ასტიგმატიზმი

ასტიგმატიზმი — თვალის შუქმტეხი აპარატის დეფექტი, რაც გამოწვეულია რქოვანას და უფრო იშვიათად, ბროლის ზედაპირის არათანაბარი სიმრუდით.

ერთ თვალში ამეტროპიის სხვადასხვა სახის, ან ერთი სახის ამეტროპიის სხვადასხვა ხარისხის შერწყმა.

ასტიგმატიზმი

ასტიგმატიზმი არის ორ მთავარ ურთიერთპერპენდიკულარულ მერიდიანზე ყველაზე ძლიერი და ყველაზე სუსტი გარდამტეხი უნარი. ამის შედეგად ბადურაზე მიიღება საგნების არამკაფიო და დამახინჯებული გამოსახულებები. ზოგჯერ ასტიგმატიზმი ვითარდება ოპერაციის, რქოვანას დაავადების, თვალების ჭრილობების შემდეგ. განასხვავებენ მის შემდეგ სახეებს: მარტივი ასტიგმატიზმი: – ერთ–ერთ მთავარ მერიდიანში ემეტროპია, მეორეში – მიოპია ან ჰიპერმეტროპია; რთული ასტიგმატიზმი – ორივე მთავარ მერიდიანში ერთნაირი სახის ამეტროპია, მაგრამ სხვადასხვა ხარისხის; შერეული ასტიგმატიზმი – ერთ–ერთ მთავარ მერიდიანში აღინიშნება მიოპია, ხოლო მეორეში – ჰიპერმეტროპია.

მოსახლეობის ერთ მეოთხედში აღინიშნება ე.წ. ფიზიოლოგიური ასტიგმატიზმი (0.5 D), რაც არ მოითხოვს ჩარევას, თუმცა თუ ასტიგმატიზმის დონე აღემატება 1.0D, ეს გავლენას ახდენს მხედველობაზე და საჭიროებს კორექციას. ასტიმატიზმის დიაგნოსტირება ხშირად ხდება ბავშვებში დაახლოებით ორი წლის ასაკში მხედველობის პროფილაქტიკური შემოწმებისას.

სიმპტომები

ასტიგმატიზმისას შესამჩნევია მხედველობის დაქვეითება, ზოგჯერ საგნების დამახინჯებულად ხედვა, მუშაობის დროს თვალის სწრაფად დაღლა, თავის ტკივილი. გამოკვლევისას აღინიშნება თვალის გარდამტეხ ძალებში განსხვავება სხვადასხვა მერიდიანებში. დიაგნოზი ეყრდნობა რეფრაქციის განსაზღვრას მთავარ გარდამტეხ მერიდიანში.

მკურნალობა

ხშირ შემთხვევაში ასტიგმატიზმის სიმპტომები იმდენად უმნიშვნელოა რომ მკურნალობას არც საჭიროებს. ასტიგმატიზმის კორექცია თუ დროულად არ მოხდა, ის პროგრესირებას განაგრძობს და სერიოზული გართულებები შეიძლება გამოიწვიოს. კორექციის ყველაზე გავრცელებული სახეებია: სათვალე, ლინზები, ლაზერული კორექცია, ქირურგიული ჩარევა და სხვა.

ასტიგმატიზმი 
ასტიგმატიზმის გამოსაკვლევი ტესტი

დიაგნოზირება

ასტიგმატიზმის დიაგნოზირება მხედველობის რუტინული გამოკვლევითაც შესაძლებელია. ეს გამოკვლევა თვალების ფოკუსირების უნარს ამოწმებს და ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის, რადგან ზოგჯერ ასტიგმატიზმის დიაგნოზირება წლების განმავლობაში ვერ ხერხდება, რამაც შესაძლოა კითხვისა და კონცენტრაციის უნარზე უარყოფითად იმოქმედოს.

ისტორია

1793 წელს, სტუდენტმა თომას იანგმა აღმოაჩინა, რომ მას ცალ თვალში მხედველობის პრობლემა ჰქონდა. შემდგომ წლებში ის აკვირდებოდა საკუთარ თვალს და 1801 წელს მისივე დასკვნები წარმოადგინა.

ჯორჯ ბიდელ ეირმა თომას იანგისაგან დამოუკიდებლად საკუთარ თვალზე აღმოაჩინა ასტიგმატიზმის ფენომენი Airy presented his observations on his own eye in February 1825 at the Cambridge Philosophical Society.. მან საკუთარი დაკვირვებები გამოაქვეყნა 1825 while other sources put this into 1827 წლის თებერვალში, კემბრიჯის ფილოსოფოსთა საზოგადოებაში. ეირმა მიიღო ოპტიკიდან ლინზები. ამავე პერიოდში მან მიიღო ცილინდრული ლინზები და სახელი დაარქვა მას არა ჯორჯ ბიდელ ეირმა, არამედ უილიამ უეველმა.

1860-იანი წლებისთის ასტიგმატიზმი უკვე იყო კარგად დადგენილი კონცეფია ოფთალმოლოგიაში, ხოლო წიგნის თავები აღწერდნენ ასტიგმატიზმის დასაწყისს.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ასტიგმატიზმი სიმპტომებიასტიგმატიზმი მკურნალობაასტიგმატიზმი დიაგნოზირებაასტიგმატიზმი ისტორიაასტიგმატიზმი რესურსები ინტერნეტშიასტიგმატიზმი სქოლიოასტიგმატიზმითვალი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ქართული ხალხური ცეკვებიმალტაკლიმატიხაჭაპურიმსოფლიოს მოსახლეობაეიფელის კოშკინეპოტიზმიქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველომარსიავტომობილისაქართველოს კონსტიტუციაადოლფ ჰიტლერიბაგრატის ტაძარიგაერთიანებული სამეფოზაფხულიბიძინა ჩოლოყაშვილიალექსანდრე მაკედონელიოლიმპიური თამაშებისტამბოლითამარ მეფეაშშ-ის ისტორიაერთეულთა საერთაშორისო სისტემანიკა არაბიძელებომბოს მთებიპერსონალური კომპიუტერირომიპაოლო იაშვილიანდრია მოციქულიხელოვნებაარაგვისიმკვრივეთბილისის მეტროპოლიტენიაგენტიჯემალ ქარჩხაძეკლიმატის ცვლილებაცენტნერიბარდა სკლიაროსიაფხაზეთის ომი (1992-1993)საქართველოს სახელმწიფო დროშანახშირწყლებიელენე ახვლედიანისაქართველოს დაცული ტერიტორიებილუქსემბურგიარასამთავრობო ორგანიზაციაგალაკტიონ ტაბიძეივანე მაჩაბელიდიდგორის ბრძოლათეატრინარკომანიაშვეიცარიაბზობაქართული სამზარეულოლევან საგინაშვილიკავკასიონითეიმურაზ Iავსტრალია (კონტინენტი)წყალდიდობაფიოდორ დოსტოევსკიევოლუციაინფორმაციასავანანატურალური რიცხვიეროზიაენგურის ჰიდროელექტროსადგურილამპრობაშვედეთინოე ჟორდანიაემპათიათევზებისოციალიზმისახელმწიფოოცდაათწლიანი ომიალავერდიჩარლი ჩაპლინიგრიგოლ ხანძთელიხევისბერი გოჩაევროპის პარლამენტიქართველები🡆 More