თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში.

1917 წლის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ახლანდელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორია თბილისის მაზრაში შედიოდა, 1921-1929 წლებში ისევ თბილისის მაზრაშია, 1930 წლიდან თბილისის ოლქშია, როგორც აღბულაღის რაიონი, თეთრიწყაროს რაიონი კი ეწოდა 1940 წელს. ამჟამად მუნიციპალიტეტი. ადმინისტრაციული ცენტრი თეთრიწყარო.

ადმინისტრაციული ერთეული
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
დროშა გერბი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე ქვემო ქართლის მხარე
ადმ. ცენტრი თეთრიწყარო
კოორდინატები 41°25′00″ ჩ. გ. 44°18′00″ ა. გ. / 41.41667° ჩ. გ. 44.30000° ა. გ. / 41.41667; 44.30000
ფართობი 1174.5 კმ² კმ²
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 21 000 (2016)
სიმჭიდროვე 21,6 კაცი/კმ²
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 82,47 %
აზერბაიჯანელები 7,33 %
სომხები 7,31 %
რუსები 1,31 %
ბერძნები 0,88 %
ოფიციალური საიტი tetritskaro.gov.ge
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი — საქართველო
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი — ქვემო ქართლი
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს კარგად გამოხატული ბუნებრივი საზღვრები აქვს. სამხრეთით ესაზღვრება ბოლნისის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით საზღვრავს წალკისა და დმანისის მუნიციპალიტეტები, აღმოსავლეთით საზღვრავს გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტები, ჩრდილოეთით კი კასპისა და მცხეთის მუნიციპალიტეტები. მუნიციპალიტეტის ფართობია 1174,5 კმ².

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი მთა-გორიანი რელიეფით ხასიათდება. აქ გაბატონებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 12 °C-ია (ბარში) 2 °C-მდე (მთაში) მერყეობს ზონალობის მიხედვით. წლის ყველაზე ცივი თვის, იანვრის, ტემპერატურა უდრის 0 °C-ს ბარში და -10 °C მთაში, ხოლო ყველაზე თბილი თვის, ივლისის, ჰაერის ტემპერატურა უდრის 15 °C მთაში და 24 °C ბარში. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 500 მმ-დან (ბარში) 900 მმ-მდეა (მთაში). ნალექების მაქსიმუმი მაისშია (119 მმ), ხოლო მინიმუმი — დეკემბერში (30 მმ).

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ხშირი ჰიდროგრაფიული ქსელი მდინარე მტკვრის აუზს მიეკუთვნება. სამხრეთ ნაწილში მიედინება მდინარე ხრამი, რომლის სიგრძე მუნიციპალიტეტის ფარგლებში 22 კმ-ია. მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეა ალგეთი. მდინარე ალგეთის შუა დინებაში შექმნილია ალგეთის წყალსაცავი, რომელსაც საირიგაციოდ იყენებენ. ბედენის პლატოზე არის რამდენიმე მცირე ტბა.

2014 წლის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 21 127 ადამიანს შეადგენდა. მუნიციპალიტეტში 88 დასახლებული პუნქტია (მათგან 6 პუნქტი დაცლილია). მათ შორის 1 ქალაქია. მუნიციპალიტეტის ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 4200 ადამიანს, ხოლო სოფლის — 23 400 ადამიანს. ანუ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 85 % სოფლად ცხოვრობს. მოსახლეობის სიმჭიდროვეა 23 კაცი/კმ², რაც ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს საკმაოდ ჩამოუვარდება.

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ადგილობრივი შემოსავლებისა და გამოთანაბრებითი ტრანსფერის ჩათვლით არის 4 300 000 ლარი. ეკონომიკის ძირითადი სექტორებია სოფლის მეურნეობა და მცირე მეწარმეობა (ძირითადად ვაჭრობა და საყოფაცხოვრებო მომსახურება). წარსულშიც ძირითადი შემოსავლები უზრუნველყოფილი იყო სოფლის მეურნეობით, ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოებით და ქვის მოპოვება-დამუშავებით.

