საჯავახო — სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: საჯავახო, ნიგორზღვა, ჭოგნარი).
მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა ნაპირზე. სოფელში არის სილის კარიერი. გადის საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს12. მოქმედებს საბავშვო ბაღი. სოფლის მიდამოებში შემორჩენილია განვითარებული შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი: ღვთისმშობლის შობის ეკლესია.
სოფელი | |
---|---|
საჯავახო | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
თემი | საჯავახო |
კოორდინატები | 42°06′15″ ჩ. გ. 42°18′00″ ა. გ. / 42.10417° ჩ. გ. 42.30000° ა. გ. |
ადრეული სახელები | ორპირი, ბარსაჯავახო |
ცენტრის სიმაღლე | 25 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 658 კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
სოფლის ადრინდელი სახელწოდებაა ორპირი. ასევე მოიხსენიებოდა ბარსაჯავახოს ან ბარის სახელით. სახელწოდება საჯავახო სოფელს შემორჩა საჯავახოს მხარიდან გამომდინარე, რომელშიც შედიოდა ეს სოფელი.
1924 წლის 30 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე საჯავახოში მიმდინარეობდა ბრძოლა ანტისაბჭოთა აჯანყების მონაწილეებს და ხელისუფლების ძალებს შორის. ოზურგეთის მაზრის სოფელ ხიდისთავის რაზმი 3 დღის განმავლობში უწევდა წინააღმდეგობას ხელისუფლების ძალებს.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 658 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002 | 868 | 412 | 456 |
2014 | 658 | 322 | 336 |
This article uses material from the Wikipedia ქართული article საჯავახო (სამტრედიის მუნიციპალიტეტი), which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.