გიორგი ლომია

გიორგი ლომია (დ.

10 მაისი, 1975, თბილისი) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი.

გიორგი ლომია
დაბადების თარიღი 10 მაისი, 1975 (1975-05-10) (48 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის ბიზნესისა და სამართლის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
საქმიანობა პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი

ბიოგრაფია

გიორგი ლომია დაიბადა 1975 წლის 10 მაისს. მან დაამთავრა თბილისის ბიზნესისა და სამართლის საერთაშორისო უნივერსიტეტი საერთაშორისო სამართლის სპეციალობით. 2003-2012 წლებში იყო არასამთავრობო ორგანიზაციის „ნათელი გზა“ გენერალური დირექტორი. 2005-2006 წლებში იგი იყო თბილისის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიეთობის კომისიის მთავარი სპეციალისტი. 2006-2016 წლებში იკავებდა „საქართველოს სპორტსმენთა ლიგის“ გენერალური დირექტორის თანამდებობას, ამავდროულად იყო საქართველოს „კიოკუშინკაი კარატეს“ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი 2007-2016 წლებში. 2011-2012 წლებში იყო „წინააღმდეგობის მოძრაობის“ წევრი. 2013 წლიდან არის პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პოლიტიკური მდივანი უსაფრთხოების საკითხებში. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“. 2017 წლიდან „საქართველოს პრაქტიკული სროლის ფედერაციის“ პრეზიდენტი.

2020 წლის 11 დეკემბრიდან 2021 წლის 4 იანვრამდე იყო საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“. სადეპუტატო უფლებამოსილება პარლამენტმა ირმა ინაშვილთან და გოჩა თევდორაძესთან ერთად საკუთარი განცხადების საფუძველზე (გაყალბებული არჩევნების მოტივით) შეუჩერა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

10 მაისი1975თბილისიპოლიტიკოსიქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

მუსიკასაქართველოს პარლამენტიკალათბურთიენგურის ჰიდროელექტროსადგურიამირანი (მითოლოგია)პითაგორას თეორემაჭიათურაირანის ისტორიამთვარის დაბნელებაბაყაყიჩინგიზ-ყაენიმეტაფორათბოგამტარობაგლობალიზაციატოკუსაცუსაქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებირკინის კაციქართლის ცხოვრებაქიმიური რეაქციაღამურაალკანიგალაკტიონ ტაბიძეჰოლოკოსტითბილისის კურორტების ჯგუფიიესო ქრისტეპლანეტამყინვარწვერიჩარლი ჩაპლინიქრისტიანობარადიაციასინონიმებისაფრანგეთის რევოლუციაიბერიაკუებიფინეთის კულტურაეკოსისტემაDisney+ამფიბიებიგანდეგილი (პოემა)XIX საუკუნეელექტრობასაქართველო XIII საუკუნეშიეპითეტიმსოფლიოს ქვეყნების ეროვნული დროშები ფერების მიხედვითკვარციპოპ-მუსიკამიხეილ ლომონოსოვიარხანგელსკინახშირწყლებირევაზ ინანიშვილიმთვარენარკომანიანიკო ფიროსმანიკანადაგაზაფხულიიტალიაუჯრედისომხეთიარგონავტებიჰაერიდავით სარაჯიშვილიქართვლის დედაჭიანჭველასებრნიძველი თბილისიაქილევსიგიორგი XIIალუდა ქეთელაურისვანეთიტერენტი გრანელიანჯელინა ჯოლიბულბულინარცისირუსეთის ისტორიამედეა (მითოლოგია)მართლმადიდებლობადიოკლეტიანეელექტრონული მუსიკაწყალბადი🡆 More