გეოგრაფია

რელიეფი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სამხრეთი ნაწილი გაშლილია თეთრიწყაროს პლატოზე, რომელიც ქვემო ქართლის პლატოს ჩრდილოეთ ნაწილს წარმოადგენს. თეთრიწყაროს პლატო (ზომები 45X10 კმ) გომერის ქედის სამხრული კალთებიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ და აღმოსავლეთისაკენ ვრცელდება. პლატოს ზედაპირი სამხრეთისაკენ არის დახრილი და შუა ნაწილში გაკვეთილია რამდენიმე მცირე მდინარის კანიონით, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ხრამის მარცხენა შენაკადი ჭივჭავა. თეთრიწყაროს პლატო აგებულია ზედაპლიოცენური დოლერიტული ლავებით.

მუნიციპალიტეტის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში განფენილია შუა ხრამის მთათა კვანძი, რომელიც აგებულია ზედაცარცული ვულკანოგენური და დანალექი წყებებით, აგრეთვე ძველი კრისტალური ქანებით (გრანიტოიდებით). აქ ყველაზე დიდია ბედენის ქედი, რომელიც წარმოადგენს მდინარეების ალგეთისა და ხრამის წყალგამყოფს. უმაღლესი პუნქტია მთა ბედენა (1875 მ).

ბედენის ქედი აგებულია ცარცული ვულკანოგენური ნალექებით, ნეოგენური და მეოთხეული ლავებით.

ბედენის ქედის განშტოებებიდან უმნიშვნელოვანესია გომერის ქედი, რომელიც ბედენის ქედის აღმოსავლურ ბოლოდან ჯერ სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ არის მიმართული და შემდეგ აღმოსავლეთისაკენ. მის თხემზე აღმართული მთა სამება, რომელიც წარმოადგენს კონუსის მოყვანილობის ბორცვს. აღსანიშნავია, რომ ამ მთას უწინდელი მკვლევარები ექსტრუზიულ ცენტრალურ ვულკანად თვლიდნენ, მაგრამ გარკვეულია, რომ იგი ეროზიულ მოწმეს წარმოადგენს, ხოლო მის თხემზე არსებული ლავა ტექტონიკური პროცესებით არის მოწყვეტილი და აზევებული. გომერის ქედზეა ასევე მთა გომერი (1457 მ). მთის სამხრეთ კალთაზე ფიქსირებულია ლავის ტერასა. ბედენის ქედს აქვს შტოქედები: თავშიშველა და გელინდაღი.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ჩრდილოეთ ნაწილში აღმართულია ძლიერ დანაოჭებული, შუაეოცენური ვულკანოგენური ქანებით აგებული თრიალეთის ქედი.

თავშიშველის ქედსა და ქვემო ქართლის პლატოს შორის მდებარეობს ირაგის ქვაბული, რომელიც გაჩენილია ლავური ღვარის მიერ ძველი ხეობის შეგუბებისა და ტბიურ-მდინარეული ნალექების დაგროვების შედეგად. ქვაბული ასაზრდოებს მდინარე ასლანკას. ირაგის ქვაბული ხასიათდება ვაკისებურ-ბორცვიანი ფსკერით, რომელიც აგებულია თიხნარითა და კენჭნარით.

ბედენის პლატოზე არის ხორხების მღვიმე.

შიგა წყლები

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 
მდინარე ალგეთი

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ჰიდროგრაფიული ქსელი ხშირია. აქაური ყველა მდინარე ქმნის მტკვრის ერთიან სისტემას.

