რადიაცია — გამოსხივება, რომელიც მომდინარეობს კოსმოსური და მიწიერი წარმოშობის ბუნებრივი წყაროებიდან და აგრეთვე ხელოვნური რადიონუკლიდებისგან, რომლებიც გაფანტულია ბუნებაში ადამიანის საქმიანობის შედეგად.
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია ხელახლა დაწერას საჭიროებს. |
რადიაციულ ფონს ქმნის:
ბუნებრივი რადიაციული ფონი შედგება გარეგანი და შინაგანი დამსხივებელი წყაროებისგან.
გარეგანი დასხივების კომპონენტებია:
შინაგანი დასხივების კომპონენტები არის ადამიანის ორგანიზმში შემავალი რადიონუკლიდები. ესენია:
ტექნოგენურად შეცვლილი ბუნებრივი რადიაციული ფონი:
ხელოვნური რადიაციული ფონი:
XIX ს. დასასრულსა და XX ს. შუა წლებში აღინიშნება გამოსხივების სფეროში მნიშვნელოვანი აღმოჩენები.
1895 წ. გერმანელმა მეცნიერმა ვილჰელმ კონრად რენტგენმა აღმოაჩინა X სხივები, რომელიც გამოიყენება მედიცინაში რენტგენოდიაგნოსტიკასა და სხივურ თერაპიაში. 1896 წ. ფრანგმა მეცნიერმა ანრი ბეკერელმა აღმოაჩინა ბუნებრივი რადიოაქტივობა. 1934 წ. ცოლ-ქმარმა ირენ და ფრედერიკ ჟოლიო-კიურიმ აღმოაჩინეს ხელოვნური რადიოაქტივობა. რადიაციული ჰიგიენა, როგორც მეცნიერება, ჩამოყალიბდა XX საუკუნეში. მის ერთ-ერთ ფუძემდებლად აღიარებულია რადიობიოლოგიის ფუძემდებელი ივანე თარხნიშვილი. 1904 წ. მის მიერ პირველად რუსეთში, ცარსკოე სელოში, შესწავლილ იქნა ჰაერის რადიოაქტივობა.
რადიოაქტიური გამოსხივება მაიონებელი გამოსხივებაა, წარმოიქმნება რადიოაქტიური ნივთიერებებისგან, რომელიც ატომის დაშლით ხდება. დროის ერთეულში დაშლილ ატომების რაოდენობას რადიოაქტიური აქტივობა ეწოდება. მისი ერთეულია კიური — Ci. ბუნებრივი რადიოაქტივობის აღმოჩენის შემდეგ, გაირკვა, რომ რადიუმის ბირთვში მიმდინარე გარდაქმნების შედეგად გამოტყორცნილი გამოსხივება არაერთგვაროვანია და შედგება — α, β და γ სხივებისგან. α ნაწილაკი ორმაგი დადებითი მუხტის მქონე ჰელიუმის ბირთვია, ნივთიერებაში შეღწევის უნარი არ აქვს. β სხივები ელექტრონების ნაკადია. მისი მოძრაობა ნივთიერებაში ტეხილია. ქსოვილებში ოდნავ მეტი შეღწევადობით ხასიათდება (რამდენიმე მილიმეტრი). γ სხივები ელექტრომაგნიტური სხივებია. ხასიათდება ნივთიერებაში მაღალი შეღწევის უნარით. მისი სრული შეკავება ხდება 15სმ-იანი ტყვიის ეკრანით. რენტგენის Rö სხივები, რომელიც ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას წარმოადგენს, მაგრამ γ-სგან განსხვავებით Rö წარმოიქმნება ელექტრონების დამუხრუჭების შედეგად. მისი შეღწევადობა ნივთიერებაში საკმაოდ მაღალია. არის ასევე ნეიტრონული გამოსხივება, რომელიც ნეიტრონების ნაკადს წარმოადგენს, მას დიდი ბიოლოგიური მოქმედება აქვს, რადგან ელექტრნეიტრალობის გამო ხასიათდება ქსოვილებში განუსაზღვრელი გამავლობის უნარით. მათგან დასაცავად გამოიყენება წყალბადშემცველი ნივთიერებები — წყალი, პარაფინი, გრაფიტი.
This article uses material from the Wikipedia ქართული article რადიაცია, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.