ოლივერ კანი

ოლივერ როლფ კანი (გერმ.

15 ივნისი, 1969, კარლსრუე, გფრ) — ყოფილი გერმანელი საფეხბურთო მეკარე, მეტსახელად „ტიტანი“. მან თავისი კარიერა დაიწყო კარლსრუეს ახალგაზრდულ გუნდში. მისი დებიუტი პროფესიონალთა გუნდში შედგა 1987 წელს. 1994 წელს, ის გადავიდა მიუნხენის ბაიერნში 4,600,000 გერმანული მარკის სანაცვლოდ, სადაც მან ითამაშა თავისი კარიერის ბოლომდე (2008 წელი).

ოლივერ კანი
Oliver Kahn
ოლივერ კანი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ოლივერ როლფ კანი
დაბადების
თარიღი
15 ივნისი, 1969 (1969-06-15) (54 წლის)
სიმაღლე 188 სმ.
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
ახალგაზრდული კარიერა
1975-1987 კარლსრუე
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1987-1990 კარლსრუე II 73 (0)
1987-1994 კარლსრუე 128 (0)
1994-2008 ბაიერნი 429 (0)
ეროვნული ნაკრები
1994-2006 გერმანია 86 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

ის თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გერმანელი მოთამაშეა, რომელმაც რვაჯერ მოიგო გერმანიის ჩემპიონის ტიტული, ექვსჯერ გერმანიის თასი, უეფას თასი(1996), უეფას ჩემპიონთა ლიგის თასი და საკონტინენტთა შორისო თასი(ორივე 2001). თავისმა ინდივიდუალურმა წვლილმა მას მოუტანა უეფას საუკეთესო მეკარის 4 ჯილდო, სამჯერ "IFFHS"-ის ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო მეკარის ჯილდო და ორი გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო. 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ის გახდა პირველი და ერთადერთი მეკარე ტურნირის ისტორიაში, რომელმაც მოიგო ოქროს ბურთი.

1994 წლიდან 2006 წლამდე, კანი ასპარეზობდა გერმანიის ნაკრებში, რომელშიც ის ძირითად მეკარედ ანდრეას კეპკეს სანაკრებო კარიერის დასრულების შემდგომ იქცა. 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრებმა კანის კაპიტნობით მიაღწია ფინალამდე. მაშინ, როდესაც გერმანიის ნაკრები რამდენიმეჯერ შერცხვა მთელი ამ ხნის მანძილზე თავიანთი ცუდი ასპარეზობის გამო, კანის სიმამაცეს ყოველთვის აღტაცებაში მოყავდა მაყურებელი და სწორედ მისი დამსახურება იყო გერმანიის ნაკრების ფინალში გასვლა, სადაც ისინი ბრაზილიის ნაკრებთან დამარცხდნენ 0-2. ამ მატჩის შემდეგ კანი მკაცრად გააკტირიკეს, რადგან მას ბრაზილიელი ფორვარდის რივალდოს დარტყმული ხელიდან გაუვარდა, რის შედეგადაც რონალდოს ბურთის კარის ბადეში გადაგზავნა არ გასჭირვებია. მიუხედავად ამისა, ის დასახელდა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად და მიიღო ოქროს ბურთის ჯილდო.

საკლუბო კარიერა

კარლსრუე

ექვსი წლის ასაკში კანი შეუერთდა კარლსრუეს საფეხბურთო აკადემიას, სადაც მისი მამა - როლფი თამაშობდა 1962 წლიდან 1965 წლამდე. ოლივერმა მეკარეობამდე თამაში დაიწყო მინდვრის ფეხბურთელად. ის პროფესიონალთა გუნდს შეუერთდა 1987-88 წლების სეზონში პირველ ბუნდესლიგაში, პირველად ის იყო ალექსანდრე ფამულას სარეზერვო გოლკიპერი. 1987 წლის 27 ნოემბერს შედგა კანის ბუნდესლიგური დებიუტი კელნის წინააღმდეგ, სადაც ოლივერის გუნდმა 4-0 გაანადგურა კელნი. თუმცა-ღა, მხოლოდ 1990 წლის შემდეგ მწრთვნელმა ვინფრედ შეფრემა გადაწყვიტა მისი ძირითად მეკარედ ქცევა. მომდევნო წლებში ოლივერმა კლუბში დაიმკვიდრა ძირითად მეკარედ თავი. ის მიიჩნეოდა მოტივატორად და უმთავრეს ფეხბურთელად კარლსრუეში, რომელთაც 1993-94 წლების სეზონში გააღწიეს უეფას თასის 1/2 ფინალურ ეტაპზე. 1/8 ფინალში კლუბმა საკუთარ კედლებში გაანადგურა ესპანური ვალენსია 7-0, მას შემდეგ, რაც პირველი გასვლითი მატჩი "მესტალიაზე" დათმეს 1-3. მატჩს გერმანულმა მედიამ "სასწაული ვაილდ პარკ სტადიონზე" შეარქვეს. კლუბმა 1/2 ფინალურ ეტაპზე დასანანი მარცხი იწვნია ავსტრიული ზალცხბურგისაგან.