სამხრეთ ნაწილში დიდ მანძილზე მიედინება მდინარე ხრამი, რომელსაც აქვს კარგად გამოკვეთილი კანიონი, რომლის სიგრძე უდრის 22 კმ-ს, ხოლო სიგანე ზედა ნაწილში 0,4-1,7 კმ-ს. ხრამის კანიონი მდინარე ასლანკის შესართავიდან სოფელ არუხლომდე ვრცელდება. მაქსიმალურ სიღრმეს იგი აღწევს სამშვილდოს ნაქალაქართან, რომელიც ხრამისა და ჭივჭავის კანიონებს შორის გამოწვდილ გრძელსა და ვიწრო ქარაფებით შემოფარგლულ კონცხზეა გაშენებული. ხრამის შენაკადებიდან აღსანიშნავია მდინარეები ასლანკა, ჭივჭავა, თეთრწყაროსწყალი, კლდეისისწყალი, ახკალაფისწყალი და სხვ.

მუნიციპალიტეტის მთავარი მდინარეა ალგეთი, რომელიც მუნიციპალიტეტს ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ კვეთს. ალგეთი სათავეს იღებს თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, კლდეკარის ვიწრობის მახლობლად. ზემო დინებაში მიედინება სამხრეთ აღმოსავლეთისაკენ ღრმა და ტყიან ხეობაში. აქვს მრავალი შენაკადი: ასურეთისხევი, ლაყვისხევი, გუდარეხისწყალი, ოძისისხევი, ბოგვისხევი, ენაგეთისხევი, ლამისხევი, ფარცხისისწყალი და ბზისწყალი.

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მდინარეები ძირითადად საზრდოობენ წვიმის წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზე და ზაფხულის დასაწყისშია, წყალმცირობა კი შემოდგომა-ზამთარში. მდინარე ალგეთის შუა დინებაში შექმნილია ალგეთის წყალსაცავი, რომელსაც საირიგაციოდ იყენებენ.

ბედენის პლატოზე არის რამდენიმე მცირე ტბა.

ჰავა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გაბატონებულია ზომიერად ნოტიო ჰავა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 12 °C-იდან (ბარში) 2 °C-მდე (მთაში) მერყეობს. იანვრის ტემპერატურა უდრის 0 °C და -10 °C, ივლისში ჰაერის ტემპერატურა უდრის 15 °C და 24 °C, აბსოლუტურ მინიმუმია -30 °C, ხოლო მაქსიმუმი 40 °C. ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 500 მმ-დან (ბარში) 900 მმ-მდეა (მთაში). ნალექების მაქსიმუმი მაისშია (119 მმ) ხოლო მინიმუმი – დეკემბერში (30 მმ).

თეთრწყაროში საშუალო წლიური ტემპერატურაა 8,6 °C, ნალექები 790 მმ.

ნიადაგები

ვაკეზე ჩამოყალიბებულია წაბლა (ზოგან დამლაშებული) ნიადაგები. ბორცვიან მთისწინეთში ტყის ყავისფერი ნიადაგია განვითარებული. ტერიტორიის დიდი ნაწილი უჭირავს საშუალო და მცირე სისქის ტყის ყომრალ ნიადაგს, რომელსაც ზემოთ ტყის ზედა სარტყლის ღია და გაეწრებული ყომრალი ნიადაგი ენაცვლება. მაღალი ქედების თხემებზე და ბედენის პლატოზე მეორეული მთის მდელოს ნიადაგებია. ზოგან, კირქვების გამოფიტვის პროდუქტებზე, ნეშომპალა კარბონატული ნიადაგია განვითარებული. ციცაბო ფერდობებზე გვხვდება სუსტად განვითარებული, მცირე სისქის ჩამორეცხილი ნიადაგი.

ლანდშაფტები

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებულია ლანდშაფტის შემდეგი სახეები:

  1. მშრალი სტეპური ვაკე წაბლა ნიადაგებით;
  2. მთისწინეთი მუხნარ-რცხილნარით ტყის ყავისფერ ნიადაგებზე;
  3. ბორცვიანი პლატო ჯაგრცხილნარ-მუხნარით ტყის ყავისფერ წაბლა და შავმიწა ნიადაგებზე;
  4. მთის გასტეპებული მდელოები შავმიწა ნიადაგებით;
  5. სუბალპური მდელოები ტყის ყომრალ და მთის მდელოს ნიადაგებზე.

