საქართველოს პატრიოტთა ალიანსი

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი — მემარჯვენე-კონსერვატიული პრორუსული მიმართულების პოლიტიკური პარტია საქართველოში.

მისი თავმჯდომარეა დავით თარხან-მოურავი, ხოლო გენერალური მდივანი — ირმა ინაშვილი.

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი
საქართველოს პატრიოტთა ალიანსი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ხელმძღვანელობა
თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი
გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი
ისტორია
დაფუძნდა 19 დეკემბერი, 2012
პოზიციები
იდეოლოგია ნაციონალ-კონსერვატიზმი
პოლიტიკური პოზიცია მემარჯვენე-ცენტრიზმი, მემარჯვენეობა
წარმომადგენლობითობა
პარლამენტი
0 / 150
ფერები          
შტაბ-ბინა ძმები კაკაბაძეების #2, თბილისი, საქართველო
patriots.ge

ისტორია

„პატრიოტთა ალიანსი“ დაარსდა 2012 წლის დეკემბერში. 2013 წლის აპრილში პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი სურვილი იყო „მესამე ძალა“ გამოჩენილიყო ქართულ პოლიტიკაში, რის გამოც კონსულტაციები გამართა სალომე ზურაბიშვილთან და ირმა ინაშვილთან.

პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა პირველად მიიღო 2014 წელს, ადგილობრივ არჩევნებში. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა თბილისის მერის არჩევნებში მეოთხე ადგილი დაიკავა ხმების 5%-ზე მეტით. პარტიამ თბილისის საკრებულოს პროპორციულ არჩევნებში ხმათა 6,34% მიიღო, საარჩევნო ბარიერი გადალახა და ორი წევრი გაიყვანა დედაქალაქის საკრებულოში. თბილისის საკრებულოს დეპუტატები გახდნენ სოსო მანჯავიძე და მანუჩარ მაჩაიძე. ქვეყნის მასშტაბით საკრებულოთა პროპორციულ არჩევნებში საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა 4,72% დააგროვა და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მოიპოვა საკრებულოს მანდატები.

პარტიის კანდიდატებმა მეორე შედეგი აჩვენეს და მეორე ტურში დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების“ კანდიდატებს ფოთში, ოზურგეთში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტსა და ხულოს მუნიციპალიტეტში მერების და გამგებლების პოსტის დასაკავებლად, თუმცა მეორე ტურში ყველგან დამარცხდნენ.

2016 წლის 8 ოქტომბერს პატრიოტთა ალიანსმა მონაწილეობა მიიღო საპარლამენტო არჩევნებში, სადაც მესამე შედეგი აჩვენა 5,01%-ით და პროპორციული სიით პარლამენტში 6 დეპუტატი გაიყვანა.

2018 წელს პარტიამ არ წარადგინა კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე.

შედეგები არჩევნებში

საპარლამენტო

არჩევნები ხმები % მანდატები +/– სტატუსი
2016 88 097 5,01
6 / 150
ახალი ოპოზიცია
2020 60 480 3,14
4 / 150
საქართველოს პატრიოტთა ალიანსი  2 ოპოზიცია

ადგილობრივი

არჩევნები ხმები % მანდატები +/–
2014 66 805 4,72
47 / 2 088
ახალი
2017 98 530 6,56
90 / 2 043
საქართველოს პატრიოტთა ალიანსი  43
2021 25 697 1,46
5 / 2 068
საქართველოს პატრიოტთა ალიანსი  85

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

საქართველოს პატრიოტთა ალიანსი ისტორიასაქართველოს პატრიოტთა ალიანსი შედეგები არჩევნებშისაქართველოს პატრიოტთა ალიანსი რესურსები ინტერნეტშისაქართველოს პატრიოტთა ალიანსი სქოლიოსაქართველოს პატრიოტთა ალიანსიდავით თარხან-მოურავიირმა ინაშვილიკონსერვატიზმიმემარჯვენეობაპოლიტიკური პარტიები საქართველოშირუსეთისაქართველო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიკვიპროსინიჰილიზმიმთვარის დაბნელებადედამიწის დღეალეგორიაიბერიანაირა გელაშვილინატრიუმიდედამიწის სტრუქტურადედამიწაფსორიაზიტაივანირიცხვითი სახელინიანგებიბერიკაობაბეჰემოთიბიძინა ივანიშვილიდემოკრატიამარკ ტვენიევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბირთვული იარაღიკომპასიმათემატიკაერეკლე IIიუნესკოშალვა პაპუაშვილიმარტივი რიცხვირესპუბლიკასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაჩვეულებრივი სელაპიელინიზმიფეხბურთიქალწული (ასტროლოგია)კლიმატიფრინველებიდინოზავრებისვანეთისიმკვრივევიკიპედიააპენდიციტიბახტრიონის ბრძოლაფერმენტებიკონტინენტიაშშ-ის ისტორიაუკრაინანიკო ფიროსმანისამეგრელოთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიმანდარინიდეციმეტრიოლიმპიური თამაშებიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაზმნაბალეტიშხარანიკო ბაგრატიონისომხების გენოციდიპროტესტანტული რეფორმაცია23 აპრილირუსეთის იმპერიაC ჰეპატიტისალამურივახტანგ I გორგასალიმეორე მსოფლიო ომიეგვიპტენატვრის ხე (ფილმი)ბიპოლარული აშლილობაჟირაფისებრნიჩერნობილის კატასტროფაარაბთა დაპყრობითი ომებირელიგიაიტალიაბიძინა ჩოლოყაშვილიტელეფონების ნომრები საქართველოშიმსოფლიო მიზიდულობის კანონიაბო თბილელის წამება🡆 More