ინფორმაცია ვიკიპედიაში სანდო და გადამოწმებადი უნდა იყოს.
ეს გვერდი ვიკიპედიის პოლიტიკის ნაწილია. ვიკიპედიის რედაქტორები შეთანხმდნენ ამ წესის შესახებ და ეს არის სტანდარტი, რომელიც სავალდებულოა ყველა მომხმარებლისთვის და ყველამ უნდა დაიცვას. ამ გვერდის რედაქტირებისას გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ცვლილებები არ უნდა არღვევდეს კონსენსუსს. მნიშვნელოვანი ცვლილებები ჯერ განიხილეთ განხილვის გვერდზე. |
ორი სიტყვით: ამ გვერდზე აღწერილია, თუ როგორ მიუთითოთ წყარო თქვენ სტატიას. |
ფაქტები, შეხედულებები, თეორიები და არგუმენტები სტატიას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაემატოს, თუ ისინი უკვე გამოქვეყნებულია სანდო და მაღალი რეპუტაციის მქონე წყაროების მიერ. სტატიებში შეძლებისდაგვარად მითითებული უნდა იყოს ეს წყაროები. ნებისმიერი მასალის მართებულობა წყაროს მითითების გარეშე შეიძლება ეჭვქვეშ დადგეს და წაიშალოს. იდეალში, წყარო უნდა იყოს მითითებული თითოეული წინადადების ბოლოს, მაგრამ ამგვარი იდეალიზაციის შემთხვევაში ვიკიპედიის შინაარსის აღქმა ძალზედ რთული იქნება. აქედან გამომდინარე, არსებობს კომპრომისი, რომ წყარო სტატიის ყოველი აბზაცის ბოლოს უნდა არსებობდეს.
მაგრამ, ისმის კითხვა — როგორ ჩავსვა წყარო სტატიაში. მიუხედავად თავდაპირველი სირთულისა, რომელზეც ხშირად ვიკიპედიის ახალი რედაქტორები საუბრობენ, წყაროს ჩასმა ძალზედ მარტივია. ამისთვის საჭიროა მხოლოდ რედაქტირების პანელის უკეთ გაცნობა.
არ დაგავიწყდეთ გვერდის შენახვა - უარეს შემთხვევაში თქვენი რედაქტირება უბრალოდ არ შეინახება. თუ აქამდე წაიკითხეთ, გილოცავთ, წყაროს ჩასმა უპრობლემოდ შეგიძლიათ — იყო რაიმე სირთულე? ;)
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცემული აკადემიური მუშაობის საფუძვლები: პრაქტიკული სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის (ავტორები: თინათინ ქავთარაძე, ნათია ქასრაშვილი, ნათია საღინაძე, სალომე პატარიძე და თინათინ საბაური) ნაშრომის IV თავში - 4.3. პირველადი, მეორეული და მესამეხარისხოვანი წყაროები - ახასიათებს პირველად, მეორეულ და მესამეხარისხოვან წყაროებს იხ. ელექტრონული ვერსია:
პირველადი წყაროები - ყველა საკვლევი საგანი არის პირველადი წყარო. პირველადი წყაროებიდან მოპოვებული მონაცემები გამოიყენება კვლევაში ვარაუდის გასამყარებლად. პირველადი წყაროების გამოყენება ვიკიპედიაში არ არის მიზანშეწონილი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს გამოწვეულია გამოუვალი აუცილებლობით.
მეორეული წყაროები - კრიტიკული სამეცნიერო ტექსტები, რომლებიც პირველადი წყაროების შესწავლას ემსახურება და ძირითადად მკვლევრებს ეკუთვნის, მაგალითად, პოლიტიკის მეცნიერებებში - სტატია ამერიკის პრეზიდენტ ტრამპის გამოსვლაზე აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტებისათვის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ; ისტორიაში - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის ანალიზი.
მეორეული წყაროები გვეხმარებიან:
ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია პირველად და მეორეულ წყაროთა დახარისხება დარგების მიხედვით. ამ ინფორმაციის გააზრება დაეხმარება დამწყებ მკვლევრებს ციტირებისა და კვლევის ჰიპოთეზის/საკვლევი კითხვების დასაბუთების პროცესში
დარგები | პირველადი წყარო | მეორეული წყარო |
---|---|---|
მხატვრული ლიტერტურა, ხელოვნება | ნოველები, პოემები, წერილები, ხელნაწერები, ავტობიოგრაფიები, ფილმები, დღიურები, სპექტაკლები, მხატვრული ტილოები, სკულპტურა, რეპროდუქცია, მუსიკალური ნაწარმოებები | სამეცნიერო ჟურნალები, მიმოხილვები, ბიოგრაფიები, კრიტიკული წიგნები ავტორსა და მის შემოქმედებაზე |
პოლიტიკური მეცნიერებები, ისტორია | სიტყვით გამოსვლები, დეპარტამენტთა ანგარიშები, საპარლამენტო სხდომათა ჩანაწერები, ისტორიულ პირთა მიერ ხელმოწერილი / დაწერილი დოკუმენტები | საგაზეთო სტატიები, პოლიტიკური ჟურნალები და მასში გამოქვეყნებული სტატიები, ისტორიული წიგნები |
სოციალური მეცნიერებები | გამოკითხვის შედეგები, სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგების ანგარიშები, case studies | კვლევის შედეგების ანალიზი ანგარიშებსა და დოკუმენტებში, სტატიები ჟურნალებში, წიგნები |
საბუნებისმეტყველომეცნიერებები | ექსპერიმენტები, მეთოდები, მიგნებები, დაკვირვებები და აღმოჩენები, პირველადი ნიმუშები | აღმოჩენებისა და ექსპერიმენტების ანალიზი -ინტერპრეტაცია წიგნებსა და სამეცნიერო ჟურნალებში |
ეკონომიკა | ბაზრის კვლევის შედეგები, მემორანდუმები, გამოგონებები, დიაგრამები, ცხრილები, ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები | დისკუსიები ეკონომიკურ საკითხებზე დარგის ჟურნალებსა და გაზეთებში, წიგნები, სამთავრობო დოკუმენტები |
განათლების მეცნიერებები | საპილოტე სწავლება და მისი შედეგები, დაკვირვებები სასწავლო პროცესზე, გამოკითხვები, ინტერვიუები, სტატისტიკური მონაცემები | საგანმანათლებლო სისტემაში განხორციელებული ექსერიმენტებისა და ახალი მიდგომების ანალიზი და შეფასება დარგობრივ ჟურნალებსა და წიგნებში |
მესამეხარისხოვანი წყარო - მესამეხარისხოვანი წყაროები მეორეულ წყაროებს ეფუძნება და ხშირად არ არის დარგის სპეციელისტის მიერ დაწერილი, თუმცა მათში წარმოდგენილია მრავალი თემის მოკლე განხილვა.
თუ თვლით, რომ ცოდნის გაღრმავება გჭირდებათ, შეგიძლიათ შემდეგ გვერდებს გაეცნოთ:
This article uses material from the Wikipedia ქართული article ვიკიპედია:წყაროს მითითება, which is released under the Creative Commons Attribution-ShareAlike 3.0 license ("CC BY-SA 3.0"); additional terms may apply (view authors). შინაარსი წარმოდგენილია შემდეგი ლიცენზიით (თუ სხვა არ არის მითითებული): CC BY-SA 4.0. Images, videos and audio are available under their respective licenses.
®Wikipedia is a registered trademark of the Wiki Foundation, Inc. Wiki ქართული (DUHOCTRUNGQUOC.VN) is an independent company and has no affiliation with Wiki Foundation.