ხარაგაული: დაბა საქართველოში

ხარაგაული (დაბა ორჯონიკიძე — 1949-1989 წლებში) — დაბა საქართველოში, იმერეთის მხარეში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.

დაბა
ხარაგაული
ხარაგაული: გეოგრაფია, დემოგრაფია, ისტორია
ხარაგაულის ცენტრი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
რეგიონი იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°01′00″ ჩ. გ. 43°12′00″ ა. გ. / 42.01667° ჩ. გ. 43.20000° ა. გ. / 42.01667; 43.20000
დაარსდა 1870
ადრეული სახელები ბელაგორი (XIX საუკუნე)
ხარაგაული (1949 წლამდე)
ორჯონიკიძე (1949-1989)
ამჟამინდელი სტატუსი 1944
ფართობი 2,04 კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1965 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,2 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი +995 433
საფოსტო ინდექსი 5600
ხარაგაული — საქართველო
ხარაგაული
ხარაგაული — იმერეთის მხარე
ხარაგაული

გეოგრაფია

ხარაგაული მდებარეობს მდინარე ჩხერიმელას ორივე ნაპირზე, ვიწრო და ღრმა ხეობაში, ზღვის დონიდან 280―400 მეტრზე. თბილისიდან დაშორებულია 198 კილომეტრით (რკინიგზით 160 კმ).

ხარაგაულში ზღვის სუბტროპიკული ნოტიო ჰავაა, იცის ზომერიად ცივი ზამთარი და შედარებით მშრალი ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 13,2 °C, იანვარში 3,2 °C, ივლისში 22,6 °C, აბსოლუტური მინიმუმია -22 °C, აბსოლუტური მაქსიმუმი 40 °C. ნალექები 1360 მმ წელიწადში.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობს 1965 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 3119 -- --
2002 ხარაგაული: გეოგრაფია, დემოგრაფია, ისტორია  2880 -- --
2014 ხარაგაული: გეოგრაფია, დემოგრაფია, ისტორია  1965 879 1086

ისტორია

ხარაგაული ჩაისახა როგორც რკინიგზის სადგური XIX ს. 70-იან წლებში ფოთი-თბილისის რკინიგზის გაყვანასთან დაკავშირებით და შეიძინა ადმინისტრაციული, ხოლო შემდგომ სამეურნეო ფუნქცია. ერქვა ბელაგორი, შემდეგ მიიღო სახელი ხარაგაული. იყო თემის ცენტრი, რომელშიც შედიოდა სოფლები საკუთრივ ხარაგაული, პატარა ხარაგაული, ჯაფარაული, ჩხერი, თეთრაწყარო. დაბის სტატუსი მიიღო 1944 წელს. 1949 წლის 21 ივლისიდან ეწოდა დაბა ორჯონიკიძე. 1976 წელს მოსახლეობა შეადგენდა 3,2 ათას ადამიანს. 1989 წელს დაუბრუნდა სახელი ხარაგაული.

ხარაგაულის მახლობლად ხელი მოეწერა ელაზნაურის შეთანხმებასა და გაიმართა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ იმერეთის ყველაზე დიდი ბრძოლა სოლომონ II-ის ჯარებსა და რუსეთის იმპერიის ჯარებს შორის ჩხერის ციხის მახლობლად.

ეკონომიკა

ხარაგაულში მოქმედებდა ყველ-კარაქის, ღვინისა და ხილ-კენკრული ღვინის ქარხნები. დაბაში არის კულტურისა და დასვენების პარკი, საჯარო სკოლა, 2 საბავშვო ბაღი, მოსწავლეთა სახლი, საავადმყოფო, პოლიკლინიკა, ბიბლიოთეკა, კულტურის სახლი, სამუსიკო სკოლა, პოლიციის განყოფილება, ავტოსატრანსპორტო საწარმო, არქივი, კინოთეატრი. ხარაგაულში გადის რკინიგზის ცენტრალური მაგისტრალი და არის რკინიგზის სადგური.

სპორტი

ხარაგაულში არის საფეხბურთო კლუბი „ჩხერიმელა“, რომელიც დაარსდა 1983 წელს. 2010 წლიდან ასპარეზობს საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში, რაც გუნდისთვის თავისი ისტორიის მანძილზე საუკეთესო შედეგია. „ჩხერიმელას“ საშინაო არენაა ხარაგაულის საფეხბურთო მოედანი.

ღირსშესანიშნაობები

ხარაგაულში მდებარეობს ხუროთმოძღვრების ძეგლი კახორი. დაბაში მდებარეობს ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი, რომელიც დაარსდა 1978 წელს.

გალერეა

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

ხარაგაული გეოგრაფიახარაგაული დემოგრაფიახარაგაული ისტორიახარაგაული ეკონომიკახარაგაული სპორტიხარაგაული ღირსშესანიშნაობებიხარაგაული გალერეახარაგაული ლიტერატურახარაგაული სქოლიოხარაგაულიდაბაიმერეთის მხარეხარაგაულის მუნიციპალიტეტი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ვერძი (ასტროლოგია)კონსტანტინოპოლის დაცემამთვარექართული ვაზის ჯიშებიედუარდ შევარდნაძესოკრატესტუმარ-მასპინძელირუსეთიანდრია მოციქულიარაპენეტრაციული სექსიგიორგი IV ლაშაიასამანიბახტრიონი (პოემა)მარო მაყაშვილიმხედრიონისაქართველოს სამხედრო წოდებებიენცეფალოპათიაექსპრესიონიზმითემურლენგის ლაშქრობები საქართველოშიჯიქიიბერიარაბათის ციხეაპენდიციტიივანე მაჩაბელიაშშ-ის ისტორიახეოფსის პირამიდამდინარემერკურისეტყვალუქსემბურგიიოსებ სტალინიმარსიბაში-აჩუკი (ფილმი)რთველიმარტივი და შედგენილი რიცხვებიდავითიანი (ნაწარმოები)ნიკეის პირველი საეკლესიო კრებაპრომეთებერლინის კედელიმტაცებელი ფრინველებიკალათბურთიგიორგი III (საქართველოს მეფე)ლუი XIVბაქტერიებიბორჯომი (წყალი)სავანაერითროციტებიოქროს საწმისინათურაკეთილშობილი ირემიმიგრაციასულხან-საბა ორბელიანიაგენტიარაბობა საქართველოშიკატალიზატორიალექსანდრე მაკედონელიმთავარი გვერდიდაუნის სინდრომიავსტრალიაჭადრაკისამკუთხედიჰარი პოტერინიჰილიზმიწმინდა სამების საკათედრო ტაძარისისხლის მიმოქცევის სისტემაკავკასიონისაჰარაევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიმსოფლიო მიზიდულობის კანონითბილისის პანსიონებიზევსიქართველები რუსეთშიამაზონიალავერდიზვიად გამსახურდიაევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბორის პაიჭაძის ეროვნული სტადიონი🡆 More