ალგეთის ეროვნული პარკი

ალგეთის ეროვნული პარკი, ალგეთის სახელმწიფო ნაკრძალი — ეროვნული პარკი საქართველოში.

მდებარეობს ისტორიულ ქვემო ქართლში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ქალაქ თბილისიდან 60 კმ-ის დაშორებით. მოქცეულია მდინარე ალგეთის ხეობაში და მოიცავს თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ ნაწილის სამხრეთ ფერდობებს და ზღვის დონიდან 1100-1950 მ სიმაღლეზე მდებარეობს. უმაღლესი წერტილია კლდეკარი (2000 მ).

ალგეთის ეროვნული პარკი
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
ალგეთის ეროვნული პარკი
მდებარეობა ქვემო ქართლი, საქართველო
უახლოესი ქალაქი თეთრიწყარო
ფართობი 6822 ჰა
მმართველი ორგანო დაცული ტერიტორიების სააგენტო

ალგეთის სახელმწიფო ნაკრძალი დაარსდა 1965 წელს, აღმოსავლური ნაძვის და კავკასიური სოჭის უკიდურესი აღმოსავლეთის საზღვრის დაცვის მიზნით. 2007 წელს ალგეთს მიენიჭა ეროვნული პარკის სტატუსი.

ალგეთის ეროვნული პარკს ახასიათებს ძლიერ მთაგორიანი რელიეფი, რომელიც მრავალრიცხოვანი პატარა მდინარეებითა და ხევებითაა დაღარული. ალგეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე ალგეთი, თავისი მრავალრიცხოვანი პატარა შენაკადებით და ხევებით.

ბუნებრივი მახასიათებლები

ალგეთის ეროვნული პარკი ვულკანური და დანალექი ქანებითაა აგებული. ეროვნული პარკი ხასიათდება ნოტიო კლიმატით. ზამთარი ზომიერად ცივი, ხოლო ზაფხული ხანგრძლივი და თბილი იცის. ალგეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობი 6822 ჰექტარია.

ალგეთის ეროვნული პარკის 6044 ჰა ტყითაა დაფარული. აქედან ნაძვნარებს - 1442 ჰა, წიფლნარებს - 2250 ჰა, მუხნარებს – 1380 ჰა, ფიჭვნარებს - 250 ჰა, რცხილნარებს - 120 ჰა, იფნარებს - 9 ჰა და არყნარებს - 5 ჰა უკავია. აქ სოკოების 250 სახეობაა გავრცელებული, მათგან 10 სახეობა პირველად იქნა აღმოჩენილი.

აქ მცენარეთა 1664 სახეობაა; აქედან 80 ხეა, 74 სახეობის – ბუჩქი, 800-ზე მეტი – ბალახოვანი მცენარე, 156 სახეობის – სამკურნალო მცენარე, 43 – შხამიანების, 24 – ბოსტნეული კულტურების, 69 – დეკორატიული სახეობა, 3 სახეობა საქართველოსა და კავკასიის ენდემია.

ფაუნა

მდიდარია ეროვნული პარკის ფაუნაც. მსხვილი მტაცებელი ძუძუმწოვრებიდან ეროვნულ პარკში გვხვდება: მურა დათვი და მგელი, იშვიათად – ფოცხვერიც, ტყის კვერნა, ციყვი, ძილგუდა, კურდღელი, მელა, გარეული ღორი. შველი ამ ტყეების მუდმივი ბინადარია.

ეროვნული პარკის ტერიტორიაზე რამდენიმე სახის ამფიბია და ხვლიკი ცხოვრობს. გველებიდან ალგეთის მკვიდრები არიან: სპილენძა, ჩვეულებრივი ანკარა, წყლის ანკარა, ველის გველგესლა და ცხვირქოსანი გველგესლა.

ალგეთის ხეობაში 80-ზე მეტი სახეობის ფრინველს შეხვდებით, რომელთა შორისაა: ქორი, მიმინო, კაკაჩა, მდელოს ძელქორი, ჭოტი, ყაპყაპი, ოფოფი, შავი კოდალა, მერცხალი, შაშვი, ჩხიკვი, წიწკანა, ჭინჭრაქა, ჩიტბატონა და სხვა. ხეობაში ძალზე იშვიათად შესაძლებელია ბექობის არწივის ნახვაც.

აქ ბინადრობენ საქართველოს „წითელი ნუსხის“ შემდეგი ცხოველები: მურა დათვი, კავკასიური როჭო, ბექობის არწივი და სხვა.

