ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — თვითმმართველი ერთეული იმერეთის მხარეში.

მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1930 წლამდე შედიოდა ქუთაისის გუბერნიის შორაპნის მაზრაში. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ზესტაფონი.

ადმინისტრაციული ერთეული
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
ადმ. ცენტრი ზესტაფონი
კოორდინატები 42°06′20″ ჩ. გ. 43°02′09″ ა. გ. / 42.10556° ჩ. გ. 43.03583° ა. გ. / 42.10556; 43.03583
მერი ვასილ გველესიანი
ფართობი 423 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა ზესტაფონის მუნიციპალიტეტი 57 628 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 136,24 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,54 %
რუსები 0,21 %
სომხები 0,07 %
უკრაინელები 0,07 %
სარწმუნოებრივი შემადგენლობა მართლმადიდებლები 99,03 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
ოფიციალური საიტი http://zestafoni.ge/
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — საქართველო
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი — იმერეთის მხარე
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი

ბუნება

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი 
ძირულა ქვედა წევასთან

მუნიციპალიტეტის ტერიტორია მდებარეობს კოლხეთის დაბლობსა და იმერეთის მაღლობზე. მისი რელიეფი დანაწევრებულია მდინარეთა ხეობებით. ტერიტორია — 423 კვ. კმ. მუნიციპალიტეტის ტერიტორია ზღვის დონიდან 90-200 მეტრზე მერყეობს. სამხრეთსა და აღმოსავლეთ ნაწილებში არის ადგილები, სადაც სიმაღლე 1088 მეტრს აღწევს.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიის 17,3 ჰა დაფარულია ტყითა და ბუჩქნარით, 3600 ჰა - მრავალწლიანი ნარგავებით. გორაკიანი ზონა დაფარულია კოლხური ტყეებით, სადაც იზრდება ძვირფასი ჯიშის ხეები: მუხა, წიფელი, კოპიტი, კაკლის ხე და სხვ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები ყვირილა, ძირულა, ჩოლაბური, ჩხერიმელა, ბუჯა და მათი შენაკადები. მდინარეები საზრდოობენ წვიმით, თოვლით და მიწისქვეშა წყლებით. სოფელ შროშაში არის მარმარილოს კარიერი.

დაბლობში ნიადაგი ალუვიურია, შემაღლებულ ადგილებში სუბტროპიკული. გორაკიანი ადგილები დაფარულია შავ-კარბონატული მიწით, რომლის ზედაპირი მეტად სქელია. მუნიციპალიტეტის აღმოსავლეთ ნაწილში ტყის ნიადაგია. დაბლობში კლიმატი საშუალოდ სუბტროპიკულია, ზამთარი შედარებით ცივია, ზაფხული მშრალი. წლის საშუალო ტემპერატურაა 14 °C. იანვარის ტემპერატურაა 3,7-4,3 °C. აგვისტოში კი 24 °C. ნალექების რაოდენობა 1190 მმ. გორაკიან და მთიან ზონებში ტემპერატურა დაბალია. ხშირია დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქარები, ზოგჯერ ქარი ზღვიდანაც აღწევს.

მოსახლეობა

2014 წელს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 57 628 კაცს; სიმჭიდროვე — 136,24 კაცი კვ. კმ-ზე.

აღწერის მონაცემები

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 75 539
2002 75 077 ზესტაფონის მუნიციპალიტეტი 
2014 57 628 ზესტაფონის მუნიციპალიტეტი 
2021 55 100 ზესტაფონის მუნიციპალიტეტი 

ადგილობრივი თვითმმართველობა

ადმინისტრაციული ერთეულები

მუნიციპალიტეტში 60 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 1 დაბა და 58 სოფელი. მუნიციპალიტეტში შექმნილია მმართველობის 19 ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული

საკრებულო

პარტია 2017 2021 ამჟამინდელი საკრებულო
  ქართული ოცნება 29 27                                                    
  ნაციონალური მოძრაობა 3 10                    
  საქართველოსთვის 2    
  ევროპული საქართველო 2
  პატრიოტთა ალიანსი 2
სულ 36 39  

ეკონომიკა

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი 
თიხის ნაკეთობები შროშაში

ეკონომიკის წამყვანი დარგია მევენახეობა, რომელზეც წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 80 % მოდის. მის განვითარებას ხელს უწყობს კარგი ნიადაგ-კლიმატური პირობები. ვენახებს 5000 ჰა ფართობი უჭირავთ. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოწეული ვაზის შესაბამისი ჯიშებიდან (ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა) დგება კონტროლირებადი ღვინო სვირი. მუნიციპალიტეტში ღვინის ორი ქარხანა მოქმედებს. მთავარი მარცვლეული კულტურაა სიმინდი, მოჰყავთ აგრეთვე საკვები და ბოსტნეული კულტურები. მოსახლეობა მისდევს მეცხოველეობასაც, საძოვრებს უჭირავთ 8,8 ჰა, არის 10 000 სულზე მეტი ძროხა და 5000 სულზე მეტი ღორი.

