მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე (დ.

24 ნოემბერი, 1978, თბილისი) — ქართველი იურისტი და პოლიტიკოსი. საქართველოს პარლამენტის წევრი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.

მამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე
დაბადების თარიღი 24 ნოემბერი, 1978 (1978-11-24) (45 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი სამართლის დოქტორი
ეროვნება ქართველი
პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“
საქმიანობა იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაიბადა 1978 წლის 24 ნოემბერს, ქალაქ თბილისში. 2000 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1996-2001 წლებში იყო შსს-ს საგამოძიებო დეპარტამენტი სტაჟიორი. 1999-2006 წლებში იყო დავით გურამიშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის მოწვეული ლექტორი. 2001-2004 წლებში იყო ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი. 2004 წლიდან იგი არის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. 2007-2014 წლებში — სას „თბილისის იურიდიული ცენტრის“ მმართველი პარტნიორი და ადვოკატი. 2009 წელს დააფუძნდა (ა)აიპ „სამართლის მონიტორინგის ცენტრი“ და იყო მისი ხელმძღვანელი 2014 წლამდე. 2014-2016 წლებში იყო „ადვოკატთა ალიანსის“ თავმჯდომარე. 2014 წელს იყო „ლიგალ კონსალტინგ გრუპის“ ადვოკატი და სისხლის სამართლის მიმართულების ხელმძღვანელი. 2014-2016 წლებში — საქართველოს პარალიმპიური ფონდის პრეზიდენტი. 2015 წელს დააფუძნა შპს „მდინარაძე და პარტნიორი ადვოკატები“, 2016 წლამდე იყო მისი მმართველი პარტნიორი. 2016-2020 წლებში იყო საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის დიდი დიღმის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. მაჟორიტარულ არჩევნებში ხმათა 51,7% მიიღო (11 718 ხმა). 2016-2019 წლებში საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე.

2020 წლიდან არის საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“. 2020-2024 წლებში პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე. 2024 წლის 21 თებერვლიდან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

197824 ნოემბერითბილისიპოლიტიკოსისაქართველოს პარლამენტიქართველები

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ფესახილექსი ვეფხისა და მოყმისაწრეწირიქაქუცა ჩოლოყაშვილიირლანდიაალავერდიბიშკეკითბილისისაქართველოს კონსტიტუციაზაფხულიმარო მაყაშვილიკირჩხიბი (ასტროლოგია)მასონობახვიჩა კვარაცხელიაელექტრული დენიგიორგი მამარდაშვილიბუნებრივი გადარჩევაჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციავერძი (ასტროლოგია)ყივანახველაკლიმატიმედუზებილონდონიაკონკაგუაძველი ეგვიპტექრომოსომასოკოებისაქართველოს პრეზიდენტიზენონი (იარაჯული)რაბათის ციხემორალიფოთინეიტროფილებიხორვატიაიასამანირუსეთ-საქართველოს ომი (1921)სუნთქვასტეფანე მღებრიშვილიჩარლი ჩაპლინითევზებიფიოდორ დოსტოევსკიმღრღნელებიასტიგმატიზმიენცეფალოპათიაკაპიტალიზმიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითლიმფოციტებიტროპიკული სარტყლებირომანტიზმიატმოსფერული წნევაფუტკრებიწყნარი ოკეანეზვიად გამსახურდიათხის რქა (ასტროლოგია)ნაციონალ-სოციალიზმისაქართველოს მთებითემურლენგიანა კალანდაძეუქმე დღეები საქართველოშიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებადუნაისაქართველოს თავდაცვის ძალებიკახეთიმეიოზისაქართველოს ისტორიაპელოპონესის ომიშამქორის ბრძოლა (1195)მონა ლიზააუტიზმიქართული საბჭოთა ენციკლოპედიაგაზაფხულიუჯრედიინგლისიგიორგი მაზნიაშვილიქართლიდანიაქრისტესისხლა🡆 More