შორაპანი

შორაპანი — დაბა საქართველოში, იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში.

დაბაში ფუნქციონირებდა ქარხანა „ელექტროელემენტი“. დაბაში მოქმედებს საჯარო სკოლა.

დაბა
შორაპანი
შორაპანი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°05′44″ ჩ. გ. 43°04′55″ ა. გ. / 42.09556° ჩ. გ. 43.08194° ა. გ. / 42.09556; 43.08194
პირველი ხსენება ძვ. წ. I ათასწლეული
ადრეული სახელები სარაპანი
ცენტრის სიმაღლე 170
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1258 კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995 492
საფოსტო ინდექსი 2000
შორაპანი — საქართველო
შორაპანი
შორაპანი — იმერეთის მხარე
შორაპანი

მდებარეობა

მდებარეობს იმერეთის დაბლობის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარეების ყვირილისა და ძირულას ხეობაში (ზღვის დონიდან 170 მ, ზესტაფონიდან 5 კმ), საქართველოს საავტომობილო მაგისტრალ ს1-სა და ხაშური-სამტრედიის სარკინიგზო ხაზზე. დაბაში არის საჯარო სკოლა. დაბაში არის საექიმო ამბულატორია.

ისტორია

შორაპანი დასახლებულია ანტიკური ხანიდან. უძველესი წერილობითი ცნობა ეკუთვნის სტრაბონს (ძვ. წ. I — ახ. წ. I სს). ციხე-ქალაქი შორაპანი — სარაპანისი ცნობილია კოლხეთის ისტორიაში, როგორც დიდი ნავსადგური, რომელიც მდებარეობდა მდინარე ყვირილაზე. იგი წარმოადგენდა სავაჭრო საქონელის საწყობს. აქვე იკრიბებოდნენ ვაჭრები, რომლებიც აღებ-მიცემობას აწარმოებდნენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის. სტრაბონის მოწმობით, მდინარე ფაზისში დადიოდნენ გემები სარაპნის ციხემდე, რომელსაც თავისი სიდიდით შეეძლო მთელი ქალაქის მცხოვრებთა დატევა. ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით VIII ს-ის დასასრულს იგი არგვეთის საერისთავოს ცენტრს წარმოადგენდა. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში იყო მცირე ქალაქი განვითარებული ვაჭრობით. შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — შორაპნის ციხე. შორაპნის ციხესიმაგრე ლეონტი მროველის (XI ს) ცნობით აგებულია ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნეში ქართლის მეფე ფარნავაზ I-ის მიერ.

შორაპანი 
შორაპნის მაზრის რუკა

1846-1930 წლებში იყო შორაპნის მაზრის ცენტრი. შორაპნის მაზრა მოიცავდა დღევანდელი საჩხერის, ზესტაფონისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებს. XIX საუკუნის მიწურულს აშენდა რკინიგზის სადგურის შენობა და რკნიგზელთა საცხოვრებელი კორპუსი. ამ პერიოდშია გაშენებული რკინიგზის თანამშრომელთა საცხოვრებელი უბანი. ის სადგურის სიახლოვესაა განლაგებული და შენარჩუნებული აქვს პირვანდელი გეგმარება. უბანი აერთიანებს საცხოვრებელ და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობებს: სკოლა, ამბულატორია, საბავშვო ბაღი და დრამატული წრის შენობა. საცხოვრებელი კორპუსები XIX საუკუნის მიწურულს სადგურის შენობასთან ერთად რკინიგზის მომსახურე პერსონალისთვის უნდა ყოფილიყო აშენებული. 1938 წელს შორაპანს მიენიჭა დაბის სტატუსი. 1909 წელს აშენდა შორაპნის სკოლის შენობა.

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით დაბაში ცხოვრობს 1258 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 1771 -- --
2002 შორაპანი  1597 -- --
2014 შორაპანი  1258 596 662

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

შორაპანი მდებარეობაშორაპანი ისტორიაშორაპანი დემოგრაფიაშორაპანი ლიტერატურაშორაპანი სქოლიოშორაპანიდაბაზესტაფონის მუნიციპალიტეტიიმერეთის მხარესაქართველო

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ხემარწყვააფრიკაცოტნე დადიანირიონიივანე მაჩაბელიშველიმამებისა და შვილების ბრძოლაბაგრატ III (საქართველოს მეფე)გიორგი III (საქართველოს მეფე)საქართველოს პარლამენტისამკუთხედიThe Beatlesმსოფლიოს ქვეყნები და ტერიტორიები მოსახლეობის მიხედვითკონტინენტიკარლოს დიდიკვების ჯაჭვითეთრი დათვირუმინეთისაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკატრაპეციაგერმანიის ქალაქების სიაარჩვიალ პაჩინოასტრიდ ლინდგრენიტიციან ტაბიძეტყელუქსემბურგიწინადადებაგარემოს დაბინძურებაკონცეფციაპორტუგალიამღრღნელებითბილისის 112-ე საჯარო სკოლამაკა საგაიპოვამარიამ მეგვიპტელისაქართველოს თავდაცვის ძალებიდიდი პანდასალომე ზურაბიშვილითბილისის პანსიონებიმიქელანჯელო ბუონაროტიდედა ენაკურო (ასტროლოგია)მთის არწივითურქეთ-საქართველოს ურთიერთობებითორნიკე ერისთავიმშვილდოსანი (ასტროლოგია)დედამიწის სტრუქტურასოხუმის დაცემადიდგორის ბრძოლანიამორივულკანიბესლანის ტერაქტიმცხეთის ჯვრის მონასტერიმინერალებიორალური სექსიფიოდორ დოსტოევსკიმსოფლიოს შვიდი საოცრებაეგვიპტის პირამიდებიმედეა (მითოლოგია)კოსმოპოლიტიზმიხეთავისუფლების ქანდაკებატერორიზმიდეჟავიუირაკლი ჩარკვიანიზებრებითახვიბიბლიაწყალდიდობასახლის თაგვიბირთვისის ციხესასმელი წყალიემპათიაჯვაროსნული ლაშქრობებინაცვალსახელიპაბლო პიკასო🡆 More