ფლორა და ფაუნა

ფლორა

ვაკეზე და ბორცვიან მთისწინეთში გავრცელებულია ჯაგეკლიანი სტეპის მცენარეულობა: ძეძვი, გრაკლა, ურცი, ურო, მაჩიტა, გლერძი, ასკილი, ძურწა, შვრიელა, ტუხტი და სხვ. ხეებიდან გვხვდება აკაკი. მუნიციპალიტეტში იზრდება ასევე ნეკერჩხალი, პანტა, მაჟალო, იფანი, თხილი, შინდი, კუნელი, ზღმარტლი და სხვ. ზემო სარტყელში ჭარბობს წიფელი.

1965 წელს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დაარსდა ალგეთის ეროვნული პარკი, რომელიც თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ალგეთის ზემო წელში მდებარეობს. ნაკრძალი განფენილია ზღვის დონიდან 600-1300 მ-ზე. მისი მიზანია დაიცვას აღმოსავლური ნაძვისა და კავკასიური სოჭის ტყის კორომები. ნაკრძალი უმეტესად დაფარულია წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყით.

ფაუნა

ფაუნა უხვადაა წარმოდგენილი. გვხვდება შველი, გარეული ღორი, თეთრყელა კვერნა, დათვი, მელა, მაჩვი, კურდღელი და სხვ.

ფრინფელებიდან აღსანიშნავია: კაკაბი, შურთხი, როჭო, მინდვრის მწყერჩიტა, ყარყატი და სხვ. ქვეწარმავლებიდან ბევრია კუ, კლდის ხვლიკი, ბოხმეჭა, გველი და ა.შ. გასული საუკუნის 60-იანი წწ. დასაწყისში მანგლისში აღმოჩენილ იქნა ობობის რამდენიმე ახალი სახეობა. მდინარეებში იცის ხრამული, კალმახი, შამაია, და სხვ.

მოსახლეობა

მოსახლეობის რიცხოვნობა — 21 ათასი კაცი, 82,47 % ქართველები, 7,33 % აზერბაიჯანელები, 7,31 % სომხები, 1,31 % რუსები, 0,88 % ბერძნები; სიმჭიდროვე — 22 კაცი კვ.კმ-ზე. მუნიციპალიტეტში 80 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 1 დაბა და 78 სოფელი.

აღწერის მონაცემები

აღწერის წელი მოსახლეობა
1989 36 432
2002 25 039 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 
2014 21 127 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 
2021 22 500 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 

მმართველობა

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოა მუნიციპალიტეტის საკრებულო, ხოლო აღმასრულებელო ორგანო — გამგეობა (გამგებელი გიორგი მესტვირიშვილი). მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულებია:

  • ქალაქის საკრებულო — 1: თეთრიწყარო.
  • დაბის საკრებულო — 1: მანგლისი.
  • თემის საკრებულო — 16: ასურეთის თემი, ახალსოფლის თემი, ბორბალოს თემი, დაღეთის თემი, დურნუკის თემი, თონეთის თემი, ირაგის თემი, კლდეისის თემი, კოდის თემი, მარაბდის თემი, ორბეთის თემი, შეხვეტილას თემი, ჩხიკვთის თემი, წინწყაროს თემი, ჭივჭავის თემი, ჯორჯიაშვილის თემი.

ეკონომიკა

სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 520 კვ.კმ. წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, ძირითადად მეცხოველეობა. აქ არის გადამამუშავებელი და კვების მრეწველობის მცირე საწარმოები. სასარგებლო წიაღისეულიდან აღსანიშნავია ბარიტის საბადოები. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის მარაბდა-ახალქალაქის რკინიგზა და ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი.

კულტურა

მუნიციპალიტეტში 32 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 35 ბიბლიოთეკა, 1 თეატრი და 1 მუზეუმი (მხარეთმცოდნეობის). გამოდის ადგილობრივი გაზეთი „დიდგორი“.

