ყარყატი: ფრინველების გვარი

ყარყატი (ლათ.

Ciconia) — ფრინველების გვარი ყარყატისნაირთა რიგისა. მოცავს შვიდ სახეობას, რომელთაგანაც ექვსი აფროევრაზიის კონტინენტზე ბინადრობს, და მხოლოდ ერთია ამერიკის მკვიდრი.

ყარყატი
ყარყატი: ფრინველების გვარი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ყარყატისნაირნი
ოჯახი:  ყარყატისებრნი
გვარი:  ყარყატი
ლათინური სახელი
Ciconia (Linnaeus, 1758)

ყარყატები არიან მოზრდილი ფრინველები, საშუალოდ 1 მეტრი სიმაღლის, ფრთის შლილი ხშირად 2 მეტრამდეა, აქვთ მაღალი ფეხები, გრძელი კისერი და ნისკარტი. ბუმბულის შეფერილობაში ფიგურირებს მხოლოდ ორი ფერი — თეთრი და შავი, რომელთა ინტენსივობაც სახეობებში განსხვავებულია, ნისკარტი და ფეხები წითლადაა შეფერილი. ბინადრობენ უფრო მეტად ნოტიო ადგილებში, წყალსატევებისპირა ლერწმებში, ჭაობებში, ასევე ველებზე, მდინარების ხეობებსა და ტყეებში. ბუდეს ტოტებისგან იკეთებენ ხეებზე, სახურავებზე, ლერწმებში, კლდეებში. ყარყატები ადამიანებს ძალიან ენდობიან და ახლოს მიდიან საცხოვრებელ სახლებთან. დებენ 4-5 თეთრი ფერის კვერცხს, ზომით დაახლოებით 8 სმ. მონოგამიურები არიან. ბუდობენ კოლონიებად ან წყვილებად. იკვებებიან სხვადასხვა ცხოველური საკვებით, ძირითად კვების რაციონს შეადგენენ თევზები, ბაყაყები, ხვლიკები, გველები, ლოკოკინები, ჭიები, მინდვრის თაგვები, მწერები. მიგრანტები ევროპაში თებერვალსა და მარტში ჩამოდიან, და ყოფილ ბუდეებს უბრუნდებიან. ყარყატებზე არ ნადირობენ, ზოგი სასარგებლოა მავნე მწერებსა და მღრღნელების განადგურების გამო.

საქართველოში გავრცელებულია თეთრი ყარყატი, იგივე ლაკლაკი (ლათ. Ciconia ciconia) და შავი ყარყატი, იგივე იშხვარი (ლათ. Ciconia nigra), რომელიც შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.

სახეობები

სურათი სამეცნიერო დასახელება სახელი გავრცელება
ყარყატი: ფრინველების გვარი Ciconia abdimii თეთრმუცლიანი ყარყატი ფაილი:Ciconia abdimii distribution map.png
ყარყატი: ფრინველების გვარი Ciconia episcopus თეთრყელიანი ყარყატი ფაილი:Ciconia abdimii distribution map.png
ყარყატი: ფრინველების გვარი Ciconia stormi მალაიური ყარყატი ფაილი:Ciconia abdimii distribution map.png
ყარყატი: ფრინველების გვარი Ciconia maguari ამერიკული ყარყატი ფაილი:Ciconia abdimii distribution map.png
ყარყატი: ფრინველების გვარი Ciconia boyciana აღმოსავლური ყარყატი ფაილი:Ciconia abdimii distribution map.png
ყარყატი: ფრინველების გვარი Ciconia ciconia თეთრი ყარყატი ფაილი:Ciconia abdimii distribution map.png
ყარყატი: ფრინველების გვარი Ciconia nigra შავი ყარყატი ფაილი:Ciconia abdimii distribution map.png

ლიტერატურა

სქოლიო

Tags:

ამერიკააფროევრაზიაგვარი (ბიოლოგია)ლათინური ენაფრინველებიყარყატისნაირნი

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

ლიბერალიზმიგორის ციხეორგაზმიმონა ლიზალადო ასათიანისაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეფსორიაზიინტერვენციათურქეთ-საქართველოს ურთიერთობებიმორფოლოგია (ენათმეცნიერება)ადმირალი (პეპელა)დუნაიკახა კალაძემარო მაყაშვილიმირიან IIIსტამბოლიანბანისოლომონ Iინსულტიჯაყოს ხიზნებიადოლფ ჰიტლერიპომპეუსის ლაშქრობა საქართველოშიგოტლიბ კურტ ჰაინრიხ ტოტლებენიდინოზავრებიისკო დასენინილოსირაგბიბენიტო მუსოლინიაშშ-ის პრეზიდენტების სიარეალ მადრიდი (საფეხბურთო კლუბი)ტყესისხლისაქართველო XVIII საუკუნეშიფილტვებიევროპა-აზიის საზღვარიბორჯომიეპითეტიქვეწარმავლებიფოცხვერიეგვიპტის პირამიდებიკანონი (ნორმატიული აქტი)კალიებიკანონიერი ქურდიგეორგიევსკის ტრაქტატიაბას I (ირანი)ნიდერლანდებიამერიკის შეერთებული შტატებიმწვერვალისათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალიფრინველთა მიმოფრენაკრიშტიანუ რონალდუუკრაინაიმერეთინახშირწყლებითევზები (ასტროლოგია)დავით გურამიშვილიოქსიდიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2024ბზობაფარნავაზ Iსაბერძნეთისაქართველოს დაცული ტერიტორიებიფეხბურთილუკა მოდრიჩიელექტრული წინაღობადასავლეთ რომის იმპერიის დაცემადავით სარაჯიშვილიმდინარესაჭმლის მომნელებელი სისტემაერთეულთა საერთაშორისო სისტემაარაბობა საქართველოშისუვერენიტეტისაქართველოს წითელი ნუსხასაქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაშინაწლავებიმონღოლებისულხან-საბა ორბელიანი🡆 More