰმად-ხანისამხრეთი კორეაევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024იგავ-არაკივირუსებისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიმერაბ დვალიშვილისოფლის მეურნეობაცისფერყანწელებისაბერძნეთიფილტვებიდანიამცხეთაარჩილ არველაძეთბილისური ეზოკილოგრამიალაზანიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითპოსტერიშავი ზღვის თევზების სიაძველი ეგვიპტეგიორგი ქინქლაძეპირველი ჯვაროსნული ლაშქრობადავით VII ულუსაქართველოს დემოგრაფიაცივი ომიგეორგიევსკის ტრაქტატიყაზახეთიგიორგი ჩაკვეტაძეანა კალანდაძეიოჰან სებასტიან ბახიახალქალაქიკომუნიზმიოქსიდიელისაბედ Iზვიად გამსახურდიალიტრიგიორგი ცაბაძეერეკლე II-ის ოჯახიირანიჭიანჭველასებრნირუსეთის შეჭრა უკრაინაში (2022)გლობალური დათბობაგალაკტიონ ტაბიძეეგვიპტეიმპრესიონიზმიმინერალებიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2004მინერალების სია🡆 More