ღირსშესანიშნაობანი

სოფელ ფიტარეთის მოშორებით მდებარეობს ძველი ქართული კულტურის კერა ფიტარეთის მონასტერი. აქ მოღვაწეობდა იობ ფიტარეთელი, რომლის ლიტერატურული მემკვიდრეობას ჩვენამდე არ მოუღწევია. მას ჩინებულ მწერალად მიიჩნევდა თვით სულხან-საბა ორბელიანი. მონასტრის ნაგებობათაგან შემორჩენილია ღვთისმშობლის მონასტრის ეკლესია.

დაბა მანგლისის განაპირას მდებარეობს ჯვარულ-გუმბათოვანი ტაძარი.

სოფელ დიდი თონეთიდან 2 კმ-ზე აღმართულია თონეთის სიონი. სოფელთან ასევე შემორჩენილია ნასოფლარი და კვირაცხოვლის ეკლესიის ნანგრევები. საკუთრივ დიდ თონეთში არის წმინდა გიორგის ეკლესია.

მუნიციპალიტეთში აღსანიშნავია ასევე სამშვილდის ნაქალაქარი.

მნიშვნელოვანი ხუროთმოძღვრული ძეგლია აგრეთვე ნადარბაზევის სასახლე. გამოჩენილი გეოგრაფი და ისტორიკოსი ვახუშტი მას თამარ მეფის ნასასახლევს უწოდებს. სასახლე აგებულია IX-X სს-ში.

სხვა ისტორიული ძეგლებია:

ლიტერატურა

  • ჯაყელი ქ., კაკაბაძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 639-640.
  • მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964;
  • უკლება დ., აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი მხარეების ლანდშაფტები და ფიზიკურ-გეოგრაფიული რაიონები, თბ., 1974.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი გეოგრაფიათეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ფლორა და ფაუნათეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი მოსახლეობათეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი მმართველობათეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ეკონომიკათეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი კულტურათეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ღირსშესანიშნაობანითეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი ლიტერატურათეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი რესურსები ინტერნეტშითეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი სქოლიოთეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი19171921192919301940აღმოსავლეთი საქართველოთბილისის მაზრათეთრიწყაროქვემო ქართლის მხარე

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

თამარ მეფესაქართველოს სახელმწიფო დროშაფარსმან II ქველიქაქუცა ჩოლოყაშვილირაჭამეჰმედ II23 აპრილივერსალის საზავო ხელშეკრულება (1919)ბელგიასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკააია-სოფიას ტაძარიბირთვული იარაღიცოტნე დადიანიმეწყერიბერძნული კოლონიზაციაავოკადოგოდერძის უღელტეხილიტელეფონების ნომრები საქართველოშიქეთო და კოტე (ოპერა)ზაფხულიაზოფოცხვერივულკანიჩრდილოეთი ამერიკაალეგორიამეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარიდავით კაჭარავათევზები (ასტროლოგია)ვენის კონგრესიდიდი გეოგრაფიული აღმოჩენებისაქართველოს სამხედრო წოდებებიიტალიადავით კლდიაშვილინიდერლანდებიეიფელის კოშკიდემეტრე Iერითროციტებიმერაბ კოსტავაფოთიისლამიევროპის ქვეყნების სია მოსახლეობის მიხედვითგიორგი მამარდაშვილიახალქალაქიიოჰან სებასტიან ბახიტრეფიკინგიათეროსკლეროზიქართული ხალხური საკრავებისტრასბურიბუდაპეშტიპროტესტანტული რეფორმაციაანანურის ციხემორალირიონიკლიმატის ცვლილებაჰემოგლობინიკონსტანტინე გამსახურდიასაქართველოს დემოგრაფიაბიპოლარული აშლილობანატვრის ხე (ფილმი)ლიონელ მესირეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)ოსმალეთის იმპერიის ისტორიაკობიმეტაფორანოქალაქევითერგდალეულებისაქართველო IV საუკუნეშიბათუმიშერლოკ ჰოლმზივაჟა-ფშაველაჩონგურიწყნარი ოკეანეთამბაქოქუთაისი🡆 More