ისტორიული ძეგლები

ალგეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილია უამრავი არქეოლოგიური ძეგლი, რომელთაგან ყველაზე ადრინდელები ენეოლითის და ადრე ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება. შემორჩენილია ბრინჯაოს ხანის ციკლოპური ციხეები, მოქმედი ეკლესიები და ეკლესია-ნანგრევები: წმ. მარიამის ეკლესია, კვირაცხოველის სახელობის სალოცავი, სამების ეკლესია, ჭრელსაყდარი, სალოცავი – კუბადონი, მეცხრე საუკუნის კლდეკარის ციხესიმაგრის ნანგრევები, სალოცავი ქელჩახედი, კუნწუხი, მიწისქვეშა გვირაბები რამდენიმე ნიშა, წმ. გიორგის ეკლესია, მეოთხე საუკუნის მანგლისის ტაძარი, მეთერთმეტე საუკუნის ულამაზესი და მიუდგომელი ბირთვისის ციხე-ქალაქი. ალგეთის ეროვნული პარკის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან მდებარეობს დიდგორის ველი.

დასკვნა

ალგეთის ეროვნული პარკი წარმოადგენს სამეცნიერო კვლევების მნიშვნელოვან ბაზას. მას გააჩნია რეკრეაციულ-კურორტოლოგიური, წყალშემნახავი და ნიადაგდაცვითი მნიშვნელობა. ეროვნულ პარკს საკმაოდ კარგი პოტენციალი აქვს ფოტო-ვიდეო, ფრინველებზე დაკვირვების, ეკოლოგიური, ბოტანიკური და სამანქანო-სათავგადასავლო ტურების მოსაწყობად. დაცულ ტერიტორიაზე განვითარებულია ტურიზმის ისეთი ფორმები, როგორიცაა: ფეხით სასიარულო, საცხენოსნო და არქეოლოგიური ტურები.

გალერეა

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Tags:

ალგეთის ეროვნული პარკი ბუნებრივი მახასიათებლებიალგეთის ეროვნული პარკი ფაუნაალგეთის ეროვნული პარკი ისტორიული ძეგლებიალგეთის ეროვნული პარკი დასკვნაალგეთის ეროვნული პარკი გალერეაალგეთის ეროვნული პარკი ლიტერატურაალგეთის ეროვნული პარკი რესურსები ინტერნეტშიალგეთის ეროვნული პარკი სქოლიოალგეთის ეროვნული პარკიალგეთიზღვის დონეთბილისითეთრიწყაროს მუნიციპალიტეტითრიალეთის ქედიკლდეკარიმდინარესაქართველოქვემო ქართლიხეობა

🔥 Trending searches on Wiki ქართული:

დევი ჭანკოტაძემერაბ კოსტავაბულგარეთიმთაწმინდის პანთეონიანგარიშთა გეგმადეკლარაციაზოდიაქოკეთრილობიოთბილისის ზღვაჭიამაიასებრნილარისინონიმებივაჟა-ფშაველაკურდღელიევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020გიორგი სააკაძენაციონალიზმიაშშ-ის შტატებისა და ტერიტორიების სიაისკო დასენიგრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაბიძინა ივანიშვილისაქართველო XV საუკუნეშინერვული სისტემაზედსართავი სახელიმარი ანტუანეტიილია თოფურიავიკისაწყობიპანკრეასითამარ მეფექართლის ცხოვრებანიკოლოზ ბარათაშვილიჭიანჭველასებრნიალექსანდრე მაკედონელი1924 წლის აგვისტოს აჯანყებასაქართველოაზიათირკმელიპოლიტიკური პარტიები საქართველოშისტიბიუმიკლიმატის ცვლილებაLOUDspeakersრომის იმპერიატოტალიტარიზმინარკოტიკიცილებისლოვენიაქართლირუსუდანიქართული მითოლოგიაგოგირდიბათუმის ბოტანიკური ბაღიქართული ენაერეკლე IIდიდგორის ბრძოლაფოტოსინთეზილონდონიოქსიდიიტალიასაქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2024ჰეკლაგეორგიევსკის ტრაქტატიმარო მაყაშვილიჩრდილოეთი აფრიკამიკროორგანიზმებიჰაერის დაბინძურებამიხეილ ხერგიანიკონსტანტინოპოლიჰემოფილიამასტურბაციაისლანდიალუქსემბურგილეიკოციტოზირუსეთის იმპერიაიეთიმ გურჯიიმერეთის მხარე🡆 More