კარიერის სტატისტიკა

კლუბში გამოსვლა ლიგა თასი კონტინენტი ჯამი
სეზონი კლუბი ლიგა მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
გერმანია ლიგა გერმანიი თასი ევროპა ჯამი
1987–88 კარლსრუე ბუნდესლიგა 2 0 0 0 2 0
1988–89 2 0 0 0 2 0
1989–90 0 0 0 0 0 0
1990–91 22 0 0 0 22 0
1991–92 37 0 2 0 39 0
1992–93 34 0 5 0 39 0
1993–94 31 0 3 0 10 0 44 0
1994–95 მიუნხენის
ბაიერნი
ბუნდესლიგა 23 0 21 0 5 0 30 0
1995–96 32 0 2 0 12 0 46 0
1996–97 32 0 4 0 2 0 38 0
1997–98 34 0 8 0 8 0 50 0
1998–99 30 0 8 0 13 0 51 0
1999–00 27 0 5 0 13 0 45 0
2000–01 32 0 4 0 16 0 52 0
2001–02 32 0 5 0 14 0 51 0
2002–03 33 0 6 0 6 0 45 0
2003–04 33 0 5 0 8 0 46 0
2004–05 32 0 7 0 10 0 49 0
2005–06 31 0 6 0 7 0 44 0
2006–07 32 0 2 0 9 0 44 0
2007–08 26 0 7 0 9 0 42 0
ჯამი გერმანია 557 0 81 0 142 0 780 0
კარიერის ჯამი 557 0 81 0 142 0 780 0

1 მოიცავს გერმანიის სუპერ-თასს.

გერმანიის ნაკრები
წელი მატჩი გოლი
1995 2 0
1996 3 0
1997 3 0
1998 7 0
1999 6 0
2000 10 0
2001 10 0
2002 15 0
2003 9 0
2004 11 0
2005 7 0
2006 3 0
ჯამი 86 0

ტიტულები

კარსრუე II

  • ობერლიგა ბადენ-ვურტემბერგი (1):1990
  • ვერბანდსლიგა ნორბადენი (1):1989

მიუნხენის ბაიერნი

საერთაშორისო

  • ევროპის ჩემპიონი (1): 1996
  • კონფედერაციის თასი მესამე ადგილი: 2005
  • მსოფლიოს ჩემპიონატი 2002 მეორე ადგილი: 2002
  • მსოფლიოს ჩემპიონატი 2006 მესამე ადგილი: 2006

ინდივიდუალური

  • უეფას ჩემპიონთა ლიგის მატჩის საუკეთესო: 2001
  • უეფას "Fair-Play"-ის ჯილდო: 2001
  • გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელი: 2000, 2001
  • ფიფას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, მეორე ადგილი: 2002
  • ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი, ბრინჯაოს ბურთი: 2001, 2002
  • IFFHS-ის ვერსიით მსოფლიოს საუკეთესო მეკარე: 1999, 2001, 2002
  • უეფას საკლუბო ჯილდო - საუკეთესო მეკარე: 1999, 2000, 2001, 2002
  • საუკეთესო ევროპელი გოლკიპერი: 1999, 2000, 2001, 2002
  • ბუნდესლიგის საუკეთესო მეკარე: 1994, 1997, 1998, 1999, 2000, 2001, 2002
  • ფიფას მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს ბურთი: 2002
  • იაშინის ჯილდო: 2002
  • ფიფას მსოფლიოს ჩემპიონატის ჯილდო: "ყველა ვარსკვლავის" გუნდი 2002
  • ფიფა 100

რესურსები ინტერნეტში

ოლივერ კანი 
არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Tags:

ოლივერ კანი საკლუბო კარიერაოლივერ კანი კარიერის სტატისტიკაოლივერ კანი ტიტულებიოლივერ კანი რესურსები ინტერნეტშიოლივერ კანი სქოლიოოლივერ კანი15 ივნისი1969გერმანელებიგერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (1990 წლამდე)გერმანული ენაკარლსრუემიუნხენის ბაიერნი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

უჯრედიბიძინა ივანიშვილიბათუმის ბოტანიკური ბაღიარაბთა სახალიფოაშშ-ის პრეზიდენტების სიაიალტის კონფერენციასომხეთიილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი (საგურამო)ტოლერანტობაფუტიჩემი ცოლის დაქალებიბატონებიწიგნი სიბრძნე სიცრუისამოსკოვიუფლისციხესიურრეალიზმიდედამიწის ატმოსფერობულგარეთიმიუნხენის შეთანხმებააშოტ I დიდიირანიძალასაქართველოს მუნიციპალიტეტებისაქართველოს პრეზიდენტიფოტოსინთეზიაბო თბილელის წამებათელავიამერიკის შეერთებული შტატებილიონელ მესიანბანიგუბაზ IIპლანეტაბუღა თურქის შემოსევაკრიშტიანუ რონალდუმსოფლიოს ქვეყნების დედაქალაქების სიასოფლის მეურნეობაკავკასიაქართული გვარისაფრანგეთინიკა გვარამიაქრისტესისხლაშალვა პაპუაშვილიივანე ჯავახიშვილიპოლონეთიკუნილინგუსიგრიგოლ რობაქიძემონოგამიაალუდა ქეთელაურისოციალიზმივარძია69 (სექსუალური პოზა)აშშ-ის ამჟამინდელი სენატორების სიაანგარიშთა გეგმაქრისტიანობასაქართველო XV საუკუნეშიერეკლე IIაბრაამ ლინკოლნიყივანახველაჰიპერბოლა (ენა)საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაკანონიერი ქურდიშუშანიკის წამებასაქართველოს პარლამენტიგიორგი ყიფშიძეკილომეტრიმზემამებისა და შვილების ბრძოლაწვიმააპრილიიმერეთიეროვნული პარკიაზიის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითოსებიIOSნარიყალანიკეის პირველი საეკლესიო კრება29 აპრილიეგზისტენციალიზმი🡆 More