მრეწველობის მთავარი დარგებია შავი მეტალურგია, ელექტროტექნიკური და კვების მრეწველობა. სამრეწველო საწარმოებიდან უმნიშვნელოვანესია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა. მნიშვნელოვანი საწარმოები იყო: „საქკაბელი“ ზესტაფონში და „ელექტროელემენტი“ შორაპანში. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეა საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მძლავრი გამანაწილებელი ცენტრი. სოფელ შროშაში განვითარებულია მეთუნეობა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის საერთაშორისო მნიშვნელობის გზა საქართველოს საავტომობილო მაგისტრალი ს1, ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზები: ძირულა-ხარაგაული, ზესტაფონი-ხარაგაული, ზესტაფონი-ჭიათურა და ზესტაფონი-ბაღდათი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის სარკინიგზო ხაზი ხაშური-სამტრედია, ასევე რკინიგზის მონაკვეთი საჩხერის მიმართულებით.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი 
ს1 ზესტაფონში

განათლება და კულტურა

მუნიციპალიტეტში 30 საჯარო სკოლაა, 2 პროფესიული სასწავლებელი, 42 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვრცელდება გაზეთი „ზესტაფონის მოამბე“. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის 50-მდე მართლმადიდებლური ეკლესია. მუნიციპალიტეტის ტერიტორია მიეკუთვნება მარგვეთისა და უბისის ეპარქიას.

ღირსშესანიშნაობანი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი 
თვრინის ციხე-დარბაზი

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემორჩენილი ისტორიული ძეგლებიდან უპირველესად აღსანიშნავია ანტიკური ხანის შორაპნის ციხე.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იყო შუა საუკუნეების ნაქალაქარი. სოფლებში, რომლებიც ნაქალაქარის ტერიტორიაზე მდებარეობენ, შემორჩენილია უამრავი ისტორიული ძეგლი, მათ შორის:

ასევე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლებია:

საერო ხასიათის -

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი 
ტაბაკინის მონასტერი

სასულიერო ხასიათის -

მუნიციპალიტეტში მრავლადაა განვითარებული შუა საუკუნეებსა და XIX საუკუნეში აგებული მცირე ტაძრები სოფლებში: ალავერდი, არგვეთა, აჯამეთი, დიდი განთიადი, დილიკაური, ზედა საქარა, თვრინი, მეორე სვირი, სანახშირე, საღვინე, ფუთი, ქვედა კვალითი, ქვედა საქარა, შროშა.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ზესტაფონის მუნიციპალიტეტი ბუნებაზესტაფონის მუნიციპალიტეტი მოსახლეობაზესტაფონის მუნიციპალიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობაზესტაფონის მუნიციპალიტეტი ეკონომიკაზესტაფონის მუნიციპალიტეტი განათლება და კულტურაზესტაფონის მუნიციპალიტეტი ღირსშესანიშნაობანიზესტაფონის მუნიციპალიტეტი რესურსები ინტერნეტშიზესტაფონის მუნიციპალიტეტი სქოლიოზესტაფონის მუნიციპალიტეტი1930ზესტაფონიიმერეთის მხარექუთაისის გუბერნიაშორაპნის მაზრა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოქართული ენადიოკლეტიანელადო ასათიანითევზებისამცხე-ჯავახეთის მხარერუსეთიენგურიკაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდაგორის ციხეალცჰაიმერის დაავადებაიუდაიზმისაქართველოს დამოუკიდებლობის აქტითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიზებულონითავის ტვინიქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემადემოკრატიატერენტი გრანელიკაცხის სვეტილაზეთისაბერძნეთიაზიაედუარდ შევარდნაძედათა თუთაშხიაანტონიმირესპუბლიკასაქართველოს წითელი ნუსხამცხეთის ჯვრის მონასტერირაბათის ციხეძველი თბილისიბელგიასაქართველოს ქალაქებივერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)საქართველოს ისტორიამონღოლთა ბატონობა საქართველოშიშამქორის ბრძოლა (1195)საქართველოს ფრინველთა სიალიხტენშტაინიბაგრატ III (საქართველოს მეფე)საქართველოს სამეფოსაქართველოს ტერიტორიული მოწყობაცოტნე დადიანიაჭარათბილისის ისტორიაკუნილინგუსიფრინველებიშენგენის ზონათავისუფლების მოედანი (თბილისი)გაზაფხულიდუბაიბიოლოგიური სისტემატიკარკინასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნითამარ მეფებაგრატიონებიკენგურუებივირუსებიპოლონეთიხვიჩა კვარაცხელიაალექსანდრე I დიდიშხარაბაგრატის ტაძარიკორდილიერებიერეკლე IIკეთილშობილი ირემიმაცივარიმზის სისტემაკონსტანტინე გამსახურდიაგაუდაბნოება9 აპრილის ტრაგედიაბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონიჭიამაიასებრნიპელოპონესის ომილიონელ მესიბუნებრივი რესურსებიგრიგოლ რობაქიძემსოფლიო საეკლესიო კრება🡆 More