ხონი: ქალაქი საქართველოში, იმერეთში.

ხონი — ქალაქი საქართველოში, იმერეთის მხარეში, ხონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.

ხონი: ისტორია, დემოგრაფია, ეკონომიკა სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ხონი (მრავალმნიშვნელოვანი).

მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ცხენისწყლის ნაპირას, ზღვის დონიდან 114 მ სიმაღლეზე, თბილისიდან 266 კმ, სამტრედიის რკინიგზის სადგურიდან 19 კმ.

ქალაქი
ხონი
ხონი: ისტორია, დემოგრაფია, ეკონომიკა
გერბი
ხონი: ისტორია, დემოგრაფია, ეკონომიკა

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ხონის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°19′28″ ჩ. გ. 42°25′20″ ა. გ. / 42.32444° ჩ. გ. 42.42222° ა. გ. / 42.32444; 42.42222
ადრეული სახელები წულუკიძე
ამჟამინდელი სტატუსი 1921
ცენტრის სიმაღლე 114
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 8987 ხონი: ისტორია, დემოგრაფია, ეკონომიკა კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,7 %
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი +995 495
საფოსტო ინდექსი 5900
ხონი — საქართველო
ხონი
ხონი — იმერეთის მხარე
ხონი

ისტორია

ხონის ტერიტორიაზე ნაპოვნია გვიან ბრიჯაოს ხანის ნამოსახლარი, თუმცა აქ მუდმივი დასახლება ფეოდალურ ხანაში აღმოცენდა. მისი დაარსება უკავშირდება აფხაზთა მეფე თეოდოს II–ს. XI საუკუნეში მეფე გიორგი I-ის დროს აშენდა ხონის ეკლესია ეკლესია დიდი ზომის ბაზილიკური, სამნავიანი, უგუმბათო ნაგებობაა.

1529 წელს ხონი გახდა საეპისკოპოსო ცენტრი, რამაც ხელი შეუწყო მის ტერიტორიულ ზრდასა და სამეურნეო-ეკონომიკურ აღმასვლას. ხონში ნაპოვნია „კოლხური თეთრის“ 1270 მონეტა, ასევე ბიზანტიური და თურქული მონეტები. XVIII ს-ში ხონი წარმოადგენდა მნიშვნელოვან სავაჭრო პუნქტს.

ხონი: ისტორია, დემოგრაფია, ეკონომიკა 
„არს ხონსა ეკლესია დიდი, გუმბათიანი, შვენიერ-ნაგები. ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ვაკისა“

რუსეთის იმპერიის მიერ იმერეთის სამეფოს დაპყრობისა და რუსული მმართველობის პერიოდში ხონი გახდა ვაკის მაზრის ცენტრი. 1820-იან წლებში ხონის მოსახლეობა 250 ოჯახი იყო. ქალაქში იყო ბაზარი და ეკლესია. 1846 წლიდან ქუთაისის გუბერნიის შექმნის შემდეგ ხონი ქუთაისის მაზრაში შედიოდა. 70-იანი წლებიდან იგი იყო საპოლიციო უბნის ცენტრი.

ხონი განსაკუთრებით განვითარდა XIX საუკუნეში. 20-30-იან წლებში ის უკვე მჭიდროდ დასახლებული პუნქტი იყო. 50-იან წლებში აქ გაიხსნა თამბაქოს ბაზრობა. ხონის, როგორც სავაჭრო ცენტრის ფუნქცია განპირობებული იყო მისი მდებარეობით დასავლეთის მთიანი და დაბლობი ტერიტორიების შესაყართან. 1865 წელს ხონში პირველი თეატრალური წარმოდგენა გაიმართა. 1883 წელს ნესტორ წერეთელმა და მისმა ძმამ გახსნეს ქართული წიგნის მაღაზია. 1907 წელს ჩამოყალიბდა თეატრალური დასი. ხონში ჩამოყალიბდა პირველი სასულე ორკესტრი საქართველოში 1890 წელს. XIX საუკუნის 70-იანი წლებიდან დაბა ხონი ქუთაისის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამრეწველო ცენტრი იყო იმერეთში. პარასკეობით იმართებოდა დიდი ბაზრობა. გამართული იყო წყლის ძრავაზე მოქმედი ხე-ტყის და საფეიქრო ფაბრიკები, მოქმედებდა აგურ-კრამიტის ქარხანა, აღმავალი გზით ვითარდებოდა მეაბრეშუმეობა. ხონი იყო საქართველოში აბრეშუმის ძაფისა და ნართის დამზადების უმსხვილესი ცენტრი. ხონი ქალაქად გამოცხადდა 1921 წელს. 1926 წლისთვის ხონის მოსახლეობა შეადგენდა 9010 ადამიანს, ხოლო ფართობი 24,4 კმ²-ს.

