დუშეთი

დუშეთი — ქალაქი საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.

ქალაქში არის განათლებისა და კულტურის დაწესებულებები, თეატრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორია. დუშეთში არის წილკნის ეპარქიის რეზიდენცია.

ქალაქი
დუშეთი
დუშეთი
დუშეთის ხედი ბაზალეთის ტბისკენ მიმავალი გზიდან
გერბი
დუშეთი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი დუშეთის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°05′00″ ჩ. გ. 44°42′00″ ა. გ. / 42.08333° ჩ. გ. 44.70000° ა. გ. / 42.08333; 44.70000
პირველი ხსენება 1215
ამჟამინდელი სტატუსი 1756
ცენტრის სიმაღლე 900
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 6167 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,5 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 346
საფოსტო ინდექსი 1800
დუშეთი — საქართველო
დუშეთი
დუშეთი — მცხეთა-მთიანეთის მხარე
დუშეთი
დუშეთი — დუშეთის მუნიციპალიტეტი
დუშეთი

გეოგრაფია

მდებარეობს დუშეთის ქვაბულში, მდინარე დუშეთისხევის ორივე ნაპირზე. რკინიგზის სადგურ მცხეთიდან 33 კმ მანძილზე, თბილისიდან 50 კმ., ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე.

დუშეთში ზომიერად ნოტიო ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. სშუალო წლიური ტემპერატურაა 9,7°C, იანვრის საშუალო ტემპეატურაა -1,4°C, ივლისისა 20,4°C. ნალექები 740 მმ წელიწადში.

ისტორია

დუშეთის ტერიტორიაზე გათხრილი სამაროვანები ადასტურებს, რომ ადამიანს აქ ჯერ კიდევ ადრინდელ ანტიკურ ხანაში უცხოვრია. წყაროებში პირველად 1215 წელს იხსენიება. XVII საუკუნეში დუშეთი არაგვის ერისთავთა რეზიდენცია იყო. აქ იდგა ნუგზარ არაგვის ერისთავის სასახლე. არაგვის ერისთავთა კარზე დამკვიდრდა მნიშვნელოვანი კულტურული და ლიტერატურული ტრადიციები. ამ ტრადიციებზე აღიზარდა არაერთი ქართველი მწიგნობარი, მათ შორის კვიპრიანე სამთავნელი (XVII-XVIII სს.), ოთარ ერისთავი (XVIII ს.), მიტროფანე ნინოწმინდელი, კალიგრაფები იოსებ და სოფრონიოს ერისთავები, იოანე ოსეშვილი და სხვ. 1635 წელს ქართლის მეფე როსტომმა არაგვის საერისთავოს დასამორჩილებლად მოწყობილი ლაშქრობის დროს დუშეთი გადაწვა. 1688 წელს დუშეთი კვლავ დაარბია ქართლის მეფე გიორგი XI-მ.

1743 წელს საერისთავოს გაუქმების შემდეგ დუშეთი მნიშვნელოვნად დაკნინდა. 1756 წელს მან ფეოდალური ქალაქის სტატუსი მიიღო, 1802 წელს კი ახლადშექმნილი დუშეთის მაზრის ცენტრი გახდა. 1918 წლის ივნისში დუშეთში მოხდა ბოლშევიკური აჯანყება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ. 1928 წლიდან გახდა დუშეთის რაიონის ცენტრი. საბჭოთა პერიოდში ქალაქში მოქმედებდა საკონსერვო და რძის ქარხნები, ქართული ხალიჩების საქსოვი საამქრო, მიუხედავად ამისა, მოსახლეობის უმრავლესობა ჩაბმული იყო სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობს 6167 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი ეთნიკური შემადგენლობა
1882 2041
1893 2027 დუშეთი  სომხები (57 %), ქართველები (36,5 %)
1910 2105 დუშეთი  1081 1024
1989 8483 დუშეთი  - -
2002 7315 დუშეთი  - -
2014 6167 დუშეთი  2997 3170

ისტორიული ძეგლები

დუშეთი 
დუშეთის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

დუშეთში შემორჩენილია წმინდა გიორგის ეკლესია (IX-X სს) ფრესკული მოხატულობით, ე.წ. მოხელის დარბაზი (XVII ს.) და ჭილაშვილების ციხე-დარბაზი (1798-1801 წწ).

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • ჯაოშვილი ვ. გვასალია ჯ. ბედუკაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 660.

სქოლიო

Tags:

დუშეთი გეოგრაფიადუშეთი ისტორიადუშეთი დემოგრაფიადუშეთი ისტორიული ძეგლებიდუშეთი იხილეთ აგრეთვედუშეთი ლიტერატურადუშეთი სქოლიოდუშეთიდუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორიადუშეთის მუნიციპალიტეტისაქართველოწილკნის ეპარქია

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

კვადრატილაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალიზურა ყიფშიძეიური გაგარინიზურმუხტიწყალიჰემანგიომასაქართველო XVIII საუკუნეშიარგონავტებისულეიმან Iმწვერვალიკახეთის აჯანყება (1659)გორიშველინიკოლოზ ბარათაშვილიალექსანდრე I დიდიგამტარიმიგრაციაქაქუცა ჩოლოყაშვილისაქართველოს გეოგრაფიამსოფლიო მემკვიდრეობაწმინდა სამების საკათედრო ტაძარიმზის დაბნელებაანემიაბათუმიენგურიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითკალათბურთიჰეკლაპი (რიცხვი)რუსეთ-საქართველოს ომი (2008)მთვარის დაბნელებასვანური კოშკისაქართველოს სახელმწიფო დროშაკრწანისის ბრძოლაეთიოპიაბახტრიონის ბრძოლადაუნის სინდრომირელიგია საქართველოშიEuropebetგანათლება საქართველოშიბიზანტიის იმპერიაწმინდა გიორგისაქართველოს კონსტიტუციაკილიმანჯაროსინგაპურისისხლიენერგიამურა დათვიაშშ-ის ისტორიაალკანიადიშის ოთხთავიხელოვნებააშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიაივანე ჯავახიშვილიიგლუნათურარუსეთ-საქართველოს ომი (1921)გელათის მონასტერიიესო ქრისტექართული ხალხური ცეკვებილუვრისტამბოლიკუთრი თბოტევადობათემურლენგიპარაზიტიზმისარკაზმირაბათის ციხენიკო ფიროსმანიტერორიზმირუსუდანიიოჰან სებასტიან ბახიმაროკოკორუფციაყეენის მთაჩინური ფერწერაბეჰემოთი🡆 More