1936-1989 წლებში ხონს წულუკიძე ერქვა. ისტორიული ნაგებობებიდან შემორჩენილია წმინდა გიორგის ეკლესია (VIII-IX საუკუნეები) და სამასწავლებლო სემინარია (1881 წ.).

დემოგრაფია

2014 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქში ცხოვრობს 8987 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1893 4963
1989 14 296 -- --
2002 ხონი: ისტორია, დემოგრაფია, ეკონომიკა  11 315 -- --
2014 ხონი: ისტორია, დემოგრაფია, ეკონომიკა  8987 4191 4796

ეკონომიკა

ხონში არის ჩაის, მსუბუქი და კვების მრეწველობის საწარმოები; თეატრი, ა. წულუკიძის სახლ-მუზეუმი. ხონში 1996 წლიდან არის ხონისა და სამტრედიის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია. სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებით უკავშირდება წყალტუბოს, სამტრედიას, ქუთაისს, მარტვილს, ბანძას. უახლოესი რკინიგზის სადგურია სამტრედია (22 კმ). ქალაქში არის ჯანდაცვისა და კულტურის დაწესებულებები, ოთხი საჯარო სკოლა.

ცნობილი ადამიანები

ხონში დაიბადნენ:

დაძმობილებული ქალაქები

ხონი დაძმობილებულია შემდეგ ქალაქებთან:.

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

ხონი ისტორიახონი დემოგრაფიახონი ეკონომიკახონი ცნობილი ადამიანებიხონი დაძმობილებული ქალაქებიხონი ლიტერატურახონი სქოლიოხონიზღვის დონეიმერეთის დაბლობიიმერეთის მხარემდინარესაქართველოცხენისწყალიხონის მუნიციპალიტეტი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

დავით IIIთვალიოგანესონიკუბური მეტრივერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)ჰოლოკოსტიუდაბნოასტრიდ ლინდგრენიიასამანიჰემანგიომაფერების სიმბოლიზმი და ფსიქოლოგიაკონსერვატიზმიქვეყნების სიაძუძუმწოვრებიიესო ქრისტეურანიბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)მყინვარწვერიჯალალედინიალცჰაიმერის დაავადებაგამარჯვების დღეადამიანისამეგრელოგამზრდელი (პოემა)დავით VII ულუსანტიაგო ბერნაბეუ (სტადიონი)თბილისისაქართველოს სახელმწიფო გერბივლადიმერ ლენინიძალაკაცხის სვეტიკარლეს პუჩდემონიბზობაშარკა ბლურომითამარ მეფეასურეთიფაშიზმირენესანსიჰიმალაირიონიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიზმნიზედაკახა კალაძეაზიათავისუფლება (ფილოსოფია)დედამიწის სტრუქტურამერკურიYouTubeსოლიკო ვირსალაძესაქართველოს მუნიციპალიტეტებიდუბაის საამიროსაქართველოს ისტორიააფხაზეთის ომი (1992-1993)ჭადრაკიგაპიროვნებათევდორე კველთელიშაორის წყალსაცავიილია IIრომის იმპერიაშავი ზღვასაქართველოს სახელმწიფო ჰიმნილეიკოციტოზიმცხეთაბიზანტიის იმპერიანიანგებიმეგობრობაბალდუინ IV იერუსალიმელიბაში-აჩუკი (ფილმი)ბაროკოიგავ-არაკიყინწვისის მონასტერინიუტონის კანონებიათენიკრწანისის ბრძოლაამერიკის შეერთებული შტატები69 (სექსუალური პოზა)ფობიების სია🡆 More